საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე გიორგი ტომარაძის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N16195; 25.10.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3131/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3131/19 27-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქალაქე გიორგი ტომარაძეს მის: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის 47. ბ.1. ტელ: 558 75 55 76 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა მოქალაქე გიორგი ტომარაძის წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში’’ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16195; 25.10.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 26 თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე გიორგი ტომარაძის წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში’’ ცვლილებების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების არსი საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია საქართველოს მოქალაქესა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ფიქციური ქორწინების კრიმინალიზება, კერძოდ: წინადადებით სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილს ემატება სამი ახალი მუხლი, „3442 - მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მოპოვების მიზნით ფიქციურ ქორწინებაში შესვლა“, „3443 - ფიქციურ ქორწინებაში შესვლა ანგარების მიზნით“, „3444 - ფიქციური ქორწინებისთვის ხელშეწყობა„ რისთვისაც, ყოველ მუხლში, სანქციად შემოთავაზებულია ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა ტერმინი ფიქციური ქორწინება არ არის ახალი ქართული კანონმდებლობისთვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიხედვით ქორწინების ბათილობის საფუძველია ფიქცია, ხოლო 1145-ე მუხლი კი ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობის პირობებს ადგენს. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულია პირის უფლება საკუთარი სურვილისამებრ შექმნას ოჯახი და იქორწინოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად: „პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს ყველასთვის, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის, თავისუფლებას დაქორწინდეს მის მიერ არჩეულ პარტნიორზე. დაუშვებელია პირის იძულება, დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. ასევე, დაუშვებელია დაბრკოლებების შექმნა სახელმწიფოს მხრიდან დაქორწინების მსურველთათვის არაპროპორციული და დემოკრატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი, ხელისშემშლელი ჩარევის გზით.“1 სახელმწიფო ვალდებულია ამ უფლებაში ჩარევისას დაეყრდნოს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს, სადაც ჩარევის გამამართლებელი გარემოებანია ჩამოთვლილია. პირად ცხოვრებაში და მათ შორის ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა კანონის შესაბამისად უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებს, ასევე დანაშაულის თავიდან აცილებასა და სხვათა უფლებების დაცვას. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მიღებულ გადაწყვეტილებაში განაცხადა: „საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი მრავალმხრივი მნიშვნელობის ნორმაა. აქ კონსტიტუციურ დონეზეა დაცული და განმტკიცებული ისეთი ტრადიციული და საზოგადოებისათვის სასიცოცხლო, ეთიკური და ეგზისტენციალური მნიშვნელობის ინსტიტუტები და ფასეულობები, როგორიცაა ქორწინება და ოჯახი. კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს.“ კანონმდებელი ადამიანის ძირითად უფლებაში ჩარევისას გამართლების ოთხ კრიტერიუმს იყენებს. ჩარევა უნდა ეყრდნობოდეს ლეგიტიმური მიზნის არსებობას, გამოსადეგობას, აუცილებლობასა და პროპორციულობას. ფიქციური ქორწინება თავისი არსით გულისხმობს სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანის გზით მატერიალური ან სხვა სახის სარგებლის მიღებას, მოქალაქეობის არამართლზომიერ მოპოვებას. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედების სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად გამოცხადება მიზნად ისახავს დანაშაულის აღკვეთას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „...ქორწინების 1 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.5. ინსტიტუტი სამართლებრივ რეგულირებას ექვემდებარება. ეს, თავისთავად, ნიშნავს კანონმდებლობის მიერ გარკვეული პირობების დაწესებას დაქორწინების მსურველთათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ქორწინებასთან დაკავშირებით დადგენილი პირობები უნდა ემსახურებოდეს ამ უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინსტიტუტის არსის, მისი ფუნდამენტური პრინციპების დაცვას, წონად და შეზღუდვის არაორაზროვნად გამამართლებელ ლეგიტიმურ მიზნებს“.2 დაუშვებელია, რომ სახელმწიფომ რეაგირების გარეშე დატოვოს მისი შეცდომაში შეყვანის მცდელობა, აღნიშული სამართლებრივი წესრიგს ეჭქვეშ დააყენებს და მოქალაქეების მიერ სამართლის უზენაესობის აღქმას ბზარი გაუჩენს. აქედან გამომდინარე, მითითებული ლეგიტიმური მიზანი საკმარისად საფუძვლიანია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ უფლებაში ჩარევის დანარჩენ კომპონენტებზე. გამოსადეგობა ეჭქვეშ არ დგება, რადგან აღნიშნული ცვლილებით ხდება სასჯელის დადგენა არამართლზომიერი ქმედებისათვის, რაც ბუნებრივია პრევენციულ გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე და ხელს შეუშლის საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის ნებართვის კანონსაწინააღმდეგო გზებით მოპოვებას. აუცილებლობის ეტაპზე კი უნდა ითქვას, რომ ნაკლებად მზღუდავი მექანიზმის შემოღება, დასახული მიზნის მისაღწევად სათუოა. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი სასჯელი წარმოადგენს სანქციის უმკაცრესს ფორმას, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი აღნიშნული საკითხის ეფექტური რეგულირება, სწორედ ქმედების არსიდან გამომდინარე. უმართლობა მიზნად ისახავს სახელმწიფოს შეცდომაში შეყვანას საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროპორციულობის ეტაპზე, კერძო და საჯარო ინტერესების შეპირისპირებისას, უნდა ითქვას, რომ ოჯახი წარმოადგენს საზოგადოების ფუნდამენტურ რგოლს. იმ შემთხვევაში, თუ ფიქციურ ქორწინებას ექნება არსებობის შესაძლებლობა, მოხდება ოჯახის ცნების გაუფასურება, იგი გაუტოლდება მხარეთა ურთიერთსარგებლის მიზნით დადებულ გარიგებას, რაც თავის ნამდვილ არსს დაუკარგავს ისეთ მაღალ მატერიას, როგორიც არის ოჯახი და ქორწინება. ასევე უფლების შეზღუდვაზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ პირებს კვლავ თავისუფლად შეუძლიათ ქორწინებაში შესვლა, ამ კუთხით არანაირი შეზღუდვის დაწესება არ ხდება. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დანაშაულის შემადგენლობის არსებობისას ამ პირებს დაეკისრებათ შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც წარმოადგენს მართლწინააღმდეგობაზე რეაგირების აბსოლუტურად ადეკვატურ ზომას. სისხლის სამართლის ნორმის კონსტიტუციურობის განხილვისას დასადგენია, რამდენად განჭვრეტადია ნორმა.3თუკი ნორმის დისპოზიციიდან ადვილად იკითხება 2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 16 დეკემბრის №1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 3 აკრძალული ქცევის წესი, მაშინ ეჭვქვეშ არ დგას მისი ბუნდოვანების საკითხი. ამ შემთხვევაში რეგულაცია საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული, თუმცა ბუნდოვანებას იწვევს მხოლოდ ერთი საკითხი. ნორმის ფორმულირებიდან გამომდინარეობას, რომ „უცხო ქვეყნის მოქალაქის“ დასჯა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ იგი მოქალაქოების ან ბინადრობის უფლების მოპოვების მიზნით საქართველოს მოქალაქესთან ფიქციურ ქორწინებაში შევა, თუმცა იგივე ქმედების ჩადენისათვის მოქალაქეობის არმქონე პირის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული საკითხი საჭიროებს კონკრეტიზაციას. ქმედების კრიმინალიზების დროს გასათვალისწინებელია მრავალი ასპექტი: რამდენად პასუხობს იგი რეალურად არსებულ პრობლემას, რამდენად რეალურია მისი აღსრულება და რამდენად მკაფიოა ნორმის დისპოზიცია, რამდენად არის პირდაპირ სისხლის სამართალში ახალი ნორმის გაჩენის აუცილებლობა მაშინ, როცა არსებობს ნაკლებად მკაცრი სანქციების შემცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და აგრეთვე, სამოქალაქო კოდექსი, რომელიც უკვე აწესრიგებს ფიქციური ქორწინების საკითხს. აგრეთვე უნდა ითქვას, რომ ნორმის პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსში დანერგვა პრაქტიკისა და ნორმის ნაკლებად მკაცრი სანქციის მქონე სამართლის სისტემაში მოქმედების ანალიზის არარსებობის პირობებში შესაძლოა გარკვეული რისკის მატარებელი იყოს. აღსანიშნავია, რომ რჩება ბუნდოვანება აღსრულების კუთხით, რადგანაც სირთულეებთანაა დაკავშირებული უცხოელი მოქალაქის ნების დადგენა ქორწინების დროს ან შემდგომ, ემსახურებოდა თუ არა ქორწინება ნამდვილად ოჯახის შექმნის მიზანს. ასევე აღნიშნული ცვლილების აღსრულებისათვის საჭირო გახდება როგორც მატერიალური, ასევე ადამიანური რესურსების გაზრდა. შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან საერთაშორისო პრაქტიკა ფიქციური ქორწინების რეგულირების საკითხთან მიმართებით არაერთგვაროვანია. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ აქვთ ერთიანი მიდგომა, თუმცა ყველა თანხმდება იმ პრინციპზე, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზანს უნდა ემსახურებოდეს და იგი ანგარების ნიშნებს არ უნდა შეიცავდეს. საინტერესო მიდგომა აქვს ფიქციური ქორწინების მიმართ ავსტრიის რესპუბლიკას. ავსტრიის რესპუბლიკის „უცხოელთა შესახებ საპოლიციო კანონის“ 117-ე მუხლი პირდაპირ უთითებს სისხლისსამართლებრივ დასჯადობას.4 გასათვალისწინებელია, რომ ამ მუხლში ოჯახური ცხოვრების მიზანი პირდაპირ გამომდინარეობს ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ კონვენციის მე-8 მუხლიდან.5 ეს გარემოება პირდაპირაა ასახული 117-ე მუხლში. ავსტრიელი კანონმდებლის აზრით, აუცილებელი გახდა მითითება გაკეთებულიყო ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ 4 https://www.ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20004241 5 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370?publication=0 კონვენციის მე-8 მუხლზე, რადგანაც სწორედ ამ მუხლითაა განმტკიცებული პირადი და ოჯახური ცხოვრება, რომლის უპატივცემულობის ერთერთ გამოხატვად კანონმდებელმა ფიქციური ქორწინება მიიჩნია. აღნიშნული კონვენციის მე-8 მუხლი არ არის აბსოლუტური და დაშვებულია მასში ჩარევა კანონის საფუძველზე, თუმცა იგი მრავლისმომცველი მუხლია და პირად და ოჯახურ ცხოვრებას ფართო ინტერპრეტაციის გზით მოიცავს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონმდებლობით ფიქციური ქორწინება სხვა დანაშაულთან ერთად ერთობლიობაში უნდა გამოიხატოს (იგულისხმება თაღლითობა), როგორც დანაშაულის შემადგენლობის ნიშანი. თუმცა, უცხოელის მიერ ბინადრობის მოწმობის მიღების მიზნით დოკუმენტების გაყალბება, რომელშიც ფიქციური ქორწინების მოწმობაც იგულისხმება, ,,ბინადრობის შესახებ კანონის’’ 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით.6 სისხლის სამართალი ვრცელდება ფიქციურ ქორწინებაზე უნგრეთში. კერძოდ, უნგრეთის სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლი ეხება ოჯახური კავშირების ბოროტად გამოყენებას.7 ამ მუხლის მიხედვით, ნებისმიერი 18 წელს გადაცილებული პირი, ვინც დაამყარებს კანონის საფუძველზე ოჯახურ კავშირს ერთადერთი მიზნით, რათა მიიღოს ბინადრობის უფლება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით თუ ქმედება არ შეიცავს სხვა მძიმე დანაშაულის ნიშნებს. განსხვავებით ევროპისგან, უფრო მკვეთრ ზომებს ატარებს ამერიკის შეერთებული შტატები. „საიმიგრაციო და ეროვნული აქტის“ 275-ე მუხლის „c)“ ქვეპუნქტით ნებისმიერი პირი, ვინც წინასწარი შეცნობითა და საიმიგრაციო კანონების პირობებისგან თავის არიდებით შევა ქორწინებაში ამერიკის მოქალაქესთან, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით ან ჯარიმით არაუმეტეს 250,000 აშშ დოლარისა ან ორივე სასჯელის ერთობლიობით.8 განსხვავებული მიდგომა აქვს ბელგიას, სადაც ფიქციური ქორწინება მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება და შედეგების მხრივ მხოლოდ ქორწინების ანულირება ხდება. ასევე უნდა ითქვას, რომ სისხლის სამართალს არ იყენებს სლოვაკეთი. მეტიც, ერთადერთი ჩანაწერი ფიქციურ ქორწინებაზე პოლიციის მხრიდან ბინადრობის მოპოვებამდე საჭირო დოკუმენტაციის შემოწმებას გულისხმობს. კომიტეტის შეფასება შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება განხილულ იქნა საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან მიმართებით. აღნიშნული 6 https://www.gesetze-im-internet.de/aufenthg_2004/__95.html 7https://www.legislationline.org/download/action/download/id/5619/file/HUngary_Criminal_Code_of_2012_en.pdf 8 https://www.uscis.gov/ilink/docView/SLB/HTML/SLB/act.html ცვლილება არ იწვევს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებში არათანაზომიერ ჩარევას. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების განხორციელებამდე მიზანშეწონილია ჩატარდეს პრობლემის საფუძვლიანი შესწავლა, რათა დადასტურდეს მისი განხორციელების აუცილებლობა. შემოთავაზებული დანაშაულები წარმოადგენს მიზნით დეტერმინირებულ ქმედებებს, შესაბამისად, დანაშაულის დასადასტურებლად აუცილებელია დადგინდეს მუხლის დისპოზიციაში მითითებული მიზნის არსებობა, რაც პრაქტიკაში იქნება რთულად რეალიზებადი, რადგან საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური ცოდნით და კომპეტენციით აღჭურვილი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. შესაბამისად გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯებს. დასკვნითი ნაწილი ზემოთ აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, კომიტეტმა, მიუღებლად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი