„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 83-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურება.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 957 მუხლი:
„მუხლი 957. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის საიჯარო მომსახურების
დაბეგვრა
ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის იჯარით (მათ შორის გაქირავებით)
მიღებული შემოსავალი (თანხა) იბეგრება 5 პროცენტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პროექტი:
კანონპროექტის მიზეზს წარმოადგენს იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობა, რომლებიც აქირავებენ
ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს. აღსანიშნავია, რომ დღეს საცხოვრებლი სახლის ამავე
დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ
გაქირავდება სხვა დანიშნულებით, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, მაშინ იბეგრება 20%ით. ეს კი არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს
საოფისე დანიშნულებით. აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს
გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი
თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიზანია ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სადგომის არასაცხოვრებელი
მიზნით გაქირავების 5% საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ნაცვლად არსებული 20%-სა. ეს
ინიციატივა ემსახურება სამართლიანი განაკვეთების დადგენას, რადგან ერთიდაიგივე
საქმიანობის სხვადასხვა განაკვეთით დაბეგვრა მომხმარებლის სხვადასხვაობის გამო
არასამართლიანია.
ა.ბ) პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ფიზიკური პირის მიერ ბინის, სახლის გაქირავებისას დაიბეგრება 5% საშემოსავლო გადასახადით
ნებისმიერ შემთხვევაში. განსხვავებით დღეს არსებული დისკრიმინაციული მიდგომისა, როცა
5%-ით იბეგრება მხოლოდ ის პირი, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საცხოვრებელი
დანიშნულებით.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს ბინების, სახლების გაქირავებით მიღებული შემოსავლების
დაბეგვრის გამარტივებას - განაკვეთის შემცირების გზით იმ პირებზე, რომლებიც 20%
საშემოსავლო გადასახადს იხდიან თუ საცხოვრებელ სახლს გააქირავებენ საოფისე
დანიშნულებით. კანონპროექტის არსს
წარმოადგენს ფიზიკური პირების მიერ
საცხოვრებელი სადგომის გაქირავებით მიღებული შემოსავლის დაბეგვრა 5%, ნაცვლად
20%-სა. შესაბამისი ცვლილებები შედის კოდექსის 83-ე მუხლში და კოდექსს ემატება 957
მუხლი.
ა.დ) პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტები არ ვრცელდება წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში.
ა.ე) პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პროექტის ძალაში შესვლა უკავშირდება მის მომდევნო წელს ამოქმედებას.
ა.ვ) პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დაჩქარებული წესით პროექტის განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ 2018 წლის
განმავლობაში სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადმა ფიზიკური
პირების
მიერ
იჯარით
გაცემის
შედეგად
მიღების
შემოსავლებიდან
(შემოსავლების
კლასიფიკაციის კოდი 1111111) ჯამურად შეადგინა 33.97 მლნ ლარი. ეს მონაცემები ეყრდნობა
ერთის მხრივ ფიზიკურ პირებზე გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საგადასახადო წილს 5%-ს, ხოლო მეორეს მხრივ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც იხდიან მოქალაქეები
საოფისე ან კომერციული დანიშნულებით საცხოვრებელი ფართით გაქირავებისას. ზუსტი
გათვლა, რომელი რამდენს იხდის ამ ეტაპზე შეუძლებელია, შესაბამისად, ვიცით, რომ
მაქსიმალური ზღვარი 34 მლნ ლარია.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას საბიუჯეტო ხარკვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტი აუმჯობესებს იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას, რომელთაც შეეხებათ
მოცემული
კანონი.
კერძოდ
ფიზიკურ
პირებს,
რომლებიც
საცხოვრებელი
სადგომის
გაქირავებით იღებენ შემოსავალს.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა
და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელი.
ვ) პროექტის ინიციატორი: საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქცია "ევროპული
საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის".