საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#2-2573/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წერილი
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 2-2573/19 19-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად გიგზავნით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიშს 2018 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. დანართი: 17 ფურცლად პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის თაობაზე (საანგარიშო პერიოდი 2018 წლის 1 იანვარი- 31 დეკემბერი) 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას, კომიტეტი ყურადღებას უთმობს სფეროში ჩართულ სუბიექტებთან რეგულარული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფას. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი და საჯარო კონსულტაციები 2018 წელს კომიტეტმა განახორციელა მასშტაბური ინიციატივა, კერძოდ: ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, კომიტეტმა ქვეყნის რეგიონებსა და თვითმმართველობებში მოსახლეობასთან და დაინტერესებულ სუბიექტებთან „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო კონსულტაციები ჩატარება. აღნიშნული ინიციატივა ემსახურებოდა პროექტში საზოგადოების ფართო ფენების მოსაზრებების ასახვას, ასევე კანონპროექტის პარლამენტში შემოსვლამდე დოკუმენტის სრულყოფას. საჯარო კონსულტაციები გაიმართა საქართველოს რეგიონულ ცენტრებში. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებები აისახა ოქმებში და შესაბამისი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროექტის ავტორ უწყებასთან - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. სულ კომიტეტმა მოაწყო 11 საჯარო კონსულტაცია, კერძოდ: კახეთში (ქ. თელავი), ქვემო ქართლში (ქ. ბოლნისი), შიდა ქართლში (ქ. გორი), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმი), გურიაში (ქ. ოზურგეთი), სამეგრელოში (ქ. ზუგდიდი), იმერეთში (ქ. ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (ქ. ამბროლაური), სამცხე-ჯავახეთსა (ქ. ახალციხე), მცხეთა-მთიანეთში (ქ. მცხეთა) და თბილისში. საჯარო განხილვების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ თავისი მოსაზრებები დისტანციურად, ელექტრონული ფორმით მიაწოდონ კომიტეტს. აღნიშნული პროცესის პარალელურად, 25 სექტემბერს, ბორჯომში, გაიმართა შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა (საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დარგის ექსპერტების მონაწილეობით). შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეებმა შეაჯერეს კანონის პროექტის საბოლოო სამუშაო ვერსია, რომელშიც აისახა საჯარო კონსულტაციების ფარგლებში მიღებული უკუკავშირი. კანონპროექტის ტექსტი, განმარტებითი ბარათი, ასევე საჯარო შეხვედრების ოქმები, ფოტო და ვიდეო მასალა განთავსებულია კომიტეტის ვებ-გვერდზე: www.bit.ly/sportis-kanoni საჯარო კონსულტაციები მოეწყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე მუნიციპალურ სამსახურებსა და სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების მხარდამჭერი იყო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერი - დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid). ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო მოქმედებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომიტეტის ძალისხმევის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო ხსენებული კანონის პროექტის შეფასება ორი სტრატეგიული მიმართულებით. კერძოდ: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით მიმდინარეობს კანონპროექტის „გენდერული ზეგავლენის ანალიზი“(Gender Impact Assesment), რომლის ფარგლებში, შემდგომი რეაგირების მიზნით, მომზადდება შესაბამისი რეკომენდაციები. ანგარიში გამოქვეყნდება 2019 წლის თებერვალში. პარალელურად, USAid-ის პროექტის „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (Good Governance Initiative) მხარდაჭერით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფასებს „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის „სამართლებრივი რეგულირების გავლენას“ (Regulatory Impact Assesment) მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისი ანგარიში გამოქვეყნდება 2019 წლის მარტ-აპრილში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 10 ნორმატიული აქტის პროექტი, საიდანაც 8 იყო კანონის პროექტი (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის განხილვის თარიღი: 13.02.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი შეთანხმების მე-16 მუხლის თანახმად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი-სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში (თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული პროგრამის ფარგლებში). კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კონვენციის რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2CaQruy აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვის თარიღი: 03.04.2018 კანონპროექტის არსი: აღნიშნული ცვლილებით ხდება ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებლო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების ახალი განაწილება. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კომპეტენციიდან გარკვეული უფლებამოსილებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციებში გადადის. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი ორგანული კანონის და კონსტიტუციური კანონის პროექტები და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის განსახილველად გატანას. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wx2rky საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვის თარიღი: 16.04.2018 კანონპროექტის არსი: საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საქართველოში განსაკუთრებით დიდ ქალაქებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მათთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება, ასევე სპორტული-გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, მათი დაცვისა და შემდგომი განვითარების მიზნით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2MH1WPl საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება განხილვის თარიღი: 17.05.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი შეთანხმების მე-17 მუხლის (ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები) თანახმად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ან გათავისუფლდეს გადასახადისგან თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული პროგრამის ფარგლებში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wx3cKq საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილის და სიმონ ნოზაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის თარიღი: 19.06.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ინიციატივით იცვლება მასწავლებლობის მაძიებლობის ცნება და სისტემა. კერძოდ, მასწავლებლობის მაძიებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრასა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიიჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანად სხდომის ოქმი: http://bit.ly/2Pu3CbB საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი პროექტების განხილვა. განხილვის თარიღი: 03.07.2018 კანონპროექტის არსი: ცვლილებების მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება - საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ცვლილებების მიზანია მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაა, რომლის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთ პრინციპს და მიმართულებას „მცირე მთავრობის“ კონცეფცია წარმოადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად პრინციპებს და კანონპროექტთა პაკეტი მომზადებულად მიიჩნია. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2LQxj4o საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და საქართველოს კანონების პროექტების განხილვა. განხილვის თარიღი: 06.07.2018 კანონპროექტის არსი: რეგლამენტის ახალი რედაქციის მომზადების ერთ-ერთ მიზანს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობაში მოყვანა, პარლამენტის ეფექტიანი და გამჭვირვალე მუშაობის უზრუნველყოფა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2Psj1Jo საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/256;01.10.2018) განხილვა. განხილვის თარიღი: 15.10.2018 წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება 2019 წელს, 2018 წლის გეგმასთან შედარებით, იზრდება 23.7 მლნ ლარით და გათვალისწინებულია 1 485.0 მლნ ლარის ოდენობით. სამინისტროს სისტემაში მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირებულია 211 ერთეულით. მათ შორის, მომუშავეთა რიცხოვნობა ახალგაზრდულ სფეროს სისტემაში შემცირებულია 2-ით, ხოლო სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებებში 15-ი ერთეულით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს მის თანდართულ მასალებთან ერთად იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დასაბუთებული მოთხოვნების და კომიტეტის მიერ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით. (დასკვნის სრული ვერსია იხ. http://shorturl.at/bpzHR). სხდომის ოქმი: http://shorturl.at/djoqM; საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/279/9; 04.12.2019) განხილვა. განხილვის თარიღი: 11.12.2018 კანონპროექტის არსი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ბიუჯეტში მოძიებული დამატებითი რესურსების სამინისტროებზე გადანაწილების ახალი სქემა გააცნო და დამატებით გამოყოფილ ასიგნებებზე დეტალური მაჩვენებლები წარმოადგინა.  კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/deouC; საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამაშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/236; 01.11.2018) განხილვა. განხილვის თარიღი: 11.12.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი პროექტი გვთავაზობს სოციალური მეწარმეობის განმარტებას, როგორც ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობისა, რომელიც ემსახურება სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფას, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას, აგრეთვე სოციალური მიზნების მიღწევას განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში. პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილი იქნა ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, რომლებიც ქართულ რეალობაში იქნა გადმოტანილი. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოში 90-მდე სოციალური საწარმოა რეგისტრირებული, სადაც დასაქმებული 500-მდე თანამშრომლიდან დაახლოებით ყოველი მეხუთე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.  კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/deouC; 4. საგარეო და საშინაო პოლიტიკა საპარლამენტო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები 13 თებერვალი, 2018. ქ. თბილისი. საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მხარეებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სამომავლო თანამშრომლობას, ორმხრივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად. ვრცლად: http://bit.ly/2PXrZzJ 8 მაისი, 2018. ქ. თბილისი. საქართველოსა და მაროკოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და მაროკოს სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა. კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა მაროკოელ კოლეგებს კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ახალგაზრდული და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში გამოცდილება გაუზიარეს. ვრცლად:  http://bit.ly/2wyYM62 9-11 ივლისი, 2018. ქ. კვებეკი, კანადა. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი აბუსერიძემ ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 44-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. განხილვის მთავარ თემას ფრანკოფონიის სივრცეში მიგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები წარმოადგენდა. ვრცლად: http://bit.ly/2NBthyM 29 აგვისტო, 2018. ქ. თბილისი. საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა. შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, რამდენადაც კიმ სე ვუნგი საქართველოში ახალი დანიშნული წარმომადგენელია. ვრცლად: http://bit.ly/2wwDzbS 10-12 სექტემბერი, 2018. კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის წევრებისგან შემდგარმა დელეგაციამ სეულში სამუშაო ვიზიტი განახორციელა. სეულში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი  და ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. ვრცლად: https://bit.ly/2REFt82 19-20 ოქტომბერი, 2018. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, გენადი მარგველაშვილი ყაზახეთის დედაქალაქში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც „ინვესტიცია ახალგაზრდებში - არავინ ყურადღების გარეშე“ სახელწოდებით ჩატარდა, სესიების ფორმატით წარიმართა. კონფერენციის დელეგატებს გენადი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე ისაუბრა. ვრცლად: https://bit.ly/2FGIJZS 5. საზედამხედველო უფლებამოსილება კანონმდებლობის აღსრულებაზე და სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებაზე ზედამხედველობა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 19.06.2018 მომხსენებელი: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე. მომხსენებელმა ისაუბრა სპორტის სფეროში განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე, მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითზე, მათ შორის სპორტის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე. გიორგაძემ აღნიშნა ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვის პროცესის მნიშვნელობა და საერთაშორისო სპორტული კონვენციების რატიფიცირების აუცილებლობა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მიზანშეწონილად მიიჩნია, აღნიშნული დოკუმენტების გატანა პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2ovqsEv საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა (07-1/23, 12.07.2018) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“(07-2/242, 12.07.2018) - განხილვა. სხდომის ჩატარების თარიღი: 13.07.2018 კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და საქართველოს პრემიერ - მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wzPzKN ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 15.05.2018 განხილვის არსი: საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 12 459 500.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 799 877.8 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 22.5%-ია. საკასო შესრულებამ შეადგინა 2 630 225.7 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 93.9%-ია, ფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 349 995.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 49 975.0 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის 14.3%-ია. საკასო შესრულებამ შეადგინა 45 768.5 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 91.6%-ია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2NeJEEA “საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (07-2/220; 28.05.2018) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 07.06.2018 განხილვის არსი: 2017 წელს ასიგნებები განისაზღვრა 11 720 475.0 ლარით, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 11 764 835.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100,4%-ია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს 2017 წლის დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 146,820.0 ლარს, ხოლო დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 178,282.1 ლარი (31.0 მლნ ლარი გამოიყო სარეზერვო ფონდიდან). სამინისტროს 2017 წლის შესრულებამ 102, 3% შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხდომის ოქმი: http://bit.ly/2NaStz1 საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/224; 31.05.2018) განხილვა; სხდომის ჩატარების თარიღი: 07.06.2018 მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2LOHfva საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა” განხილვის თარიღი: 13.09.2018 განსახილველი საკითხის არსი: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების (ჯამური საშემოსავლო ნაწილი) შესრულების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 102.8%-ს, ხოლო წლიური გეგმის 45.4%-ს შეადგენს. ზრდის ტემპი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.5%-ს უტოლდება. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების (ჯამური ხარჯვითი ნაწილი) შესრულების ჯამური მაჩვენებელი 6 თვის გეგმის 95.1%-ს, ხოლო წლიურ გეგმასთან მიმართებაში - 43.9%-ს შეადგენს. ზრდის ტემპი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ს უტოლდება. მხარჯავი დაწესებულებების უდიდესი წილისთვის, მეორე კვარტალის მდგომარეობით, გადასახდელების ათვისება 2018 წლის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული გეგმის 40%-50%-ის ფარგლებში მერყეობს (33 მხარჯავი დაწესებულება. მათ შორის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 46.9%). კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/nDEL6; სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა და დარგობრივ პოლიტიკაში პრობლემური საკითხთა გადაჭრის კოორდინაცია საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დარგობრივი პოლიტიკის სხვდასხვა პრობლემატიკის წინასწარ შესწავლასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას. ამ მიზნით, საკომიტეტო მოსმენების ჩატარების გზით ( კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სპორტულ და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა შესაბამის სუბიექტებთან. საკომიტეტო მოსმენებზე განიხილება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ პროგრამების (სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი) განხორციელების მსვლელობა, ასევე ორგანიზაციების მიერ წამოჭრილი აქტუალური საკითხები. კომიტეტის ეს მიდგომა ემსახურება არსებულ პრობლემურ საკითხთა გადაჭრის ხელშეწყობას. საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის საკომიტეტო მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 28.02.2018 განხილული საკითხები: საქარ.თველოში ჩოგბურთის განვითარების სტრატეგია 2018.-2020 წლებისთვის კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სხდომის ოქმი: https://goo.gl/AqVm9K საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს საკომიტეტო მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 27.03.2018 განხილული საკითხები: საქართველში ანაბოლური ანდროგენული სტეროიდების იმპორტისა და არალეგალური ვაჭრობის აკრძალვის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა; სააგენტოს მიერ შემუშავებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათ შესახებ“ (პროექტის ტექსტი იხილეთ: https://goo.gl/CgBHyg) კომიტეტის გადაწყვეტილება: ეთხოვოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლა და სათანადო ექსპერტული დასკვნების მომზადება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება სამინისტროების მიერ მომზადებული დასკვნების მიღების შემდგომ. სხდომის ოქმი: https://goo.gl/BxWuUs საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 27.09.2018 განხილული საკითხი: მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (N02/49) ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა შეტანილ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. კომიტეტის გადაწყვეტილება: ცნობად მიიღო საქართველოს საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/ksHU8; საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს მოსმენა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის“ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის“ იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე სხდომის ჩატარების თარიღი: 30.10.2018 განხილული საკითხი: სააგენტო ახორციელებს ევროსაბჭოს „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ“ კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს და დასძინა, რომ რეკომენდაციების შესაბამისად, განახლდა სააგენტოს დამფუძნებელთა შემადგენლობა და შეიქმნა ახალი ააიპ. ,,საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტო“. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რეკომენდაცია ანტი-დოპინგური კოლეგიის (სადისციპლინო და სააპელაციო საბჭოს) შექმნის თაობაზე, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახით. კომიტეტის გადაწყვეტილება: რეკომენდაცია გაეწიოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აქტიურად აამოქმედოს უწყებათაშორისი კომისიის ფორმატი და კოორდინაცია გაუწიოს დოპინგთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/iqADO; საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების მოსმენა სხდომის გამართვის თარიღი: 20.11.2018 განხილული საკითხი: ფედერაციის პრეზიდენტმა კომიტეტის წევრებს ძალოსნობაში არსებული მიღწევები და გამოწვევი გააცნო: დღეისათვის საქართველოს 4 ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი პრიზიორი ჰყავს. ქართველ ძალოსნების მიერ მოპოვებულია 11 ოლიმპიური მედალი, მსოფლიო ჩემპიონატის 29 ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონატებში - 41 ოქროს მედალი. 2017 წელს ძალოსნების ანგარიშზე 52 მედალი, ხოლო 2018 წელს 77 მედალი და 10 რეკორდი ფიქსირდება. ძალოსნობის განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წამოადგენს განათლების სისტემაში ძალოსნობის დაკარგული ტრადიციების აღდგენა და საჯარო სკოლებში ძალოსნობისათვის სპორტულ დარბაზებში მცირე ზომის ფართის გამოყოფა. კომიტეტის გადაწყვეტილება: ცნობად მიიღო ძალოსნობის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/dhmG1; ინფორმაცია იმერეთის მუნიციპალიტეტებში 2018 – 2020 წლებში მასობრივი, მაღალი მიღწევების სპორტისა და ახალი ოლიმპიური ციკლის შესახებ სხდომის გამართვის თარიღი: 30.11.18 განხილული საკითხი: იმერეთის რეგიონში მასობრივი და მაღალი მიღწევების კუთხით არსებული მდგომარეობა, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სპორტის განვითარების ძირითად ფაქტორებზე, რეგიონში სპორტის პრიორიტეტულ სახეობებზე, ახალ ოლიმპიურ ციკლში მონაწილეობასა და მიღწევებზე, მასობრივი სპორტისადმი ხელშეწყობისა და მაღალი მიღწევების სპორტის დაფინანსების საკითხები. კომიტეტის გადაწყვეტილება; ცნობად მიიღო იმერეთის რეგიონში მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის კუთხით არსებული ინფორმაცია. სხდომის ოქმი: http://shorturl.at/dlxBE; ინფორმაცია კომიტეტში შემოსული კორესპონდენციის თაობაზე საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 150-მდე განცხადება. ყველა მათგანი იქნა შესწავლილი კომიტეტის მიერ და რეაგირების მიზნით, გადაეცა შესაბამის უწყებებს. განცხადებების ძირითადი თემატიკა უკავშირდებოდა სპორტის და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ გამოწვევებს, ასევე კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს. პარლამენტის წევრის კითხვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221-ე მუხლის (ძვ. რედაქცია) თანახმად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაგზავნილ იქნა სამი სადეპუტატო კითხვა:  შეკითხვის გაგზავნის რეგისტრაციის თარიღი : 09-11-2018  საქ. პარლამენტის წევრის მიერ დასმული შეკითხვის ანოტაცია : 2014 წლიდან დღემდე სპორტის სფეროს გასაშუქებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების შესახებ;  ადრესატი : სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე;  შეკითხვაზე პასუხის მიღების თარიღი : 17-12-2018.  შეკითხვის გაგზავნის რეგისტრაციის თარიღი : 09-11-2018  საქ. პარლამენტის წევრის მიერ დასმული შეკითხვის ანოტაცია : 2014 წლიდან დღემდე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის ტიპისა და დაწესებულებაში განთავსებულ პირთა ფიზიკური აქტივობის პროგრამების შესახებ ინფორმაცია.  ადრესატი : საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; შეკითხვა პასუხგაუცემელია.  შეკითხვის გაგზავნის რეგისტრაციის თარიღი : 12-11-2018  საქ. პარლამენტის წევრის მიერ დასმული შეკითხვის ანოტაცია : ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში ფიზიკური აქტივობებისა და სპორტის, ასევე სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის თაობაზე.  ადრესატი : საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი  შეკითხვაზე პასუხის მიღების თარიღი : 11-12-2018 6. ღია პარლამენტი თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან 23 ოქტომბერი 2017. ქ. თბილისი. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (Westminster Foundation for Democracy) მხარდაჭერით, საჯარო ფინანსების სპეციალისტმა მიხეილ კუკავამ, კომიტეტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, სპორტის მიმართულებით ბიუჯეტირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მეთოდები და მიდგომები გააცნო. ექსპერტმა ისაუბრა პარლამენტში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის პროცესის დახვეწის და შესაბამის სამინისტროზე საბიუჯეტო ზედამხედველობის, მონიტორინგისა და შეფასების გაუმჯობესების მეთოდებზე. ვრცლად: http://bit.ly/2wBbDEF 2018 წლის 25 იანვარს და 13 აპრილს ქ. თბილისში კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ფორმატში შეხვედრები გამართა სპორტის მენეჯმენტის ექსპერტთან, სპორტული კლუბის "Saski Baskonia, S.A.D." გენერალურ დირექტორ ხესუს ვასკესთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო კომიტეტის ინიციატივებზე, სპორტის გრძელვადიანი მულტისექტორალური სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას, კომიტეტის როლს და სპორტში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების მექანიზმებს. ვრცლად: http://bit.ly/2PonSve და http://bit.ly/2C61c10 28 თებერვალ, 2018. ქ. თბილისი. მიხეილ ყაველაშვილი ევროპის საბჭოს „ეპასის“ გენერალურ მდივანს სტანისლას ფროსარდს და ეპასის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ მიზანს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის მიერ 2015 წელს სპორტის სფეროში საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციების შესრულების გაცნობა წარმოადგენდა. ვრცლად: http://bit.ly/2LOxf5k 13 აპრილი, 2018. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, სპორტულ ჟურნალისტს პატრიკ ლანგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ვრცლად: http://bit.ly/2C6jKOG 26 აპრილი, 2018. ქ. თბილისი. კომიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PR აკადემიის მხარდაჭერით კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. ვრცლად: http://bit.ly/2LOqpg9 29 ივნისი, 2018. ქ. თბილისი. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ვიცე-პრეზიდენტს თურგაი დემირელს შეხევდა. განხილვის მთავარ თემა საქართველოს მიერ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იყო. ვრცლად: http://bit.ly/2PVgpoA 26-27 ივლისი, 2018. ქ. ჟენევაში (შვეიცარია) „სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის“ (SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმზე ძირითადი განხილვის თემა სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ვრცლად: http://bit.ly/2ozji1L 17 ოქტომბერი, 2018. საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. ქვეკომიტეტების გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა, რომელმაც ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად, სპორტის განვითარების საკითხებზე ისაუბრა. ვრცლად: https://bit.ly/2CBe6ky 10 დეკემბერი, 2018. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევის „მოზარდთა მშობლობა და მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამის შესახებ“ პრეზენტაციას დაესწრო. აღნიშნული კვლევა მოზარდთა მშობლობის შესწავლის მიზნით ჩატარდა და საქართველოსთან ერთად კვლევითი სამუშაოები ბელარუსში, ბულგარეთში, მოლდოვაში, მონტენეგროსა და რუმინეთში განხორციელდა. ვრცლად: https://bit.ly/2RECDjd. 11 დეკემბერი, 2018 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდებზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. შეფასება ჩატარდა ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“-ს დაკვეთით და იგი განახორციელა DEPA Consulting-მა. ვრცლად: https://bit.ly/2sGOyxT. თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან 14 მაისი, 2018. ქ. თბილისი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტუდენტებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან არაფორმალური შეხვედრა გამართა. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გამართული შეხვედრა ახალგაზრდებისთვის კომიტეტის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის გაცნობას დაეთმო. ღონისძიება, რომელსაც 80-მდე ახალგაზრდა დაესწრო, ინტერაქტიულად, ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ვრცლად: https://bit.ly/2sChjMa 20 ივნისი, 2018. ქ. თბილისი. კომიტეტის ორგანიზებით, მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქართველოში მოხალისეობრივი საქმიანობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების პროექტი. პროექტი ითვალისწინებს „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მასპინძელი ორგანიზაციის მიერ მოხალისეზე გაცემული მოხალისეობისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებისას საგადასახადო ბარიერების მოხსნას. ვრცლად: http://bit.ly/2NAgMmN 29 ივნისი, 2018. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია ფიბა-ს ვიცე პრეზიდენტი თურგაი დემირელი იმყოფებოდა, რომელიც ამასთანავე ფიბა-ს ევროპის პრეზიდენტია. პირველი შეხვედრა სტუმარმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიხეილ ყაველაშვილთან გამართა, სადაც შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მიერ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იყო. ვრცლად: https://bit.ly/2Mnd2FN 17 ივლისი, 2018. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილმა და ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრეს თუ რა ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც დევნილი ბავშვების წინაშე დგას, კერძოდ, სპორტის ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის თაობაზე და დასახეს ამ პრობლემების მოგვარების გზები.  ვრცლად: https://bit.ly/2FDPYC7 24 ივლისი, 2018. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მე-14 საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა, მიხეილ ყაველაშვილმა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვრცლად: https://bit.ly/2CAloFv 28 სექტემბერი, 2018. ქ. თბილისი სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკის განვითარების პროცესში სპორტული ტურიზმის როლსა და პოტენციალზე. ვრცლად: http://bit.ly/2orWqS8 28 დეკემბერი, 2018. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, ეროვნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ერუდიციის ცენტრის „სოფიქსის“ წარმომადგენელმა „სპორტსმენთა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა ინტელექტის ამაღლების სპეციალური კურსის შესახებ“ საჩვენებელი ლექცია ჩაატარა. ვრცლად: https://bit.ly/2sMxeId