საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ირაკლი სესიაშვილის და ოთარ ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/235; 18.10.2018) საქართველოს კანონის პროექტის I მოსმენით განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2399/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2399/19 18-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის - ირაკლი სესიაშვილის და ოთარ ჩრდილელის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/235; 18.10.2018). კანონპროექტების კომიტეტზე I მოსმენით განხილვის ვადაა 2019 წლის 18 თებერვალი). შემოთავაზებული ცვლილებით დასჯად ქმედებად ცხადდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იქედან გამომდინარე, რომ მომხსენებელი ვერ ახერხებს რეგლამენტით განსაზღრულ ვადაში კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე წარდგენას, გთხოვთ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ ორი კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge