საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N16190; 25.10.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.02.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3132/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3132/19 27-02-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: მოქალაქე მაკა კვირტიას ტელ: 558234040 ელ.ფოსტა: makakvirtia@gmail.com იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს მოქალაქის - ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N16190; 25.10.2018). საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 26 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქის - ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადების არსი შემოთავაზებული ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად ცხადდება პედოფილია - სრულწლოვანის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და კოდექსს დამატებითი სასჯელის სახით ემატება ქიმიური კასტრაცია. განმარტებით ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია საზოგადოების დაცვა ავადმყოფი, საზოგადოებისთვის საშიში ადამიანებისგან. ცვლილება კი უზრუნველყოფს პედოფილის საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ მის გარშემომყოფთათვის უსაფრთხოებას. ქიმიური კასტრაცია იქნება პედოფილების მიმართ სასჯელის სავალდებულო ზომა, რომელიც გამოიყენება თავისუფლების აღკვეთასთან ერთად. ასევე შემოთავაზებულია, რომ პედოფილის მიმართ, რომელიც სასჯელს იხდის არ იქნეს შესაძლებელი შეწყალების, ამნისტია, გამოყენება, ასევე დაუშვებელი იქნება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება. თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია შემდეგი სამართლებრივი კონსტრუქცია:  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 1401 მუხლი, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში - პედოფილია, ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე და დამნაშავის მიმართ სასჯელის სახით ქიმიური კასტრაციის გამოყენებით.  სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომლითაც შემოღებული ქიმიური კასტრაცია, როგორც სასჯელის კიდევ ერთი სახე.  სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილით განისაზღვრება, რომ ქიმიური კასტრაცია წარმოადგენს დამატებით სასჯელს და მისი დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ძირითად სასჯელთან ერთად.  სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 53-ე მუხლი, რომლითაც განიმარტება ქიმიური კასტრაციის არსი და მისი სასჯელად დანიშვნის წესი.  სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლს ემატება მე-15 პუნქტი, რომლითაც იკრძალება პედოფილისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა უფრო მსუბუქი სასჯელით.  ცვლილება შედის პატიმრობის კოდექსის 37-ე მუხლში, ემატება მე-3 პუნქტი, რომელიც დაუშვებლად აცხადებს პედოფილის შეწყალებას ან ამნისტიას, ასევე სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება პედოფილიის დანაშაულად აღიარება და კონკრეტულად ამ დანაშაულისათვის ახალი სასჯელის - ქიმიური კასტრაციის შემოღება. ამ საკითხთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს თუ რას წარმოადგენს პედოფილია. ფსიქიატრიული აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მიხედვით, პედოფილია არის სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, მრავალჯერადი და ინტენსიური სექსუალური ფანტაზიები, მოთხოვნილებები და ქცევა პრეპუბერტატული ბავშვის ან ბავშვების (ძირითადად 13 წლამდე ასაკის) მიმართ.1 ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, პედოფილია არის პრეპუბერტატული ასაკის ბავშვის ან ბავშვების მიმართ სექსუალური ქმედებების განხორციელება.2 კანონპროექტის ლეგიტიმურ მიზნად დასახელებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისაგან. დაცვის კონკრეტულ ობიექტს კი წარმოადგენს მოწყვლად პირთა ჯგუფი - არასრულწლოვნები. სახელმწიფოს ერთმნიშვნელოვნად აკისრია როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ვალდებულება 1 იხ. https://behavenet.com/diagnostic-criteria-3022-pedophilia. 2 იხ. https://www.who.int/classifications/icd/en/GRNBOOK.pdf. იზრუნოს მთელი სოციუმის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით კი არასრულწლოვანთა უსაფრთხოებაზე და მათ დაცვაზე მავნე ზეგავლენისაგან. ბუნებრივია, რომ კონკრეტულად 14 წლამდე პირთა მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულის ცალკე გამოყოფით და სასჯელის გამკაცრებით პოტენციურ დამნაშავეთა შორის სასჯელის შიში გაიზრდება, რამაც შესაძლოა აიძულოს ისინი თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებების განხორციელებისაგან. კანონპროექტით წარმოდგენილი რეგულაცია არ შეიძლება ჩაითვალოს დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ქიმიური კასტრაცია, როგორც მკურნალობა სპეციფიკური სექსუალური გადახრების წინააღმდეგ, გულისხმობს სექსუალური გადახრების მქონე პირის მიმართ (მსჯავრდებულისათვის) სპეციალური ნივთიერების გამოყენებას სექსუალური ხასიათის მიდრეკილებების დასათრგუნად. დღეისათვის არსებული სამედიცინო დასკვნების თანახმად, მოკლევადიანი მკურნალობის კურსი არაეფექტურია იმდენად, რამდენადაც პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან გარკვეული დროის შემდეგ პაციენტი კვლავ უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. შესაბამისად, ის სპეციფიკური სექსუალური გადახრები, რისთვისაც მსჯავრდებულს დაენიშნა მკურნალობა, მისი შეწყვეტის მომენტიდან ისევ თავს იჩენს. აღნიშნული კი, ერთმნიშვნელოვნად, მიუთითებს საკანონმდებლო წინადადებით დასახული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოუსადეგარ საშუალებაზე. 2. მიზნის მიღწევის გამოუსადეგობაზე მეტყველებს ასევე ის გარემოებაც, რომ ქიმიურ კასტრაციას გააჩნია გარკვეული უკუჩვენებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება.3 ეს უკუჩვენებები მეტწილად თავს იჩენს გრძელვადიან პერსპექტივაში, ხანგრძლივი მკურნალობის განმავლობაში, რა დროსაც პირს, შესაძლებელია, მიადგეს გამოუსწორებელი ჯანმრთელობის ზიანი. აღნიშნული გარემოება თანაზომიერების პრინციპის მესამე კომპონენტის - პროპორციულობის კუთხითაც შესაძლებელია დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. კერძოდ, რამდენად, პროპორციული და „ultima ratio” საშუალებაა დასახელებული სასჯელის სახე. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელის გამკაცრება არ წარმოადგენს დანაშაულის პრევენციის საუკეთესო გზას. აუცილებლობის ეტაპზე ასევე უნდა განვიხილოთ სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, კერძოდ სასჯელის პროპორციულობა, რაც შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავად იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, კერძოდ: „ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი, ეფექტური ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების 3 https://lra.le.ac.uk/bitstream/2381/36024/1/2015AkbabaZBPhD.pdf, გვ. 89. დაცვა. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება.“4 თუმცა, სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ უნდა იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან, შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა.“5 აღნიშნული განმარტება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ჩარევა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მულით დაცულ უფლებაში, რადგან ღირსება წარმოადგენს აბსოლუტურ ცნებას და მასში ნებისმიერი ზომით ჩარევა a priori არაკონსტიტუციურია. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია“. „პატივი და ღირსება ადამიანის სოციალური იდენტობის არსებითი ატრიბუტებია, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის მორალურ მდგომარეობას მის გარშემო მყოფ საზოგადოებაში. იგი უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ადამიანს თან დაჰყვება ბუნებისგან.“6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს: „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ყოველ ადამიანს იცავს ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობაში ჩარევის არაჰუმანური, სასტიკი, ისეთი პატივისა და მძიმე ფორმებისაგან ღირსების შემლახავი როგორებიცაა: მოპყრობა წამება, და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანება საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და უნივერსალურ გადაწყვეტილებას წამების აკრძალვის შესახებ. მოპყრობამ განსაზღვრულ სიმძიმეს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ იგი შეფასდეს როგორც არაჰუმანური მოპყრობა. მოპყრობის სიმძიმე უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მოპყრობის ხასიათი და კონტექსტი, მისი განხორციელების მეთოდები, ხანგრძლივობა, ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი პირზე... პატივისა და ღირსების შემლახავია მოპყრობა, რომელიც მსხვერპლს აღუძრავს შიშს, ძლიერ ტკივილს, დამცირების ან დაქვემდებარების შეგრძნებას ან ისეთი ქმედება, რომელიც ახდენს პირის ფიზიკურ ან მორალურ გატეხვას და აიძულებს მას, რომ მოიქცეს საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ.“7 4 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32. 5 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32. 6 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-5 7 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-177. ასევე, 1401 მუხლის, „სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში - პედოფილია“, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებების პირობებში ჩადენილი დანაშაულისათვის დადგენილია იდენტური სასჯელი, რაც ამავე მუხლის პირველ ნაწილში განხილული დანაშაულისთვის არის დადგენილი. მსგავსი ტიპის რეგულაცია, აზრს უკარგავს დამამძიმებელი გარემოებების არსებობას. შემოთავაზებული ცვლილებების კიდევ ერთ ხარვეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს ჩამოერთმევა შეწყალების, ამნისტიისა და სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლება. აღნიშნული ცვლილება ერთმნიშვნელოვნად არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის მე-9 მუხლით დადგენილ ღირებულებებთან და არსებულ პრაქტიკასთან. ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლება შენარჩუნებული აქვთ უვადო თავისუფლება აღკვეთილ პირებსაც კი, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოგეხსენებათ, უვადო თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს სასჯელის უმკაცრესს ზომას და გათვალისწინებულია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიიდან მხოლოდ გარკვეული დანაშაულებისათვის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემოთავაზებული ნორმებით გათვალისწინებული ღონისძიებები არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ultima ratio საშუალებას, რადგან კანონპროექტის ავტორის მიერ დასახული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების გამოყენებით არის შესაძლებელი, თუნდაც მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდით. კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გამოყენების პრაქტიკული შედეგია ასევე კანონის განჭვრეტადობის პრინციპის საფუძველზე ნორმის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტის შემოღება. ნებისმიერ უფლებაში ჩარევა, უფლების შეზღუდვა, კონსტიტუციის მიხედვით, კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული. იმავდროულად, შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულად რომ ჩაითვალოს, პირველ რიგში, თავად კანონი უნდა შეესაბამებოდეს „კანონის ხარისხის“ მოთხოვნებს. „აუცილებელია ნორმის შინაარსობრივი სიზუსტე, არაორაზროვნება. ნორმა უნდა იყოს საკმარისად განსაზღვრული არა მხოლოდ შინაარსის, არამედ რეგულირების საგნის, მიზნისა და მასშტაბების მიხედვით, რათა ადრესატმა მოახდინოს კანონის სწორი აღქმა და თავისი ქცევის განხორციელება მის შესაბამისად, განჭვრიტოს ქცევის შედეგები“.8 ამავდროულად, განსაზღვრულობის პრინციპი მოითხოვს იმგვარი საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რომელიც პირს იცავს სამართალშემფარდებლის თვითნებობისაგან. ბუნდოვანი და გაუგებარი კანონმდებლობა ქმნის ნოყიერ ნიადაგს თვითნებობისათვის, შესაბამისად, კანონმდებელმა მაქსიმალურად მკაფიო, განსაზღვრული ნორმატიული რეგულირებით უნდა შეამციროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36 8 თვითნებობის რისკები სამართალშემფარდებლის პროცესში.9 ამ კუთხით საკანონმდებლო წინადადების შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისიწინებული 53-ე მუხლის პირველ ნაწილში, „სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამნაშავის ორგანიზმში სამედიცინო პრეპარატების შეყვანა, რომლებიც ამცირებს არაჯანსაღ სქესობრივ მიდრეკილებას“, მითითებული სიტყვა „არაჯანსაღი“ ორაზროვან ფორმულირებას აძლევს ქიმიური კასტრაციის აზრს. შესაბამისი სამედიცინო მკურნალობის შედეგად ხდება ზოგადად სექსუალური მიდრეკილების დაქვეითება და არა მხოლოდ მისი „არაჯანსაღი“ ნაწილის. შესაბამისად, შემოთავაზებული ნორმა არ იძლევა ზუსტ და უტყუარ ინფორმაციას სასჯელთან დაკავშირებით. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ქვაკუთხედს წარმოადგენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ამ პრინციპთან მიმართებით უნდა შეფასდეს აღნიშნული კანონპროექტის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილის დებულება, რომლის მიხედვითაც ქიმიური კასტრაციისათვის ორგანიზმში გამოსაყენებელ შეყვანის პრეპარატების პერიოდულობას და სახეობას, ოდენობას ასევე მათი დამნაშავის განსაზღრავს სამედიცინო დაწესებულება საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. კონკრეტული სასჯელის განსაზღვრა, მისი ზომა და ოდენობა განეკუთვნება სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციას. ამ კომპეტენციის განხორციელებისას მან შესაძლოა მიმართოს ექსპერტთა დახმარებას, თუმცა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ უნდა დარჩეს სასამართლო. ქიმიური კასტრაციის სასჯელის განსაზღვრისას, სწორედაც რომ, მის პერიოდულობას ენიჭება მნიშვნელობა, ეს წარმოადგენს შემოთავაზებული სასჯელის ზომას, შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან აღნიშნული საკითხების შეთანხმება წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებაში არამართლზომიერ ჩარევას. ზემოთხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის კანონპროექტი უმთავრეს წინააღმდეგობაში ნორმა-პრინციპებთან და მოდის საქართველოს ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა საზღვარგარეთის ქვეყანათა უმრავლესობაში, ქიმიური კასტრაცია განიხილება, როგორც მკურნალობა სპეციფიური სექსუალური გადახრების წინააღმდეგ და ხორციელდება ფსიქოთერაპიის კურსთან ერთად. პაციენტის ინფორმირება კასტრაციის შედეგების შესახებ და მისი თანხმობა კასტრაციაზე აუცილებელია. სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. დამცავ თერაპიას/მკურნალობას, რომელიც ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც მსჯავრდებულს აღენიშნება ფსიქიკური დაავადება/დარღვევა და დანაშაულის ჩადენა კავშირშია ამ ფსიქიკურ დაავადებასთან. ქიმიური კასტრაცია შეიძლება დაინიშნოს აღნიშნული დამცავი თერაპიის/მკურნალობის საფუძველზე. ჩეხეთი 9 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სისხლის სამართლის კოდექსით ქიმიური კასტრაცია (მედიკამენტური/ინექციური) შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამცავი მკურნალობის საფუძველზე, როგორც ერთ-ერთი დამცავი ღონისძიება იმ პირთა მიმართ, რომელთა გათავისუფლება საფრთხის შემცველია გარშემომყოფებისთვის. დამცავი თერაპია შეიძლება დაინიშნოს სასჯელთან ერთად. მსჯავრდებული თუ დამცავ თერაპიას ვერ გაივლის სასჯელ-აღსრულებით დაწესებულებაში, მაშინ სასჯელის მოხდის შემდეგ გაივლის სპეციალურ დაწესებულებაში. დამცავი თერაპია შეიძლება დაინიშნოს 2 წლამდე ვადით და შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოს მიერ კიდევ 2 წლის ვადით. ქიმიური კასტრაცია ნებაყოფლობითია, მის დასანიშნად აუცილებელია პაციენტის წერილობითი თანხმობა და ასევე ჯანდაცვის მინისტრის მიერ შექმნილი სპეციალისტების კომისიის რეკომენდაცია. პაციენტი უნდა იყოს მინიმუმ 25 წლის და ნასამართლევი უნდა იყოს სექსუალური ძალადობისთვის. კომისია განიხილავს არსებობს თუ არა სამართლებრივი საფუძველი ქიმიური კასტრაციის დასანიშნად და რამდენად აუცილებელია მისი დანიშვნა. კომისიის სხდომას ესწრება თავად პაციენტიც. ესტონეთი ესტონეთში სექსუალური მოძალადეების კომპლექსური მკურნალობა (მათ შორის, ქიმიური კასტრაცია) ნებაყოფლობითია. თუ პატიმარი თანახმაა კომპლექსურ მკურნალობაზე, მისი სასჯელი შესაძლოა ნაწილობრივ ჩანაცვლდეს კომპლექსური მკურნალობით. სასჯელის ჩანაცვლება აღნიშნული მკურნალობით შესაძლებელია იმ გარემოებების არსებობისას თუ:  პატიმრობის ვადის ხანგრძლივობაა 6 თვიდან 2 წლამდე (2 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სასჯელის მკურნალობით ჩანაცვლება არ ხდება);  მსჯავრდებული სრულწლოვანია;  მსჯავრდებულს აღენიშნება ფსიქოლოგიური და ქცევითი დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ განვითარებასა და ორიენტაციასთან;  სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა კავშირშია სექსუალურ დარღვევებთან;  სექსუალური ხასიათის დარღვევა სპეციალისტების მიერ შეფასებულია როგორც განკურნებადი ან კონტროლირებადი;  მსჯავრდებული მისცემს წერილობით თანხმობას პროცედურის ჩატარებაზე. მკურნალობის კურსი არ უნდა იყოს 18 თვეზე ნაკლები და 3 წელზე მეტი. პოლონეთი ქიმიური კასტრაცია - მედიკამენტური მკურნალობა პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსით ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 15 წლამდე ასაკის პირის გაუპატიურების დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის გარდა სასამართლო ნიშნავს სავალდებულო ფსიქოთერაპიულ სამკურნალო და თერაპიას/ქიმიურ მედიკამენტურ დაწესებულებაში, ან ის კასტრაციას, მკურნალობას. გადის რომელიც მსჯავრდებულს ამბულატორიულ გულისხმობს ან ათავსებენ მკურნალობას. თუ მსჯავრდებული თავს არიდებს ამბულატორიულ მკურნალობას, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი სპეციალურ კლინიკაში მოთავსების შესახებ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს სასამართლო. გერმანია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსი არ შეიცავს ნორმებს ქიმიური კასტრაციის შესახებ. თუმცა 1969 წლის კანონით „ნებაყოფლობითი ქიმიური კასტრაციისა და მკურნალობის სხვა მეთოდების შესახებ“ გარკვეული გარემოებების არსებობისას შესაძლოა ჩატარდეს ნებაყოფლობითი ქიმიური ან ქირურგიული კასტრაცია. ასეთ დროს სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: მსჯავრდებულის თანხმობა; მსჯავრდებული სრულად უნდა იყოს ინფორმირებული კასტრაციის შედეგებზე; კასტრაცია უნდა ჩატარდეს სამედიცინო დასკვნის/რეკომენდაციის საფუძველზე. სლოვაკეთი სლოვაკეთის სისხლის სამართლის კოდექსში არ არის ნახსენები ქიმიური კასტრაცია, თუმცა მასში არის ნორმები ე.წ. „დამცავი მკურნალობის“ შესახებ, რაც იძლევა ქიმიური კასტრაციის დანიშვნის შესაძლებლობას. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს დამცავი მკურნალობის დანიშვნის შესახებ, მაგრამ არ განსაზღვრავს მის მეთოდებს. მკურნალობის მეთოდებს განსაზღვრავს ექიმი. მკურნალობის დასანიშნად საჭიროა პაციენტის თანხმობა. ჰოლანდია სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არის ნორმები ქიმიური კასტრაციის შესახებ, თუმცა მსჯავრდებულს შეიძლება დაეკისროს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის გავლა ფსიქიატრიულ კლინიკაში. ფსიქიატრიული მკურნალობა კანონით განიხილება არა როგორც სასჯელი, არამედ როგორც სპეციალური ზომა, რომლის შეფარდება ხდება სასჯელთან ერთად. ფსიქიატრიულ კლინიკაში მოსათავსებლად სახეზე უნდა იყოს შემდეგი გარემოებები: დანაშაულის ჩადენა კავშირში უნდა იყოს ფსიქიკურ დაავადებასთან; უნდა არსებობდეს განმეორების საფრთხე. ფსიქიატრიული კლინიკები სექსუალურ მოძალადეებს სთავაზობენ ქიმიური კასტრაციის გავლას. პირს, არ დათანხმდების შემთვევაში შეიძლება არ მისცენ კლინიკის დატოვების უფლება. ისეთ პირებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას და საფრთხეს წარმოადგენენ გარშემომყოფებისთვის, ფსიქიატრიულ კლინიკები ათავსებენ სპეციალურ პალატებში (long-stay wards), რაც ნიშნავს, რომ პირს აღარ უტარდება აქტიური მკურნალობა, ის უბრალოდ დაკავებულია. როგორც წესი მათი დაკავება ხდება სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა მათი საქმეების რეგულარული გადახედვა ხდება სასამართლოს მიერ. ფინეთი ფინეთის 2014 წლის აქტის „ვადამდე ადრე გათავისუფლება ზედამხედველობის ქვეშ“ მიხედვით, პირი, რომელიც გასამართლებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის, შეიძლება ვადამდე ადრე გათავისუფლდეს, თუ ის დათანხმდება ქიმიურ კასტრაციაზე. ქიმიური კასტრაცია ნებაყოფლობითია და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა აუცილებელია. შვედეთი სისხლის სამართლის კოდექსი არ შეიცავს ნორმებს ქიმიური კასტრაციის შესახებ. თუმცა 2002 წლიდან შვედეთის ციხეებში მოქმედებს მკურნალობის პროგრამა მამრობითი სქესის სექსუალური მოძალადეებისთვის. პროგრამა ნებაყოფლობითია. დიდი ბრიტანეთი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ არის ნორმები კასტრაციის შესახებ, თუმცა 2007 წლიდან ზოგიერთ სექსუალურ მოძალადეს შესთავაზეს მკურნალობა სექსუალური ლტოლვის შემცირების მიზნით. მკურნალობა ნებაყოფლობითია და არ განიხილება როგორც პატიმრობის ალტერნატივა. ზემოთ განხილული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ქიმიურ კასტრაციას განიხილავს მკურნალობად და პირის თანხმობას მსგავსი ტიპის პროცედურაზე სავალდებულოდ განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი წინადადება არ წარმოადგენს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის რეგულაციას და არ არის მიჩნეული მიზანშეწონილად. კომიტეტის შეფასება განხილული საკანონმდებლო წინადადება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან შემოთავაზებული რეგულაცია ადგენს ადამიანის ღირსების შემლახავ სასჯელს, ასევე გაურკვეველია მისი გამოსადეგობა და აუცილებლობა. ქიმიური კასტრაციის რეგულაციებში საზღვარგარეთის ქვეყნების უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს პირის თანხმობაზე და ასევე განსაზღვრავს, რომ ქიმიურ კასტრაციას უნდა გააჩნდეს არა სასჯელის, არამედ მკურნალობის სახე. სწორედ აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული ცვლილება არ მოდის შესაბამისობაში როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კანონმდებლობასთან და გაზიარების შემთხვევაში, საქართველო წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის ფარგლებში დაარღვევს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და დასცილდება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკას და სტანდარტებს. კომიტეტის დასკვნა ზემოთ აღნიშნულ არგუმენტებზე დაყრდნობით, კომიტეტმა, მიუღებლად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავითი მათიკაშვილი