„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, 56, 28/12/2005, მუხ.390) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2
პუნქტის ,,მ“-,,ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებზე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2019 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტი გამომდინარეობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს
კანონპროექტიდან,
რომელიც
ითვალისწინებს ცვლილებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან
მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა
(რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო
სამუშაოებში,
ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე
სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების
განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება)
ოჯახის წევრების სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესების კუთხით.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების დაღუპული თანამშრომელთა
(რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო
სამუშაოებში,
ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე
სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების
განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება)
ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონთან ამ კანონის შესაბამისობაში
მოყვანას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონის მიღება აუცილებელია, რათა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული
ნორმა შესაბამისობაში მოვიდეს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში
შემავალი დაწესებულებების დაღუპული თანამშრომლების (რომლებიც მონაწილეობდნენ
სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში, ან რომელთაც მინიჭებული
აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების
გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის,
მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების განხორციელების, მონაწილეობის,
ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება.) ოჯახებს სოციალური პირობები
გაუუმჯობესდება და 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში არ შეუწყდება
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მისთვის დაწესებული პენსია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი
ადგენს იმ პირთა წრეს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის (თუ პირს
ერთდროულად წარმოეშვა უფლება ამ კანონითა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
სარგებლებზე, მას აქვს მხოლოდ ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მოთხოვნის
უფლება, მისივე არჩევით) მოქმედება. კანონპროექტის თანახმად, ,,სახელმწიფო პენსიის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატება
„სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირები.
აღნიშნული ცვლილებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან
მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოსა დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების თანამშრომელთა
(რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო
სამუშაოებში,
ან რომელთაც მინიჭებული აქვთ გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის უფლებამოსილება, ასევე
სატყეო-სამეურნეო (ტყის აღრიცხვის, მოვლა-აღდგენის, ტყითსარგებლობის) ღონისძიებების
განხორციელების, მონაწილეობის, ზედამხედველობის ან მონიტორინგის უფლებამოსილება)
ოჯახის წევრს, 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში არ შეუწყდება
,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მისთვის დაწესებული
პენსია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
რადგან კანონპროექტი გამომდინარეობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონის პროექტიდან, ამიტომ ამ კანონპროექტების ძალაში შესვლის თარიღი ემთხვევა
ერთმანეთს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით არ განიხილება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს დაფინანსების წყაროზე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფასთან, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებულია
საქართველოს პარლამენტში 2018 წლის 06 თებერვალს ინიცირებული #07-3/120
კანონპროექტით. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-6 მუხლის 51 პუნქტი
ითვალისწინებს ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღებას საჯარო საქმიანობის
განხორციელების პერიოდში ან ორი ან მეტი საფუძვლით მიღების უფლებას. შესაბამისად,
ამჯერად ხდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფასთან, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება გათვალისწინებულია
საქართველოს პარლამენტში 2018 წლის 06 თებერვალს ინიცირებული #07-3/120
კანონპროექტით. კერძოდ, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-6 მუხლის 51 პუნქტი
ითვალისწინებს ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისათვის,
კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ან „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღებას საჯარო საქმიანობის
განხორციელების პერიოდში ან ორი ან მეტი საფუძვლით მიღების უფლებას. შესაბამისად,
ამჯერად ხდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
გადასახდელის დაწესებას.
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი,
ენძელა მაჭავარიანი, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი და ირაკლი
ხახუბია.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, ზაზა ხუციშვილი,
ენძელა მაჭავარიანი, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი და ირაკლი
ხახუბია.