„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
22.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი, საქართველოს მოქალაქე ნუნუ შალამბერიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი
ნომერი
#07-3/289/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ ( პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება მუხლი 1. 1. ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 426-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გაუქმდეს. 2. ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 426-ე მუხლის მე-2 ნაწილი გაუქმდეს. 3. ,,სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 426-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 25 წლის გასვლის შემდეგ. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ აღადგენდა სამართლიანობას, რომლის უზრუნველსაყოფადაც გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“, რომელშიც შეტანილი იქნა მოქალაქეთა ათი ათასობით საჩივარი, რომლითაც ითხოვენ მოქალაქეები უკანონოდ ჩამორთმეული და სახლმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების უკან დაბრუნებას, თუმცა გადწყვეტილების გასაჩივრების ვადის შეზღუდვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლში აღნიშნული ვადები- ხელს უშლის განმცხადებლებს ახლად აღმოჩენილი გარემოებების შემთხვევაში კვლავ მიმართონ სასამართლოს განცხადებით და მოითხოვონ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნება. ა.ა.ბ) არსებული აუცილებლობა: პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებელია კანონშივე არსებობდეს ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ამასთანავე შესაბამისობამისობაში მოვა საერთაშორისო ნორმებთან (“ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია”; “სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია); გარდა ამისა აუცილებელია გაზრდილი იქნეს ხანდაზმულობის ვადები სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლში, ვინაიდან დამკვიდრებულმა სასამართლო პრაქტიკამ და დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის წარდგენილმა განცხადებებმა ქონების დაბრუნების მოთხოვნით თითქმის მიაღწია 47 000. თუმცა ვერ იქნა შემუშავებული ვერანაირი მექანიზმი ამ განცხადებების განხილვისა. მათ შორისაა განცხადებები, რომლებიც ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამორთმეულ ქონებას. განსახილველი მუხლის მოქმედება ასევე უამრავ მოქალაქეს უქმნის პრობლემას. მოქალაქეები წლების მანძილზე ცხოვრობენ საზღვარგარეთ და შუძლებელია დაცული იქნეს 5 წლიანი და 1 თვიანი ვადა. გარდა ამისა არსებობს ქეისები, რომლებშიც თავად მხარეებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გარეშე ხდება ამ ვადების დარღვევა. ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 04.07.2007 წლამდე არსებული რედაქციის VII თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოება თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს უკვე რეგულიებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, წარმოადგენდა და წარმოადგენს უამრვი მოქალაქისათვის უფლების შეზღუდვის საფუძველს, ვინაიდან პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეალურად მსგავს საკითხებზე განხილული სარჩელები და გადაწყვეტილებები ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა მიღებული. აღნულიშნული მუხლი ასევე წინააღმდეგობაშია საერთაშორისო აქტებთან. წარმოდგენილი ცვლილებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს არ ექნებათ მექანიზმი და საშუალება მიმართონ სასამართლოს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული განცხადების შეტანის 5 წლიანი და 1 თვიანი ხანდაზმულობის ვადები იმთავითვე გამორიცხავს 2003-2012 წლებში და შემდეგაც უკანონოდ ჩამორთმეული და სახლმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით სასამართლზე მიმართვის შესაძლებლობას. გარდა ამისა კანონი არ ითვალისწინებს სხვა მექანიზმს სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული ქონების ან და სხვა სიკეთის დაბრუნებისა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს კანონიერების აღდგენის ფარგლებში სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, რომელიც მიცემს დაინტერესებულ პირებს საშუალებას განცხადებით მიმართონ სასამართლოს დარღვეული უფლებების აღსადგენად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილება შედის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ემატება 426-ე მუხლში, რომელიც გულისმობს 5 წლიანი და 1 თვიანი ვადების ცვლილებას და დაკონკრეტებას როდიდან უნდა იქნეს ათვლილი 1 თვიანი ვადა. ასევე თანამდებობის პირთა უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვებობას გადაწყვეტილების გამოტანიდან 25 წლის ვადაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: რამდენადაც ამ კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის განსაკუთრებული პრინციპი არ არის გამოკვეთილი, აღებულ იქნა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზოგადი ვადა ისეთი შემთხვევებისთვის, როცა საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად. მოგახსენებთ, რომ დღეის მდგომრეობით ქონების დაბრუნების მოთხოვნით 48 000 განცხადებაა წარდგენილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ასევე არაერთი განცხადებაა წარდგენილი საქართველოს საერთო სასამართლოებში. თუმცა ამ მუხლის მოქმედი რედაქციის არსებობა იწვევს წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ვინაიდან 5 წლიანი და 1 თვიანი ვადების დაცვა ზოგჯერ თავად განმცხადებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელია. უმარავ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა კონსტიტუციით გათვალისწინებული მისი უფლების - საკუთრების უფლების დაცვის განხორციელებისა, ვინაიდან სწორედ ქონების დაბრუნებას შეეხება წარდგენილი განცხადებები. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს განცხადებებისა და სარჩელების ოდენობის ზრდას სასამართლოებში. შესაბამისად, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები სახელმწიფო ბაჟის გადახდის კუთხით, განცხადებების და სარჩელების რაოდენობის პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს სასამართლოსადმი მიმართვიანობა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს სასამართლოს საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების მცირედით გაზრდა. თუმცა, განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის წარმოებაზე თავად განმცხადებლის ვალდებულებაა. შესაბამისად სახელმწიფო ხარჯები ამ საკითხში იქნება მნიშვნელოვნად მცირე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე, რომლებსაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტი. კერძოდ ისინი მიიღებენ შესაძლებლობას მიმართონ სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც შესაძლებელია დადებითად აისახოს მათ ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობაზე. გავლენა ექნება ასევე მათ ხარჯებზეც სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი შეფასება არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტს არ უდევს საფუძვლად მისი მსგავსი კანონების სხვა ქვეყნების მიერ იმპლემენტაციის გამოცდილება. კანონპროექტის მომზადებისას არ იქნა მაგალითად გამოყენებული აღნიშნული გამოცდილება. ე) კანონპროექტის ავტორი: ემზარ კვიციანი, ნუნუ შალამბერიძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ემზარ კვიციანი