საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/272; 21.01.2019) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-02-25
ბიუროს ნომერი 237
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-2906/19
25-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების ეკა
ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ (№07-3/272;
21.01.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.
აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო
განსაზღვრულია 2019 წლის 26 თებერვლამდე.
წესით
განხილვის
ვადა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
მოგვამართა წერილით (2-2770/19; 22-02-2019), რომლის თანახმადაც, კომიტეტის
სხდომაზე მომხსენებლის გამოუცხადებლობის გამო კომიტეტმა ვერ შეძლო
დასახელებული საკითხის განხილვა. აქედან გამომდინარე, სავალდებულო კომიტეტი
შუამდგომლობს, საკითხის განხილვა გაგრძელდეს 2 კვირის ვადით.
საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან
გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი
კვირის ვადით როგორც სავალდებულო კომიტეტისთვის, ასევე წამყვანი კომიტეტისთვისაც.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge