საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/290, 13.12.2018) საქართველოს კანონის პროექტებისა და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/288, 13.12.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი
ნომერი
#2-2414/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-18
ბიუროს ნომერი 235

📜 ტექსტი

წერილი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2-2414/19 18-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტების მომართვის საფუძველზე გთხოვთ, კანონის პროექტების განხილვისათვის დადგენილი ვადის 2 კვირით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ„ (07-2/290; 13.12.2018), და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/288; 13.12.2018) დანართი: 2 ფ. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2333/19 15-02-2019 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, გაცნობებთ, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებზე (07-2/290; 13.12.2018) და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე (07-2/288; 13.12.2018) განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტები საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს. გთხოვთ მისცეთ მსვლელობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2353/19 18-02-2019 საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია კანონპროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/290; 13.12.2018). წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი არის სავალდებულო კომიტეტი, ხოლო განხილვის ვადად განსაზღვრულია 2019 წლის 19 თებერვალი. ვინაიდან მომხსენებლის მიერ ვერ ხერხდება პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში კანონპროექტის წარმოდგენა კომიტეტის სხდომაზე გთხოვთ, მიმართოთ პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge