„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 61 ✗ 18
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1.საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი
მიზნებია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ
პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ - ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით
უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე
დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება;
გ) მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის,
საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება - მოვალეობების გაცნობიერებისა
და პატივისცემის განვითარება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა.) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერო-ს 1989
წლის 20 ნოემბრის
კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის
აუცილებლობით, რომელის 29-ე მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ ბავშვის
განათლება გამიზნული უნდა იყოს, რათა:
ა) ბავშვის პიროვნება, ნიჭი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები რაც შეიძლება
სრული მოცულობით განვითარდეს;
ბ) აღიზარდოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, აგრეთვე
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით გამოცხადებული პრინციპების
პატივისცემით;
გ) აღიზარდოს მშობლების, მისი კულტურული თავისთავადობის, ენისა და
ღირებულებების, საცხოვრებელი ქვეყნის, თავისი წარმომავლობის ქვეყნის და მისგან
განსხვავებული ცივილიზაციების ღირებულებათა პატივისცემით;
დ) მომზადდეს თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის, მშვიდობის,
შემწყნარებლობის, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის, ყველა ხალხის, ეთნიკური,
ეროვნული და რელიგიური ჯგუფების, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა
შორის მეგობრობის სულისკვეთებით;
ე) აღიზარდოს გარემოსადმი პატივისცემის გრძნობით.
,,ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ადგენს ზოგადი
განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზნებს. ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის
მოთხოვნებს და სულისკვეთებას. კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო
პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია ,,მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის
დამკვიდრება, ლიბერალურ - დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო
ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა,
ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების
გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.
,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი შესაბამისობაში
იქნება ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებასა და მოთხოვნებთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი
შესაბამისობაში მოვიდეს ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებასა და
მოთხოვნებთან აუცილებელია ცვლილების შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლის (ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები) უნდა
შეიცვალოს ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებისა და მოთხოვნების
შესაბამისი რედაქციით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლი (ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები) უნდა
შეიცვალოს ,,ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის სულისკვეთებისა და მოთხოვნების
შესაბამისი რედაქციით. კერძოდ, იცვლება მოქმედი კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი
რომელიც ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი
მიზნებია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პატივისმცემელ და თავისუფალ
პიროვნებად მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით
უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღ წესსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე
დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება;“
გ) მოსწავლის მიერ ეროვნული ტრადიციების, კულტურული ფასეულობების, ოჯახის,
საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებისა
და პატივისცემის განვითარება.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს არსებული
საკანონმდებლო ხარვეზის შევსებას და კანონის ნორმები შესაბამისობაში იქნება კონვენციის
მოთხოვნებთან და სულისკვეთებასთან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსური შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ასეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,-მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარმენ მარგველაშვილი, ავთანდილ არაბული, გიორგი გოგოლაშვილი, ალექსანდრე
ქანთარია, გენადი მარგველაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ქანთარია, გენადი მარგველაშვილი.