საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილ „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ (N13337; 05/09/2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-2481/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2481/19 19-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა მოქალაქე მზია საკანონმდებლო ჯღარკავას წინადადებაზე მიერ წარმოდგენილ „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N13337; 05.09.2018). საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2019 წლის 11 თებერვლის სხდომაზე განიხილა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ავტორი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მიღებულ იქნეს ახალი კანონი „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ და წარმოადგენს შესაბამისი კანონის პროექტს. მოქალაქე მზია ჯღარკავა აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო ორი ათწლეულია დაწყებულია და დღესაც მიმდინარეობს ქართველთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც განსაკუთრებით მწვავედ გამოვლინდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს დისკრიმინაციის წახალისების ტერიტორიებზე, კამპანია იმავდროულად, მიმდინარეობს ასეთი აგრეთვე სახის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. ის ქართველოფობიის გამოვლინებად მიიჩნევს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოლიტიკასაც საქართველოს თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მოქალაქეებთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკანონმდებლო წინადადების ავტორი თვლის, რომ ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მიღებულ უნდა იქნეს კანონი, რომელიც შექმნის ასეთი დისკრიმინაციის აღმოფხვრის სახელმწიფო გარანტიებსა და ეფექტიან მექანიზმებს. თავად შემოთავაზებულ კანონის პროექტი ამავე კანონის მიზნებისთვის განმარტავს ქართველოფობიის, ქართველოფობიური განცხადების, ანტიქართული თეორიისა და ქართველთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ტერმინებს. კანონპროექტი ადგენს ქართველთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრის სახელმწიფო გარანტიებს, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს ევალება მიიღოს ყველა ზომა დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისათვის, მათ შორის, განათლების, მეცნიერების, აღზრდის, კულტურისა და მასმედიის სფეროში, ასევე, გაატაროს საჭირო ღონისძიებები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობენ და ახალისებენ ქართველოფობიის გაძლიერებას. ასევე, სახელმწიფოს ევალება ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე კონტროლს კანონის პროექტი აკისრებს საქართველოს პარლამენტს, რომელსაც ამ მიზნისთვის ევალება შექმნას „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საბჭო“, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტთან. დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას კანონის პროექტი ანიჭებს საქართველოს სახალხო დამცველს. კომიტეტმა მსჯელობის შედეგად მიზანშეუწონლად მიიჩნია შემოთავაზებული კანონპროექტის მიღება და უარყოფილად ცნო მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე