საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
28.02.2019
ავტორი
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი
ინიციატორი
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური
ნომერი
#1-3818/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის 2018 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

ანგარიში
იურიდიული დახმარების სამსახური საქმიანობის ანგარიში 2018 წელი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარტნიორები იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“, 2018 წლის 13 ნოემბერი, თბილისი „მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა უწყებაა, ის უკვე ჩამოყალიბდა, როგორც წარმატებული, ავტორიტეტული, დამოუკიდებელი სტრუქტურა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ძალისხმევის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ და წამყვან როლს ასრულებს ამ თვალსაზრისით. საქართველო არის ის იშვიათი ქვეყანა, სადაც იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი უწყება. ის არ არის დაქვემდებარებული არცერთ სხვა სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომელიც ქმნის ამ სამსახურის ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ გავაფართოვეთ სამსახურის მანდატი და, დღეს, სამსახურის ბენეფიციარია დაუცველი ჯგუფების ფართო სპექტრი. ბენეფიციართა წრის გაფართოების თვალსაჩინო მაგალითია 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სამსახური უფასოდ გაუწევს სამართლებრივ დახმარებას არამარტო ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლსაც. საადვოკატო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ასევე არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირებისთვისაც. დღეისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები ხელმისაწვდომია ნახევარი მილიონი მოქალაქისათვის, რაც უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი უწყება. ჩვენ გვაკისრია დიდი პასუხისმგებლობა, სამსახური უზრუნველვყოთ სათანადო დაფინანსებით – ეს არის საქართველოს პარლამენტის პირდაპირი ვალდებულება. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ სამსახურის ბიუჯეტი, 2013 წლიდან თითქმის გაორმაგდა. ეს ცხადყოფს იმას, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სამსახურის ეფექტიანობის შემდგომი გაუმჯობესება“. 1 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“, 2018 წლის 13 ნოემბერი, თბილისი „გაეროს განვითარების პროგრამა ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურს დაარსებიდანვე. ბოლო 13 წლის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს ქვედანაყოფიდან იურიდიული დახმარების სამსახური გადაიქცა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ დამოუკიდებელ უწყებად და, სისხლის სამართლის საქმეების გარდა, მისი მანდატი მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ბევრ საქმეს. დღემდე, იურიდიული დახმარებით ისარგებლა 93 ათასმა ბრალდებულმა, ხოლო სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 150 ათასზე მეტ მოქალაქეს. 2018 წელს, სამსახურმა აამოქმედა ცენტრალიზებული ქოლ– ცენტრის სისტემა. მან ასევე დიდი ძალისხმევა გასწია და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფისათვის – არასრულწლოვანი ბენეფიციარებისათვის შექმნა ბავშვზე მორგებული გარემო ინტერვიუს ჩატარებისათვის. სპეციალიზებულმა ადვოკატებმა უკვე დაიცვეს 5200 არასრულწლოვნის ინტერესი სისხლის სამართლის საქმეებში. აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებზე მოდის სისხლის სამართლის საქმეების საერთო რაოდენობის 40%, ხოლო გამამართლებელი განაჩენების 20–25%. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ სისტემა მუშაობს“. კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“, 2018 წლის 13 ნოემბერი, თბილისი „დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი, კარგად დაფინანსებული, დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების სამსახური, რომელსაც რეალური შედეგები აქვს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 165 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის იურიდიული დახმარება, რაც ძალიან შთამბეჭდავია. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, ვამაყობ, რომ ჩვენც ვართ ამ ძალისხმევის მონაწილენი ბოლო 10 წლის განმავლობაში ფინანსური რესურსების, ექსპერტიზის თუ სხვა ტიპის დახმარების გაწევის გზით. ეს აშკარა მიღწევაა“. 2 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პიტერ ვიბლერი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“, 2018 წლის 13 ნოემბერი, თბილისი „საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეუძლია გაწეულ ძალისხმევას და შესაძლებლობას ერთად მოუტანოს ქვეყანას განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე. მთავრობამ გაატარა იურიდიული დახმარების მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც სამსახური გადააქცია დამოუკიდებელ უწყებად. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურს, რომ მან ხარისხიანი სერვისები შესთავაზოს საქართველოს ყველაზე დაუცველ მოქალაქეებს. შედეგად, იზრდება შესაძლებლობები, იქმნება სამუშაო ადგილები და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა „აღწევს“ საზოგადოების იმ ჯგუფებამდე, რომლებიც ზოგჯერ დავიწყებულნი არიან. დემოკრატია ძლიერდება, ვინაიდან ხალხი ხედავს რეალურ შედეგებს“. კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“, 2018 წლის 13 ნოემბერი, თბილისი „იურიდიული დახმარება არამარტო სამართლებრივი მექანიზმი, არამედ კეთილდღეობის ფუნდამენტური აქტივია, რომელიც უზრუნველყოფს კანონით დაწესებული უფლებების ხელმისაწვდომობას ეკონომიკური და სოციალური სტატუსის მიუხედავად. საქართველოში ამ სფეროში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა პარლამენტის, მთავრობისა და იურიდიული დახმარების სამსახურის თავდაუზოგავი შრომის შედეგად. ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმაში, რომ ეს მექანიზმი უზრუნველყოფს სერვისების მიწოდებას. სტატისტიკაც უმჯობესდება წლიდან წლამდე, რაც ოპტიმიზმის კარგ საფუძველს გვაძლევს“. 3 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია“, 2018 წლის 13 ნოემბერი, თბილისი „ჩემთვის საამაყოა, რომ ღია საზოგადოების ფონდი იყო ერთ– ერთი პირველი, ვინც დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურის შექმნისა და სოციალურად დაუცველი ფენებისათვის მისი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება. საერთაშორისო პროგრამებმა ძალიან დიდი ენერგია ჩადეს იმაში, რომ საქართველო ყოფილიყო ერთ–ერთი წამყვანი ამ სფეროში. 2005–2007 წლები იყო ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დახმარების სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად, სწორედ, პირველ ეტაპზე იყვნენ ჩართულნი. შემდეგ, უკვე დიდი დონორებიც ჩაერთვნენ და ძალიან სერიოზული დახმარება მოახერხეს, რომ სამსახური ინსტიტუციურად გამართულიყო. აშკარაა, რომ, დღეს, საქართველოს აქვს იურიდიული დახმარების სისტემის ერთ–ერთი საინტერესო მოდელი იმ მხრივ, რომ ეს არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი სამსახური და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის მიღწევა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოხერხდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამის შენარჩუნება უნდა მოხდეს“. 4 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა იურიდიული დახმარების სისტემის მოწყობის ქართული მოდელი, მსოფლიოში არსებულთაგან ერთ–ერთი საუკეთესოა. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, 2018 წელს გამართული მესამე საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელიც იურიდიული ხელმისაწვდომობის გამოწვევებს საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიების გამოხატა დახმარების და გლობალურ ამ უპრეცედენტო მასშტაბის დამსწრეთა უმრავლესობამ ერთხმად მოწონება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობისა და შედეგების მიმართ. ქართული იურიდიული დახმარების სამსახური უნიკალურია იმითაც, რომ ის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და მას მეთვალყურეობას უწევს ცხრაწევრიანი კოლეგიური ორგანო – იურიდიული დახმარების საბჭო, რაც სამსახურში დასაქმებული ადვოკატების პროფესიული დამოუკიდებლობის და საქმიანობის გამჭვირვალობის გარანტიაა. სწორედ ეს განაპირობებს სახელმწიფო უწყების სანდოობის მაღალ ხარისხს. აქედან გამომდინარე, საბჭოს უდიდესი როლი აკისრია მოსახლეობის მხრიდან იურიდიული დახმარების სამსახურისადმი არსებული ნდობის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. მოხარული ვარ, რომ, როგორც იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარეს, მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო იურიდიული დახმარების სისტემის რეფორმირების პროცესში და ამით მცირე წვლილი შევიტანო ქვეყანაში გაძლიერებაში. ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის 2018 წელს, საბჭოს პირველმა შემადგენლობამ დაასრულა თავისი წარმატებული მოღვაწეობა და სამეთვალყურეო ორგანომ საქმიანობა ახალი წესით დაკომპლექტებული შემადგენლობით გააგრძელა. რეფორმის თანახმად, ამოქმედდა როტაციის მექანიზმი, რომელიც საბჭოს წევრთა ერთი მესამედის ყოველწლიურ განახლებას გულისხმობს. განხორციელებული ცვლილებები, ერთის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს საბჭოს, გახდეს მუდმივად განახლებადი, მოიზიდოს მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალები და უწყვეტად მოხდეს ახალი აზრის გენერირება. მეორე მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნებას, რაც, საბოლოოდ, საბჭოს შეუფერხებელ და დინამიკურ მოღვაწეობას განაპირობებს. ძველის მსგავსად, ახალი შემადგენლობის საბჭოც გააგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურის სტრატეგიული პრიორიტეტების მხარდაჭერას. მათგან, ყველაზე მნიშვნელოვანია, იურიდიული დახმარების მანდატის გაფართოება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. საბჭო, მომავალში, აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა უწყებასთან, დონორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდეს და უფასო სამართლებრივი დახმარება უზრუნველყოფილ იყოს 5 საქართველოს გადახდისუუნარო სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოქალაქეებისათვის, რომლებიც მოსახლეობის საერთო რაოდენობის მესამედს წარმოადგენენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, უკვე არსებული უფასო სამართლებრივი სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხი. ამ მხრივ, საანგარიშო წელს, სამსახურმა რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებზე ერთობლივად იზრუნა და დანერგა ადვოკატთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეებზე, განახორციელა რამდენიმე ოფისის ადაპტირება, აამოქმედა ქოლ– ცენტრი, მნიშვნელოვნად ამასთანავე, მთელი გაზარდა წლის რეფერალური განმავლობაში, სისტემის თითქმის ყველა წევრთა რაოდენობა. თანამშრომლისათვის უზრუნველყო პროფესიული ტრენინგები 20–ზე მეტ აქტუალურ სამართლებრივ საკითხზე. იურიდიული დახმარების საბჭო იზრუნებს, რომ დაწყებული პროცესები წარმატებით გაგრძელდეს და მოსახლეობის სამართლებრივი მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, 2018 წელს, იურიდიული დახმარების საბჭო აქტიურად იყო ჩართული იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებაში და დაამტკიცა სამსახურის ახალი საშტატო ნუსხა. ადმინისტრაციის ადამიანური რესურსებით გაძლიერება საშუალებას მისცემს სამსახურს, გაუმკლავდეს გაფართოებული მანდატით დაკისრებულ ახალ ვალდებულებებს და საჭირო ძალისხმევა მიმართოს სერვისების განვითარებისაკენ. იურიდიული დახმარების საბჭოს სახელით, მსურს, მადლობა გადავუხადო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, თითოეულ ადვოკატსა და კონსულტანტს, მათი ყოველდღიური ძალისხმევისა და გაწეული სამუშაოსთვის, რაზეც სამსახურის შედეგები მეტყველებს. მადლობას ვუხდი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სამსახურის მუდმივი პარტნიორები არიან და მხარს უჭერენ მის მიერ წამოწყებულ ყველა მნიშვნელოვან ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, რომ იურიდიული დახმარების საბჭო, დაინტერესებულ მხარეებთან დანამშრომლობით, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფის პროცესში. პატივისცემით, სოფიო ჩაჩავა, თავმჯდომარე იურიდიული დახმარების საბჭო 6 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიმართვა იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც საქართველოს მოქალაქეების უფლებების დამცველი ძირითადი სახელმწიფო ორგანიზაცია, გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და დემოკრატიის განვითარებაში. სამსახურის მიერ 2018 წელს განხორციელებული ღონისძიებები ფუნქციის მიმართული შესრულებისაკენ, იყო მისი რასაც მთავარი მოსახლეობის ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ეფექტიანი სამართლებრივი სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მიღწეულ პროგრესს შორის, ყველაზე მეტად, აღსანიშნავია სამსახურის მანდატის გაფართოება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მთავრობის მიერ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდამ, 2018 წელს, შესაძლებელი გახადა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისის დანერგვა შრომით ურთიერთობებთან და უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე. გარდა ამისა, სახელმწიფომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 2018 წლიდან, უფასო საადვოკატო მომსახურების მიღების კრიტერიუმები ძალადობის მსხვერპლთათვის გამარტივდა და სერვისი ხელმისაწვდომი გახდა პირის გადახდისუუნარობის მიუხედავად. აღსანიშნავია, რომ სამსახური ამ მიმართულებით უფრო შორს წავიდა და, საკუთარი ინიციატივით, კვალიფიციური წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, დანერგა ადვოკატების სპეციალიზაცია ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე. მანდატის გაზრდის პარალელურად, იურიდიული დახმარების სამსახური ისწრაფვის იმისკენ, რომ არსებული სერვისები და ოფისების ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის იყოს რეალურად ხელმისაწვდომი და მათ მოთხოვნებზე მორგებული. 