საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს სახალხო დამცველისათვის გამოძიების დასრულებამდე განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ) (N18108, 29.11.2018) წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-2785/19
22-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 30 ნოემბრის N214/8
გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№18108, 29.11.2018).
აღნიშნული წინადადების განხილვის ვადა იწურება 2019 წლის 25 თებერვალს.
დასახელებული
საკითხის
სრულყოფილად
დამუშავების
მიზნით
მიმდინარეობს კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რაც დამატებით
მოითხოვს გარკვეულ დროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მითითებული საკანონმდებლო
წინადადების განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge