საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/302; 31.12.2018) და საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/303; 31.12.2018) საქართველოს კანონის პროექტები საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2778/19
22-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო
თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-2/302; 31.12.2018)
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია
წამყვანი კომიტეტისთვის 2019 წლის 12 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის 26
თებერვალი.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა
თხოვნით (წერილი 2-2605/19 20/02/2019), რათა კონსულტაციების გასამართად და
პოზიციების შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი
კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-2605/19
20-02-2019
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს
ბატონო ანრი,
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/302; 31.12.2018) და „საქართველოში
რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/303; 31. 12. 18)
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N233/7; 04.02.2019) და (N233/8;
04.02.2019) სავალდებულო კომიტეტია - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტების განხილვის ვადად
განსაზღვრულია 08.02.2019 – 26.02.2019.
აღნიშნულ კანონპროექტებზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების
შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს
ორი კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
აკაკი ზოიძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge