„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 54 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
4
9
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 -152 მუხლები:
4
„მუხლი 152 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი
საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული
სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან
ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი
და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების
და
მათი
ნაწილების,
მარტივად
აალებადი,
ფეთქებადი
ან
ამტვერებადი
ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამიოდ არ
არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული
მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ
დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის,
ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად
აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია
იმ ადგილებში, რომლებიც საამიოდაა განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის
დამცავ ზონაში, −
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 6000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5
მუხლი 152 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი
მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი
მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც
ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6
მუხლი 152 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე
კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის
ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის (ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე
განთავსება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი
ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7
მუხლი 152 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი
მასალის ტრანსპორტირება
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის
გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით
გადაზიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი
ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
3. ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და
სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო
საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილებაგამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8
მუხლი 152 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი
მანქანის გადაადგილებისას ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის
გადაადგილებისას ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9
მუხლი 152 . ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი
მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსება
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავი ან/და
არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე ისე განთავსება,
როდესაც არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი
ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თვიდან აცილება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული
პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში
სამართალდამრღვევს
დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ
მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან
30
დღის
ვადაში
ჯარიმისა
და
საურავის
გადაუხდელობის
შემთხვევაში
სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის
უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.
2. 209 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალ
დარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 583, 861, 1071–1073, 1075,
108-ე, 1141, 1142, 116-ე–1163, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ემუხლებით, 1271 მუხლის
პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 129
1 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის),
134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
ნაწილებით, 155-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711
მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და
პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო
და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის
მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ
რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი დარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა 17415 მუხლის მე-4
ნაწილისა), 17416 და 1761 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე12 და მე-13 ნაწილებისა), 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1821, 1822, 190-ე, 1902, 191ე და 1911 მუხლებით.
ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 861 და 1142 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4
ნაწილებით, 1527 და 1528 მუხლებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა
საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო
საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის,
რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე
ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში
მუხლებით
გათვალისწინებულ
ჩადენილი დარღვევისა))
და
190-ე
და
1902
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
და
სამართალდამრღვევს
ადგილზევე
ადებს ადმინისტრაციულ სახდელს.
3. 2093 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 555 , 771 და 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 103-ე და 107 –107 მუხლებით, 1142
მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252-1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე-1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4
ნაწილებით, 150-ე-1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 , 1523–1529
მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 153 9 , 156 1 , 158 3 და 158 4
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს
განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი პირი.“;
ბ) 21-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების
რეალიზაციის ნაწილში), 1191 მუხლით, 1524-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
მე-4
ნაწილებით
და
1561
სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს
ადმინისტრაციულ გამოკვლევას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
3. ამ კოდექსის 555 , 771 , 772 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით, 135-ე−1354 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 150
3 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 1511 , 1512 , 1523-1529 , 1539 , 1561, 1583 და 158
4 მუხლებით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი, თუ სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისათვის ან სხვა
ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის,
ადგილზე
განიხილავს
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმეს
და
სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).
4. ამ კოდექსის 555, 771, 772, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე
მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1254 მუხლით,
130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე-1354 და 1461 მუხლებით, 148-ე მუხლის
მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1502 და 1503 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1512 და
1523-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 158
4 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის
შეფარდებული
ადმინისტრაციული
სახდელის
(ჯარიმის)
ზემდგომ
ორგანოში
(თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ კოდექსის 45-ე, 451, 583, 81-ე, 861, 1002, 107-ე, 1075, 1141, 1142, 116-ე–1163, 118ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით,
134-ე, 1352−1354, 1395, 150-ე, 1527,1528 და 1533 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე- 5
ნაწილები და 166-ე, 173-ე, 1741, 17415, 17416, 1752, 1761, 177-ე, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე, 1902, 191ე და 1991 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 451, 166-ე და 1972 მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში
შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.“;
ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„27. ამ კოდექსის 555 , 771 , 772 , 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით,
1252 −1254 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე−1354 , 1461 , 1501 −150
3 , 1511 , 1522 და 1523-1529 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539 ,
1561, 1583 და 1584 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი პირი.“.
5. 242-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ კოდექსის 861, 1075, 1142, 116-ე–1163 და 118-ე–122-ე მუხლებით, 123-ე მუხლის
პირველი ნაწილით, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
1291, 1352–1354, 1527, 1528, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ჯარიმა
ადგილზე
არ
გადაიხდევინება
და
სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად
არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“;
ბ) 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ამ კოდექსის 555, 1502, 1503, 1511, 1523-1526 და 1529 მუხლებით, 1536 მუხლის
პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით და 1539, 1583 და 1584მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს
გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი.“.
6. 2901 მუხლის
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის
118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31ნაწილებით და 122-ე, 123-ე, 125-ე, 1527 და 1528
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის
ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე
ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის
გადახდა ეკისრება:
ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს,
რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული,
თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო
სანომრე ნიშნით) ხდება;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით
მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე
ნიშნით ხდება.“;
ბ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ჯარიმის ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის
შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 118ე−1183, 120-ე, 122-ე, 123-ე, 125-ე, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი
ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის
შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი სატრანსპორტო
საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება
იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
8. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირი არ არის ამ კოდექსის მე-13
მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის
მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე, 125-ე, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი პირი აკისრებს ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირის
კანონიერ წარმომადგენელს.“.
7. 2902 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კოდექსის 118-ე−1183 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−31 ნაწილებით და 122-ე, 123-ე,
125-ე, 1527 და 1528 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და
ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ
დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას ამ კოდექსის 2901 მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით
საფოსტო გზავნილის გაგზავნამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
უფლებამოსილი ორგანო უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური
საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ
პირის საკონტაქტო ინფორმაცია.“.
8. 291-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კოდექსის 116-ე, 117-ე, 118-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 1271, 1291, 1527 და 1528
მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ დამრღვევს არა აქვს
სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის
იძულებით აღსრულებას დამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე
დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის
გზით ახორციელებს აღმასრულებელი.“.
მუხლი 2.
დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის პირველ
ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის,
ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების ნაწილების, მარტივად
აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და
რეალიზაციის წესი.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღესდღეობით დედაქალაქის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ჰაერის დაბინძურება
წარმოადგენს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა
ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების
გაზომვის შედეგების შესაბამისად, დედაქალაქში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას
წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით (მტვერი) დაბინძურება.
აღნიშნული დაბინძურების ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს წარმოადგენს თბილისში
მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, ამტვერებადი მასალების
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და
რეალიზაციისათვის სპეციფიკური რეგულაციების არ არსებობა.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს დედაქალაქში მეორადი საბურავების,
შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო
საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი და ამტვერებადი
მასალების განთავსებასთან, რეალიზაციასთან, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული
საკითხების მოწესრიგებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განვითარებული ქვეყნების (ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული
შტატები) პრაქტიკის შესწავლა ცხადჰყოფს, რომ ამტვერებადი მასალების გადაზიდვა,
განთავსება, დამუშავება და რეალიზაცია საჭიროებს სპეციფიკური რეგულაციების
დაწესებას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მტვერჩახშობა და ამტვერებადი
მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება.
საკითხის
დარეგულირების
მიზნით,
საჭიროა
დადგნინდეს
გარკვეული
სამართალდარღვევები და შესაბამისი სანქციები, შესაბამისად ეს საჭიროებს კანონის მიღებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ახლანდელი და
მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, საზოგადოების ეკონომიკური და
ეკოლოგიური ინტერესების შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნა.
ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას გარემოზე ისეთი მავნე
ზემოქმედების შესაძლებლობა, რომელიც ხელყოფს კონსტიტუციით გარანტირებულ
ადამიანის უფლებას ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს
ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია შექმნას
ისეთი სამართლებრივი მექანიზმები, რომლებიც გარემოს დაბინძურებისკენ მიმართულ
ქმედებებთან დაკავშირებით პრევენციულ ფუნქციას შეასრულებენ.
კანონპროექტის
მოსალოდნელი
შედეგია,
ჯანსაღი
და
ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, ამტვერებადი მასალიდან
წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის პრევენციისათვის რეგულაციების
დაწესებით ქალაქ თბილისში ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების
შემცირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის პირველი მუხლის შესაბამისად, კოდექსს ემატება 1524, 1525, 1526, 1527,
8
152 და 1529 მუხლები.
ა) 1524 მუხლი ითვალისწინებს სანქციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე, ატმოსფერულ ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე
მავნე ზემოქმედების გამომწვევი ან/და გარემოს დამაბინძურებელი მეორადი საბურავების,
შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო
საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან/და ამტვერებადი
ნივთიერებების განთავსებაზე ან/და რეალიზაციაზე, ისეთ ადგილებში, რომლებიც არ არის
განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღნიშნული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური
პირისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისათვის 1000 ლარის
ოდენობით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება
1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარის ოდენობით. აღნიშნული
დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 2000 ლარის
ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარის
ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 6000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლით განისაზღვრება სანქცია ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც
ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ
დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის,
ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად
აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია
იმ ადგილებში, რომლებიც საამიოდაა განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს მიერ. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის
დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.
ბ) 1525 მუხლი ითვალისწინებს ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე
დამუშავებას, რომელზედაც წესდება ჯარიმა ფიზიკური პირისათვის 500 ლარის ოდენობით,
ხოლო იურიდიული პირისათვის - 1000 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში
ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი - 2000
ლარის ოდენობით.
გ) 1526 მუხლი ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
მშენებარე კონსტუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე
განთავსებას, რაზედაც ფიზიკური პირი ჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირი - 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური
პირისთვის ჯარიმა იზრდება 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის - 1000
ლარამდე.
დ) 1527 მუხლი ეხება ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებას და დატვირთვაგადმოტვირთვას. კერძოდ, ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ
გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა გამოიწვევს ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით. რაც
შეეხება ამტვერებადი მასალის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვას ან
გადმოტვირთვას გადაუხურავ სივრცეში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500
ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 1000 ლარის ოდენობით. ამტვერებადი
მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან
ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება-გამოიწვევს ფიზიკური პირის
დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის
ოდენობით.
ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი
განმეორებით - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით,
იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ე) 1528 მუხლი ეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრას გზის
სავალ ნაწილზე, რის გამოც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით, ხოლო
იურიდიული პირის 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ვ) 1529 მუხლი ეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავი
ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე ისე
განთავსებას, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი
მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილება, აღნიშნული ქმედება
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული
პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით,
გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის
დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.
ზ) 209-ე მუხლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ემატება პროექტით
გათვალისწინებული რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვა, კერძოდ:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის
ტრანსპორტირება და 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი
მანქანის გადაადგილებისას ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე.
თ) ცვლილება შედის კოდექსის 2093 მუხლში. კერძოდ, 2093 მუხლის:
თ.ა) პირველ ნაწილს, რომელიც განსაზღვრავს იმ სამართალდარღვევებს, რომლებსაც
განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის
მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ემატება 1524- 1529 მუხლები;
თ.ბ) 21 ნაწილს, რომლითაც განსაზღვრულია, იმ მუხლების (სამართალდარღვევების)
ჩამონათავლი, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირი ადგილზევე
განიხილავს და შეუფარდებს სახდელს, ემატება 1524- 1529 მუხლები;
თ.გ)
მე-3
ნაწილს,
რომლითაც
განსაზღვრულია,
იმ
მუხლების
(სამართალდარღვევების) ჩამონათავლი, რომლებსაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი
ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული
პირი ადგილზევე განიხილავს და შეუფარდებს სახდელს, ემატება 1524- 1529 მუხლები;
თ.დ) მე-4 ნაწილი ადგენს იმ მუხლების ჩამონათვალს, რომლებზედაც შეფარდებული
ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებისას, საჩივარს
განიხილავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.
ცვლილებით 1524, 1525, 1526, 1527, 1528 და 1529 მუხლებით შეფარდებული სახდელის
(ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში გასაჩივრებისას, საჩივარს განიხილავს მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.
ი) 239-ე მუხლის მე-13 და 27-ე ნაწილები
მე-13 ნაწილით შინაგან საქმეთა სამინისტრო ხდება უფლებამოსილი 1527 და 1528
მუხლებით გათვალისინებულ სამართალდარღვევებზე შეადგინოს ოქმები;
27-ე ნაწილით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური
ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ხდება უფლებამოსილი 1524, 1525, 1526, 1527, 1528 და 1529
მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე შეადგინოს ოქმები.
კ) 242-ე მუხლის:
კ.ა) მე-2 ნაწილს, რითაც განსაზღვრულია, რომ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისას ამ კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ჯარიმა
ადგილზე
არ
გადაიხდევინება
და
სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად
არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, დაემატა 1527, 1528 მუხლები.
კ.ბ) 31 ნაწილის ცვლილებით განისაზღვება, რომ 1524, 1525, 1526, 1527, 1528 და 1529
მუხლებით გათვალისინებულ სამართალდარღვევებზე სამართალდამრღვევს გამოეწერება
ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდაღვევის შესახებ
ოქმი.
ლ) 2901, 2902 და 291-ე მუხლებში შედის ცვლილება, რომელიც ეხება შინაგან საქმეთა
სამინისტროსათვის 1527 და 1528 მუხლებით (1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და 2. ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონის
დაღვრა გზის სავალ ნაწილზე) გათვალისწინებული სამართალდარღვევების საქმეებზე
რეაგირების მოხდენას.
კანონპროექტის მე-2 მუხლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
ევალება, 2019 წლის პირველ ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და
ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების
ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების
განთავსების ან/და რეალიზაციის წესი.
ამასთანავე,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევბი,
ამოქმედდება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
პროექტის მიხედვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ევალება,
რომ 2019 წლის პირველ ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი
ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების ნაწილების,
მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და
რეალიზაციის წესი. ეს ვადა აღებულია იმის გათვალისწინებით, რომ კანონის მიღების
შემდგომ, მუნიციპალიტეტს ქონდეს დრო წესის შესამუშავებლად და დასამტკიცებლას.
ამასთანავე,
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევბი,
ამოქმედდება 2019 წლის პირველი სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც წესი უკვე
შემუშავებული და დამტკიცებული იქნება, ამასთან, საზოგადოებისათვის ამ ახალი
რეგულაციების უკეთ გაცნობის მიზნით კანონის ამოქმედება დაგეგმილია გამოქვეყნებიდან
რამდენიმე თვის შემდეგ.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო და ადგილობრივი
თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან, როგორც 2019
წელს, ასევე შემდგომ საშუალოვადიან პერიოდზე. ცვლილება არ საჭიროებს დამატებით
ადამიანურ და ფინანსურ
რესურსს. ცვლილება ასევე არ საჭიროებს დამატებითი
ადმინისტრაციული ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას
სახელმწიფო და ადგილობრივი
საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით,
თვითმმართველობის ბიუჯეტების
რომელიც დამოკიდებული იქნება ჩადენილ სამართალდარღვევათა რაოდენობაზე და
დაკისრებული ჯარიმის ოდენობაზე. ცვლილება ითვალისწინებს ახალი სანქციების
შემოღებას
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
ჩადენილ
შემდეგ
სამართალდარღვევებზე:
- მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან
გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი,
ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის
დარღვევაზე - 500-დან 6 000 ლარამდე;
- ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე - 500-დან 2 000
ლარამდე;
- მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე
განთავსებაზე - 200-დან 1 000 ლარამდე;
- ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე - 200-დან 1 000
ლარამდე;
- ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრაზე
- 200-დან 1 000 ლარამდე;
- ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევაზე - 500დან 4 000 ლარამდე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან პროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ადმინისტრირება
განხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მუნიციპალიტეტიში არსებული
რესურსით და ამ ეტაპზე და შემდგომ საშუალოვადიან პერიოდში არ იგეგმება არანაირი
ადამიანური რესურსის მატება ამ მიზნით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, კერძოდ, იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაარღვევენ:
- მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან
გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი,
ფეთქებადი ან ამტვერებადი
ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესს,
ვინაიდან:
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
ზემოხსენებული
ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე მათ
მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარის გადახდა ფიზიკური
პირების შემთხვევაში და 1000 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში,
ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 1000 და 2000 ლარის გადახდა
ჯარიმის სახით;
იგივე ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ
ზონაში მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 1000 ლარის
გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 2000 ლარის გადახდა იურიდიული
პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 2000
და 6000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით;
ზემოხსენებული ნივთიერებები განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე
თბილისის
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
მიერ
საამისოდ
განსაზღვრულ
ადგილებში მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარის
გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 1000 ლარის გადახდა იურიდიული
პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 1000
და 3000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით;
იგივე ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ
ზონაში მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 1000 ლარის
გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 2000 ლარის გადახდა იურიდიული
პირების შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 2000
და 6000 ლარის გადახდა ჯარიმის სახით;
- ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავების წესის დარღვევაზე,
ვინაიდან მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარის გადახდა
ფიზიკური პირების შემთხვევაში და 1000 ლარის გადახდა იურიდიული პირების
შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 1000 და 2000 ლარის
გადახდა ჯარიმის სახით;
- მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე
განთავსებაზე; ვინაიდან მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 200 ლარის
გადახდა ფიზიკური პირების შემთხვევაში და 500 ლარის გადახდა იურიდიული პირების
შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 500 და 1000 ლარის
გადახდა ჯარიმის სახით;
- ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესის დარღვევაზე, ვინაიდან მათ
მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 200 ლარის გადახდა ფიზიკური
პირების შემთხვევაში და 500 ლარის გადახდა იურიდიული პირების შემთხვევაში, ხოლო
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 500 და 1000 ლარის გადახდა ჯარიმის
სახით;
- ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრაზე,
ვინაიდან მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 200 ლარის გადახდა
ფიზიკური პირების შემთხვევაში და 500 ლარის გადახდა იურიდიული პირების
შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 500 და 1000 ლარის
გადახდა ჯარიმის სახით;
- ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე განთავსების წესის დარღვევაზე,
ვინაიდან მათ მოუწევთ სამართალდარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარის გადახდა
ფიზიკური პირების შემთხვევაში და 2000 ლარის გადახდა იურიდიული პირების
შემთხვევაში, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში შესაბამისად 1000 და 4000 ლარის
გადახდა ჯარიმის სახით;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ახალი სანქციების შემოღებას თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული
სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან
ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის და ამტვერებადი
მასალის დამუშავების, შენახვისა და განთავსების წესების დარღვევისთვის.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და შესაბამისად, არ ადგენს მისი ოდენობის განსაზღვრის
პრინციპს. შემოიფარგლება მხოლოდ საჯარიმო სანქციებით და
თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიისთვის და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის
ანაზღაურების წესით.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან” ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი
შემუშავებაში
მუნიციპალიტეტის მერიამ.
მონაწილეობა
მიიღო
ქალაქ
თბილისის
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგი
მეშველიანი, ნინო წილოსანი, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე, გიორგი კახიანი, გელა
სამხარაული და კობა ლურსმანაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, გოგი
მეშველიანი, ნინო წილოსანი, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე, გიორგი კახიანი, გელა
სამხარაული და კობა ლურსმანაშვილი