საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/303; 31.12.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2797/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2797/19 22-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/303; 31. 12. 18) კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია წამყვანი კომიტეტისთვის 2019 წლის 12 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის 26 თებერვალი. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი 2-2605/19 20/02/2019), რათა კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-2605/19 20-02-2019 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/302; 31.12.2018) და „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/303; 31. 12. 18) საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N233/7; 04.02.2019) და (N233/8; 04.02.2019) სავალდებულო კომიტეტია - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტების განხილვის ვადად განსაზღვრულია 08.02.2019 – 26.02.2019. აღნიშნულ კანონპროექტებზე კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge