საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-1622/19; 04.02.2019) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3133/19
27-02-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საქართველოს მოქალაქეს, ადვოკატ
ზურაბ ვანიშვილს პირადი N59001013409
მის.: 0186, ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 79/159
ტელ.: 577529937
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 26
თებერვალს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ
ვანიშვილის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის
შესაბამისად,
საქართველოს
პარლამენტში
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N1-1622/19 | 04-02-2019).
I.
საკანონმდებლო წინადადების არსი
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს ცვლილების
განხორცილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. ცვლილების
მიხედვით კოდექსის 2321 მუხლის (მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის)
წარუდგენლობის შედეგები), პირველი ნაწილში ბლანკეტური მითითება 201-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე უნდა შეიცვალოს მითითებით 201-ე
მუხლის პირველ ნაწილზე.
აღნიშნული წინადადება განპირობებულია იმ გარემოებით, კოდექსის 201-ე
მუხლის პირველს საერთოდ არ გააჩნია „ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო სამიზნე ვადები
გათვალისწინებულია ამავე მუხლის პირველ ნაწილში.
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
II.
საკანონმდებლო წინადადების შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 2321 მუხლი დაემატა 2007 წლის 28
დეკემბრის
ცვლილებით
და
აღნიშნული
მუხლის
რეგულირების
სფეროს
წარმოადგენს მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შედეგები.
მუხლი
საბოლოო
ფორმით
ჩამოყალიბდა
2010
წლის
15
დეკემბერს
და
გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებელის) წარუდგენლებისას, თუ ეს
გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს
დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თავის მხრივ, 2010 წლის 15 დეკემბრისათვის, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა, რომ საქმის სასამართლო განხილვისათვის
მომზადების მიზნით მოსამართლე მოპასუხეს უნიშნავდა ვადას სარჩელსა და მასში
დასმულ საკითხებზე თავისი პასუხის (შესაგებელის) წერილობითი შედგენისათვის.
აგრეთვე, აღნიშნულ ვადაში მოპასუხეს უნდა წარედგინა თავისი მოსაზრებები
სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ. დანიშნული ვადა არ უნდა
ყოფილიყო 14 დღეზე მეტი, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეზე მეტი.
აღნიშნული ვადის გაგრძელება კი დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევებისა,
როდესაც არსებობდა საპატიო მიზეზი.
მოგვიანებით, 2011 წლის 28 სექტემბრის ცვლილების შედეგად 201-ე მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადები ამავე ნაწილში გაერთიანდა და
დამოუკიდებლად „ბ“ ქვეპუნქტმა არსებობა შეწყვიტა. თავის მხრივ, აღნიშნულ
ცვლილებას არ მოჰყოლია გამომდინარე ცვლილება 2321 მუხლში და შესაბამისად,
მითითებითი ნორმა დარჩა სამიზნე მუხლის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება დასაბუთებულია და ის მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული
რეალური ხარვეზის აღმოფხვრას.
დასკვნითი ნაწილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქე ზურაბ
ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და იგი მიღებულად
ცნო.
საკანონმდებლო
წინადადებიდან
გამომდინარე
შემუშავებულ
იქნება
კანონპროექტი, რომელიც რეგლამენტით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის
ბიუროს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავითი მათიკაშვილი