საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 15 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული მუშაობის წლიური სამოქმედო გეგმა

გეგმა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#2-2580/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წერილი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 2-2580/19 19-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცნობებთ, რომ 2019 წლის 15 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებულია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მუშაობის წლიური სამოქმედო გეგმა. დანართი: 22 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა მიმართულება: კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა სტრატეგიული მიზანი 1. მტკიცებულებაზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის წარმოება და ეფექტური კოორდინაცია ამოცანა 1.1 - სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან დარგობრივი კოორდინაციის გაუმჯობესება N ღონისძიება პასუხისმგებელი პირი სხვა მონაწილე მხარე განხორციელების ვადა ინდიკატორი კომიტეტის წევრი აპარატის თანამშრომელი 1.1.1 საქართველოს მთავრობის, აჭარის ა.რ. მთავრობის, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით დარგობრივი მიმართულებების შესაბამისად სამუშაო ჯგუფების შექმნა, რეგულარული შეხვედრების უზრუნველყოფა და შეჯერებული პოზიციების ასახვა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია გიორგი არზიანი რატი ფრუიძე საქართველოს მთავრობა აჭარის ა.რ. მთავრობა აფხაზეთის ა.რ. მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობები გაეროსა და სხვა საერთაშორისო სააგენტოები არასამთავრობო ორგანიზაციები კერძო სექტორი მედია თებერვალი - დეკემბერი სამუშაო ჯგუფ(ებ)ის შექმნა შეხვედრების ოქმებსა და კომიტეტის სამოქმედო გეგმაში ასახული შეჯერებული პოზიციები ამოცანა 1.2 - საკანონმდებლო საქმიანობაში მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკისა და ინიციატივების შეთანხმება 1.2.1 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში არსებული ადმინისტრაციული სტატისტიკის, შინამეურნეობებისა და სხვა მიზნობრივი კვლევების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჩატარებული კვლევების შედეგებისა და რეკომენდაციების რეგულარული განხილვა და დარგობრივი პოლიტიკისა და საკანონმდებლო ინიციატივების დაგეგმარებაში გათვალისწინება მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ნინო გულუა გიორგი არზიანი რატი ფრუიძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქსტატი გაეროსა და სხვა საერთაშორისო სააგენტოები არასამთავრობო ორგანიზაციები საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები თებერვალი - დეკემბერი კომიტეტის მიერ განხილული კვლევების შედეგები ასახულია საკანონმდებლო ინიციატივებსა და საზედამხედველო საქმიანობაში 1.2.2 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ადგილობრივი და საერთაშორისო საექსპერტო კონსულტაციების ინიიცირება და კვლევითი შედეგებისა და რეკომენდაციების განხილვა მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ნინო გულუა გიორგი არზიანი რატი ფრუიძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაეროსა და სხვა საერთაშორისო სააგენტოები არასამთავრობო ორგანიზაციები საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებები თებერვალი - დეკემბერი კომიტეტის მიერ ინიციირებული საექსპერტო თემატური კონსულტაციების ანგარიშები შეხვედრის ოქმი ამოცანა 1.3 - საკანონმდებლო საქმიანობის წარმოება დარგში არსებული გამოწვევების ანალიზის საფუძველზე N საკანონმდებლო ინიციტივა ინიციატივის შინაარსი პასუხისმგებელი პირი თემატური მომხსენებელი სხვა მონაწილე მხარე განხორციელების ვადა ინდიკატორი კომიტეტის წევრი აპარატის თანამშრომელი 1.3.1 მიმდინარე: საქართველოს პარლამენტის წევრების, მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გარანტიების გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ქმნის ექსპერტთა კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ან საერთაშორისო კატეგორიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძღვანელოს/რესურსის მომზადებას. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი ოთარ ბეჟიტაშვილი მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი სერგო რატიანი ლელა ქებურია ზაზა გაბუნია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი ესქპერტთა კომისიის სხდომის ოქმი 2019-2020 სასწავლო წლისათვის სკოლებში შეტანილია „დედაენა“ - ექსპერტთა კომისიის მიერ შეთანხმებული რედაქციით 1.3.2 მიმდინარე: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტი ითვალისწინებს, ტერმინის „საუნივერსიტეტო მაუწყებლობა“ განმარტებას. კერძოდ, საუნივერსტიტეტო მაუწყებლობა განიმარტება, როგორც ,,ამ კანონით დადგენილი წესით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების, სწავლისა და სწავლების, სამეცნიერო კვლევების, უმაღლესი განათლების სტიმულირებას და საზოგადოების ინფორმირებას უნივერსიტეტში და ზოგადად, უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ინიციატივების შესახებ და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას. კანონის პროექტის თანახმად, საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა სამაუწყებლო ბადეში პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი გუგული მაღრაძე დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.3 მიმდინარე: საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტით გათვალისწინებულია სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) მმართველობითი ორგანოზების წევრთა არჩევის პროცესში. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში, ისევე როგორც უსდ-ს წარმომადგენლობით საბჭოში, შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი იქნეს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი. უსდ ვალდებული იქნება შექმნას სტუდენტური აქტივობების ხელშემწყობი წინადადებების განხილვის, დამტკიცებისა და დაფინანსების გამჭვირვალე მექანიზმი (კომისია/საბჭო), შეფასების კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, ასევე დგინდება სტუდენტის უფლებები აღნიშნულ პროცესში. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.4 მიმდინარე: საქართველოს პარლამენტის წევრების, მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილის, გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით/გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ მიუღია გადაწყვეტილება და რომლებიც წერილობით მიმართავენ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზებულად ჩაითვალონ ავტორიზაციის ვადის გასვლის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია მარიამ ჯაში სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.5 საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონში შემოდის მასწავლებლის ასისტენტის ცნება. აღნიშნული ინსტიტუტის დანერგვა ხელს შეუწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომ შეიძინონ სამუშაო გამოცდილება და ხელი შეუწყონ სკოლებში სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესის ეფექტურად განხორციელებას. მასწავლებლის ასისტენტი არის პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაგროვებული აქვს სულ მცირე 180 კრედიტი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინტერესიდან გამომდინარე დასაქმებულია ზოგად-საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი ოთარ ბეჟიტაშვილი მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი სერგო რატიანი ლელა ქებურია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.6 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილილების შეტანის თაობაზე“ საკანონმდებლო პაკეტის მიზანია ,,სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრა და მოქმედი ნორმების დაზუსტება. კანონპროექტში ასახულია არასახელმწიფო ენის გამოყენების წესი; საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო და არასახელმწიფო ენაზე წარმოდგენის წესის შემუშავება და დამტკიცება; აფხაზური ენის როგორც სახელმწიფო ენის დოკუმენტირების, შესწავლის, განვითარების, შენარჩუნების უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. სახელმწიფო ენის დეპარტამენტს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება ექნება შესაბამის პირებს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო/მუნიციპალურ ორგანოს. რეკლამის ენა უნდა იყოს სალიტერატურო ენის ნორმებთან და ტრანსკრიფცია - ტრანსლიტერაციის წესებთან შესაბამისი, რომელიც დგინდება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნით. ამასთან დაუშვებელია რეკლამის განთავსება და გავრცელება სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნის გარეშე. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 14410 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენის უფლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაცვლად მიენიჭება სახელმწიფო ენის დეპარტამენტს. სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, პლაკატის, აფიშის, სასათაურო წარწერის ან სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით გამოქვეყნება და/ან გავრცელება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება. ალექსანდრე ქანთარია მარიამ ჯაში სიმონ ნოზაძე დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი სიმონ ნოზაძე რევაზ არველაძე გია ჟორჟოლიანი სერგო რატიანი ლელა ქებურია სახელმწიფო ენის დეპარტამენტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.7 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსი“ კანონპროექტის მიზანია კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების გატარება, საჯარო მმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესება, ფასეულობათა დაცვის, მართვისა და განვითარების თანამედროვე, ეფექტური მექანიზმების, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვა, საჯარო მმართველობითი ფუნქციების ეფექტურო-ბის ამაღლება და შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობის გამარტივება. მარიამ ჯაში ზაზა პაპუაშვილი გივი ჭიჭინაძე დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ზაზა მეჭიაური ზაზა პაპუაშვილი გივი ჭიჭინაძე სერგო რატიანი სერგი კაპანაძე ირმა ინაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტურიზმის ეროვნული სააგენტო. საშემოდგომო სესია მიღებული კოდექსი სხდომის ოქმი 1.3.8 საქართველოს პარლამენტის წევრების მარიამ ჯაშის, გიორგი ბეგაძის და ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მიხედვით უძრავი ძეგლი აღინიშნება საიდენტიფიკაციო დაფით, რომელზეც დატანილი უნდა იყოს უძრავი ძეგლის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ინფორმაცია. ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აღინიშნება საანოტაციო დაფით, რომელზეც დატანილი იქნება ძირითადი ინფორმაცია ძეგლის შესახებ. საიდენტიფიკაციო და საანოტაციო დაფის განთავსება სავალდებულო ხასიათს ატარებს. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ზაზა მეჭიაური გიორგი არზიანი რატი ფრუიძე ზაზა პაპუაშვილი სიმონ ნოზაძე რევაზ არველაძე სერგო რატიანი სერგი კაპანაძე ირმა ინაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ტურიზმის ეროვნული სააგენტო ტურიზმის ეროვნული სააგენტო. საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.9 საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „კულტურის შესახებ“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, „პროფესიული თეატრების შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი უზრუნველყოფს კულტურული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას შშმ პირთათვის, რაც გულისხმობს არსებული და მშენებარე კულტურული დაწესებულებების ადაპტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეიმუშავებს შშმ პირებისთვის კულტურულ დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობისა და ადაპტაციის სამოქმედო გეგმას და წესს, ასევე შშმ პირების სრული ჩართულობისთვის კულტურულ დაწესებულებებში კადრების პროფესიული გადამზადების პროგრამებს. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ნინო გულუა ზაზა მეჭიაური გიორგი არზიანი რატი ფრუიძე მარიამ ჯაში სერგო რატიანი სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო შშმ პირთა უფლებების დაცვასა და ინკლუზიური საზოგადოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები საშემოდგომო სესია მიღებული საკანონმდებლო პაკეტი სხდომის ოქმი 1.3.10 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის, აგრეთვე საბიბლიოთეკო საქმის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა შეიმუშავებს საბიბლიოთეკო საქმის სტანდარტებსა და ნორმატივებს. აგრეთვე განახორციელებს საბიბლიოთეკო სისტემის მეთოდურ ხელმძღვანელობას. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი მარიამ ჯაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველო-ბის კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.11 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი კულტურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით ამოღებულ უნდა იქნას მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების) განთავსების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საკითხის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმება. მარიამ ჯაში ზაზა პაპუაშვილი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ზაზა მეჭიაური ზაზა პაპუაშვილი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე ირმა ინაშვილი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.12 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 88-ე მუხლი გაიყოფა ორ ნაწილად: მონუმენტური სახვითი ძეგლების, ქუჩების და მოედნების სახელდების წესის დარღვევაზე რეაგირება იქნება მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების წარმოება დარჩება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამოსილება, მაგრამ ექნება მუნიციპალიტეტზე დელეგირების უფლება. მარიამ ჯაში ზაზა პაპუაშვილი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ზაზა მეჭიაური ზაზა პაპუაშვილი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე ირმა ინაშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.13 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით მკაფიოდ ჩამოყალიბდება სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემის ვადები და სანქციის დაწესების პროცედურები. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი მარიამ ჯაში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.14 საქართველოს პარლამენტის წევრის, მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმისა და კურორტების“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით გიდის პროფესია განისაზღვრება, როგორც რეგულირებადი პროფესია მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი გიორგი არზიანი რატი ფრუიძე ნინო წილოსანი სიმონ ნოზაძე რევაზ არველაძე სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტის წევრი გიორგი ბეგაძე ტურიზმის ეროვნული სააგენტო პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.15 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2018 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც გათვალისწინებულია პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნა და 2 წლის ვადაში ნორმატიული აქტების მომზადებას. გარდამავალ პერიოდში მიზანშეწონილია კანონში შევიდეს ტექნიკური ცვლილება და 39-ე მუხლის მე14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტები, აგრეთვე მათ საფუძველზე ამ კანონის ამოქმედებამდე და ამ კანონის ამოქმედების შემდეგ განხორციელებული ქმედებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემამდე". კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობა: სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული მომზადების პროგრამის, პროფესიული გადამზადების პროგრამის და არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესსა და პირობებს. სამივე წესი ითვალისწინებს უფლების მოპოვებას შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით, რაც გარკვეულ საფასურთან იქნება დაკავშირებული, რაც ასევე მოითხოვს რეგულირებას. მარიამ ჯაში ნინო წილოსანი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ქეთევან ტომარაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი ლელა ქებურია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.16 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა - მოქმედი კანონის თანახმად მასწავლებლის საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა უნდა ხორციელდებოდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის შესაბამისად, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის. 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, ასევე, სქემის სახელწოდების ცვლილებას - „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესით“. მიზანშეწონილია აღნიშნული წესი დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ნაცვლად, მთავრობის დადგენილებისა, რათა უზრუნველყოფილი იქნას მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის დროული დამტკიცება და სამომავლო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი ოთარ ბეჟიტაშვილი გენადი მარგველაშვილი სერგო რატიანი ლელა ქებურია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.17 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროგრამების რეგისტრაციას კი ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს ასევე, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება ან/და განხორციელება. რამდენადაც ცენტრის პოლიტიკა მიმართულია დეცენტრალიზაციის პროცესისკენ, ცვლილების თანახმად, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების უფლება მიენიჭებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. აღნიშნული პროგრამების რეგისტრაცია კი სავალდებულო იქნება სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, მსგავსად, მასწავლებელის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამებისა. მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი ოთარ ბეჟიტაშვილი გენადი მარგველაშვილი სერგო რატიანი ლელა ქებურია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.18 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის ცალკეული დებულებები უნდა ვრცელდებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, თუმცა ამ დებულებებში არსებობს ჩანაწერი „კოლეჯი“, რაც გამორიცხავს ამ რეგულაციების გავრცელებას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რაც გამოიწვევს სისტემის დონეზე არაერთგვაროვან მიდგომას. 1. კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუქნტში, ასევე 39-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში ტერმინი „კოლეჯი“ შეიცვლება ტერმინით „საგანმანათლებლო დაწესებულება“ 2. განისაზღვრება სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი (პროფესიული სტუდენტია თუ მსმენელი), ასევე სერტიფიკატისა და მისი დანართის გაცემის საკითხები. 3. კანონით განისაზღვრება პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის დადგენის სამართლებრივი საფუძვლები. მარიამ ჯაში ნინო წილოსანი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ქეთევან ტომარაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი ლელა ქებურია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.19 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი არ ადგენს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების რეგულაციებს, ავტორიზაციის მომენტში, თუმცა ეს შესაძლებელია პროგრამის დამატების გზით (მუხლი 16), რადგანაც კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ეხება საგანმანათლებლო პროგრამებს, ხოლო სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის სახელში არ ფიგურირებს სიტყვა „საგანმანათლებლო“ დაწესებულებას საშუალება უნდა მიეცეს ავტორიზაციის პროცესშივე მოიპოვოს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება. კანონის მე-8 მუხლის შესაბამის პუნქტებს დაემატოს „სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა“ მარიამ ჯაში გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.20 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ50“ და 46-ე მუხლის მე-5 პუნქტებში გამოყენებული ტერმინების ახალი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განმარტებაში გამოიყენება ტერმინი − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ახალი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩანაცვლდა ტერმინით - „პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი“ ხოლო 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი. ახალი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნულ დოკუმენტს ეწოდება - ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ50“ და 46-ე მუხლის მე-5 პუნქტებში გამოყენებული ტერმინები შესაბამისობაში მოვა ახალი „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებთან. მარიამ ჯაში გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.21 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირები. კერძოდ, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების უფრო მაღალ დონეზე წამოწევა, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვა. აღნიშნული მიმართულების უფრო მაღალ დონეზე სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვებისა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციისა და მათი უფლებების დაცვის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის შერწყმის თაობაზე, რომლის საფუძვლზეც შეიქმნება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული სააგენტო, რომელიც ჩაითვალა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის - ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ კი განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს, ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობების გაუმჯობესებას. მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი ოთარ ბეჟიტაშვილი გენადი მარგველაშვილი სერგო რატიანი ლელა ქებურია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.22 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური მასწავლებლის განათლების დაზუსტება და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამის შემუშავება, რაც ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზანს. მარიამ ჯაში გენადი მარგველაშვილი დავით დემეტრაძე ნინო გულუა გიორგი არზიანი რატი ფრუიძე გენადი მარგველაშვილი სერგო რატიანი ლელა ქებურია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.23 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების სისტემა შემოიფარგლება საგრანტო და პროგრამული დაფინანსების სისტემით. პროგრამული დაფინანსების სისტემის ფუნქციონირების პირობებში უმაღლესი განათლების დაფინანსების პრაქტიკაზე გამოვლენილი ნაკლოვანებების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების აუცილებლობა. ამ მიზნით 2018 წელს მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა მუშაობა დაფინანსების სისტემის მოდიფიცირებაზე. მსოფლიო ბანკმა შეისწავლა არსებული სისტემა და წარმოადგინა რეკომენდაციები დაფინანსების სისტემის შემდგომი გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ რეკომენდაციებში ასახულ იქნა მოკლე-, საშუალო- და გრძელ-ვადიან პერსპექტივაში გადასადგმელი ნაბიჯები. მათ შორის, უმაღლესი განათლების საბაზო დაფინანსების შემოღება (performance-based funding). მარიამ ჯაში გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ლალი ლორია გუგული მაღრაძე ნინო წილოსანი სერგო რატიანი სერგი კაპანაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგაზაფხულო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი 1.3.24 საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით წარმოდგენილი საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოსმენა/განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი ზაზა მეჭიაური მარიამ ჯაში სერგო რატიანი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საშემოდგომო სესია მიღებული კანონი სხდომის ოქმი კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა სტრატეგიული მიზანი 2 - კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანი განხორციელება ამოცანა 2.1 - აღმასრულებელ ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი და მუდმივი კოორდინაცია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღსრულებასა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი პირების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით N აქტივობა აქტივობის შინაარსი პასუხისმგებელი პირი თემატური მომხსენებელი სხვა მონაწილე მხარე განხორციელების ვადა ინდიკატორი კომიტეტის წევრი აპარატის თანამშრომელი 2.1.1 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების მიერ შესრულებული და დაგეგმილი რეფორმებისა და პროგრამების შესახებ ანგარიშის მოსმენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების მიერ შესრულებული და დაგეგმილი რეფორმებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება სამინისტროსა და დაქვემდებარებული უწყებების მიხედვით მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ლალი ლორია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ები საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები - UNICEF, UNDP, UNESCO, USAID, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად ჩატარებული საკომიტეტო მოსმენა სხდომის ოქმი 2.1.2 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის მოსმენა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა/განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ლალი ლორია ზაზა მეჭიაური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თებერვალი ჩატარებული საკომიტეტო მოსმენა სხდომის ოქმი 2.1.3 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის მოსმენა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა/განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ლალი ლორია ზაზა მეჭიაური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაისი ჩატარებული საკომიტეტო მოსმენა სხდომის ოქმი 2.1.4 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის მოსმენა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა/განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ლალი ლორია ზაზა მეჭიაური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სექტემბერი ჩატარებული საკომიტეტო მოსმენა სხდომის ოქმი 2.1.5 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი სფეროების ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის მოსმენა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა/განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ლალი ლორია ზაზა მეჭიაური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დეკემბერი ჩატარებული საკომიტეტო მოსმენა სხდომის ოქმი 2.1.6 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებში სამუშაო ვიზიტები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების (სსიპ-ები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო და კულტურის დაწესებულებები) მიერ განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოს გაცნობა, მიღწეული შედეგებისა და გამოწვევების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ნინო გულუა გიორგი არზიანი რატი ფრუიძე მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო და კულტურის ცალკეული დაწესებულებები თებერვალი-დეკემბერი სამუშაო ვიზიტების ამსახველი დოკუმენტაცია 2.1.7 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროსთან დაკავშირებული კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი პრიორიტეტულ საკითხებზე კანონ-მდებლობის აღსრულების მონიტორინგი. პრიორიტეტულ საკითხებში განიხილება: ინკლუზიური განათლება სისტემის ყველა საფეხურზე ზოგადი განათლების დონეზე სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებლის სქემის ცვლილებები და მანდატურის სამსახურის რეფორმა პროფესიული განათლება უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა პიროტექნიკის რეგულაციები ჰორიზონ-2020 და ევროკომისიის რეკომენდაციების დანერგვა მეცნიერების დარგში მსოფლიო და ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი გიორგი არზიანი რატი ფრუიძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები რეგულარულად მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაცია და აღნიშნულის ასახვა კომიტეტის შემდგომ საქმიანობაში 2.1.8 აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი დარგობრივი სამინისტროების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების გამოცემის მუდმივი მონიტორინგი და მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ანალიზი. მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე ოთარ ბეჟიტაშვილი მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეგულარულად ანალიზის შედეგად მიღებული ინფორმაცია აღნიშნულის ასახვა კომიტეტის შემდგომ საქმიანობაში 2.1.9 ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი კომიტეტის წევრების ამომრჩეველთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და რეაგირების შედეგების პარლამენტის თავმჯდომარესთვის ცნობება მარიამ ჯაში დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრების მაჟორიტარული ბიუროები 3 თვეში ერთხელ კომიტეტის აპარატის, პარლამენტის წევრთა თანაშემწეებისა და მათი მაჟორიტარული ბიუროების თანამშრომლობის შედეგად შეხვედრებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში კომიტეტის ღიაობა და საზოგადოებასთან ურთიერთობა სტრატეგიული მიზანი 3 - კომიტეტის ღიაობის უზრუნველყოფა - საკომიტეტო საქმიანობაში მოქალაქეების, დარგობრივი სფეროების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ამოცანა 3.1 - კომიტეტის ღიაობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა მოქალაქეთა ჩართულობის ზრდისა და კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მეშვეობით N აქტივობა პასუხისმგებელი პირი სხვა მონაწილე მხარე განხორციელების ვადა ინდიკატორი კომიტეტის წევრი აპარატის თანამშრომელი 3.1.1 კომიტეტის და კომიტეტის წევრთა აქტივობების შესახებ ინფორმაციის განთავსება პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდსა და კომიტეტის სოციალურ არხებზე კომიტეტის თავმჯდომარე დავით დემეტრაძე ნინო გულუა საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რეგულარულად პარლამენტის ოფიციალურ გვერდსა და კომიტეტის სოციალური არხებზე განთავსებული ინფორმაცია 3.1.2 კომიტეტის სხდომებსა და ღია სამუშაო შეხვედრებზე დაინტერესებული პირების დასწრების უზრუნველყოფა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე საქართველოს პარლამენტის აპარატი რეგულარულად სხდომის ოქმი შეხვედრის ოქმი 3.1.3 კომიტეტის მიერ მიღებული კანონების გადმოცემა გამარტივებული და მოქალაეებისთვის გასაგები ენითა და ვიზუალიზაციით კომიტეტის თავმჯდომარე დავით დემეტრაძე გიორგი არზიანი რატი ფრუიძე ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო რეგულარულად გამარტივებული ენითა და ვიზუალიზაციით განთავსებული კანონი პარლამენტის ოფიციალურ გვერდსა და კომიტეტის სოციალური არხების მეშვეობით ამოცანა 3.2 - სამოქალაქო საზოგადოებასთან (არასამთავრობო სექტორი, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, დარგობრივი სფეროების გაერთიანებების წარმომადგენლები, ცალკეული ექსპერტები, კერძო სექტორი და სხვა) აქტიური თანამშრომლობა 3.2.1 სამუშაო შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე ნინო გულუა გიორგი არზიანი რატი ფრუიძე საკითხთან შემხებლობაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად ჩატარებული სამუშაო შეხვედრა შეხვედრის ოქმი N აქტივობა პასუხისმგებელი პირი სხვა მონაწილე მხარე განხორციელების ვადა ინდიკატორი კომიტეტის წევრი აპარატის თანამშრომელი 3.2.2 კომიტეტის მიერ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების სამოქალაქო საზოგადოებისთვის წინასწარ გაცნობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე გიორგი არზიანი რატი ფრუიძე საკითხთან შემხებლობაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგულარულად ჩატარებული სამუშაო შეხვედრა შეხვედრის ოქმი 3.2.3 თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნა სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე საკითხთან შემხებლობაში მყოფი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საჭიროებისამებრ მიღებული გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ 3.2.4 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა წერილებზე რეაგირება კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე თამარ ელოშვილი ოთარ ბეჟიტაშვილი ქეთევან ტომარაძე საქართველოს პარლამენტის საქმისწაროების დეპარტამენტი რეგულარულად ოფიციალური პასუხი შემოსულ წერილზე ამოცანა 3 - საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა და ურთიერთობების გაღრმავება 3.3.1 საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან და საქართველოში ვიზიტად მყოფ უცხოელ პარტნიორებთან შეხვედრები კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე გიორგი არზიანი რატი ფრუიძე საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი რეგულარულად ჩატარებული შეხვედრა 3.3.2 კომიტეტის წევრთა საერთაშორისო ვიზიტები კომიტეტის წევრები დავით დემეტრაძე საქართველოს პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი საორგანიზაციო დეპარტამენტი ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტი საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი საჭიროებისამებრ მივლინების დამადასტურებელი დოკუმენტაცია