„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონები“
ნომერი
#07-3/296/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება და 118-ე მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "შენიშვნა: 1. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 2. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 2901 და 2902 მუხლებით დადგენილი წესით. 3. ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. "4. 2025 წლის 1 იანვრამდე ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ფიზიკურ პირს, რომელიც მართავს მსუბუქ ავტომობილს, მსუბუქი მისაბმელით ან მის გარეშე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, დედაქალაქის საავტომობილო გზების გარდა. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა და ეტაპობრივად სავალდებულო გახდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლა. საქართველოში არსებული ავტოპარკი საკმაოდ მოძველებულია, რის გამოც საჭირო გახდა ვადების გაწერა მის სრულად ასამოქმედებლად. აღნიშნული პროცედურის სავალდებულო წესით გავლა მნიშვნელოვან და გაუმართლებელ ეკონომიკურ ტვირთს წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებიან დასახლებულ პუნქტებს შორის დამაკავშირებელი გზებით. ამასთან, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გზებზე გადაადგილდებიან ძირითადად კონკრეტულ ადამიანთა საქმიანობა. ჯგუფი, რომელთა შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ტექდათვალიერების წარუმატებლად გავლის სასოფლო-სამეურნეო შემთხვევაში მათ შეექმნათ პრობლემები თავიანთი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც თავისმხრივ იწვევს მათი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხებასაც. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზემოთ აღნიშნულ გზებზე მოძრაობისას საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა და სხვა პირების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის რისკი შედარებით დაბალია. შესაბამისად, ტექდათვალიერების სავალდებულო გავლის დაკანონების მიზანი, რომელიც ემსახურება ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანების შედეგად გამოწვეული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შემცირებას, ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლის გარეშეც მიღწეულია იმ ტიპის გზებზე, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დროს გამოიყენება და ამავე დროს მუნიციპალიტეტებს და დასახლებულ პუნქტებს აკავშირებს ერთმანეთთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ევროპული ტექდათვალიერების წარუმატებლად გავლის საქართველო” შემთხვევაში მიიჩნევს, კანონით რომ დადგენილი სამართლებრივი პასუხისმგებლობა 2025 წლამდე არ უნდა დაეკისროს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებით ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე. აღნიშნული კანონპროექტი რეგიონებში მცხოვრებ პირებს და განსაკუთრებით სასოფლო- სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს თავიდან აარიდებს ეკონომიკურ ხარჯებს, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალებების განახლებასთან და მოუხსნის დამატებით ბარიერს თავიანთ საქმიანობაში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება დადგენილი წესით არ გაივლის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას. შესაბამისად, აუცილებელია კანონპროექტის მიღება, რითაც ჯარიმის დაკისრება ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის გადაიდება 2025 წლის პირველ იანვრამდე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, 2025 წლის პირველ იანვრამდე ტექდათვალიერების გავლის ვალდებულება მოიხსნება და შესაბამისად არ დაჯარიმდებიან ფიზიკური პირები, თუ მსუბუქი ავტომობილით, მსუბუქი მისაბმელით ან მის გარეშე, გადაადგილდებიან ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ამავე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელ გზებზე; ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშნვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელ გზებზე; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებზე; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურისტული ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების მუნიციპალიტეტის პუნქტებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელ გზებზე; ე) თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ საავტომობილო გზებზე, დედაქალაქის გარდა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 118-ე მუხლის შენიშვნას ემატება მე-4 პუნქტი, რომელიც გულისხმობს 2025 წლის 1 იანვრამდე იმავე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების დროებით შეჩერებასა და გადავადებას ფიზიკურ პირზე, რომელიც გადაადგილდება მსუბუქი ავტომობილით, მსუბუქი მისაბმელით ან მის გარეშე ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ამავე მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელ გზებზე; ბ) დასახლებული პუნქტების საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშნვნელობის საავტომობილო გზებთან დამაკავშირებელ გზებზე; გ) მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებზე; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის კურორტების, დასვენებისა და ტურისტული ადგილების, სპორტული კომპლექსების, ისტორიული და კულტურული ძეგლების, სამეცნიერო ცენტრებისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტების მუნიციპალიტეტის პუნქტებთან (რომელთა ტერიტორიაზეც მდებარეობენ აღნიშნული ობიექტები) დამაკავშირებელ გზებზე; ე) თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ საავტომობილო გზებზე, დედაქალაქის გარდა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ კანონპროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი მიზნად ისახავს ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მოხსნას, რაც ლეგიტიმურს ხდის მის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, რადგან არსებული რეგულაციის შედეგად რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას ვერ ახერხებს, რაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანის მომტანია მათთვის. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად - დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გარკვეულწილად მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან რეგიონებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებით მოსარგებლე ფიზიკური პირები ტექდათვალიერების გაუვლელობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით განსაზღვრული 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა აღარ დაეკისრებათ, თუმცა კონკრეტული დანაკლისის მოყვანა შეუძლებელია, რადგან ეს უკანასკნელი დამოკიდებულია კანონპროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მოძრავ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, რომლებსაც ტექდათვალიერება არ აქვთ გავლილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი აუმჯობესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომლებიც გადაადგილდებიან ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე, აღარ იქნება სავალდებულო ტექდათვალიერების გავლა, რაც მათ ააცილებს შესაბამის ეკონომიკურ დანახარჯებს. აგრეთვე მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ვინც უსახსრობის გამო ფიზიკურად ვერ ახერხებს ტექდათვალიერების სტანდარტების დაცვას, მაგრამ ვისთვისაც ავტომობილი წარმოადგენს არსებობისთვის აუცილებელ ნივთს, დღეის მდგომარეობით იძულებული არიან, შეწყვიტონ მათი კუთვნილი ავტომობილების ექსპლუატაცია. აღნიშნული კი მათ აყენებს უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე და იწვევს სიღარიბის ზრდას. მეორე მხრივ, იმ კომპანიებს, რომლებიც ატარებენ ტექდათვალიერებას, გარკვეულწილად შეუმცირდებათ შემოსავალი, თუმცა რთულია აღნიშნული მოცულობის განსაზღვრა, რადგან იმ მოქალაქეთა დიდი ნაწილი, ვისზეც გათვლილია კანონპროექტი, ისედაც ვერ ახერხებს კუთვნილი ავტომობილის შესაბამისი სტანდარტებით მოწესრიგებას და შესაბამისად, ტექდათვალიერებაზე მათ გაყვანას. ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია “ევროპული საქართველო - რეგიონები” ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია “ევროპული საქართველო - რეგიონები” პროექტის