საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-2878/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-2878/19 25-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/218; 04.09.2018წ.) კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული ცხადდება დასჯადად და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა. პირველ შემთხვევაზე 500 ლარი, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის - 1500 ლარი. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2019 წლის 7 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის - 26 თებერვალი. კანონპროექტზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების მიზნით მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტზე განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge