ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“ მომართვა მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (№07-3/250; 29.11.2018) 19-22 თებერვლის პლენარულ სხდომებზე დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#2-2459/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ 2-2459/19 18-02-2019 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გთხოვთ მიიღოთ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომის მოწვევის შესახებ, რათა პარლამენტის ბიურომ მიიღოს გადაწყვეტილება მიმდინარე კვირის (19-22 თებერვალი) პარლამენტის პლენალური სხდომების დღის წესრიგში განსახილველად შევიდეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (№07-3/250; 29.11.2018) და მისგან გამომდინარე სხვა კანონის პროექტები. “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონი 2019 წლის 1 იანვრიდან სრულად ამოქმედდა. ამ კანონით შეიქმნა ახალი ტიპის საპენსიო სისტემა, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს სისტემა სრულად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ჩვენი აზრით, იმისათვის რომ რეფორმამ სრულად უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, საპენსიო პოლიტიკის მიმართულებით, აუცილებელია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდეს ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები. ამასთან აუცილებელია ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით განხორციელდეს, რადგან კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ უკვე დაწყებულია მოქალაქეების მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების პროცესი. კანონში ცვლილებების დროულად არ განხორციელების შემთხვევაში სულ უფრო გართულდება იმ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით იქმნება. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემის ეფექტურად ამოქმედებისთვის აუცილებელია ცვლილებების დროულად განხორციელება. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომის მოწვევის შესახებ, რათა პარლამენტის ბიურომ მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალდემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით 2018 წლის 29 ნოემბერს წარმოდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (№07-3/250) და მისგან გამომდინარე სხვა კანონის პროექტების მიმდინარე კვირის პარლამენტის პლენალური სხდომების (19-22 თებერვალი) დღის წესრიგში განსახილველად შეტანის შესახებ. პატივისცემით, ფრაქცია „ქართული ოცნება -სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge