საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
ნომერი
#2-2548/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-2548/19 19-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: საქართველოს პარლამენტის ბიუროს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის საფუძველზე გიგზავნით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 46 გვერდი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2018 საქმიანობის ანგარიში სარჩევი შესავალი -------------------------------------------------------------------------------------------- 3გვ კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები--------------------------------------------- 4 გვ. რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მემორანდუმები, რეზოლუციები და დადგენილების პროექტები ------------------------- 7გვ. საზედამხედველო საქმიანობა -------------------------------------------------------------------11გვ. საპარლამენტო დიპლომატია-------------------------------------------------------------------- 13გვ კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილეების ვიზიტები საზღვარგარეთ--------------- 21გვ. კომიტეტის მასპინძლობით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტები საქართველოში------------------------------------------------------------------------------ 38 გვ. სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა -------------------- 40 გვ. კომიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა------------------------------------- 46 გვ. შესავალი საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაძლიერება, საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობა, ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის განხორციელება, ტრანსნაციონალურ პროექტებში ქვეყნის ჩართულობა, ეკონომიკური დიპლომატია, დიასპორებთან ურთიერთობა და საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა, - ჩვენი სახელმწიფოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა პარლამენტს ეკისრება. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი თავისი პროფილიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართულებით და საპარლამენტო კავშირების გაძლიერებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების მიღწევის მიზნით აქტიურად იყენებდა საპარლამენტო დიპლომატიას. საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების და საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალური საკითხის განსახილველად, სისტემატურად იმართებოდა საკომიტეტო სხდომები და მოსმენები. საკანონმდებლო საქმიანობის გარდა, კომიტეტის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა შეხვედრებში როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. საანგარიშო პერიოდში დაიგეგმა და განხორციელდა საქართველოსთან პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ვიზიტები საქართველოში, ასევე, კომიტეტის წევრებმა გამართეს არაერთი ოფიციალური ვიზიტი პარტნიორ ქვეყნებში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განახორციელა საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით და კომიტეტის დებულებით გათვალისწინებული შემდეგი საქმიანობა: I: კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები საქართველოს კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, და „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწი გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეგლამენტი“, საქართველოს კანონის პროექტები: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,„სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართვეოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II: რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები, მემორანდუმები, რეზოლუციები და კონვენციები საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება: საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესების შესახებ.)“ შეთანხმება „საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ „TRIPS („ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“) შეთანხმების ცვლილების ოქმი“ „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ (2013) და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ლოგისტიკის დარგში განსახორციელებელი ოქმი“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება“ „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების („დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოებისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“. „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ცვლილება ნომერი შვიდი“ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“ ცვლილება ნომერი ექვსი“ შეთანხმება „სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)“ „2011 წლის 10 მაისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N5 ცვლილება“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით, ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმების (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა)“ ცვლილება №1“ შეთანხმება „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B)“ ფინანსურ ხელშეკრულებაში №2 ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტისთვის „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის “, სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე. „საბუნკერო საწვავით დაბინძურების შედეგად გამოწვეული ზარალის გამო წარმოშობილი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასა და საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“საერთაშორისო კონვენციასთან შეერთების თაობაზე. ჩარჩო შეთანხმება „საქართველოსა და სკანდინავიის საინვესტიციო ბანკს შორის“ საგრანტო შეთანხმება „საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის (როგორც E5P დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენეგროეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) .სასესხო შეთანხმება „საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენეგროეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“) შეთანხმება „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული.“ სასესხო ხელშეკრულება „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი (ფაზა 2)“ .„ევროკავშირსა (როგორც დონორსა) და საქართველოს (როგორც ბენეფიციარს), საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც ბენეფიციარის ფინანსურ აგენტს) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმისა (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის 45 მილიონ ევრომდე)“ და „ევროკავშირსა (როგორც სესხის გამცემსა) და საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს), საქართველოს ეროვნულ ბანკს (როგორც სესხის მიმღების ფინანსურ აგენტს) შორის სასესხო შეთანხმება (მაკროფინანსური დახმარება საქართველოსათვის)“ .კონვენცია „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გდატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ“ .სასესხო ხელშეკრულება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (აჭარის სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა, საქართველო)“ მოსმენა-წინადადება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ; სასესხო შეთანხმება „2014 წლის 9 ივლისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შედასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მესამე პროექტი)“ პირველი ცვლილება“ საკრედიტო შეთანხმება „2015 წლის 8 დეკემბრის „საქართველოსა და SOCIETE GENERALE-ს შორის „COFACE ხაზის შეთანხმება B-ის“ (MBDA France ნასყიდობის ხელშეკრულება)“ ცვლილების N1“ .საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის“ .სასესხო შეთანხმება „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის (პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხი)“ .სასესხო შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტი)“ წერილ-შეთანხმება „2010 წლის 5 აგვისტოს „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ N4 ცვლილების“ წერილ-შეთანხმება „2012 წლის 24 ივლისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N3 ცვლილების“ წერილ-შეთანხმება „2012 წლის 24 ივლისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N4; წერილ-შეთანხმება „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ N1 ცვლილების“ „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება; წერილი-შეთანხმება „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკოსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილების“ საკრედიტო შეთანხმება „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ მემორანდუმები მემორანდუმი “საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ“ მემორანდუმი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“. რეზოლუციები საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. დადგენილების პროექტები საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 251-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენილი „საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი: „საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის შექმნაში მონაწილეობის თაობაზე“. III: საზედამხედველო საქმიანობა მოსმენები საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსმენა. მომხსენებელი: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის მოსმენა ვიზა-ლიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით. საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების საინფორმაციო ბრიფინგი. (დახურული ) საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო, სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესრულებისა და მათი მსვლელობის შესახებ: მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციის პრეზენტაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მოსმენა: მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს არაღიარების პოლიტიკა: მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა (დახურული) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში. მომხსენებელი: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (2018-2020) „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვის თაობაზე. საგარარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდადტის დავით ზალკალიანის მოსმენა; საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტში ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის (2018-2020) „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვის თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის მოსმენა (მეორედ); საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე: „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე; საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მომხსენებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. საქართველოს ელჩებთან შეხვედრები 06.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა შვეიცარიაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დავით ჯალაღანიასთან. განხილული საკითხები: დიპლომატიური მისიის ახალი დღის წესრიგი, შვეიცარიასთან არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გააქტიურების მნიშვნელობა, შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურება და მეგობრობის ჯგუფების როლი ამ პროცესში. 06.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დავით აფციაურთნ. განხილული საკითხები: ჩინეთში სოფიო ქაცარავას გამართული ვიზიტების შედეგები, საქართველო-ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, საქართველო-ჩინეთს შორის რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობები, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“  ინიციატივა და საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 20.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ნორვეგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მაია ყიფშიძესთან. განხილული საკითხები: ნორვეგია-საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, პროექტები და მიზნები, ნორდიკულ ბალტიური ქვეყნების NB8 ფორმატის მნიშვნელობა, დიპლომატიური მისიის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები. 27.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა გერმანიაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ელგუჯა ხოკრიშვილთან. განხილული საკითხები: გერმანია-საქართველოს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობა; პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები და პარლამენტის როლი ამ მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა, 05.03.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ესპანეთში ახლდადდანიშნულ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ილია გიორგაძესთან. განხილული საკითხები: დიპლომატიური მისიის დღის წესრიგი, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება, ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და მათი გაღრმავების პერსპექტივები. IV: საპარლამენტო დიპლომატია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა საპარლამენტო დიპლომატიის აქტიური გამოყენება. ამ კუთხით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტი აქტიურად მუშაობდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, ახორციელებდა ვიზიტებს პარტნიორ ქვეყნებში, მასპინძლობდა დელეგაციებს და აქტიურად ხვდებოდა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილებოდა ისეთი თემები, როგორიც არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, საზედამხედველო საქმიანობის განვითარება, საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საპარლამენტო ფორმატებში, თავდაცვა და უსაფრთხოება, განათლება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, კულტურა, ხალხთაშორისი კავშირები და სხვა. ა) ურთიერთობა დიპლომატიურ კორპუსთან 15.01.2018 - სოფიო ქაცარავს გაცნობითი შეხვედრა ახლადდანიშნულ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ფატმა სერენ იაზგანთან. განხილული საკითხები: ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობის ახალი დღის წესრიგის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით მუშაობის გააქტიურების პერსპექტივები, რეგიონში არსებული უსაფრთხოების, ეკონომიკური ვითარება და ამ კუთხით თანამშრომლობის გააქტიურება. 29.01.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერიკ ჰოგთან. განხილული საკითხები: მისიის როლი და მნიშვნელობა, საოკუპაციო ხაზის მონიტორინგი და არსებული გამოწვევები, მისიის კონტრიბუცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მონაწილეობით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და ევროატლანტიკური მისწრაფებები. 12.03.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში იან კელისთან. შეხვედრაზე ელჩმა და კომიტეტის წევრებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის და სამშვიდობო პოლიტიკის საკითხები, ასევე საგარეო პოლიტიკის მიზნები და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება. ელჩმა ისაუბრა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და აღნიშნა დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე საქართველოს მიღწეული პროგრესი. 13.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ელიზაბეტ რუდთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკას. ასევე, კომიტეტის მიერ დაგეგმილ სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციას. 18.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან. განხილული საკითხები:  ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდნტობის ფარგლებში, ბულგარეთის ხელისუფლების მიერ ჩატარებული სამუშაო და სამომავლო გეგმები, ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დეტალები. 10.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში რადუ ლივიუსთან. განხილული საკითხები: რეგიონული და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერება, თბილისი-ბუქარესტის დაძმობილების საკითხი და 2019 წლის ევროკავშირის საბჭოს რუმინეთის თავმჯდომარეობა. 03.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ინგრიდა ლევრენცესთან. განხილული საკითხები: ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებები, სტრატეგიული კომუნიკაციები, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დაფუძნების მნიშვნელობა. 25.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ულრიკ ტიდესტრომთან. განხილული საკითხები: შვედეთ-საქართველოს ურთიერთობები, NB8-ის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ახალი ფორმატის შექმნა. 26.10.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ავსტრალიის საგანგებლო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარკ იენს ბრაუნთან. განხილული საკითხები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრიორიტეტები და ამოცანები, საპარლამენტო დიპლომატია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო ორმხრივი ვიზიტები საქართველო-ავსტრალიას შორის. 30.10.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ფინეთის და შვედეთის საგანგებლო და სრულუფლებიან ელჩებთან საქართველოში, არია მაკონენთან და ულრიკ თიდერსტრომთან. განხილული საკითხები: ნორდიკულ-ბალტიური რვიანის ფორმატში წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, საგარეო ურთიერთობათ კომიტეტის დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, ასევე, NB8-ის ფორმატში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობები. 03.12.2018 - სოფიო ქაცარავას გაცნობითი შეხვედრა ევროკავშირის ახლადდანიშნულ ელჩთან საქართველოში კარლ ჰარცელთან. განხილული საკითხები: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებები, სტრატეგიული კომუნიკაციები და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა პოლიტიკურ პროცესებში. ბ) შეხვედრები დელეგაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პოლიტიკოსებთან 29.01.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და სხვა პარლამენტარების შეხვედრა ლიტვის პრემიერ-მინისრტთან სალვიუს სკვერნელისსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ლიტვა-საქართველოს ურთიერთობების მაღალი დინამიკა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. 12.02.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან არმენ აშოტიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე, ასევე, საპარლამენტო ასამბლეების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. 12.02.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და სხვა პარლამენტის წევრების შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები და ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი. 13.03.2018 - სოფიო ქაცარავას და მამუკა მდინარაძის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისის, დასავლეთის კვლევითი ჯგუფის ანალიტიკოსთან ალან პარფიტთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობასა და პრიორიტეტებზე, მის როლზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემუშავებასა და საზედამხედველო საქმიანობაზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზებზე. 19.03.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტთან დემეტრის სილურისისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებაზე როგორც საპარლამენტო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე. 28.03.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევრაზიული დეპარტამენტის დირექტორთან რაფაელ ჰარპაზასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, IT ტექნოლოგიების განვითარების, განათლებისა და კულტურის თვალსაზრისით, ასევე, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. 11.04.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერთან იზაბელ დინგიზიანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა აქტიური მონაწილეობის საკითხები პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე, საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და მიმართულებები; 13.04.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან აბდულა ბინ აჰმედ ალ-ხალიფასთან და დელეგაციის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ პროცესში პარლამენტის როლზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს ხარისხსა და მათალ სტანდარტებს. 13.04.2018 - სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან. შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის, მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები, საქართველოს ეროვნული ინტერესები, პრიორიტეტები და გამოწვევები. ამ სფეროებში გატარებული რეფორმები და ქვეყანაში მიმდინარე პროგრესი. 05.05.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას შეხვედრა აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორისი ურთიერთობების საკითხები. საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს და სამშვიდობო ინიციატივის საკითხებს. 07.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა მაროკოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან და საპარლამენტო დელეგაციასთან. მხარეებმა განიხილეს ღია მმართველობა პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერების და ამ მიმართულებით საქართველოსგან გამოცდილების გაზიარების საკითხები, ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება და ამ მიმართულებით საპარლამენტო როლის მნიშვნელობა, ასევე, მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატების როლი და გაერო-ში, გენერალურ ასამბლეაში, საქართველოს ყოველწლიური რეზოლუციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვების შესახებ და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა. 08.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში საქართველოს ჩართულობა, ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და უსაფრთხოების სხვა საკითხები. 11.05.2018 - შეხვედრა შვედეთის პარლამენტის წევრთან ფრედრიკ ერიქსონთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავსლისკენ“. 11.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპარლამენტის მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა, საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები, ვიზა-ლიბერალიზაცია, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო პერსპექტივები. 14.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკთხები, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კავშირების გაძლიერება და რეგიონში არსებული და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები. ასევე, საუბარი შეეხო საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ პროცესში მეგობრობის ჯგუფების მნიშვნელოვან როლს. 15.05.2018 - შეხვედრა საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორთან მაგდალენა გრონოსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის გადაჭრის გზები, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. 15.05.2018 - შეხვედრა გერმანიის მარშალის ფონდის, დემოკრატიის უზრუნველყოფის ალიანსის დირექტორთან ლორა როზენბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მარშალის ფონდსა და კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ფარგლებში არსებული მიმართულებები და საქართველოში განხორციელებული რეფორმები. 15.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების, კარგი მმართველობის ფონდის დირექტორთან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბრიტანეთი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი მიმართულებები, კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური განვითარების კუთხით მიმდინარე პროცესები. 22.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ამ კუთხით საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობა. 22.05.2018 - სოფიო ქაცარავას და კომიტეტის წევრების შეხვედრა ჩეხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან. შეხვედრაზე მხარებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, არაღიარების პოლიტიკას, სამშვიდობო ინიციატივას და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მიმართულებებს. 24.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ლიტვის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე განხილულ იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ლიტვის მეგობრობის ჯგუფის დღის წესრიგი და მეგობრობის ჯგუფების როლი საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაში. 28.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხები და ამ პროცესში მეგობრობის ჯგუფების როლი. 29.05.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საპარლამენტთაშრისო კავშირის IPU გენერალურ მდივანთან; შეხვედრაზე სოფიო ქაცარავამ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ასევე, მხარეებმა განიხილეს IPU ფარგლებში კავშირების გაძლიერების საკითხები და წევრ ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება საპარლამენტო რეფორმების კუთხით. 11.06.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ცვეტა კარაიანჩევასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ტერორიზმთან და ნარკოტრაფიკთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 20.06.2018 - სოფიო ქაცარავას, თამარ ჩუგოშვილი და გიორგი ვოლსკის შეხვედრა ეუთოს ელჩებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ჟენევის მოლაპარაკებები, მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. 17.07.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა იტალიის პრეზიდენტთან სერჟიო მატარელასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა, საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში გააქტიურებენ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. 17.07.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან ანა ბარნაბიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს სერბეთ-საქართველოს ურთიერთობების გააქტიურების ტენდენციის მნიშვნელობა და განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაძლიერების საკითხები. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის სფეროებს, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. 18.07.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას და შეხვედრა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისს ODIHR დირექტორთან ინგებორგ გისლადორირთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ადამიანის უფლებების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა და სამომავლო ღონისძიებები, რომელიც მიმართულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. 23.07.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპარლამენტის მომხსენებელთან ანდრეს მამიკინსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ასოცირების შეთანხმების ანგარიში ევროპარლამენტში, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ევროპარლამენტსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის მიმართულებები. 25.07.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიმართულებები, მათ შორის ყველა ის პროექტი, რომელიც მიმართულია კონფლიქტით დაზარალებული პირების დახმარებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ. 07.08.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის წევრების შეხვედრა ლიეტუვის, პოლონეთის, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და უკრაინის ვიცე-პრემიერთან. მინისტრები საქართველოს სტუმრობდნენ ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, ამ მხრივ არსებული გამოწვევები, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები და საქართველოს მხარდაჭერის საკითხები საერთაშორისო ფორმატებში. 20.08.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ამერიკის კონგრესის აპარატის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, უსაფრთხოების გამოწვევები რეგიონში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები და აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. 04.09.2018 - სოფიო ქაცარავას და თამარ ჩუგოშვილის შეხვედრა იოჰანეს ჰანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ პარნტიორობის ევროპული სკოლის თბილისში გახნის მნიშვნელობა, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები და სამომავლო პერსპექტივები. 04.09.2018 - თამარ ჩუგოშვილის, სოფიო ქაცარავას და სხვა პარლამენტის წევრების შეხვედრა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და საპარლამენტო კავშირების გაძლიერების პერსპექტივები. 06.09.2018 - სოფიო ქაცარავსა შეხვედრა ურუგვაის პარლამენტის სენატორთან მონიკა ქსავიერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურუგვაითან ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებები, ურუგვაის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული სხვა საკითხები. 10.09.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის სხვა წევრების შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. 11.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან თაჯან ილდემთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული საკითხები, სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა და სტრატეგიული კომუნიკაციები, მათ შორის კომიტეტის მიერ ორგანიზებული სტრატეგიული კომუნიკაციების 24 სექტემბრის ფორუმი. 13.09.2018 - თამარ ჩუგოშვილის და სოფიო ქაცარავას შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, გამოწვევები და ეუთო-ს მნიშვნელობა ამ გამოწვევების დასაძლევად. ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხოებას და დემოკრატიულ რეფორმებს. 17.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელთან როჯერ გეილთან და წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობები. მათი ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრები ესტუმრნენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას. 18.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგში არსებული საკითხები, საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც მიეძღვნა ომის 10 წლისთავს. 26.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა საფრანგეთის სენატორების დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები. 26.09.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკო მიკელსონთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერება და ნორდიკულ-ბალტიურ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება. 27.09.2018 – სოფიო ქაცარავას შეხვედრა ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან ფაბიან ფამილტონთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველო-ბრიტანეთის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. 23.10.2018 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სოფიო ქაცარავას შეხვედრა ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, მონსინიორ პოლ რიჩართ გალაჰერთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობები და საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მნიშვნელობა ევროპული კულტურისთვის. 30.10.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და უსაფრთხოების სხვა საკითხები. 05.11.2018 - პარლამენტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას და პარლამენტის სხვა წევრების შეხვედრა პოლონეთის სეიმის მარშალთან მარეკ კუხჩინსკისთან და დელეგაციის სხვა წევრებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. 22.11.2018 - სოფიო ქაცარავას შეხვედრა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ეროვნული თავდაცვის კოლეჯის დელეგაციასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს როლი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. V: კომიტეტის თავმჯდომარის და მოადგილეების ვიზიტები საზღვარგარეთ სოფიო ქაცარავას ვიზიტები საზღვარგარეთ: 07.10.2018 – 11.10.2018 - სოფიო ქაცარავას ვიზიტი საფრანგეთში, ქ.სტრასბურგი. ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასალმბლეის მუშაობაში და სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ევროსაბჭოს მომავალზე და მთავარ ღირებულებებზე, რაც ორგანიზაციის ეფექტურობაზე, მდგრადობასა და სანდოობაზე მეტყველებს. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კორუფციასთან ბრძოლა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ევროსაბჭოს საქმიანობასა და ღირებულებებს ეხება. ნინო გოგუაძის ვიზიტები საზღვარგარეთ 18.10.2018 -20.10.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი ქ. კიშინეუში, მოლდოვა. ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ალიანსის სამიტში. 22.11.2018 – 25.11.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი ქ. პორტმაოში, პორტუგალია. ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო PACE-ს კულტურის კომიტეტის მუზეუმების შესარჩევი ჟიურის სხდომაში. 01.12.2018 – 07.12.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი ქ.ვაშინგტონში, აშშ. ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძემ მიიღო მონაწილეობა ღონისძიებებში, რომელიც ორგანიზებული იყო IRI-is მიერ და ითვალისწინებდა ქალთა ჩართულობას. 08.12.2018 – 11.12.2018 - ნინო გოგუაძის ვიზიტი ქ. პარიზში, საფრანგეთი. ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო PACE-ის საპროცედურო კომიტეტის სხდომაში. დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტები საზღვარგარეთ 22.01.2018-26.01.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომა. აღნიშნული სესიის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა დღის წესრიგში შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ჟურნალისტებზე თავდასხმები და მედიის თავისუფლება; კიბერ-დანაშაული და სიძულვილის ენა ინტერნეტ სივრცეში; ჰუმანიტარული სიტუაცია სირიაში; მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა ევროპაში; სიტუაცია ლიბანში და სხვა. გაიმართა შეხვედრები ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეხ სავიცკისთან და ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან. გარდა ამისა, 26 იანვარს დიმიტრი ცქიტიშვილი ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად შეხვდა ჩეხ და სლოვაკ კოლეგებს და ასევე, სოფიო ქაცარავასთან ერთად - შვედეთის დელეგაციას. 05.03.2018-10.03.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონი. პროგრესულ ალიანსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არაერთი საინტერესო შეხვედრა ფილადელფიაში, ბალტიმორსა და ვაშინგტონში. დიმიტრი ცქიტიშვილი ამერიკელ სენატორ ბერნი სანდერსსაც შეხვდა და მას გაუზიარა ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს დღეს საქართველოში. შეხვედრების დროს, ასევე არაერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. 11.04.2018-15.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ესტონეთში, ქ.ტალინი. დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები არა მხოლოდ საქართველო-ესტონეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან, არამედ ესტონეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთანაც. გარდა ამისა, საპარლამენტო დელეგაცია ესტონეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე. 22.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი გერმანიაში, ქ. ფრანკფურტი. 22 აპრილს ქალაქ ფრანკფურტში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონგრესი გაიმართა. პარტიის მოწვევით საქართველოდან კონგრესს ესწრებოდნენ დიმიტრი ცქიტიშვილი და გოგა გულორდავა. კონგრესზე შეირჩა პარტიის ახალი ხელმძღვანელობა და გაიმართა დებატები სოციალ-დემოკრატიის მომავლის შესახებ როგორც ევროკავშირში ასევე მის საზღვრებს გარეთ. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო დიმიტრი ცქიტიშვილმაც. 23.04.2018-24.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სხდომა. აღნიშნული სესიის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად განიხილა დღის წესრიგში შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: თურქეთის რესპუბლიკის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება; ადამიანის უფლებების მდგომარეობა ჩრდილოეთ კავკასიაში; მზარდი საშემოსავლო უთანასწორობა; 25 წელი წამების აკრძალვის ევროპული კომიტეტის შექმნიდან; ინტერპოლის სისტემის ბოროტად გამოყენება და სხვა. დიმიტრი ცქიტიშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად შეხვედრები გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბელგიის, ლიტვისა და დანიის სამეფოს დელეგაციების წარმომადგენლებთან. 25.04.2018 – 29.04.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ბელგიაში, ქ. ბრიუსელი, საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-6 სხდომა. დიმიტრი ცქიტიშვილმა როგორც დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა აპრილში გამართულ კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობა მიიღო. კომიტეტმა ამ სხდომაზე განიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები, დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა, ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება და ღია მმართველობის დანერგვა სახელმწიფო ინსტიტუტებში. 11.06.2018 – 14.06.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი საფრანგეთში, ქ. სტრასბურგი. ევროპის პარლამენტში მიმდინარეობდა "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის აგრესიიდან 10 წლის თავზე" რეზოლუციის განხილვა და რუსეთის მეირ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ დებატები, რომელზეც მომხსენებელი ფედერიკა მოგერინი გახლდათ. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია შეთანხმდა საქართველოს მხარდაჭერაზე და რუსეთის აგრესიული ქმედებების კრიტიკაზე. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა არაერთი შეხვედრა გამართა ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებთან აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. 25.06.2018 – 27.06.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ბელგიაში, ქ. ბრიუსელი, საქართველო ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მე-7 სხდომა. აღნიშნული სხდომის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა, როგორც დელეგაციის მუდმივმოქმედმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში. კომიტეტმა იმსჯელა აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული მდგრადობის შესახებ, საუბარი შეეხო რეგიონის ენერგო პროექტებს, განახლებადი ენერგიების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის დანერგვის გზებს. კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი, რომელშიც შევიდა საქართველოს დელეგაციის მიერ დაყენებული ცვლილებები და დამატებები. 23.09.2018 – 28.09.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ქ.ბრიუსელში, ბელგია. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, დიმიტრი ცქიტიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპარლამენტში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მოსმენაში. 11.10.2018 – 14.10.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ქ.უაგადუგუში, ბურკინა ფასო. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ცქიტიშვილმა მონაწილეობა მიიღო პროგრესული ალიანსის საერთაშორისო კონფერენციაში „მიგრაცია და სოციალური სამართლიანობა“. 06.12.2018 – 09.12.2018 - დიმიტრი ცქიტიშვილის ვიზიტი ქ. ლისაბონში, პორტუგალია. ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ცქიტიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპული სოციალისტების პარტიის (PES) კონგრესში. VI: კომიტეტის მასპინძლობით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ვიზიტები საქართველოში VII: სტრატეგიული კომუნიკაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობა 22.10.2018 - საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის ერთობლივი შეხვედრა ავსტრიის საგანგებლო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში არად ბენკოსთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან გაღრმავება და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, განსაკუთრებით ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით, საქართველოს როლი ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ამ კუთხით საქართველოს სამომავლო გეგმები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პარლამენტის სტაჟიორები. შეხვედრა ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის ფონზე მიმდინარეობდა. IX: კომიტეტის საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. 2018 წლის განმავლობაში კომიტეტში მომზადდა და გადაეგზავნა შესაბამის პარლამენტარებს/უწყებებს 36 საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათი (დაახლოებით 250 გვერდი);