საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების მიერ წარმოდგენილი დებულების პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციონირების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
15.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-2302/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი 2-2302/19 15-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დებულების პროექტს, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი იქნა 2019 წლის 15 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე. დანართი: „ 1 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პროექტი დებულება „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის №29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. თითოეული ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად გამოყოფილი თანხის ნაწილობრივ აუთვისებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა (საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი) შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ასანაზღაურებლად.“.