საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების (N07-2/263; 19.10.2018) და საქართველოს პარლამენტის წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ წარმოდგენილი „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ (07-3/248; 26.11.2018) საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-2350/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-2350/19 18-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე (07-2/263; 19.10.2018) და „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ (07-3/248; 26.11.2018) განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2018 წლის 12 ნოემბრის ბიუროს (N211/7) გადაწყვეტილებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (წამყვანი კომიტეტი) მ/წ 19 თებერვლამდე დაევალა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“, შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე (07-2/263; 19.10.2018) და 2018 წლის 3 დეკემბრის ბიუროს (N216/1) გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების გიორგი კანდელაკის და სერგი კაპანაძის მიერ წამოდგენილი რეზოლუციის პროექტის „რუსეთის ფედერაციის მიერ, უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“ (07-3/248; 26.11.2018) მ/წ 26 თებერვლამდე განხილვა. შემდგომში დასკვნების პარალმენტის ბიუროსთვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ შეთანხმებასთან შეერთების თაობაზე და რეზოლუციის პროექტის წარმოდგენილი პარლამენტის წევრების გიორგი კანდელაკის და სერგი კაპანაძის მიერ, „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების დაგმობის თაობაზე“, განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge