საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში 2018 წლის შედეგების მიხედვით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2582/19
19-02-2019
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის თანახმად გიგზავნით
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის წერილობით ანგარიშს
2018 წლის შედეგების მიხედვით.
დანართი: 23 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ანგარიში
2018
კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საანგარიშო პერიოდში:
I კანონშემოქმედებითი საქმიანობა
II საკონტროლო ფუნქცია
III წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში
I კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომიტეტის 58 სხდომა, რომელზედაც განხილულ
იქნა 593 კანონპროექტი:
• წამყვანი კომიტეტის სტატუსით - 400 კანონპროექტი
• სავალდებულო კომიტეტის სტატუსით - 193 კანონპროექტი
კომიტეტმა ასევე განიხილა:
• 53 საკანონმდებლო წინადადება
• 2 პეტიცია
კომიტეტისა და მისი წევრების მიერ, საერთო ჯამში, განხორციელდა 254
კანონპროექტის საკანონმდელო ინიციატივის წესით წარმოდგენა.
1
1. საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან
ჰარმონიზების კანონპროექტები:
ჰარმონიზაციის პროექტი N1 –
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიციირებული საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (#073/178/9)
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით:
დაიხვეწა საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი;
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ არის საქართველოს მოქალაქეობის
დაკარგვის ავტომატური საფუძველი;
ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს
მოქალაქეობის მიღების სამართლებრივი საფუძვლები;
გაჩნდა ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების დამატებითი შესაძლებლობები
დაიხვეწა მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საფუძვლები იმ
პირთათვის, რომელთაც კანონის ამოქმედებამდე დაკარგეს საქართველოს
მოქალაქეობა;
ჰარმონიზაციის პროექტი N2 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიციირებული საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის
თაობაზე“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (#07-3/193/9)
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით განხორციელდა საქართველოს
ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისობაში მოყვანა
საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. ცვლილებები მოიცავს როგორც
ძირითად ისე გარდამავალ (საგამონაკლისო) დებულებებს, კერძოდ:
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე:
გაუქმდა პრეზიდენტის არჩევნების მოქმედი წესი. 2018 წლის შემდგომ
საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით
2
დებატების გარეშე ღია კენჭისყრით აირჩევს საარჩევნო კოლეგია. კენჭისყრის
ადგილად განისაზღვრა პარლამენტის სასახლე;
საქართველოს პრეზიდენტის მინიმალურ ასაკად განისაზღვრა 40 წელი (მათ
შორის საქართველოში მინიმუმ 15-წლიანი ცხოვრების ვალდებულებით);
განისაზღვრა საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა და პოლიტიკური
პარტიების
მიერ
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოების
შემადგენლობიდან
საარჩევნო
კოლეგიის წევრების დასახელების წესი;
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს
განესაზღვრათ ვალდებულება, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მიერ
მათთვის დადგენილ ვადაში გაიარონ ნარკოლოგიური შემოწმება და
შესაბამისი ცნობა, მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინონ ბიუროს.
აღნიშნული ცნობა საჯაროა და გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს
ოფიციალურ ვებგვერდზე.
ასეთი თანამდებობის პირები არიან:
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტის წევრი
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
მთავრობათა თავმჯდომარეები,
საქართველოს მინისტრი და მის მოადგილე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და მის მოადგილე
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების
მინისტრები და მათ მოადგილეები
მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით ნარკოლოგიური ცნობის შედეგი
გავლენას არ იქონიებს პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ცნობის საკითხზე.
3
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების
უფლებამოსილების ცნობისთანავე:
შედეგად
არჩეული
პარლამენტის
2020 წლის შემდგომი საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება
მხოლოდ პროპორციული წესით და აღარ იარსებებს მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის ინსტიტუტი;
არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ პოლიტიკური პარტიები
(აღარ იქნება საარჩევნო ბლოკები);
საარჩევნო ბარიერი განისაზღვრა კვლავ 5%-ით და პარლამენტი წევრთა
მანდატები გადანაწილდება მხოლოდ პროპორციული სისტემით (150
პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი);
შეიცვლება საქართველოს პარლამენტში მანდატების განაწილების მოქმედი
წესი (განაწილდება მხოლოდ პროპორციული სისტემით) და აღარ მოხდება
მანდატების შევსება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო ოდენობამდე;
ერთჯერადად - მხოლოდ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს:
ცვლილების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტი აირჩა 6 წლის
ვადით;
არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით;
ერთჯერადად - მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს:
საარჩევნო ბარიერი განსაზღვრულია 3 %-ით და არჩევნები ჩატარდება კვლავ
შერეული სისტემით (მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით) ასევე
არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საარჩევნო ბლოკებს;
გაუნაწილებელი მანდატების შევსება არ მოხდება ფრაქციის შესაქმნელად
საჭირო ოდენობამდე.
ჰარმონიზაციის პროექტი N3 –
საქართველოს პარლამენტის წევრების (ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, რუსლან
პოღოსიანი) მიერ ინიცირებული „პროკურატურის შესახებ“ საქართველო
ორგანული კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (#07-3/227/9)
კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან გამომდინარე ახლებურად განისაზღვრა
პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ:
პროკურატურა გახდა ინსტიტუციურად დამოუკიდებელი ორგანო;
იუსტიციის მინისტრის უფლებამოსილებები პროკურატურის ნაწილში
გადაეცა გენერალურ პროკურორს;
იუსტიციის მინისტრი თანამდებობრივად აღარ არის საპროკურორო საბჭოს
შემადგენლობაში;
4
განისაზღვრა საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების წესი
საქართველოს პარლამენტის წინაშე (ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ
პროკურატურის ყოველწლიური ანგარიში წარმოდგენის ვალდებულება
დაეკისრა უშუალოდ გენერალურ პროკურორს);
გენერალური
პროკურორის
გადაყენება
შესაძლებელია
მხოლოდ
იმპიჩმენტის გზით.
ჰარმონიზაციის პროექტი N4 –
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან
ერთად (#07-3/192/9)
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და თავმჯდომარეს პარლამენტს
წარუდგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
უზენაეს სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრა არანაკლებ 28
მოსამართლით;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩევიან უვადოდ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მოსამართლე წევრთაგან 4 წლის ვადით ირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის გადაყენება
დასაშვებია მხოლოდ იმპიჩმენტის გზით.
სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ გახდება უვადოდ
გამწესებული
მოსამართლის
თანამდებობიდან
გათავისუფლების
საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს წინაშე.
ჰარმონიზაციის პროექტი N5 –
საქართველოს
იურიდიულ
საკითხთა
კომიტეტის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი:
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/180; 24.05.2018)
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად:
გაიზარდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის
5
კვორუმი (აირჩეოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო
წარმოდგენილი ცვლილებებით აირჩევა სრული შემადგენლობის არანაკლებ
სამი მეხუთედის უმრავლესობით);
არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან მიმართებით დაკონკრეტდა
სასამართლოს მიერ დავის განხილვის ვადები;
გენერალური პროკურორისთვის ინსტიტუტის მინიჭებით, გაიზარდა იმ
საჯარო
მოხელეთა
პროცედურის
წრე,
ვისი
ქმედების,
ვის
მიმართაც
მიმდინარეობისას,
დასკვნას
მოამზადებს
იმპიჩმენტის
საკონსტიტუციო
სასამართლო;
ჰარმონიზაციის პროექტი N 6
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი: „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/179; 24.05.2018).
წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად:
განხორციელდა კომპეტენციათა გამიჯვნა საქართველოს პრეზიდენტსა და
საქართველოს
მთავრობას/საქართველოს
პრემიერ-მინისტრს
საერთაშორისო
ხელშეკრულების
შესვლასთან
ძალაში
შორის
დაკავშირებული
ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას რა დროსაც იქნება საჭირო
თანახელმოწერა.
დაკონკრეტდა
საქართველოს
მთავრობის/პრემიერ-მინისტრის
პრეზიდენტისა
და
წარმომადგენლობით
საქართველოს
უფლებამოსილებები
საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული
ქმედებების განხორციელებისას.
ჰარმონიზაციის პროექტი N7 საქართველოს
კანონი
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და გამომდინარე კანონები 07-2/223/930-05-2018.
კონსტიტუციის
საპარლამენტო
ცვლილების
პრეზიდენტს,
ახალი
რედაქციის
რესპუბლიკას.
ძირითად
შესაბამისად,
საქართველო
არის
აღნიშნული
დებულებიდან
გამომდინარე,
სულისკვეთებას
წარმოადგენდა
საქართველოს
საქართველოს
პარლამენტს
და
საქართველოს
6
მთავრობას/საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის კომპეტენციათა გამიჯვნა. მათ
შორის:
მიეთითა
საქართველოს
პრეზიდენტის
ის
უფლებამოსილებები,
რაც
საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას.
მოხდა პრეზიდენტის უფლებამოსილებების კონსტიტუციის შესაბამისად
შეზღუდვა საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიმართებით.
მიეთითა,
რომ
საქართველოს
მთავრობა
პასუხისმგებელი
მინისტრის
თანამდებობა
იქნება
საქართველოს პარლამენტის წინაშე.
განისაზღვრა,
რომ
სახელმწიფო
შეიძლება
შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი
ამოცანების შესასრულებლად;
ტერმინი კონტრასიგნაცია შეიცვალა ტერმინით თანახელმოწერა.
2. ე.წ.
„მცირე
მთავრობის“
საკანონმდებლო ინიციატივა
კონცეფციიდან
გამომდინარე
საქართველოს
მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევ 115
კანონპროექტი (07-2/236/928-06-2018).
განხორციელებული ცვლილებების მიხედვით:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სისტემაში
გაერთიანდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა
და
გრძელვადიანი
სარეაბილიტაციო
ლტოლვილთა
სამინისტრო
(გარდა:
დევნილის
საცხოვრებლით
უზრუნველყოფის
სამშენებლო
და
სამუშაოების
მიმართულების;
მიგრაციის
და
საერთაშორისო დაცვის მიმართულების; რეპატრიაციის მიმართულების)
გაერთიანდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფუნქციები:
7
დევნილის
გრძელვადიანი
საცხოვრებლით
უზრუნველყოფის
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულება - გადაეცა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს,
მიგრაციის და საერთაშორისო დაცვის მიმართულება - გადაეცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;
რეპატრიაციის მიმართულება - გადაეცა შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
აპარატს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
ფუნქციები
და
უფლებამოსილებანი
განვითარების სამინისტროს
(სივრცითი
განვითარების
მიმართულებით) გადაეცა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს.
3. სისხლის
სამართლის
ცვლილებები:
სფეროში
განხორციელებული
3.1. საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 07-2/507 –
კანონპროექტის თანახმად შეიცვალა 236-ე მუხლის დისპოზიცია, კერძოდ,
ერთმანეთისაგან გაიმიჯნა სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი
იარაღისა და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა და
შესაბამისად, დამძიმდა ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო
ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა)
შეძენისათვის
ან/და
შენახვისათვის
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის ზომები.
3.2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 072/177 –
სსკ-ის 254-ე მუხლის სათაური „პროსტიტუციისთვის ადგილის ან
საცხოვრებლის გადაცემა“ შეიცვალა „პროსტიტუციის ხელშეწყობით“, რაც
განპირობებულია მუხლში შესაბამისი ცვლილებებით
254-ე მუხლის პირველ ნაწილში დანაშაულად გამოცხადდა „პირის
დაყოლიება პროსტიტუციაზე ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი
8
ქმედების განხორციელება, რომელიც
მონაწილეობას პროსტიტუციაში“;
ხელს
უწყობს
პირის
მძიმე დანაშაულების სიას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 254-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რის
საფუძველზეც პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის შესაძლებელი იქნება
ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება;
3.3. საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ – 07-2/171
დაზარალებულის და დანაშაულის მოწმის ვიქტიმიზაციისა და მეორეული
ვიქტიმიზაციის საფრთხის შემცირების მიზნით შემოღებულ იქნა ახალი
ინსტიტუტი - მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი - პირი,
რომელიც უზრუნველყოფს დაზარალებულის/მოწმის
მხარდაჭერას
სამართალწარმოების პროცესში.
3.4. საქართველოს კანონის პროექტი: „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესახებ და თანმდევი პროექტები
07-2/172
ჩამოყალიბდა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლისათვის
ეფექტური
და
თანამედროვე
გამოწვევების
ადეკვატური
სისხლისსამართლებრივი
მექანიზმები
სრულფასოვანი
მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშესაწყობად;
„ქურდული სამყაროს“ ცნება ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი შეთანხმების
მოდელზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, პირთა შეთანხმება
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე საკმარისია, რათა
პირთა ერთობა მიჩნეული იქნეს „ქურდულ სამყაროდ“ და აუცილებელი არ
არის კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა;
ახლებურად განიმარტა „ქურდული სამყაროს“ წევრის დეფინიცია, რომლის
მიხედვითაც, დასჯადად გამოცხადდა არა მხოლოდ აქტიური
მონაწილეობა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, არამედ ე.წ. პასიური
წევრობაც;
მოხდა ისეთ ქმედებების კრიმინალიზაცია (სსკ-ს 2232-2234 მუხლები),
როგორიცაა:
„ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობა,
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“
მიმართვა;
9
3.5. საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ – 07-2/183
წარმოდგენილი კანონპროექტით:
გამკაცრდა სანქციები ცრუ ჩვენების, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, დანაშაულის
დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის
მოქმედ რედაქციას დაემატა ნაწილები, რომლებშიც ცალკე გამოიყო
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის, ცრუ ჩვენებისა და
დანაშაულის დაფარვისათვის ქმედებები შესაბამისად დამძიმებული სანქციებით
სსკ-ის 376-ე მუხლს დაემატა მე-2 (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და მე-3
ნაწილები (განსაკუთრებით მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობა). შესაბამისად,
შემცირდა პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია და განისაზღვრება ორ
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
3.6.„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ – 07-2/178
საკანონმდებლო ცვლილებით გაიზარდა ოჯახში ძალადობის, ოჯახური
დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის
ეფექტიანობა, დაიხვეწა საკანონმდებლო ნორმები
და გამკაცრდა
სახელმწიფო პოლიტიკა.
დაწესდა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
შემაკავებელი/დამცავი ორდერების მოთხოვნათა შეუსრულებლობის
პირველი შემთხვევისათვის. გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი სანქციები
და განისაზღვრა დამამძიმებელი გარემოებები.
4. ადმინისტრაციული
სამართლის
განხორციელებული ცვლილებები:
მიმართულებით
4.1. საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიცირებული
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად
(N07-2/250/9)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის
გადაწყვეტილებით1 არაკონსტიტუციურად გამოცხადდა პირადი მოხმარების
მიზნით
ნარკოტიკული
საშუალება
მარიხუანას
მოხმარებისათვის
პასუხისმგებლობის დაწესება.
1
2018 წლის 30 ივლისის N1/3/1282 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და
ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
10
შესაბამისად,
წარმოდგენილი
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
ცვლილებებთან ერთად დადგინდა შემდეგი სახის აკრძალვები:
აიკრძალა მარიხუანის მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობანაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა და მის
საკუთრებაში არსებული დამხმარე ნაგებობისა
აიკრძალა მარიხუანის მოხმარება 21 წლამდე ასაკის პირის მიერ (ნარკოტიკების
მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დაცვის მიზნით);
გამკაცრდა პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების
პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ავტომობილის, ტრამვაის,
ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების
მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში (სსკს 276-ე მუხლის პირველი ნაწილი).
4.2. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონპროექტებთან ერთად (N07-2/80/9) (ე.წ.
ნარჩენების პროექტი)
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
გამკაცრდა
პასუხისმგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის
და დამატებითი სახდელის სახით განისაზღვრება სამართალდარღვევის
იარაღისა და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია. ასევე,
ლიცენზიის
გარეშე,
უკანონოდ
მოპოვებული
წიაღისეულის
ტრანსპორტირებისას თავად ამ სატრანსპორტო საშუალების საქმის
განხილვამდე დროებით ჩამორთმევა.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ორი ახალი მუხლი:
2871 მუხლი - „სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების
დარღვევა“
3041 მუხლი -„მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება“.
ამასთან, მთავრობას დაევალა ახალი ტექნიკური რეგლამენტის მიღება ,,პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“
დამტკიცების შესახებ“.
4.3. საქართველოს პარლამენტის წევრების (ზაზა გაბუნიას, არჩილ თალაკვაძის,
მარიამ ჯაშის, ბექა ოდიშარიას და ალექსანდრე ქანთარიას) მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტზე
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილების შეტანის შესახებ (N07-3/141; 22.03.2018);
11
გამკაცრდა სანქციები გარე ვაჭრობისთვის;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა თბილისის იერსახის
დამახინჯება;
დაწესდა სანქციები ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის
განთავსების სანებართვო პირობების დარღვევისთვის;
გამკაცრდა სანქციები ქალაქ თბილისის ტერიტორიის დაზიანებისთვის
სამშენებლო ან სარემონტო სამუშაოების წარმოებისას;
4.4. საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ – 07-2/170
გაიზარდა ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 166-ე მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისთვის.
აღნიშნული სამართალდარღვევისათვის განისაზღვრა ჯარიმა 500
ლარიდან 1000 ლარამდე, ნაცვლად 100 ლარისა.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების
პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან
მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან ამ პირის მიმართ სხვა
კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის განისაზღვრა ჯარიმა
1000 ლარიდან 4000 ლარამდე
ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა - საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.
4.5.საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ – 07-2/184
ცვლილებით
დადგინდა
მასობრივი
თავშეყრის
ობიექტების
მფლობელებისათვის მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის
დაზღვევის სავალდებულოობა.
4.6. საქართველოს პარლამენტის წევრების: (მარიამ ჯაში, სიმონ ნოზაძე, რევაზ
არველაძე, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი,
სვეტლანა კუდბა, რატი იონათამიშვილი, ზაზა გაბუნია) საკანონმდებლო
ინიციატივა
-
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
12
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ – 07-3/252
განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისგან, პიროტექნიკის
გამოყენებისგან, მშენებლობისგან და სხვა წყაროდან გამომავალი ხმაურის
მარეგულირებელი ნორმები.
5. სამოქალაქო სამართლის
ცვლილებები:
მიმართულებით
განხორციელებული
5.1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის ინიციატივა - საქართველოს კანონის პროექტები
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს საგადახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ - 07-3/130
ცვლილება შევიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და საქართველოს
საგადასახადო კოდექსში და გაჩნდა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი,
ხოლო საქართველოს მთავრობას დაუდგინდა ვალდებულება მათი
სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის
თაობაზე.
5.2. საქართველოს მთავრობის ინიციატივა - საქართველოს კანონის პროექტები
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ – 07-2/249
დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირების მიზნით, დაზუსტდა
კანონმდებლობით ლიზინგის გამცემების ვალდებულებები საპროცენტო
განაკვეთთან, საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან
და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან
დაკავშირებით.
13
6. საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის 2017-2018 წლების
სამოქმედო გეგმით (OGP) გათვალისწინებული ვალდებულებების
შესრულება.
6.1. საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა: (ეკა ბესელია, ირინე
ფრუიძე, გიორგი კახიანი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/118/9; 28.12.2017).
კანონშემოქმედებითი პროცესის ღიაობისა და კანონშემოქმედებით პროცესში
მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით განხორციელდა შემდეგი სახის
ცვლილებები:
დაინერგა
ინიცირებულ
კანონპროექტებზე,
კომენტარების
სახით
გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების/წინადადებების განხილვისა და
შესაბამისი უკუკავშირის მექანიზმები;
გაჩნდა პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენისა და წარდგენილ
პეტიციაზე მხარდაჭერის ელექტრონულად დაფიქსირების შესაძლებლობა;
გაჩნდა მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისას
(არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივა) ხელმოწერების ელექტრონული
ფორმით შეგროვების შესაძლებლობა.
7. სხვა საკანონმდებლო ინიციატივები
7.1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტებთან ერთად - 07-3/96
კანონის
პროექტი
და
თანმდევ
კანონპროექტის მიღებით მოხდა ადვოკატთა ინსტიტუციური გაძლიერება და
პროფესიული გარანტიების გაზრდა;
დელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი და პროცედურა;
დადგინდა ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სამართლებრივი
გარანტიები;
ახლებურად განისაზღვრა ადვოკატის პროფესიაში შესვლის, მათ შორის,
სტაჟირების გავლის წესი.
7.2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ და
გამომდინარე 29 კანონპროექტი - 07- 2/173
14
შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის
უფლებამონაცვლედ განისაზღვრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებაში შევიდა ამჟამად
მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი,
აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული
კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში
განხორციელებული აქტივობების კონტროლი.
სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებაში შევიდა სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტური გამოძიებას.
7.3. საქართველოს კანონის პროექტები „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ – 07-3/119
იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემური იყო ნორმატიული აქტების
ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და ევროკავშირის
სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დადგენის არაერთგვაროვანი
პრაქტიკა
კანონპროექტით განხორციელდა განმარტებითი ბარათის ცვლილება,
რათა კანონის პროექტის დანართში მოცემული ცხრილის მეშვეობით,
თვალსაჩინო გახდეს, ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან
მოდის შესაბამისობაში ინიცირებული კანონის პროექტი.
7.4.საქართველოს კანონის პროექტი - „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – 07-2/175
ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის
ხელშეწყობის მიზნით, ცვლილება შევიდა საქართველოს „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც პირის მიერ
სახელის შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ.
15
II კომიტეტის საკონტროლო ფუნქცია
1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ
წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა საანგარიშო პერიოდში - 2018 წელს:
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ანგარიში
კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა პერსონალური მონაცემების დაცვის
ინსპექტორის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში და აპარატის საქმიანობის
გაძლიერების მიზნით გასცა 9 რეკომენდაცია.
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მოისმინოს ინფორმაცია
ინსპექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე,
კერძოდ, რა ზომები იქნა გატარებული
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში
თავმოყრილი
მონაცემების
დასაცავად,
ასევე,
საფინანსო
ორგანიზაციებისთვის ბაზაზე წვდომის მინიჭების ფორმისა და
მონაცემების მოძიებისათვის საჭირო რეკვიზიტების განსაზღვრისათვის.
2. ვინაიდან 2017 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ვიდეოჩანაწერების
გამოთხოვასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას
მონაცემების არაადეკვატური და არაპროპორციული მოცულობით
დამუშავების რამდენიმე შემთხვევას, ინსპექტორმა ამ მიმართულებით
გააძლიეროს კონტროლი;
3. გააძლიეროს კონტროლი პენიტენციური დაწესებულებების მიერ
ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირებაზე მათ მიმართ
დაწესებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის თაობაზე;
4. გააძლიეროს კონტროლი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე,
რათა ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას დაცულ
იქნას სამართლიანი ბალანსი დანაშაულის გამოძიების ინტერესსა და
პიროვნების პირადი სივრცის ხელშეუხებლობას შორის;
5. გააძლიეროს კონტროლი სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს” მონაცემთა ბაზიდან მოქალაქის პერსონალური მონაცემების
გამოთხოვაზე, რათა არ იქნას დაშვებული სააგენტოდან სრული
პერსონალური მონაცემების არაადეკვატური და არაპროპორციული
მოცულობით გაცემა;
6. გააძლიეროს კონტროლი, რათა აღკვეთილ იქნას ვიდეოსათვალთვალო
კამერებიდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთან დაკავშირებული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მონაცემების არაადეკვატური და
არაპროპორციული მოცულობით დამუშავება;
16
7. ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გახშირებული ფაქტებიდან
გამომდინარე, პერიოდულად მოსმენილ იქნას ინსპექტორის მიერ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია ვიდეოთვალთვალის
შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსების, დასაქმებულთა
ინფორმირების, ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადისა და უსაფრთხოების
მიზნით გასატარებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების, მესამე
პირებისთვის ჩანაწერის გამჟღავნების შესახებ;
8. აუცილებელია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გაგრძელდეს
შესაბამისი აქტივობები, რათა მეტმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია
პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიებისა და წესების შესახებ,
ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, სათანადო რეაგირების
განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე;
9. აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ
გაანალიზდეს და გამოიკვეთოს პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემები და
შესაბამისი ინფორმაცია წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დროული
და ეფექტიანი რეაგირებისათვის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიში
კომიტეტმა დადებითად შეაფასა
საქმიანობა საანგარიშო პერიოდში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში
კომიტეტმა დადებითად შეაფასა სსიპ იურიდიული დახმარების
საქმიანობის ანგარიში და გასცა 6 რეკომენდაცია.
სამსახურის
1. ვინაიდან იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული
სამოქალაქო საქმეების უდიდესი უმრავლესობა - 92% განეკუთვნება პირის
მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეების კატეგორიას, ამ მიმართულებით
თავისი საქმიანობა, რათა სამსახურმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და
გააქტიუროს მარების გარეშე არ აღმოჩნდეს არცერთი ასეთი საჭიროების
მქონე პირი;
2. სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკური
მონაცემების მიმოხილვის დროს სასურველია მონაცემები დაჯგუფებული
იყოს არა მარტო სუბიექტების, არამედ საქმეთა კატეგორიების მიხედვით,
რათა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, თუ რა სახის
საქმეებზე მიმართავენ ყველაზე ხშირად მოქალაქეები დახმარებისათვის
სამსახურს;
3. იურიდიული დახმარების სამსახურმა კიდევ უფრო დააჩქაროს სამსახურის
ბიუროების
ოფისების
ადაპტირების
სამუშაოები
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ;
17
4. იურიდიული დახმარების სამსახურმა გააძლიეროს საქმიანობა სამსახურის
აპარატის ახალი სტრუქტურის ამოქმედებისათვის, შესაბამისი ადამიანური
რესურსის
შერჩევისათვისა
და
მომზადებისათვის,
სამსახურის
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის;
5. სისხლის სამართლის საქმეებზე ხარისხის შეფასების სისტემის
სრულყოფასთან ერთად, დროულად შემუშავდეს და დაინერგოს
სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე ხარისხის შეფასების
კონცეფცია.
6. იურიდიული
დახმარების
სამსახურის
ხელმძღვანელობამ
უნდა
გაააქტიუროს საქმიანობა საერთაშორისო კავშირების კიდევ უფრო
გაღრმავებისა და განვითარების მიმართულებით, რასაც უდავოდ ხელს
შეუწყობს 2018 წლის განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე
საზღვარგარეთის ქვეყნებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში
იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა აქტიური
ჩართულობა.
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებების
აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით კომიტეტმა
განახორციელა საქართველოს
რეკომენდაციები:
მთავრობის
ანგარიშის
მოსმენა
და
გასცა
1. უზრუნველყოფილ იქნას წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა
ძალადობრივი
დანაშაულის
თითოეული
ფაქტის
დროული,
მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
2. ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფილ იქნას
ეფექტური იურიდიული დახმარება, დაცვა და ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაცია;
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის
დაცვით უზრუნველყოფილ იქნას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის
საქმეებზე გამოძიებისა და შემდგომი სასამართლო პროცესების შედეგების
გამჭვირვალობის მიზნით ინფორმაციის გასაჯაროება;
4. უზრუნველყოფილ იქნას არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაციის
მიღებისა და გამოძიების დაწყების თარიღების შესახებ სტატისტიკური
ინფორმაციის პროაქტიული დამუშავება და გამოქვეყნება.
5. უზრუნველყოფილ იქნას დროებითი მოთავსების იზოლატორებში,
ადმინისტრაციული
პატიმრობის
ადგილებში,
პენიტენციურ
დაწესებულებებში პირის განთავსებისას არასათანადო მოპყრობისგან
დაცვის უფლების შესახებ ინფორმაციის ეფექტური ფორმებით მიწოდება;
6. უზრუნველყოფილ იქნას, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის
სავარაუდო ფაქტის შემთხვევაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში,
ადმინისტრაციული
პატიმრობის
ადგილებში,
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დროული
18
სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში,
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის მომსახურება;
7. არასათანადო მოპყრობის რისკების შესამცირებლად უზრუნველყოფილ
იქნას სისტემის შიდა მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობა;
8. უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა შესაძლებლობების
უწყვეტი გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის
პრევენციის, ეფექტური რეაგირებისა და გამოძიების, აგრეთვე მსხვერპლთა
ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით;
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის ანგარიში „გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების
აღსრულების
შესახებ“
და
გასცა
შესაბამისი
რეკომენდაციები:
1. უზრუნველყოფილ იქნას წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა
ძალადობრივი
დანაშაულის
თითოეული
ფაქტის
დროული,
მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
2. უზრუნველყოფილ იქნას არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების
შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის პროაქტიული დამუშავება და
გამოქვეყნება.
3. უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა შესაძლებლობების
უწყვეტი გაძლიერება წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის
პრევენციის, ეფექტური რეაგირებისა და გამოძიების, აგრეთვე
მსხვერპლთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით;
4. საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების
ეფექტური შესრულების მიზნით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს შესაბამის
სახელმწიფო
უწყებებსა
და
ადამიანის
უფლებებზე
მომუშავე
ინსტიტუციებსა
და
ორგანიზაციებს
შორის
კომუნიკაციის
ინსტიტუციონალიზება. ამისათვის, მნიშვნელოვანია, მთავრობამ შექმნას
ეფექტური
და
ინკლუზიური
ფორუმი
სახალხო
დამცველის,
არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული აქტორების
მონაწილეობით, რომელიც მთავრობის მიერ აღებული რეკომენდაციების
შესრულების პროცესის ეფექტურ მონიტორინგს შეუწყობს ხელს.
5. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტური შესრულების
მიზნით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია, სახელმწიფოსთვის გაცემული
რეკომენდაციების ტრანსფორმირება რელევანტურ, ხელშესახებ და
19
გაზომვად ღონისძიებებში და მათი ასახვა ადამიანის უფლებათა
მხარდამჭერ ეროვნულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში.
კომიტეტმა ასევე განიხილა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში აღებული რეკომენდაციების შესრულების
შესახებ“ შუალედური ანგარიში.
ასევე, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა 15
ანგარიში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული
ერთეულების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული არასაიდუმლო
შესყიდვების შესახებ (მათ შორის ბოლო ანგარიში წარმოადგინა 2018 წლის 27
ნოემბერს)
ასევე, კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2015-2018 წლების
საქმიანობის თაობაზე
წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად
2015
წლის
მარტიდან
2018
წლის
ივნისამდე
სულ
გამოვლენილია
მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 80 ფაქტი; საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, დაუბრუნდათ
დაახლოებით 44, 739 417 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება.
დაზარალებულად ცნობილ იქნა 162 პირი;
საქართველოს
პროკურატურამ
59
მსჯავრდებულის
მიმართ
მიიღო
გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის
მიმართვის თაობაზე, მათ შორის 13 პოლიტპატიმრის სტატუსით; აქედან 48
პირის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი;
156 პირი ცნობილ იქნა დაზარალებულად;
მხილებულ იქნა 43 საჯარო მოხელე, რომელთაგან 27 პირის მიმართ
გამოყენებულ იქნა დისკრეცია. 4 პირის მიმართ შეწყდა გამოძიება
გარდაცვალების
გამო,
ხოლო
12
პირის
მიმართ
დაწყებულია
სისხლისსამართლებრივი დევნა.
გახსნილი იქნა ცემა-წამებისა და ძალადობის 20 ფაქტი.
2012 წლის ნოემბრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდში სასამართლოში
განსახილველად წარიმართა სისხლის სამართლის საქმეები 197 ყოფილი
საჯარო მოხელის მიმართ, რომელთაგან 122 პირის მიმართ სასამართლოს
20
მიერ
გამოტანილია
გამამტყუნებელი
(400-ზე
მეტ
დანაშაულებრივ
ეპიზოდზე), ხოლო 9 პირის მიმართ - გამამართლებელი განაჩენი;
2013-2017 წლებში არასათანადო მოპყრობისათვის 144 საჯარო მოხელის
მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა;
2. მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირება
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სულ შემოვიდა მოქალაქეთა 1612 წერილი
(განცხადება), საიდანაც:
•
•
•
•
•
უწყებებში გაიგზავნა - 786 წერილი
განმცხადებელს გაეგზავნა - 92 წერილი
ზეპირი კონსულტაცია გაეწია - 181 მოქალაქეს
განმეორებითი განცხადებები, რომლებზეც უკვე მოხდა რეაგირება - 218
მიღებულია ცნობად - 335
უწყებებიდან მიღებული პასუხების რაოდენობა - 614
განცხადებების
უმრავლესობა
ეხებოდა
პირობით
ვადამდე
გათავისუფლების საკითხებს. ასევე, ობიექტური გამოძიების ჩატარების
მოთხოვნასა და სხვადასხვა საკითხებს.
III საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის
უზრუნველყოფის ჯგუფი
წარმომადგენელთა მონაწილეობით ჩატარდა:
არსებითი განხილვის სხდომა - 38 სხდომა
ზეპირი მოსმენით ჩატარებული გამწესრიგებელი - 18 სხდომა
მიღებულია გადაწყვეტილებები - სულ 16 საქმეზე, ამასთან არსებითად განსახილველად არ იქნა მიღებული - 31 საქმე
საერთო ჯამში საანგარიშო პერიოდის განმავლობაში:
დაკმაყოფილდა - 6 საქმე
არ დაკმაყოფილდა - 4 საქმე
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 6 საქმე
21
კომიტეტის მიერ ჩატარებული სხვა ღონისძიებები:
1. „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ - ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის
საკითხებზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება.
2.
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი - საგზაო
უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებით:
შედეგები და განვითარების პერსპექტივები;
საბავშვო სავარძლების იმპლემენტაცია.
მოძრაობის
ღონისძიება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ბიზნესისა და
ეკონომიკის ცენტრის (BEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის
ერთობლივი ორგანიზებით გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მისი მხარდამჭერი იყო საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პროექტი - „საბავშვო სამგზავრო
სავარძლები ბავშვების სიცოცხლის დასაცავად“.
3. ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ
მიმართული საკომუნიკაციო კამპანია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა,
გაეროს ბავშვთა ფონდის თანაორგანიზებით ბავშვთა მიმართ ძალადობის
დაძლევის მექანიზმების გაძლიერების საკითხებზე პრეზენტაცია გამართა.
4. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით მომზადდა და დაიგეგმა
საპილოტე პროგრამა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის.
პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფაში კომიტეტს მხარდაჭერა
გაუწია შემდეგმა ორგანიზაციებმა:
ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)
ერთობლივი პროექტები „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ და
„საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში“;
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი (OHCHR);
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის
პროგრამა შედგებოდა 5 მოდულისა და სამი სასწავლო ტრენინგისგან
მოდულები:
1. პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების საქმიანობა და სერვისები
2. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
3. საპარლამენტო ზედამხედველობა
4. საბიუჯეტო საქმიანობა
22
ადამიანის უფლებები
ტრენინგები:
1. საჯარო მოხელის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა და
ეთიკური სტანდარტები
2. სახელმწიფო ენა მოხელეთათვის
3. დროის ეფექტური მართვა
5.
23