საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2018 წლის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
ნომერი
#2-2242/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2018 წლის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-2242/19 14-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაძეს, ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით ნატო-ს საპარალამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2018 წლის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-5385/19 27-03-2019 საორგანიზაციო დეპარტამენტს მოგახსენებთ, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიში“ (2-2242/19/9; 14.02.2019) საკომიტეტო განხილვის ფორმატში. მომხსენებელმა ანგარიშში წარმოადგინა ინფორმაცია საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრის შესახებ, აგრეთვე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო და წლიური სხდომებზე საქართველოს დელეგაციის მიღწევებზე, რომლებიც აისახა ამ სხდომების ფარგლებში მიღებული დოკუმენტებში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიშს“. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში 2018 წლის იანვარი - 2019 წლის იანვარი 2018 წლის მოკლე მიმოხილვა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, 2018 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხუთ ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს, საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა, ასამბლეის საგაზაფხულო და წლიური სხდომები. 2018 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები  გაფართოვდა საქართველო-ნატო-ს შემადგენლობა;  ასამბლეის საგაზაფხულო სხდომაზე მიღებულ დეკლარაციაში აისახა დელეგაციის მიერ წარდგენილი ერთი შენიშვნა;  ასამბლეის წლიურ სხდომაზე მიღებულ ორი რეზოლუციაში, დელეგაციამ ჯამში ხუთი შენიშვნა შეიტანა;  ასევე, რიგი შენიშვნები აისახა ასამბლეის კომიტეტის მიერ შემუშავებულ ერთ ანგარიშში. საპარლამენტთაშორისო საბჭოს 2018 წლის თებერვალი საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა, 2018 წლის 26 თებერვალს ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა. შეხვედრაზე, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაერთხელ იქნა ნახსენები, რაც, შედეგად, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაში შეუწყობს ხელს. დისკუსიის ფარგლებში, რიგ საკითხებთან ერთად, როგორებიცაა საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების პერსპექტივები, განხილულ იქნა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება. 2018 წლის აპრილი 23-25 აპრილს, ქ. ბათუმში (საქართველო) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული „როუზ-როს“-ის რიგით 97-ე სემინარი. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორებიცაა: შავი ზღვის რეგიონის ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოში განხორციელებული რეფორმები და დემოკრატიზაციის პროცესები, საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა, სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და რუსეთის ფედერაციის ფაქტორი, ცენტრალურ აზიის ქვეყნებში არსებული ვითარება. სემინარის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა საქართველოს-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრა, სადაც, განხილული იყო საქართველოს ალიანსში წევრობის პერსპექტივები., შეხვედრაზე, ასევე, გადაწყდა საქართველოსნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს გაფართოება. საქართველოს-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამატებით ხუთი კომიტეტის ხელმძღვანელი შევიდა, რაც საბჭოს საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის. 2018 წლის მაისი 25-28 მაისს, ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ალიანსის მოახლოებული ივლისის სამიტი, რუსეთისგან მომდინარე კონვენციური და არაკონვენციური საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები. ასამბლეამ, პლენალური სხდომაზე დაამტკიცა დეკლარაცია, რომელშიც ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და ასპირანტი ქვეყნების გაწევრიანების პერსპექტივებზეა საუბარი. აღნიშნულ დოკუმენტში, საქართველოს დელეგაციის ინიციტივით შევიდა ცვლილება, რომელიც ალიანსში გაწევრიანების პროცესში საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას შეეხება. 2018 წლის ნოემბერი 16-19 ნოემბერს, ქ. ჰალიფაქსში (კანდა)ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 64ე წლიური სესია გაიმართა. დელეგაციამ, მნიშვნელოვანი შენიშვნები შეიტანა ასამბლეის ერთ ანგარიშში და ორ რეზოლუციაში, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მხარდაჭერას ასახავს. ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში დავით ღუჭაშვილმა.