საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა მოქალაქე ვაჟა ლონდარიძის მიერ წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (18665; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-2916/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-2916/19 25-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 10 დეკემბრის N219/14 გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს დაევალა მოქალაქე ვაჟა ლონდარიძის მიერ წარმოდგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებული (N18665; 06.12.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოგმართავთ თხოვნით გაგვიგრძელოთ, მოქალაქე ვაჟა ლონდარიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N18665; 06.12.2018) დადგენილი განხილვის ვადა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge