„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 199-ე მუხლის:
ა) დ) ქვეპუნქტის დ.ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"დ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული
სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგმდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური
საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი
თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში
თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4
ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;".
ბ) "ო" პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
"ო)
საფოსტო
გზავნილის
შემთხვევაში
(გარდა
ამ
მუხლის
„დ.ვ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო
ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო
წონის საქონლის იმპორტი, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250
გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის
ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის
იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;".
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
კანონპროეტქის მიზეზს წარმოადგენს იმ ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობა
რომლებსაც იგივე ფასის და ოდენობის საქონლის გამოწერის შემთხვევაში კურსთა სხვაობის გამო
საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე უწევთ განბაჟება. კანონპროექტის მიღება
საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება
ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიზანია არსებულის საგადასახადო შეღავათის 300 ლარიანი ლიმიტის იმ
ოდენობამდე გაზრდა (500 ლარამდე), რაც ვალუტის კურსის გაუფასურებამდე უცხოურ
ვალუტაში (აშშ დოლარებში) იყო გამოსახული.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროეტქის მიზეზს წარმოადგენს იმ ფიზიკური პირებისათვის ხელის შეწყობა
რომლებსაც იგივე ფასის და ოდენობის საქონლის გამოწერის შემთხვევაში კურსთა სხვაობის გამო
საფოსტო გზავნილებით მიღებულ საქონელზე უწევთ განბაჟება.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითად არსს
წარმოადგენს ფიზიკური პირების მიერ საფოსტო
გზავნილით მიღებული საქონლის 300 ლარიანი ლიმიტის 500 ლარამდე გაზრდას, რაც კურსთა
სხვაობის კომპენსაციას წარმოადგენს. შესაბამისი ცვლილებები შედის კოდექსის 199-ე მუხლში.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტები არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტის ძალაში შესვლა უკავშირდება მის მომდევნო წელს ამოქმედებას.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით პროექტის განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ფიზიკური პირებისათვის საფოსტო გზავნილებზე იმპორტის გადასახადის 300 ლარიანი
ლიმიტის 500 ლარამდე ზრდას მისი გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ამ ეტაპზე
შეუძლებელია რომ დაითვალოს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას საბიუჯეტო ხარკვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
თავისთავად საკანონმდებლო ინიცატივა დადებითი ფინანსური შედეგის მომტანი იქნება
ყველა საფოსტო გზავნილით მოსარგებლე პირებისთვის, ისინი დაუბრუნდებიან ძველ
საშეღავათო ლიმიტის ოდენობას.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: - ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში: - არ არის.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: - არ არის.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: - ასეთი მიმოხილვა არ
მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული
საქართველო - რეგიონები".
ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები „ევროპული
საქართველო“, "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული
საქართველო - რეგიონები".