საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2018 წლის 18-21 ოქტომბერს, ქალაქ კიშინოვში, ევრო პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ორგანიზებულ „თავისუფლების სამიტზე“ სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#2-2673/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-21
ბიუროს ნომერი 236

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-2673/19 20-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2018 წლის 18-21 ოქტომბერს, ქალაქ კიშინოვში, ევრო პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ორგანიზებულ „თავისუფლების სამიტზე“ მონაწილეობას გულისხმობდა. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის ვიზიტის ა ნ გ ა რ ი ში კიშინოვი, მოლდოვა 18-21 ოქტომბერი 2018 2018 წლის 18-21 ოქტომბერს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ქალაქ კიშინოვში, მოლდოვაში. ვიზიტი განხორციელდა ევრო პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტები“ წევრების და ევროკავშირის ორგანიზაციის - ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის მოწვევითა და ორგანიზებით. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა „თავისუფლების სამიტი“, რომელსაც მოლდოვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლები მასპინძლობდნენ. „თავისუფლების სამიტი“ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს, ამ ქვეყნებში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საკითხებს შეეხებოდა. სამიტზე ვისაუბრე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე, ფორმატის შექმნიდან 10 წლის თავზე საქართველოს როლსა და მიღწევებზე, ამ ფორმატის თავდაპირველ მიზნებსა და შედეგებზე, წარმატებებზე და გამოწვევებზე. „თავისუფლების სამიტის“ ფარგლებში, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ალიანსმა დააფუძნა ქალთა მოძრაობა, რომლის თავმდომარედ ამირჩია ალიანსის მმართველმა საბჭომ. ქალთა მოძრაობის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის ინტეგრირებას ალიანსის და ევროკავშირის ინსტიტუტების პოლიტიკის ყველა სფეროში. ასევე, მემარჯვენე-ცენტრისტ ქალ პოლიტიკების ჩართულობით, შექმნას ევროპულ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პლატფორმა. „თავისუფლების სამიტში“ მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოლიტიკოსები, ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატების კვლევითი ორგანიზაციების წამომადგენლები.