საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს სახალხო დამცველისათვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ) (N11658, 30.07.2018) წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-2522/19
19-02-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტთან დაკავშირებით (N11658; 30.07.2018)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა, 2019 წლის 11 თებერვლის სხდომაზე,
საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
განიხილა
საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტთან დაკავშირებით.
წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს
სახალხო
დამცველს
საკუთარი
კონსტიტუციური
მანდატის,
საერთაშორისო–
სამართლებრივი ხელშეკრულებებისა და „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გააჩნია პერსონალურ
მონაცემთა
შემცველ
დოკუმენტაციაზე
წვდომის
უფლებამოსილება,
თუმცა
აღნიშნული უფლებამოსილება პრაქტიკაში ვერ რეალიზდება საკანონმდებლო
ხარვეზისა და ნორმის ბუნდოვანების გამო.
საკანონმდებლო წინადადების ატორი ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტაციის მიღებისა და
დამუშავების გარეშე შეუძლებელია პენიტენციურ სისტემაში პირთა უფლებრივი
მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. შედეგად, საფრთხის ქვეშ დგება სახალხო
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დამცველის აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირება და ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვაზე კონტროლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს
ცვლილების
განხორციელებას
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში, რათა მკაფიოდ გაიწეროს საქართველოს სახალხო
დამცველის უფლებამოსილება მოიპოვოს და დაამუშავოს პერსონალური მონაცემები,
მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები.
კომიტეტმა, იმსჯელა დასახელებულ საკანონმდებლო წინადადებაზე და
გააანალიზა ის გარემოებები და არგუმენტები, რომლებიც წარმოადგინა წინადადების
ავტორმა
მოთხოვნის
ლეგიტიმურობისა
და
შემოთავაზებული
ცვლილების
განხორციელების აუცილებლობის დასასაბუთებლად.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი არ არის საქართველოს სახალხო
დამცველის
მოთხოვნის
დაკმაყოფილება
მისთვის
ყველა
განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეუზღუდავად მოპოვებისა და დამუშავების
უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს
სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე