საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-2581/19
19-02-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
გიგზავნით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის ანგარიშს.
გთხოვთ მისცეთ მსვლელობა.
დანართი:
20 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მარიამ ჯაში
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
2019 წელი
2019 წელი
საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა
წინასიტყვაობა
2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევდა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურის პოლიტიკის, მათ შორის, ამ სფეროებში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელებას.
კომიტეტი ამზადებდა/იხილავდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, უზრუნველყოფდა საქართველოში სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით საქართველოს პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავებას, ხელს უწყობდა ქართველი მეცნიერების, პედაგოგებისა და კულტურის მოღვაწეთა ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ სივრცეში.
კომიტეტი უზრუნველყოფდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში პოლიტიკისა და რეფორმების განხილვის საკითხებში მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე უზრუნველყოფდა:
კანონპროექტების შემუშავებას;
საზედამხედველო საქმიანობის განხორციელებას;
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებზე საპარლამენტო კონტროლს;
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას;
საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების ჩართულობას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობა ემსახურებოდა შემდეგი მიზნების ხელშეწყობასა და განხორციელებას:
მაღალი ხარისხის სკოლამდელ და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;
პროფესიული განათლების სისტემის განვითარება;
ხარისხიანი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა და მისი ინტერნაციონალიზაცია;
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია;
კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ფართო ჩართულობა;
ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაცია;
საგანმანათლებლო პროცესში, კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა.
საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო წლის განმავლობაში ინიცირებული კანონპროექტები და მიღებული კანონები:
2018 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების პერიოდში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ჩაატარა 37 სხდომა.
კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით 11 კანონპროექტებზე განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, მათ შორის, 2 კანონპროექტი წარმოადგენდა კომიტეტის ინიციატივას, 3 - საქართველოს პარლამენტის წევრის, 6 - საქართველოს მთავრობის ინიციატივას.
კომიტეტში განსახილველად შემოვიდა 8 საკანონმდებლო წინადადება, რომელთაგან კომიტეტმა 3-ს მხარი დაუჭირა, ხოლო დანარჩენი 5 საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად სცნო.
პარლამენტის რეგლამენტით გათვალიწინებულ საკითხებზე კომიტეტმა შეიმუშავა და წარადგინა 23 სავალდებულო დასკვნა;
კანონპროექტები, რომელზეც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად
საქართველოს პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/123; 14.02.2018)
კანონპროექტის მიხედვით შეიცვალა სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩევის წესი და პირობები. კერძოდ, კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი განსხვავებულად ადგენდა სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის პროფესორად არჩევის წესს. ვინაიდან ერთსა და იმავე დაწესებულებაში დასაქმებული პირების პროფესორად არჩევა განსხვავებული კრიტერიუმებით ხდებოდა, შესაბამისად დადგინდა ერთიანი წესი და პირობები.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-2/188; 05.04.2018)
კანონპროექტის მიხედვით განისაზღვრა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დამატებითი ფუნქციები, რომლის მიხედვითაც სამსახურს დაევალა სკოლის ტერიტორიასა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა. ასევე, გაიზარდა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების აკადემიური განათლებისა და პროფესიული მზადების კრიტერიუმების მოთხოვნები, დადგინდა სკოლების შიდა და გარე პერიმეტრების ვიდეო-მონიტორინგის განახლებული რეგულაციები, ნათლად განისაზღვრა მანდატურის სამსახურის უფლება-მოვალეობებში საგანგებო სიტუაციებისათვის მზაობა/რეაგირებისა და სხვა საკითხები. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საქმიანობის შემდგომი განვითარება სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშესაწყობად.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პროფესიული განათლების შესახებ“; „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, „მეთევზე-მეთაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ასევე „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/212; 10.05.2018)
კანონპროექტების მიზანია ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სოციალური ინკლუზიის, ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება და თავსებადობა. აღნიშნული ინიციატივის საფუძველზე ხდება პროფესიული განათლების საფეხურზე ე.წ. საკანონმდებლო ჩიხის აღმოფხრვა. კერძოდ, 2019-2020 სასწალო წლიდან დაინერგება ინტეგრირებული პროგრამები და კოლეჯის სასწავლო პროგრამების პარალელურად სტუდენტებს მიეცემათ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ატესტატის მიღების შესაძლებლობაც, რაც განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გაგრძელების უფლებას მიანიჭებს დაინტერესებულ პირებს. ასევე, აღნიშნული კანონის პროექტით, კოლეჯს ენიჭება უფლება, რომ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების რეინვესტიცია მოახდინოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების მიზნებში. წარმოდგენილი კანონი პასუხობს სფეროს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზანსა და ემსახურება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანებს.
საქართველოს პარლამენტის წევრების, მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილის და სიმონ ნოზაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-3/189; 07.06.2018)
კანონში შესული ცვლილებების მიხედვით განიმარტა „მასწავლებლობის მაძიებლის“ ცნება და სისტემა. მასწავლებლობის მაძიებელი ვალდებულია ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ცვლილება სკოლებში დასაქმების შესაძლებლობას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდა კადრებს, რომელთაც არ აქვთ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება, თუმცა აქვთ საგნის სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი კომპეტენცია და უნარები, ასევე, ხელს შეუწყობს ზოგიერთ სკოლებში პედაგოგიური კადრების მხრივ არსებული დეფიციტის აღმოფხვრას. კანონში ჩნდება „მოწვეული მასწავლებლის“ ცნება. კერძოდ, სკოლის ადმინისტრაციას მიენიჭა უფლება მასწავლებლად იმ პირთა მოწვევა, რომლებიც არ არიან ჩართულნი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, თუმცა შესაბამის სფეროში აქვთ მუშაობის ან/და სწავლების გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. ცვლილება ქმნის მოქნილ სისტემას არჩევითი და ფაკულტატური საგნების მასწავლებელთა დროებით ასაყვანად.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით ასევე ჩნდება „შემცვლელი მასწავლებლის“ ცნება. სკოლის ადმინისტრაციას შეეძლება დროებით არმყოფი მასწავლებელი (დეკრეტული შვებულების, ავადმყოფობის, სწავლის ან სხვა გარემოების გამო) ჩანაცვლდეს პირით, რომელიც არ არის ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, თუმცა შემცვლელ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. შემცვლელი მასწავლებელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ვალდებულია ერთი წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს მასწავლებლის პროფესიასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამავე ინიციატივით მოხდა სპეც-პედაგოგთა ჩართვა მასწავლებელის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში, რაც გარდამტეხი ცვლილებაა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული კადრების პროფესიული კვალიფიკაციისა და მოტივაციისათვის.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/233; 13.06.2018)
წარმოდგენილი კანონით მოხდა ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, ზოგადი განათლების დაფინანსებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა, სკოლასა და მოსწავლის მშობელს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადების პროცესების გამარტივება, ასევე, სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწა და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციების მუშაობის პროცესისათვის მნიშვნელოვანი რეგულაციების განსაზღვრა.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/154; 07.12.2017)
კანონით განისაზღვრა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, ასევე მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. დარეგულირდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან დაკავშირებული რელევანტური დეფინიციები განათლების სისტემის ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურებზე.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-2/60; 06.04.2017)
ამ კანონპროექტით გამარტივდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი, რაც ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეფექტურ მმართველობას. კანონი ორიენტირებულია, როგორც სტუდენტების ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, ასევე ფართო ცოდნის მიღებასა და მაგისტრატურის მიზნების დახვეწაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრების, მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილის, გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის მიერ საკანონმდებლო ინიციტივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/223; 13.09.2018)
კანონპროექტის მიზანია ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი ვადის მინიჭება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც ავტორიზაციის ვადა გასდით 2018-2019 წლებში.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/247; 22.11.2018)
არამატერიარული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა საკანონმდებლო დონეზე სახელმწიფოს ვალდებულებაა და მისი უზრუნველყოფისათვის მიზანშეწონილია შესაბამისი საკანონმდებლო აქტების გონივრულ ვადებში მიღება. კანონპროექტის მიზანია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იმ ძეგლების დაცვის გარანტიების გაძლიერება, რომელთა საფუძველზეც მუშავდება საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები/რესურსები.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/266/9; 26.12.2018)
კანონპროექტის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება განახორციელონ ტელემაუწყებლობა. ამის თაობაზე საკანონმდებლო წინადადება კომიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შემოვიდა. კომიტეტმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი და მისაღებად სცნო. შედეგად, კომიტეტმა შეუმუშავა კანონპროექტი, რომლის მიზანია საჯარო უნივერსიტეტებს მიეცეთ მაუწყებლობის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემთ მოახდინონ უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია.
საქართველოს პარლამენტის წევრების ოთარ დანელიასა და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლლების შეტანის თაობაზე (N07-3/237; 01.11.2018)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეფექტური საქმიანობისთვის და დარგის წინსვლისათვის აუცილებელი გახდა ორგანიზაციას მისცემოდა სტიპენდიატების არჩევის შესაძლებლობა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ეს უფლება 2016 წელს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად მიენიჭა, მაგრამ ის არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაზე. წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ ხელი შეუწყო აგრარულ სფეროში საქართველოში წარმოებული კვლევითი სამუშაოების კოორდინაციას და კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვას. მიღებული კანონპროექტით განისაზღვრა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სტიპენდიატების არჩევის და მათი ანაზღაურების წესი.
კანონპროექტები, რომელზეც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განისაზღვრა სავალდებულო კომიტეტად
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეიმუშავა 23 სავალდებულო დასკვნა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებზე:
საქართველოს კანონის პროექტი „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/2/9; 24.11.2016)
ააიპ „სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ვეტერანთა სამართლებრივი მომსახურების ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ტოპონიმიკური ანტიეროვნული სახელდების შეცვლისა და არასახელმწიფო ენაზე შესრულებული საჯარო წარწერების აკრძალვის შესახებ (251; 09.01.2018)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-3/122; 12.02.2018)
საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის, მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიასა და ალექსანდრე ქანთარიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/141; 22.03.2018)
საქართველოს პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, გიორგი მოსიძის, სალომე ზურაბიშვილის, სოფიო კილაძის, ბექა ოდიშარიას, ზაზა ხუციშვილის, მარიამ ჯაშის, ნინო გოგუაძის, ენძელა მაჭავარიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/138; 16.03.2018)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/181; 21.03.2017)
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/199; 12.04.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გრანტების შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/197; 12.04.2018)
საქართველოს კანონის პროექტები: „სოციალური მუშაობის შესახებ“, „სააღმსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეატანის შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეატნის თაობაზე“ (N07-3/157; 26.04.2018)
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/209; 03.05.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/211; 10.05.2018)
საქართველოს კანონის პროექტები: „სოციალური მუშაობის შესახებ“, „სააღმსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეატანის შესახებ“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეატნის თაობაზე“ (N07-3/157; 26.04.2018)
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და საქართველოს კანონების პროექტების: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, და საქართველოს ორგანული კანონის პროექტების: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია (N07-2/224; 31.05.2018)
საქართველოს კანონის პროექტი ‘პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/232; 13.06.2018) - განხილვა
საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/195; 12.06.2018) - განხილვა.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციტივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/214; 09.08.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2019-2020 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/256;01.10.2018)
საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/251; 29.11.2018)
საქართველოს კანონის პროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/241; 06.11.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (07-2/279/9; 04.12.2018)
საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიას, პაატა მხეიძის, გოგა გულორდავას, კობა ლურსმანაშვილის, ზაქარია ქუცნაშვილის, რატი იონათამაშვილის, გიორგი მოსიძის, გიორგი კოპაძის, დიმიტრი მხეიძის და ცოტნე ზურაბიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სოციალური მეწარმეობის შესახებ“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(N07-3/236; 01.11.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/291; 13.12.2018)
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები
განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში, საანგარიშო პერიოდში, შემოვიდა 8 საკანონმდებლო წინადადება, რომელთაგან კომიტეტმა 3-ს მხარი დაუჭირა, ხოლო დანარჩენი 5 საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად სცნო
ააიპ-სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ვეტერანთა სამართლებრივი მომსახურების ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ტოპონიმიკური ანტიეროვნული სახელდების შეცვლისა და არასახელმწიფო ენაზე შესრულებული საჯარო წარწერების აკრძალვის შესახებ (251; 09.01.2018)
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა უარყოფილად სცნო.
მოქალაქეების დანიელ დავითაშვილისა და ანზორ მაჭარაშვილის მიერ წარმოდგენლი საკანონმდებლო წინადადება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N25075; 21.12.2017)
კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება მისაღებად სცნო, თუმცა პროფესიული განათლების კანონზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე მუშაობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორთა მოსაზრებები განხილულიყო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ინიციატივაზე მუშაობის პერიოდში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის პროცესში გაიმართა სამუშაო შეხვედრები, სადაც შეჯერდა წინადადებები და შესაბამისი ცვლილებები აისახა პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში.
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანების „ზვიადის გზა უფლის სახელით“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა უარყოფილად სცნო.
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N3050; 26.02.2018)
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა უარყოფილად სცნო.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეცნიერთა ეროვნული აკადემიის შესახებ“ (N7059; 08.05.2018)
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა უარყოფილად სცნო.
მოქალაქე ნუგზარ კერესელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება კომიტეტმა უარყოფილად სცნო, თუმცა წინადადების ავტორის მიერ წარმოდგენილ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება ჩათვალა მიზანშეწონილად.
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყანაში სტუდენტებისათვის შეღავათიანი ფინანსური გარემოს შექმნა არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე. აგრეთვე, დაუსაქმებელ სტუდენტთა დამატებითი წახალისება დაუბეგრავი ხელფასის მიღების სახით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გაზიარება, ეროვნული კანონმდებლობის დახვეწა და მასთან ჰარმონიზაცია. კომიტეტმა მოიწონა წარმოდგენილი წინადადება, ვინაიდან ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს სტუდენტების, განსაკუთრებით, განათლების ხელმისაწვდომობას ფინანსური კუთხით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებას.
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N 10889; 16.07.2018)
საკანონმდებლო წინადადების მიზანია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება მიეცეს განახორციელოს სპეციალიზებული მაუწყებლობა. კომიტეტმა მისაღებად სცნო საკანონმდებლო წინადადება და მის საფუძველზე შეიმუშავა კანონპროექტი.
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა სავალდებულო დასკვნა მოამზადა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ 9 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე:
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია (N07-2/1555, 12.12.2016)
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის) „ცვლილება ნომერი სამი“ (N07-2/193; 10.04.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (N07-2/214; 14.05.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკს შორის ჩარჩო სასესხო შეთანხმება (თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდა) „ ცვლილება N1“ (07-2/213; 11.05.2018)
„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017)“ შეთანხმება
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი (07-1/21; 15.05.2018)
„საქართველოს და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება) „ (N07-2/244; 30.07.2018)
„საქართველოს (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც ESP დაფინანსებული პროექტის განმახორციელებელი სააგენტო „საქართველოში საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენება“ ) შორის საგრანტო შეთანხმება (N 07-2/243; 30.07.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება) N1 ცვლილების წერილ შეთანხმება“ ( N07-2/276; 13.11.2018).
საერთაშორისო კონფერენციები, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა
2018 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტმა მნიშნელოვან საერთაშორისო კონფერენციასა და ფორუმს უმასპინძლა.
საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“
2018 წლის 12-13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობისა და საქარტველოს საპატრიარქოს ორგანიზებით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“, გაიმართა. კონფერენციის განსახილველ თემებს წარმოადგენდა: რელიგია და მეცნიერება, ეკლესია და სახელმწიფო, რელიგიური წინამძღოლი და საზოგადოება. კონფერენციის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ქართული ეკლესიისა და სხვადასხვა რელიგიურ კონფესიათა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები საქართველოსა და 12 ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიიდან და უნივერსიტეტებიდან. კონფერენციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უძღვებოდა.
სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების თბილისის საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2018)
2018 წლის 14 -16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების თბილისის საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018) უმასპინძლა, სახელწოდდებით „ინოვაციური და ბლოქჩეინის პლატფორმები მდგრადი განვითარების 2030 მიზნების დასაფინანსებლად“. ფორუმი საქართველოს, როგორც ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყნის, საფრანგეთის მთავრობისა და გაეროს ორგანიზებით გაიმართა. ფორუმის მიზანი გაეროს 2030 დღის წესრიგის დასაფინანსებლად ინოვაციური პლატფორმების მნიშვნელობის დადასტურება, სხვადასხვა ქვეყნისა და ორგანიზაციის გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური დაფინანსების უფრო ეფექტური მართვის, პროგნოზირების, შედეგების ანალიზისა და გამჭირვალობისათვის საერთაშორისო საკოორდინაციო მექანიზმებზე შეთანხმების მიღწევა იყო.
ფორუმის ფარგლებში ჩატარდა 5 პლენარული და 4 პარალელური სესია. ფორუმზე განიხილეს: ინოვაციური დაფინანსების არსებული ინსტრუმენტი, ინოვაციური პლატფორმების აუცილებლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დაფინანსებისათვის, კრიპტოვალუტა და ბლოქჩეინი, როგორც ახალი ინსტრუმენტი მდგრადი განვითარების მიზნების დასაფინანსებლად. ფორუმის ფარგლებში შემუშავდა TISIFF 2018-ის რეკომენდაციები, რომელიც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს სახელით წარედგინება გაეროს გენერალური მდივნის აპარატს.
ფორუმში მონაწილეობდა 150 დელეგატი, მათ შორის, 17 ქვეყნის საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციების წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში მომუშავე სამთავრობო, კერძო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის რანგში მოხსენება წარადგინა.
სტატისტიკური ინფორმაცია სადეპუტატო და საკომიტეტო, ასევე ფრაქციების წარმომადგენლების კითხვებთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად პარლამენტის წევრი უფლებამოსილია კითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების ორგანოს, სახელმწიფო დაწესებულებას.
2018 წლის მანძილზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა პარლამენტის წევრის კითხვის უფლება გამოიყენეს 85-ჯერ. მათგან, დაკმაყოფილებულია 63, ხოლო პასუხგაუცემელია 22 კითხვა.
მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მასზე გაცემული პასუხების რაოდენობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა სულ 387 მოქალაქის წერილი, თითოელ მათგანზე მოხდა შესაბამისი რეაგირება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
საანგარიშო პერიოდში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მოისმინა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში:
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/220; 28.05.2018)
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“.
საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა“.
მიღებული კანონპროექტების შესრულებაზე ზედამხვედველობა
საანგარიშო პერიოდში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მუდმივ რეჟიმში ზედამხედველობდა მიღებული კანონების შესრულების პროცესს, რაც გამოიხატებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან რეგულარულ თანამშრომლობაში.
ინტენსიურად იმართებოდა სამუშაო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებული სიხშირით კი საქართველოს კულტურისა და სპორტის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან, სტრუქტურებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სსიპ-ების წარმომადგენლებთან. აქტიური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოებთან.
პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს, როგორც სამუშაო შეხვედრების ფორმატში, ასევე ღონისძიებების ფარგლებში.
შეხვედრები მიზნად ისახავდა კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული სიტუაციის ერთობლივ შეფასებას, შესაბამის დარგებში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვას, კომიტეტის კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებების და კვლევების შედეგების გათვალისწინებას.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ინტეგრაციის მიზნით საგანმანათლებლო, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული მუშაობის შედეგია ზოგადი განათლების კანონმდებლობაში სპეციალური მასწავლებლის მარეგულირებელი ჩარჩოს შეცვლა.
სამუშაო შეხვედრები გაიმართა გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა საფუძველზე მზადდება საკანონმდებლო ინიციატივები ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში ახალგაზრდა კადრების ჩართულობის ხელშესაწყობად და სტუდენტებისათვის განათლების ფინანსური ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მანდატურის სამსახურის რეფორმის მიზნით განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მიერ შემუშავებული საკანონდმებლო პაკეტის განხილვის დროს. შეხვედრების პროცესში გამოთქმული რიგი წინადადებები გათვალიწინებულ იქნა კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში.
პროფესიული განათლების კანონპროექტზე მუშაობის პერიოდში უზრუნველყოფილი იყო, როგორც საჯარო და კერძო კოლეჯების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოთქმული არაერთი მნიშნელოვანი წინადადება იქნა გათვალისწინებული კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს რეგულარულად აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ კომიტეტის სხდომებს და გამოთქვან საკუთარი წინადადებები და შენიშვნები საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდნენ გაეროს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჩართულნი იყვნენ კონსულტაციებში, მონაწილეობას იღებდნენ მნიშვნელოვან ფორუმებსა და კონფერენციებში, რითაც ხელს უწყობდნენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებას, ქვეყნის მიღწევებისა და წარმატებების საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას.
სამუშაო შეხვედრებისა და ღონისძიებების ფარგლებში, კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობების განხილვას.
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა სამომავლო სამუშაო სფეროები, შემუშავდა ურთიერთთანამშრომლობის გეგმა, მოხდა გამოცდილების გაზიარება, გაღრმავდა პარტნიორული ურთიერთობები.
კომიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, შემდეგ მიმართულებებზე მუშაობას:
ქართველი მეცნიერების კვლევითი და ექსპერიმენტული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა ავტორიტეტულ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში, ბირთვული კვლევების ცენტრში (CERN);
ქართველი სტუდენტებისთვის პრესტიჟულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების ახალი შესაძლებლობები, გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ სასწავლო საგრანტო პროექტებში;
პროფესიული განათლების მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა - ავსტრიის პროფესიული განათლებისა და დასაქმების პროგრამების მიმართულებებით;
საერთაშორისო ფონდებიდან განათლების დაფინანსების ახალი შესაძლებლობების მოძიებას ევროკავშირის, აშშ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან;
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ:
კომიტეტის წევრები დაესწრნენ 20-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარს. კომიტეტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების პროცესში ხდებოდა აღნიშნულ შეხვედრებზე გამოთქმული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტის წევრები ეწვივნენ საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას. დეპუტატები ადგილზე ეცნობოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, დაწესებულებათა ინფრა-სტრუქტურულ პრობლემებსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის გასცემდნენ რეკომენდაციებს; ეცნობოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებათა შშმ პირებისთვის ადაპტაციის პროცესს; ხვდებოდნენ მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, აცნობდნენ მათ კომიტეტის საქმიანობას, დაგეგმილ რეფორმებს, ისმენდნენ მათ წინადადებებს; სტუმრობდნენ სახელოვნებო დაწესებულებებს, სადაც მსჯელობდნენ სახელოვნებო სწავლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გასატარებელ რეფორმებზე; დარგის სპეციალისტებთან ერთად ადგილზე განიხილავდნენ სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარების შესაძლებლობებს; მონაწილეობას იღებდნენ ახალი სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უნივერსიტეტების ახლადაშენებული ან/და რეაბილიტირებული შენობების გახსნის ცერემონიაში;
კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს; სამუშაო შეხვედრებს მართავდნენ საქართველოში სტუმრად მყოფ სამეცნიერო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში ეცნობოდნენ ქართველი მეცნიერების ინოვაციურ გამოგონებებს; ხელს უწყობდნენ სამეცნიერო სფეროს ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას. ხვდებოდნენ საერთაშორისო კვლევებსა და ექსპერიმენტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებს. ამ მიმართულებით კომიტეტმა 20-მდე სამუშაო და ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ შეხვედრასა და ღონისძიებაში, სადაც განიხილავდნენ მსოფლიო მასშტაბით ქართული კულტურის პოპულარიზაციას; საერთაშორისო დონეზე კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას; კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ წარმატებებსა და გამოწვევებს; კინომემკვიდრეობის დაცვის აღდგენისა და პოპულარიზაციის მიმართულებით გასატარებელ სამუშაოებს; ეცნობოდნენ კულტურის სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებისა და ხელოვანების მოსაზრებებს კულტურის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით; შშმ პირთათვის კულტურული დაწესებულებების ადაპტაციასა და მათ ჩართულობას სახელოვნებო საქმიანობაში.
კომიტეტის წევრები ინტენსიურად სტუმრობდნენ მუზეუმებს, თეატრებს, ბიბლიოთეკებსა და სხვა კულტურულ დაწესებულებებს, ხვდებოდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ესწრებოდნენ ხელოვანების გამოფენებს, საღამოებს, ნამუშევრების პრეზენტაციებსა და სხვა ღონისძიებებს.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საქართველო 2017-2018 წლებში გახდა საფრანგეთის საგარეო უწყების ბაზაზე მოქმედი "ინოვაციური დაფინანსების" გლობალური სამდივნოს პრეზიდენტი ქვეყანა. განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში გლობალური სამდივნოს ხელმძღვანელის რანგში, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად მართავდა ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის შეხვედრებს, მონაწილეობას იღებდა მნიშვნელოვან ფორუმებსა და კონფერენციებში გაეროს გენერალური ასამბლეიის სესიებისა და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს წლიური ფორუმის ფარგლებში. შეხვედრების ძირითად მიზანს ინოვაციური დაფინანსების ხელშეწყობის გზით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობა წამოადგენდა.