„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 22 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში
(მიღებულია 2015 წლის 16 ივლისი N 4036 – რს) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები
1. შეიცვალოს
მე-2
მუხლის
პირველი პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
შინაარსით:
,, 1. ჰიფსომეტრიული სიმაღლის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად
ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის
ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა
კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა,
კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა) გათვალისწინებით,
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის
დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში,
ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი
დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით
მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.
2. შეიცვალო მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი შინაარსით:
,, ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში ან მაღალმთიან
დასახლებაში რეგისტრაციიდან ერთი თვის შემდეგ.“
3. შეიცვალო მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი შინაარსით:
,, გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე
მეტი
ვადით
ფაქტობრივად
ცხოვრობს
მაღალმთიან
დასახლებაში
ან
რეგისტრაციიდან ერთი თვის
შემდეგ ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან
დასახლებაში ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის მიღწევამდე.
4.
შეიცვალოს მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით.
,,7. ფიზიკური პირი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის
სტატუსს ინარჩუნებს, თუ მან მაღალმთიანი დასახლება მკურნალობის, უმაღლესი ან
პროფესიული განათლების მიღების, სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის
მიზნით, გარკვეული ვადით დატოვა ან თუ საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
5.
შეიცვალოს მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით.
,,8. ფიზიკურ პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის
სტატუსი უჩერდება, თუ სასამართლომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა
შეუფარდა;“
6. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ა)
საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად
მცხოვრები პირისათვის, რომელიც ყოველთვიურად იღებს სახელმწიფო პენსიას,
სოციალური დახმარების სახით, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო პენსიის
ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური დანამატის – სახელმწიფო პენსიის
არანაკლებ 100 პროცენტის – მიცემას. აღნიშნული დანამატის გაცემის წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პაკეტის მიმღებ
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცემათ ყოველთვიური
დანამატი მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის 100 პროცენტის
ოდენობით;
7. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ბ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი
მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო
დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატის მიცემას:
ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის სამმაგი ოდენობით;
ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;
8. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ე) ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე
ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში
მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრული წესით 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –
არანაკლებ 500 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი
ბავშვისათვის – 4 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –
არანაკლებ 1000 ლარის – მიცემას;
9. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
მასწავლებლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – საჯარო
სკოლის მასწავლებლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის
– მიცემას; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლისათვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ
100 პროცენტის – მიცემას. მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში
დასაქმებული მწვრთნელებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის და სპორტის
განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს და
ამტკიცებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამას;
10. შეიცვალოს მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით.
თ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლისათვის, რომელიც
დასახლებაში
მდებარე
პროგრამის
ფარგლებში
მაღალმთიან
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაშია
დასაქმებული,
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ან პროგრამის განმახორციელებელი
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ დადგენილი წესისა და
პირობების შესაბამისად დანამატის – შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100
პროცენტის – მიცემას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არ მიეცემა
პირს, რომელიც ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სოციალური
შეღავათით სარგებლობს.
11. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი
,, ი) შ.შ.მ პირების ერთ-ერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) ენიშნება
ფულადი დახმარება სახელმწიფო პენსიის ოთხმაგი ოდენობით.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითიბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადიინფორმაციაკანონპროექტისშესახებ:
ა.ა)კანონპროექტისმიღებისმიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლისგადაჭრასაცმიზნადისახავსკანონპროექტი:
„მაღალმთიანი
რეგიონების
მიღებამმრავალი დადებითი
განვითარების
შესახებ
საქართველოს
კანონის
პროცესი გამოიწვია, თუმცა გამოჩნდა გარკვეული
ხარვეზები, რომლებიც აფერხებენ კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
ხარვეზების გამოსწორების მიზნით განხორციელებული უნდა იქნას წარმოდგენილი
ცვლილებები, რათა ამაღლდეს კანონის ეფექტური მოქმედება და მიღწეული იქნას
„მაღალმთიანი
რეგიონების
განვითარების
შესახებ
საქართველოს
კანონით“
გათვალისწინებული მიზნები.
ა.ა.ბ)
არსებულიპრობლემისგადასაჭრელადკანონპროექტისმიღებისაუცილებლობა:
აუცილებელია
კანონშივე
არსებობდეს
ის
მექანიზმი,
რომელიც
უზრუნველყოფს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს
წამოჩენილი
ხარვეზების
გამოსწოებას.ზოგიერთ
კანონის“მოქმედებისას
რეგიონშიმიგრაციული პროცესების გაუმჯობესების გამო,
დაფიქსირდა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოხსნის შემთხვევა. ფაქტობრივად სტატუსის
მოხსნა გამოიწვია კანონში არსებულმა ჩანაწერმა, რომლის შეცვლაც აუცილებელია
წარმოდგენილი ცვლილებებით.
ასევე დასახვეწია მაღალმთან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის
მინიჭების პროცედურები, ვინაიდან რეგისტრაციიდან სტატუსის მინიჭებამდე 9
თვიანი პერიოდი ძალიან დიდია, რაც აუცილებლად უნდა შემცირდეს.
შესაცვლელია სტუდენტებისა მიმართ მიდგომები, მათ მიმართ სტატუსის
მინიჭებისა და მოხსნის საკითხზე.
ასევე, გასაუმჯობესებელია პედაგოგების,
სამედიცინო სფეროს თანამშრომელთა, შშმ პირების მშობელთა და მეურვეთა, ასევე
სხვათა ანაზღაურებისა და მათზე შეღავათების დაწესების პირობები. რომელთა
მიღება აუცილებელია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს
კანონით“ დასახული მიზნების მისაღწევად , რათა შეჩერდეს მაღალმთიანი რეგიონებიდან
მიგრაციის პროცესი და გაუმჯობესდეს ასეთ დასახლებებში მცხოვრებ პირთა
კეთილდღეობა, ამაღლდეს მათი ცხოვრების დონე, ხელი შეეწყოს დასაქმებას, სოციალური
და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა.ბ) კანონპროექტისმოსალოდნელიშედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების
შესახებ
საქართველოს
კანონით“დასახული
მიზნების
მიღწევას,
გააუმჯობესებს
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ
მდგომარეობას და უკვე მიგრირებული ოჯახების უკან დაბრუნებისათვის სტიმულის
მიცემას.
მისცემს
მათ
საშუალებას
მაღალმთიან
რეგიაონშივე
მიაღწიონს
საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების რეალიზაციას და არ
სჭიდებოდეთ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სიკეთეების მიღების მიზნით
ქალაქებში
მიგრაცია
და
ადვილზევე
ხდებოდეს
მათი
შესაძლებლობების
რეალიზაცია.
ა.გ) კანონპროექტისძირითადიარსი:
1. ცვლილება შედის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და მუხლიდან ამოდის ტექსტი
„გამწვავებული მიგრაციული პოცესები“
2. იცვლება და ახლებურად ყალიბდება მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის
„ბ)“ და ,,გ)“
ქვეპუნქტები, რომლითაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირისათვის სტატუსის
მინიჭება შესაძლებელი ხდება მისი რეგისტრაციიდან ერთი თვის შემდეგ.
3. ცვლილება შედის
მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ტექსტში, რომლითაც
გამონაკლისის წესით მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრები პირის სტატუსი არ
უჩერდება უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების მიზნით
მიგრირებულ სტუდენტებს.
4. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნას კანონიდან,
რომლითაც სტუდენტებს უჩერდებათ სწავლის გამო მაღალმთიან რეგიონში
მცხოვრები პირის სტატუსი.
5. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ი“ ქვეპუნქტი, რომლითაც შ.შ.მ პირების ერთერთ მშობელს ან მეურვეს (მომვლელს) ენიშნება ფულადი დახმარება
სახელმწიფო პენსიის ოთხმაგი ოდენობით.
6. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლითაც
იზრდება საპენსიო დანამატი და მაღალმთანი რეგიონის სტატუსის მქონე
პენსიონერს პენსიაზე დანამატის სახით ემატება პენსიის 20 %-ის ნაცვლად
100% დანამატი, ხოლო სოციალურ დახმარებაზე დანამატი 35 პროცენტის
ნაცვლად ხდება 100 პროცენტი.
7. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომლითაც
იზრდება მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი
მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო
დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის
შრომა
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
ანაზღაურდება,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრული
წესით
ყოველთვიური დანამატის მიცემას:
ბ.ა) ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის სამმაგი ოდენობით ნაცვლად ორმაგი
ოდენობისა;
ბ.ბ) ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით ნაცვლად
სახელმწიფო პენსიის ოდენობისა;
8. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში, რომელიც
გულისმობს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა
და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან
დასახლებაში
მუდმივად
მცხოვრები
პირი,
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული წესით 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური
ფულადი დახმარების – არანაკლებ 500 ლარის – მიცემას ნაცვლად 100 ლარისა,
ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 4 წლის
განმავლობაში ნაცვლად 2 წლისა, ყოველთვიური ფულადი დახმარების –
არანაკლებ 1000 ლარის – მიცემას ნაცვლად 200 ლარისა;
9. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლიც
გულისმობს მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მასწავლებლისათვის, საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო
თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას ნაცვლად 50%ისა; მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
პროფესიული
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მასწავლებლისათვის
შრომის ანაზღაურების არანაკლებ 100 პროცენტის მიცემას ნაცვლად 50%-ისა
10. ცვლილება შედის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში, რომლიც
გულისმობს
საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
შესაბამისი
პროგრამის
მონაწილე
მასწავლებლისათვისშრომის
ანაზღაურების
არანაკლებ
100
პროცენტისდანამატის მიცემას ნაცვლად 50%-ისა.
ა.დ)
კანონპროექტისკავშირისამთავრობოპროგრამასთანდაშესაბამისსფეროშიარსებულსამ
ოქმედოგეგმასთან,
ასეთისარსებობისშემთხვევაში
(საქართველოსმთავრობისმიერინიცირებულიკანონპროექტისშემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
ა.ე)
კანონპროექტისძალაშიშესვლისთარიღისშერჩევისპრინციპი,
ხოლოკანონისთვისუკუძალისმინიჭებისშემთხვევაში
−
აღნიშნულისთაობაზეშესაბამისიდასაბუთება:
რამდენადაც ამ კანონპროექტისძალაშიშესვლა გამოიწვევს საბიუჯეტო
ცვლილებებს მიზანშეწონილია კანონპროექტი ამოქმედდეს მომდევნო საბიუჯეტო
წლიდან ანუ 2020 წლის 1 იანვრიდან.
ა.ვ)
კანონპროექტისდაჩქარებულიწესითგანხილვისმიზეზებიდაშესაბამისიდასაბუთება
(თუინიციატორიითხოვსკანონპროექტისდაჩქარებულიწესითგანხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტისფინანსურიდასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტისმიღებასთანდაკავშირებითაუცილებელიხარჯებისდაფინანსებისწყარ
ო:
კანონპროექტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტისგავლენაბიუჯეტისსაშემოსავლონაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტისგავლენაბიუჯეტისხარჯვითნაწილზე:
საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მაღალმთიან
რეგიონებში მცხოვრები და დასაქმებული პირები, რომლებსაც ეხება წარმოდგენილი
ცვლილებები შეადგენს;
1.
2.
3.
4.
5.
პენსიონერი - 69803
ექიმი - 574
ექთანი- 989
პედაგოგი - 11395
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის მონაწილე მასწავლებლებელი
- 50 (დაუზუსტებელი მონაცემებით).
6. სპორტის მასწ. - 295
7. შშმ პირები - 30 (დაუზუსტებელი მონაცემებით)
8. ერთი ან 2 შვილიანი ოჯახების რაოდენობა - 500 (დაუზუსტებელი
მონაცემებით)
სამი ან მეტ შვილიანი ოჯახების რაოდენობა - 200 (დაუზუსტებელი
მონაცემებით)
მოყვანილი სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდგინარე კანონპროექტის გავლენა
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
1. ერთი პენსიონერი დღესარსებული მდგომარეობით იღებს 200 ლარიან პენსიას
და 40 ლარიან დანამატს - სულ 240 ლარს, ხოლო კანონპროექტის ამოქმედების
შემთხვევაში 200 ლარიან პენსიასთან ერთად მიიღებს 200 ლარიან დანამატს სულ 400 ლარს. ე.ი. 160 ლარით მეტს.
პენსიონერები - 69803 *160= 11 168 480 ლარი თვეში, წელიწადში 134 021 760
ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 134 021 760 ლარით.
2. ერთი ექიმი დღეს არსებული მდგომარეობით იღებს ხელფასზე დანამატს
სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით ანუ თვეში 400 ლარის ოდენობით,
ხოლო კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში დანამატის სახით მიიღებენ
სახელმწიფო პენსიის სამაგ ოდენობას ანი თვეში 600 ლარიან დანამატს. ანუ
200 ლარით მეტს თვეში
ექიმები - 574 * პენსიის ოდენობა 200 ლარი = 114800 ლარი თვეში, წელიწადში
1 377 600 ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 1 377 600 ლარით.
3. ერთი ექთანი დღეს არსებული მდომარეობით იღებს თვეში სახელმწიფო
პენსიის ოდენობის დანამატს ანუ 200 ლარს. კანონპროექტის ძალაში შესვლის
შემთხვევაში დანამატის სახით მიიღებენ სახელმწიფო პენსიის ორმაგ
ოდენობას ანუ თვეშ 400 ლარიან დანამატს.
ექთნების - 989 * 200 პენსიის ოდენობა თვეში = 197800, წელიწადში 2 373 600
ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 2 373 600 ლარით.
4. პედაგოგების საშუალო ხელფასი წარმოადგენს 550 ლარს, რომელზეც დღეის
მდგომარეობით დანამატის სახით იღებენ 50 %. ანუ სშუალოდ 275 ლარიანი
დანამატი. კანონპროექტის ძალაში საშუალოდ 550 ლარი საშუალოდ. შესვლის
შემთხვევაში დანამატი განისაზღვრება ხელფასის 100 % ანუ თვეში საშუალოდ
550 ლარიანი დანამატი.
პედაგოგების საშუალო ხელფასი წარმოადგენს 550 ლარს, დანამატი იზდება
50%-ითარსებული 50 % შეადგენს შეადგენს 275*11395=3 133 625 ლარსთვეში,
წელიწადში 37 603 500 ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 37 603 500ლარით.
5. პედაგოგების საშუალო ხელფასი წარმოადგენს 550 ლარს, რომელზეც დღეის
მდგომარეობით დანამატის სახით იღებენ 50 %. ანუ სშუალოდ 275 ლარიანი
დანამატი. კანონპროექტის ძალაში საშუალოდ 550 ლარი საშუალოდ. შესვლის
შემთხვევაში დანამატი განისაზღვრება ხელფასის 100 % ანუ თვეში საშუალოდ
550 ლარიანი დანამატი. საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პროგრამის
მონაწილე მასწავლებლებელი - 50 (დაუზუსტებელი მონაცემებით).
საშუალო ხელფასი წარმოადგენს 550 ლარს, დანამატი იზდება 50% რაც ჯამში
შეადგენს 275*50= 13 750 ლარსთვეში, წელიწადში 165 000.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 165 000 ლარით.
ლარს.
6. სპორტის მასწავლებლებისთვის საშუალო ხელფასი წარმოადგენს 550 ლარს,
რომელზეც დღეის მდგომარეობით დანამატის სახით იღებენ 50 %. ანუ
სშუალოდ 275 ლარიანი დანამატი. კანონპროექტის ძალაში საშუალოდ 550
ლარი საშუალოდ.
ცვლილების შემთხვევაში დანამატი განისაზღვრება
ხელფასის 100 % ანუ თვეში საშუალოდ 550 ლარიანი დანამატი.
დანამატი 275*295 = 81125 თვეში, წელიწადში 973500 ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 973500ლარით.
ლარს.
7. შ.შ.მ პირების რაოდენობა დაუზუსტებელი ინფორმაციით მაღალმთიანი
სტატუსის მქონე დასახლებებში შეადგენს 30 შესაბამისად ერთ-ერთ მშობელის ან
მეურვის (მომვლელის) დახმარება - ყოველთვიურად განისაზღვრება 800 ლარის
ოდენობით.
სულ თვეში 24 000 ლარი.წლის განმავლობაში ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 288 000 ლარით.
8. ერთი ან 2 შვილიანი ოჯახების დახმარების ოდენობა ცვლილებების მიხედვით
განისაზღვება 500 ლარით, ნაცვლად 100 ლარისა. დახმარებაიზრდება თვეში 400
ლარის ოდენობით თვეში.
- 500 ოჯახი (დაუზუსტებელი მონაცემებით) X 400ლარზე = 200 000 ლარი თვეში,
წელიწადში 2 400 000 3 000 000 ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 2 400 000 ლარით
სამი ან მეტი შვილიანი ოჯახების დახმარების ოდენობა ოდენობა ცვილებების
მიხედვით განისაზღვრება 1000 ლარით, ნაცვლად 200 ლარისა. დახმარება
იზრდევა 800 ლარის ოდენობით თვეში.
- 200 ოჯახი (დაუზუსტებელი მონაცემებით) X 800ლარზე = 160 000 ლარი
თვეში,წელიწადში1 920 000 ლარი.
ცვლილებების მიხედვით ხარჯი იზრდება წელიწადში 1 920 000 ლარით.
სულ ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ყოველწლიურად
მომდევნო 3 წლის განმავლობაში გაიზრდება დაახლოებით 181.0 მლნ.ლარით.
ბ.დ) სახელმწიფოსახალიფინანსურივალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე)
კანონპროექტისმოსალოდნელიფინანსურიშედეგებიიმპირთათვის,
რომელთამიმართაცვრცელდებაკანონპროექტისმოქმედება:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს იმ პირების ფინანსურ შედეგებზე,
რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ:
1. პენსიონერები პენსიაზე დანამატის სახით მიიღებენ სახელმწიფო პენსიის
ოდენობას 40 ლარის ნაცვლად 160 ლარით მეტს 200 ლარს;
2. ექიმების დანამატი გაიზრდება სახელმწიფო პენსიის ოდენობით 200
ლარით ;
3. ექთნების დანამატი გაიზრდება სახელმწიფო პენსიის ოდენობით 200
ლარით.
4. პედაგოგების და სპორტის მასწავლებლებისდანამატი გაიზრდება
ხელფასის 50% ოდენობით საშუალოდ თვეში 275 ლარით.
5. დახმარება მიეცემათ შშმ პირების მშობლებს ან მეურვეს (მომვლელებს)800
ლარის ოდენობით.
6. გამარტივებული წესით მოხდება მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის
სტატუსის მინიჭება და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შესაბამისი
შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობა.
7. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსის მქონე პირი უმაღლესი
განათლების მიღების სურვილის შემთხვევაშ არ დაკარგავს მინიჭებულ
სტატუსს და ისარგებლებს ყველა იმ შეღავათით რაც დაწესებულია
მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირისთვის.
8. გაიზრდება
დახმარება
იმ
ოჯახებისათვის,
რომელთაც
ჰყავთ
მცირეწლოვანი შვილები ერი ან ორსულიანი ოჯახებისთვის 100 ლარის
ნაცვლად 500 ლარი. სამი და მეტ ბავშვზე 200 ლარის ნაცვლად 1000
ლარით.
9. გაიზრდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული
ორგანოს
მიერ
განსაზღვრული
შესაბამისი
პროგრამის
მონაწილემასწავლებლებელის დანამატი -ხელფასის 50% ოდენობით
საშუალოდ თვეში 275 ლარით.
ბ.ვ)
კანონპროექტითდადგენილიგადასახადის,
მოსაკრებლისანსხვასახისგადასახდელისოდენობისგანსაზღვრისწესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა
სახის გადასახდელები.
გ) კანონპროექტისმიმართებასაერთაშორისოსამართლებრივსტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტისმიმართებაევროკავშირისსამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტისმიმართებასაერთაშორისოორგანიზაციებშისაქართველოსწევრობასთა
ნდაკავშირებულვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ)
კანონპროექტისმიმართებასაქართველოსორმხრივდამრავალმხრივხელშეკრულებებთ
ანდაშეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთიხელშეკრულების/შეთანხმებისარსებობისშემთხვევაში,
−
რომელსაცუკავშირდებაკანონპროექტისმომზადება,
მისიშესაბამისიმუხლიან/დანაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობისშემთხვევაში,
ევროკავშირისისსამართლებრივიაქტი,
რომელთანდაახლოებისვალდებულებაცგამომდინარეობს
„ერთიმხრივ,
საქართველოსადა,
მეორემხრივ,
ევროკავშირსადაევროპისატომურიენერგიისგაერთიანებასდამათწევრსახელმწიფოებ
სშორისასოცირებისშესახებშეთანხმებიდან“
ანევროკავშირთანდადებულისაქართველოსსხვაორმხრივიდამრავალმხრივიხელშეკრ
ულებებიდან:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი
აქტიდან.
დ) კანონპროექტისმომზადებისპროცესშიმიღებულიკონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფოან/დასაერთაშორისოორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაოჯგუფი,
რომელმაცმონაწილეობამიიღოკანონპროექტისშემუშავებაში,
ასეთისარსებობისშემთხვევაში:
ასეთი ორგანიზაცია, დაწესებულება და ექსპერტი არ არსებობს.
დ.ბ)კანონპროექტისშემუშავებაშიმონაწილეორგანიზაციის/ დაწესებულების,
სამუშაოჯგუფის,
ექსპერტისშეფასება
კანონპროექტისმიმართ,
ასეთისარსებობისშემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს.
დ.გ)
სხვაქვეყნებისგამოცდილებაკანონპროექტისმსგავსიკანონებისიმპლემენტაციისსფერ
ოში,
იმგამოცდილებისმიმოხილვა,
რომელიცმაგალითადიქნაგამოყენებული
კანონპროექტისმომზადებისას, ასეთიმიმოხილვისმომზადებისშემთხვევაში:
კანონპროექტს არ უდევს საფუძვლად მისი მსგავსი კანონების სხვა ქვეყნების
მიერ იმპლემენტაციის გამოცდილება. კანონპროექტის მომზადებისას არ იქნა
მაგალითად გამოყენებული აღნიშნული გამოცდილება.
ე) კანონპროექტისავტორი:
ემზარ კვიციანი
ვ) კანონპროექტისინიციატორი:
ემზარ კვიციანი