2018 წელს, ინკლუზიური მომსახურების დანერგვის კუთხით, მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. ოფიციალური ვებგვერდის ნაკლებადმხედველი და მხედველობის არმქონე პირთათვის ადაპტირებასთან ერთად, სამსახურმა შეძლო სამი რეგიონული ოფისის შენობაში ადაპტირებული გარემოს შექმნა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეტლით მოსარგებლე პირების მდგომარეობას, რომლებიც ადრე ვერ ახერხებდნენ იურიდიული დახმარების ბიუროებში ვიზიტს და სამართლებრივი დახმარების ადგილზე მიღებას. ძალადობის მსხვერპლთა და შშმ პირების გარდა, საანგარიშო წელს, იურიდიული დახმარების სამსახურმა კიდევ ერთ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფზე – არასრულწლოვნებზე იზრუნა და რუსთავის ოფისში ბავშვის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალური ოთახი მოაწყო. დამატებით, სამსახურმა არასრულწლოვანთა საქმეებზე 7 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ადვოკატების ვიწრო სპეციალიზაციაც დანერგა და შეიმუშავა ისეთი მიდგომა, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თბილისში გამართული მესამე საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიების ბოლოს მიღებულ დეკლარაციაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ იურიდიული დახმარება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ერთ–ერთი ფუნდამენტური პრინციპი და სამართლიანი სასამართლოს უფლების სასიცოცხლო კომპონენტია. მონაწილეთა რაოდენობით, რეგიონული წარმომადგენლობითა და განხილული საკითხებით, კონფერენცია სფეროს უპრეცედენტო მოვლენა იყო ევროპის მასშტაბით. იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორი იყო საქართველოს პარლამენტი. თავიანთი უდიდესი წვლილი, ფინანსური მხარდაჭერისა და ადამიანური რესურსების მობილიზების სახით, საქართველოს მუდმივმა პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიტანეს. იურიდიული დახმარების სამსახური კიდევ ერთხელ მადლობას უხდის მათ გაწეული ძალისხმევისათვის. ბოლოს, მსურს მადლიერება გამოვხატო იურიდიული დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომლის მიმართ, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში და გულმოდგინედ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რამაც სამსახურის მიერ მიღწეული შედეგები განაპირობა: სამსახურის ადვოკატებმა ჯამში აწარმოეს ათეულობით ათასი საქმე, კონსულტანტებმა გასწიეს 30 ათასზე მეტი სამართლებრივი კონსულტაცია, ბიუროებმა და საკონსულტაციო ცენტრებმა გამართეს ასზე მეტი გასვლითი შეხვედრა, მონაწილეობა მიიღეს გლობალურ და ადგილობრივ კამპანიებში, ასევე საქველმოქმედო ღონისძიებებში და ა.შ., რაზეც მოცემულ ანგარიშში დაწვრილებით არის მოთხრობილი. მადლობას ვუხდი, ასევე, იურიდიული დახმარების საბჭოს, რომელმაც ახალი შემადგენლობით გააგრძელა მოღვაწეობა 2018 წელს და დიდი ძალისხმევა გასწია სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს იურიდიული დახმარების მდგრადი და საიმედო სისტემა, რომელიც მსოფლიოს არაერთი ქვეყნისათვის მისაბაძი მაგალითია, მომავალშიც გააგრძელებს წინსვლას და, ხელმისაწვდომი, მაღალი ხარისხის იურიდიული სერვისების მიწოდების გზით, წარმატებით შეძლებს მოსახლეობის მზარდი სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. პატივისცემით, მელიტონ ბენიძე დირექტორი იურიდიული დახმარების სამსახური 8 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში შინაარსი იურიდიული დახმარების მოქმედი სისტემა ----------------------------------------- 10 იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების ეტაპები --------------------- 17 იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა ------------------------------------ 18 იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობა ---------------------------------------18 იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ---------------------------- 20 მანდატის გაფართოება ------------------------------------------------------------------20 ტერიტორიული დაფარვა და დისტანციური მომსახურება ------------------------21 რეფერალური სისტემის განვითარება -------------------------------------------------23 ოფისების ადაპტირება ------------------------------------------------------------------25 მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა -------------------------------------------- 26 სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა -----------26 ადვოკატების სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა საქმეებზე --------------------27 ადვოკატების სპეციალიზაცია ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე --29 მენეჯმენტის, იურიდიული კლინიკებისა და სტაჟირების სისტემების გამართვა ---------------------------------------------------------------------------------------------31 თანამშრომელთა მუდმივი პროფესიული გადამზადება ---------------------------32 ცნობადობის გაზრდა იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ ---------------- 34 საერთაშორისო ურთიერთობები ------------------------------------------------------ 40 იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია ---------------------------------------------------------------------------- 46 სამსახურის გამოწვევები --------------------------------------------------------------- 52 სამსახურის სტატისტიკა --------------------------------------------------------------- 54 ფინანსური ანგარიში ------------------------------------------------------------------- 65 წარმატებული საქმეები ----------------------------------------------------------------- 66 სისხლის სამართლის საქმეები ---------------------------------------------------------66 სამოქალაქო სამართლის საქმეები -----------------------------------------------------73 ადმინისტრაციული სამართლის საქმეები --------------------------------------------79 9 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების მოქმედი სისტემა იურიდიული დახმარების საბჭო 2014 წლიდან მოქმედი იურიდიული დახმარების საბჭო, როგორც იურიდიული დახმარების სამსახურის სამეთვალყურეო ორგანო, აქტიურად ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. საბჭო შედგება 9 წევრისგან და დაკომპლექტებულია ადვოკატთა ასოციაციის 3 წევრით, ასევე - იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველის, ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის, სამეცნიერო სფეროსა და იურიდიული დახმარების სამსახურის თითო წარმომადგენლით. საბჭომ, როგორც კოლეგიალურმა ორგანომ, თავისი საქმიანობის პრაქტიკით დაადასტურა, რომ წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესთა გამოხატვის ოპტიმალურ მოდელს და ამით განამტკიცა იურიდიული დახმარების სამსახურის საიმედოობა. საბჭოს შემადგენლობა სოფიო ჩაჩავა საბჭოს თავმჯდომარე თეა ჭეიშვილი თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი გვარამაძე საბჭოს წევრი სახალხო დამცველი ადვოკატთა ასოციაცია სახალხო დამცველი თამარ გვარამაძე საბჭოს წევრი პავლე აბაიაძე საბჭოს წევრი რამაზ ჩინჩალაძე საბჭოს წევრი სახალხო დამცველი ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა ასოციაცია ნათია ჩირიკაშვილი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა საბჭოს წევრი ზურაბ დალაქიშვილი საბჭოს წევრი იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამსახურის ბიუროები 10 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის სტრუქტურა სამსახურის დირექტორი დირექტორის თანაშემწე შიდა ინსპექტირებისა და ფინანსური აუდიტის განყოფილება PR-მენეჯერი მოადგილე მონიტორინგის მიმართულებით მოადგილე მხარდაჭერის მიმართულებით პროფესიული მხარდაჭერის განყოფილება ადმინისტრაციული სამმართველო ფინანსური და მატერიალურ– ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო მოადგილე განვითარების მიმართულებით სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის სამმართველო ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მონიტორინგის განყოფილება სერვისების, პრაქტიკის და საკანონმდებლო ბაზის განვითარების განყოფილება 12 იურიდიული დახმარების ბიურო 7 საკონსულტაციო ცენტრი 11 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამსახურის ოფისები და თანამშრომლები იურიდიული დახმარების ბიურო – ოფისი, სადაც მუშაობენ ადვოკატები და კონსულტანტები. ოფისს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 12 ბიურო: თბილისში, მცხეთაში, თელავში, სიღნაღში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ზესტაფონში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. საკონსულტაციო ცენტრი – ოფისი, სადაც დასაქმებულია მხოლოდ კონსულტანტი. დღეს მოქმედებს 7 საკონსულტაციო ცენტრი: ოზურგეთში, ამბროლაურში, ახალქალაქში, წალკაში, მარნეულში, მესტიასა და საჩხერეში. ცენტრალური აპარატი: ოფისი, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციულ–ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს. თანამშრომელთა რაოდენობა: 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, იურიდიული დახმარების სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება 211 საშტატო ერთეულით, საიდანაც 12 ბიუროს უფროსია, 1 ბიუროს უფროსის მოადგილე, 129 ადვოკატი, 29 კონსულტანტი, 4 კონსულტანტ–ოპერატორი, ხოლო ცენტრალური აპარატისათვის განსაზღვრულია 36 თანამშრომელი. 12 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი უფასო იურიდიული დახმარების განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა. იგი 2009 წლის მაისში შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების შეუფერხებელი მიწოდების მიზნით და ფუნქციონირებს შემდეგი სისტემით: იურიდიული დახმარების ფარგლებში მოქმედებს იმ კერძო ადვოკატების მონაცემთა ბაზა, რომლებიც, საბიუჯეტო ანაზღაურების საფუძველზე, მოქალაქეებს უფასოდ ემსახურებიან. მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში ერთვებიან იმ შემთხვევაში, როდესაც ბიუროს დახმარებისთვის დაპირისპირებული მხარეები მიმართავენ. ერთ საქმეში დაპირისპირებული მხარეების დაცვა იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატების მიერ დაუშვებელია, ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე. ასეთ დროს, იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მხოლოდ ერთ მხარეს იცავს, ხოლო მეორე მხარის დამცველად რეესტრის ადვოკატი ინიშნება. იმ რეგიონებში, სადაც იურიდიული დახმარების ბიურო არ ფუნქციონირებს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე რეესტრიდან ადვოკატის დანიშვნას უზრუნველყოფენ იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრები. საქმეზე რეესტრის ადვოკატს ნიშნავს ბიუროს უფროსი, მიმწოდებელი ან საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ფიზიკური პირის განცხადების, პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, თუ არსებობს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურის დებულებით ან/და პროფესიული შემთხვევა. ეთიკის სსიპ “საქართველოს კოდექსის მე-6 ადვოკატთა მუხლით ასოციაციის” ადვოკატთა გათვალისწინებული რომელიმე რეესტრის ფორმირება ხორციელდება ღია კონკურსის გზით. ამჟამად, მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებულია და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობას ეწევა 77 ადვოკატი, საიდანაც 39 არის სისხლის სამართლის, 32 – საერთო, ხოლო 6 – სამოქალაქო სამართლის პეციალიზაციის. 13 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამსახურის მანდატი 2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი მოიცავს: უფასო იურიდიულ კონსულტაციას ნებისმიერი პირისათვის; სამართლებრივი დოკუმენტების (განცხადება, შუამდგომლობა და სხვ.) შედგენას გადახდისუუნარო პირებისათვის; საზოგადოებრივი ადვოკატის მომსახურებას სისხლის სამართლის პროცესში სავალდებულო დაცვის შემთხვევებში; ასევე - გადახდისუუნარო ბრალდებულის, მსჯავრდებულის და გამართლებულის მომართვის შემთხვევაში; დამცველის მომსახურებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საქმეებზე; დამცველის მომსახურებას იმ გადახდისუუნარო მსჯავრდებულთათვის, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს დისციპლინური სამართალწარმოება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; დამცველის მომსახურებას ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას; სასამართლოში წარმომადგენლობას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეულ საქმეებზე (საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობის სამართალი, სოციალური დაცვის კანონმდებლობა), თუ პირი გადახდისუუნაროა, ხოლო საქმე – რთული და მნიშვნელოვანი; სავალდებულო დაცვას ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა სასამართლო განიხილავს პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხს; საქმეებზე, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით მაძიებელთა დაცვას, პირის გადახდისუუნარობის მიუხედავად; როდესაც სტატუსის პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვისას მისი ინტერესების დაცვას, პირის გადახდისუუნარობის მიუხედავად; უფასო იურიდიული დახმარებას შრომით ურთიერთობებთან და უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე; სასამართლოში წარმომადგენლობას ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეებზე, გადახდისუუნარობის მიუხედავად. 14 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პირის გადახდისუუნარობის საკითხი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №424 დადგენილებით განსაზღვრულია პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესი. ამ წესის მიხედვით: ▪ პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე. ▪ ზემოაღნიშნულის გარდა, გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება აგრეთვე პირს, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100 000-ზე და მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას: ა) იმ მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, რომელსაც ჰყავს 3 ან მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი; ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი; გ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი; დ) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სრულწლოვანი პირი; ე) მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა მიმდინარეობს ბავშვობიდან; ვ) 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვი; ზ) რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირი. იურიდიული დახმარება „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არარეგისტრირებული პირებისათვის იურიდიული დახმარების საბჭოს 2014 წლის №10 და 2015 წლის №27 და №31 გადაწყვეტილებებით, დადგინდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არარეგისტრირებულ პირთა წრე, რომლებსაც უფლება აქვთ, მიმართონ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს მათთვის, გამონაკლისის სახით, იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ. 15 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში აღნიშნულ ჩამონათვალში შევიდნენ შემდეგი კატეგორიის პირები: ▪ პირები, რომლებიც წარსულში აკმაყოფილებდნენ გადახდისუუნარობის კრიტერიუმებს და მათი მონაცემები მოიპოვება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის არქივში; ▪ პირები, რომელთა ოჯახი არაა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და წარმოდგენილი სარწმუნო დოკუმენტაცია იძლევა საშუალებას დასკვნისათვის, რომ მისი ოჯახი იმყოფება ისეთ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში, რომელიც შეუძლებელს ხდის მათ მიერ ადვოკატის დაქირავებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძიებას; ▪ მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული პირები; ▪ მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილები; ▪ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირი; ▪ ასაკით პენსიონერი; ▪ იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ადვოკატი / ადვოკატის ოჯახის წევრი / ახლო ნათესავი; ▪ ▪ მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ბენეფიციარი; ▪ საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირის ,,კათარზისის’’ (სათნოების სახლი) ბენეფიციარი; ▪ არასრულწლოვანი პირი, რომელიც, სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმეებზე. 16 შესაძლოა, იყოს მხარე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების ეტაპები 2005– 2006 წწ. • იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, საცდელი პროექტის ფარგლებში, შეიქმნა „საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახური“. თბილისსა და ზესტაფონში გაიხსნა პირველი ბიუროები. 2007 წ. • ძალაში შევიდა „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციური მოწყობა, ბენეფიციართა წრე და სერვისით სარგებლობის პირობები განსაზღვრა. ქვეყნის მასშტაბით ,დამატებით, იურიდიული დახმარების 8 ახალი ბიურო ამოქმედდა. 2008 წ. • გაიხსნა პირველი საკონსულტაციო ცენტრები ოზურგეთსა და ამბროლაურში. დაიწყო მუშაობა იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემაზე, ასევე საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიულ სტანდარტებზე. ამოქმედდა სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის პროექტი. 2009 წ. • შეიქმნა მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი. მასში რეგისტრირებული ადვოკატები საქმეებში ერთვებიან ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში. 2010 წ. • ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ახალციხეში, მარნეულში, ახალქალაქსა და წალკაში ამოქმედდა იურიდიული დახმარების ბიუროები, სადაც ორენოვანი იურისტები დასაქმდნენ. 2011 წ. • სამსახურის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს, სხვადასხვა დროს, ეწვივნენ იორდანიის, ყაზახეთის, ინდონეზიის, ბანგლადეშისა და უკრაინის, ასევე ერაყის დელეგაციები. საქართველო გაერთიანდა იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელში (LARN). 2012 წ. • გაერომ მიიღო რეზოლუცია იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობაზე, რომელმაც პირველად დაადგინა ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის ძირითადი პრინციპები და ინსტრუქციები სისხლის სამართლის საქმეებზე. საქართველო იყო დოკუმენტის მიღების ერთ–ერთი ინიციატორი. 2013 წ. • დაინერგა კომპიუტერული პროგრამა CaseBank, რომელიც ამარტივებს ბიუროს საქმიანობის ორგანიზებას. გარდა ამისა, შემუშავდა „საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სახელმძღვანელო წესები“, აგრეთვე „გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები“. 2014 წ. • იურიდიული დახმარების სამსახური გახდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია. შეიქმნა სამსახურის სამეთვალყურეო კოლეგიური ორგანო – იურიდიული დახმარების საბჭო, რომელიც 9 წევრითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ვადა 3 წელია. 2015 წ. • სამსახურის მანდატი გაფართოვდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე. კერძოდ, საადვოკატო მომსახურება უზრუნველყოფილი გახდა საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე. როცა ბენეფიციარი გადახდისუუნაროა, ხოლო საქმე – რთული და მნიშვნელოვანი. 2016 წ. • კვლავ გაიზარდა სამსახურის მანდატი და მოიცვა: 18–21 წლამდე ბრალდებულების სავალდებულო წესით დაცვა, ასევე არასრულწლოვანი დაზარალებულის და არასრულწლოვანი მოწმის დაცვა; საადვოკატო მომსახურება თავშესაფრის მაძიებლებისათვის. სიღნაღში ამოქმედდა იურიდიული დახმარების მე–12 ბიურო. 2017 წ. • სამსახურს დაევალა ძალადობის მსხვერპლთა დაცვა გადახდისუუნარობის მიუხედავად. შეიქმნა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი. განახლდა სამსახურის ვებგვერდი. ჩატარდა რეგიონული კონფერენცია – „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა“. 17 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობა 2018 წლის 27 იანვარს იურიდიული დახმარების საბჭოს პირველ შემადგენლობას ამოეწურა უფლებამოსილების ვადა. ოთხი წლის განმავლობაში, საბჭოს წევრებმა გასწიეს მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო - გამართეს 54 სხდომა და მიიღეს 56 გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზე დამტკიცდა სამსახურის დებულება, სტრატეგია, თანდათანობით გაიზარდა სამსახურის მანდატი, გაიხსნა ახალი ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები. შესაბამისად, უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო მეტი ადამიანისათვის გახდა ხელმისაწვდომი. იურიდიული დახმარების სამსახურისა და იურიდიული დახმარების საბჭოს შეუფერხებელი და ეფექტური მოღვაწეობის უზრუნველყოფის მიზნით, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, მომზადდა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 22 თებერვალს დაამტკიცა. ახალი რეგულაციების თანხმად, საბჭოს წევრობის ვადა 4–ის ნაცვლად გახდა 3 წელი, ადვოკატთა ასოციაციის კვოტით წარმოდგენილი წევრებისათვის ამაღლდა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ ყოველწლიურად, სახალხო დამცველისა და ადვოკატთა ასოციაციის კვოტები 1/3–ით განახლდება. განხორციელებული რეფორმა ემსახურება იმ მიზანს, რომ საბჭოში მუდმივად მოხდეს ახალი აზრის გენერირება და ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება, ასევე საბჭოს საქმიანობა გახდეს უფრო დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული. 2018 წლის 19 მარტს, იურიდიული დახმარების საბჭო უკვე ახალი შემადგენლობით შეიკრიბა პირველ სხდომაზე, რომლის დროსაც საბჭოს წევრებმა აირჩიეს თავმჯომარე და დასახეს მომავალი საქმიანობის გეგმები. იურიდიული დახმარების საბჭოსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით, 6-8 ივლისს, ბორჯომში, გასვლითი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა ორგანიზებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიერ. საბჭოს წევრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის, სტრატეგიული ამოცანებისა და დასახული გეგმების შესახებ, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს როგორც საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, იურიდიული დახმარების სამსახურის საკომუნიკაციო სტრატეგიის სხვადასხვა მიმართულებით განვითარება. საანგარიშო წლის განმავლობაში, საბჭომ სულ გამართა ოთხი სხდომა და რამდენიმე შეხვედრა. საბჭოს წევრები გაეცნენ სამსახურში მიმდინარე საქმიანობის მიმართულებებსა 18 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და თავისებურებს, აგრეთვე სამსახურის წინაშე მდგარ გამოწვევებს. იურიდიული დახმარების საბჭომ დაამტკიცა სამსახურის ახალი საშტატო ნუსხა, სტრატეგია, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც სამსახურის დებულებაში შევიდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა 19 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მანდატის გაფართოება 2015 წელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო უფასო საადვოკატო წარმომადგენლობის სერვისის შეთავაზება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც გათვალისწინებული იყო „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლით („იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის დროებითი წესები“) და გადახდისუუნარო პირებს უზრუნველყოფდა უფასო სამართლებრივი დახმარებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეხუთე (საოჯახო) და მეექვსე (სამემკვიდრეო) წიგნებით გათვალისწინებულ, ასევე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე შემთხვევებში. აღნიშნული მუხლის მოქმედების ვადად დადგენილი იყო 2018 წლის პირველი იანვარი. აქედან გამომდინარე, დადგა იმის საჭიროება, რომ განსაზღვრულიყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხები, რა მიმართულებითაც გაფართოვდებოდა სამსახურის მანდატი. 2017 წელს, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – PROLoG-ის ხელშეწყობით, СRRC–საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომლის ფარგლებში გამოიკითხნენ იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული პირები, ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – მოსამართლეები. მათი გამოკითხვისა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად, СRRC–საქართველომ გამოავლინა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ის აქტუალური საკითხები, რომლებზეც ყველაზე მეტად გამოიკვეთა უფასო საადვოკატო მომსახურების დანერგვის საჭიროება. სამსახურმა მოამზადა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც წარუდგინა საქართველოს პარლამენტს 2017 წლის შემოდგომაზე. 2018 წლის 22 თებერვალს, პარლამენტმა, სხვა ცვლილებებთან ერთად, დაამტკიცა აღნიშნული პროექტი. შედეგად, 2018 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი გაფართოვდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კერძოდ, უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი გახდა შრომით ურთიერთობებთან და უძრავ ნივთებთან დაკავშირებულ დავებზე. გარდა ამისა, გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებსაც უფასო საადვოკატო მომსახურების მიღება ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე შეეძლებათ. კონკრეტულად, ამ საქმეებზე იურიდიული დახმარების მისაღებად, მსხვერპლს აღარ მოეთხოვება, რომ დააკმაყოფილოს საქართველოს გადახდისუუნარობის კრიტერიუმები. 20 მთავრობის მიერ დადგენილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ტერიტორიული დაფარვა და დისტანციური მომსახურება 2018 წელს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, სამეგრელოს–ფოთისა და ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროების ახალ ოფისებში დასრულდა რამდენიმეთვიანი სარემონტო სამუშაოები. ოფისები აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით და ბიუროების თანამშრომლები გადავიდნენ განახლებულ სამუშაო გარემოში. სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიურო ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიურო 21 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ უზრუნველყოფილი უფასო სამართლებრივი კონსულტაციის სერვისი სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც მოწმობს სამსახურის მიერ დაარსების დღიდან გაწეული 170 ათასზე მეტი კონსულტაცია, როგორც პირადად, ასევე სატელეფონო და ონლაინ დახმარების მეშვეობით. დისტანციური მომსახურების დაახლოებით 60% სწორედ სატელეფონო კონსულტაციებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის (Facebook, Skype, ელექტრონული ფოსტა) საშუალებით ხორციელდება. გარდა ამისა, მოქალაქეები სამართლებრივი რჩევის მისაღებად ხშირად სამსახურის ვებგვერდსაც სტუმრობენ, სადაც „ონლაინ ჩათის“ მეშვეობით ხდება მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა. აღნიშნული სერვისის გაუმჯობესებისა და ბენეფიციარებისათვის შეუფერხებელი და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში არსებულ ქოლ–ცენტრს, რომელიც პასუხისმგებელია ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების გაწევაზე, ოთხი კონსულტანტ–ოპერატორი დაემატა. მათ წინასწარ გაიარეს ოთხდღიანი ტრენინგი სატელეფონო მომსახურების სტანდარტში (“სერვის პლუსი”). ტრენინგის მიზანი იყო კონსულტანტების მომზადება სამუშაოსათვის და მათი ინფორმირება ეფექტიანი სატელეფონო მომსახურების ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების, მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდების, მომსახურების დროს შექმნილი რთული სიტუაციების მართვის, სატელეფონო მომსახურების ხარვეზებისა და მათი გამოსწორების გზების შესახებ. ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით, ქოლ-ცენტრის ოპერატორები ოთხ კონსულტაციას ერთდროულად გასცემენ, რაც საგრძნობლად ზრდის ქოლ-ცენტრის ოპერატიულობასა და ეფექტიანობას. ქოლ-ცენტრის კონცეფციის მომზადება, მისი ტექნიკური აღჭურვა და თანამშრომლების გადამზადება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით განხორციელდა. იურიდიული დახმარების სამსახურის ქოლ–ცენტრი ქოლ–ცენტრი სრული დატვირთვით 2018 წლის 25 ივნისიდან ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, იურიდიული დახმარების სამსახურში, 0 32 292 00 55 ნომერზე დარეკვით მოქალაქეებს კვალიფიციური იურისტის კონსულტაციისა და დახმარების მიღება შეუძლიათ. 22 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში რეფერალური სისტემის განვითარება ➢ 2018 წელს, იურიდიული დახმარების ვებპორტალის http://free.mylaw.ge მეშვეობით, აქტიურად დაიწყო ფუნქციონირება იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელმა. ქსელის მიზანია გაუადვილოს საქართველოს მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარების მიღება და ხელი შეუწყოს ამ მომსახურების მიმწოდებლებს შორის თანამშრომლობასა ისარგებლა და აღნიშნული კოორდინაციას. უკვე რამდენიმე სერვისით მიიღო მისთვის და მოქალაქემ საჭირო წარმატებით კვალიფიციური იურიდიული დახმარება. აღსანიშნავია, რომ ქსელის წევრი 11 ორგანიზაცია, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თავმჯდომარეობით, აგრძელებს მუშაობას ქსელის მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. საანგარიშო წლის 13 აპრილს, გაიმართა პორტალის მმართველი კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც რამდენიმე საკითხი გადაწყდა. განისაზღვრა ცხელი ხაზის ნომერი (+995 32 2954475) და დაინერგა სატელეფონო მომსახურება, რომლის მიზანია დაინტერესებული მოქალაქეებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართება. www.free.mylaw.ge ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2018 წლის განმავლობაში, უფასო იურიდიული დახმარების პორტალი სრულად განახლდა. გადამოწმდა, შეივსო და დაზუსტდა ბაზაში/სიაში არსებული ყველა ორგანიზაციის მონაცემები, ასევე ბაზას/სიას დაემატა დეტალური ინფორმაცია რვა ახალი პროვაიდერის შესახებ. შედეგად, დღეისათვის პორტალი აერთიანებს უფასო იურიდიული დახმარების 27 პროვაიდერ ორანიზაციას. გარდა ამისა, პორტალს დაემატა იმ ძირითადი საჯარო უწყებების მონაცემები, რომლებიც საკუთარი საქმიანობის სფეროების მიმართულებით გასცემენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უფასო იურიდიული დახმარების საყოველთაო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. პორტალი სრული სახით გახდა ხელმისაწვდომი 23 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი მოქალაქეებისა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის. აღსანიშნავია, რომ ქსელი უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლის მიზნებია: ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იურიდიული დახმარების სისტემის შექმნა, მოქალაქეთა გადამისამართების მდგრადი მექანიზმის ჩამოყალიბება და იურიდიული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინირების პრაქტიკის დამკვიდრება. იურიდიული დახმარების ქსელი და ვებპორტალი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. ➢ 2018 წლის 25 აპრილს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შორის განახლდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს გადამისამართების საკითხებს. მემორანდუმის თანახმად, მხარეები ბენეფიციარებს უწევენ სათანადო დახმარებას ძალადობის მსხვერპლის, დაზარალებულის დაცვისა და დახმარებისთვის საჭირო მომსახურების ფარგლებში. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის, ასევე ტრეფიკინგის მსხვერპლთა გადამისამართება მათივე საჭიროებიდან გამომდინარე ხორციელდება. ➢ ამავე წლის 27 სექტემბერს, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. შეთანხმების საფუძველზე, კომიტეტი შეისწავლის მოქალაქის მოთხოვნას და იურიდიული დახმარების საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, გადაამისამართებს სამსახურში მოქალაქისთვის იურიდიული დახმარების ან/და კონსულტაციის გაწევის, სამართლებრივი დოკუმენტის შედგენის დახმარების რომ სახელმწიფოს იურიდიული ხარჯზე დახმარების ან/და სხვა იურიდიული ფორმით უზრუნველყოფის მიზნით. აღსანიშნავია, კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციისა და გაწევა განსაზღვრულია არამხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის, არამედ მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარდა ზემოაღნიშნულისა, დოკუმენტი ემსახურება კომიტეტსა და სამსახურს შორის აქტიური და მჭიდრო კომუნიკაციის გაძლიერებასაც. 24 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ოფისების ადაპტირება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ქსელში არსებული ოფისების შშმ პირებისათვის ადაპტირებაზე ზრუნვა. 2018 წელს, სამსახურმა შესაბამისი პროექტები შეათანხმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რის შემდეგაც ფოთში, რუსთავსა და ახალციხეში მდებარე იურიდიული დახმარების ბიუროებში ჩატარდა შენობების ადაპტირების სამუშაოები. მომდევნო წლებში ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სხვა რეგიონებშიც იგეგმება. ფოთის ბიურო რუსთავის ბიურო ახალციხის ბიურო 25 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა იურიდიული დახმარების სამსახური განაგრძობს მუშაობას იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემის დახვეწაზე. იურიდიული დახმარების საბჭომ, 2016 წლის 2 მარტის №39 გადაწყვეტილებით, პილოტურ რეჟიმში აამოქმედა „სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები“, რომლის მიზანია: შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის, დროულობისა და ხარისხის განსაზღვრა და, მოპოვებული მონაცემების საფუძველზე, ისეთი გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა: ადვოკატის პროფესიული განვითარება, თანამდებობრივი გადაადგილება (რანგირება), წახალისება და სხვა. პილოტირების დასრულების შედეგების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეებზე გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებში იგეგმება შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და შეფასების სისტემის ამოქმედება. მუშაობა გაგრძელდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ხარისხის შეფასების სისტემის დანერგვის მიმართულებით. ამ მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის (EU) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, 2018 წლის 16–18 ივლისს, ბორჯომში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტისა და იურიდიული დახმარების ბიუროების სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატთა მონაწილეობით. დამსწრეებმა იმსჯელეს ადვოკატების მომსახურების ხარისხის შეფასების კრიტერიუმებზე. მომავალ წელს მოხდება კრიტერიუმებზე საბოლოო შეთანხმება და სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე ხარისხის შეფასების სისტემის კონცეფცია საბოლოო სახეს მიიღებს. სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო ინოვაციურ პროექტზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს იურიდიული დახმარების მიწოდების მუდმივ მონიტორინგს სისხლის სამართლის პროცესის ყველა ეტაპზე. ეს განხორციელდება ადვოკატების საქმეებითა და სამუშაოთი დატვირთულობის გაზომვის მეშვეობით. გამოყენებულ იქნება წარმოებული საქმეების სტატისტიკა და მათი დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: საქმეთა კატეგორია, საქმეები დასრულების სტადიის მიხედვით, საპატიმრო საქმეები, თითოეულ საქმეზე აქტივობების საშუალო რაოდენობა და მათზე დახარჯული დრო, ტრანსპორტირება, ადვოკატების შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დღეების რაოდენობა, დღესასწაულები და ა.შ. ასეთი მონაცემების გენერირებისათვის, 26 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში აუცილებელია, სამსახურში არსებულ საქმეთა განაწილების სისტემა CaseBank-ს დაემატოს დროის აღრიცხვისა და მონაცემთა მართვის სპეციალური ფუნქცია. აღნიშნული პროექტის კონცეფციის შემუშავებაზე სამსახური მუშაობს ჰოლანდიელ ექსპერტთან, პიტერ ვან დენ ბიგგელაართან ერთად, რომელიც მრავალი წელი მოღვაწეობდა ნიდერლანდების იურიდიული დახმარების სისტემაში. ექსპერტი რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა ადვოკატთა დატვირთულობის საკითხებს. მან, სამსახურის დირექტორის მოადგილესთან, ირაკლი შონიასთან, ერთად შეიმუშავა საქმეებით დატვირთულობის განხორციელდა ევროკავშირისა გაზომვის მეთოდოლოგია. (EU) გაეროს და ექსპერტის განვითარების ვიზიტი პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. 15-16 დეკემბერს, წყალტუბოში, ბიუროების ხელმძღვანელებისა და იურიდიული სამსახურის დახმარების მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, სადაც დამსწრეები გააცნენ ჰოლანდიელი ექსპერტის, პიტერ ვან დენ ბიგგელაარის, კვლევას. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამსახურის მუშაობის სტატისტიკა, მათ შორის, ბიუროებში დასაქმებული თანამშრომლების მიერ წარმოებულ საქმეებზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ადვოკატების საქმეთა დატვირთულობის კონცეფციას შეიმუშავებს. კვლევის შედეგების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება ადვოკატებზე საქმეთა განაწილების საუკეთესო პრაქტიკის დადგენა და ახალი მიდგომების დანერგვა, რაც არსებულ სისტემას დააბალანსებს და სამსახურის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის. ადვოკატების სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ყოველწლიურად ფართოვდება. ამ მხრივ არც 2019 წელი იქნება გამონაკლისი. 2018 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მომავალი წლიდან, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, იურიდიული არასრულწლოვანი დახმარების უფლებით. გამოსაკითხი იმის პირი/მოწმე გათვალისწინებით, ისარგებლებს რომ დანაშაული არასრულწლოვანთა მონაწილეობით ხშირად ჯგუფური ხასიათისაა, მოსალოდნელია, ბენეფიციარების რაოდენობის ზრდა ამ მიმართულებით. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვისათვის სპეციალიზებული პერსონალის პროფესიული კვალიფიკაცია და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი აუცილებელი წინაპირობებია. თავის მხრივ, სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულებისათვის კი, საჭიროა, საუკეთესო შესაძლო კანდიდატების წინასწარი შემოწმება და შერჩევა, სერვისის მიწოდებამდე სიღრმისეული ტრენინგების ჩატარება და განგრძობადი პროფესიული და კარიერული 27 განვითარების შესაძლებლობების სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დანერგილი ადვოკატთა ვიწრო სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. 2018 წლის 29 ოქტომბრის N01–03–1466 ბრძანებით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დაამტკიცა იურიდიული დახმარების მართლმსაჯულებაში თბილისის, ქვემო ქართლის და იმერეთის–ქუთაისის არასრულწლოვანთა ბიუროების ადვოკატთა შორის სპეციალიზებულ ადვოკატთა პრიორიტეტულად შერჩევის კონცეფცია. ინიციატივა გულისხმობს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროში ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის’’ საფუძველზე შემოსულ საქმეთა განაწილებისას პრიორიტეტის მინიჭებას იმ ადვოკატებზე, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს. შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება ადვოკატთა მოტივაციას, არასრულწლოვანთა მიმართ მიდგომებსა და დამოკიდებულებას. თბილისის, ქვემო ქართლის და იმერეთის–ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროები ამ ეტაპზე პრიორიტეტულად შეირჩა იმის გამო, რომ ისინი არიან სამსახურის ყველაზე მსხვილი ბიუროები როგორც ადვოკატთა რაოდენობის, ასევე ტერიტორიული დაფარვის თვალსაზრისით. პრიორიტეტულად შერჩევის მსურველ ადვოკატთა შერჩევა ხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე, რომლის შემდგომ შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ პროფესიული გადამზადების ოთხდღიანი კურსი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სრული ინფორმაციის მიწოდების გარდა, სწავლება გულისხმობს ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობასაც. გადამზადებას მოსდევს ტესტირება. ყველა ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, თითოეული ადვოკატი ხდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა შორის პრიორიტეტულად შერჩეული. ადვოკატთა სია განისაზღვრება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე. ადვოკატთა ვიწრო სპეციალიზაციის მიზნით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, 17-20 ნოემბერს, ბორჯომში, საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე. ტრენინგის სამართლებრივი ნაწილი წარმოადგინა დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ ირაკლი იურიდიული შონიამ, ხოლო ფსიქოლოგიურ ნაწილს უძღვებოდნენ ექსპერტები ქეთევან თავართქილაძე, ნანა მაისაშვილი და ნინო გამოკითხვის ჯგუფური დარსაძე. მონაწილეებმა სავარჯიშოები. შეასრულეს არასრულწლოვანთა დაკითხვა- მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზებულ ადვოკატთა პრიორიტეტულად შერჩევის ტრენინგის ბოლოს ჩატარებული ტესტირების საფუძველზე ადვოკატი, რომლებსაც მიენიჭათ მართლმსაჯულების საკითხებზე. გამოვლინდა სპეციალიზაცია 28 23 წარმატებული არასრულწლოვანთა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში არასრულწლოვანი ბენეფიციარების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების მიზნით, სამსახურმა კიდევ ერთი ღონისძიება განახორციელა და რუსთავში, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ახალ ოფისში, ბავშვზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, UNICEF-ის დახმარებით, მოაწყო არასრულწლოვანი ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი სპეციალიზებული ოთახი. ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი რუსთავის ბიუროში აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ადვოკატთა სპეციალიზაცია იურიდიული დახმარების სამსახურში თავიდანვე პრიორიტეტად იყო მიჩნეული. სამსახურში წლებია მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არასრულწლოვანს, პირველი მოთხოვნისთანავე, უმოკლეს ვადაში, უზრუნველყოფს იურიდიული დახმარებით. ადვოკატების სპეციალიზაცია ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური და რეგიონული ინსტრუმენტების გაზიარების შემდეგ, საქართველომ ამ მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაიხვეწა საკანონმდებლო ჩარჩოები, გაძლიერდა მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და შეიქმნა სხვადასხვა სახის სერვისები. აღნიშნული რეფორმების კვალდაკვალ, ფართოვდებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატიც. დღეს, დამცავი ორდერის გამოცემისას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი, მიუხედავად მისი გადახდისუნარიანობისა, სარგებლობს სამართლებრივი დოკუმენტის შედგენისა და ადმინისტრაციულ ორგანოში/სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შემაკავებელი 29 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ორდერის გამოცემისას, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უზრუნველყოფილია უფასო სამართლებრივი დახმარებით, თუ იგი გადახდისუუნაროა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უფლებამოსილია ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული ძალადობის სამართლის ფაქტთან, საქმეებზე, მიუხედავად მისი რომლებიც დაკავშირებულია გადახდისუუნარობისა. ოჯახში გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურადაა ჩართული ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ ყოველწლიურ კამპანიებში. ეფექტიანი იურიდიული მსხვერპლთა მომსახურების კვალიფიციურ და მიწოდების ხარისხიან მიზნით, რაც გულისხმობს წარმომადგენლობას, იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატებისათვის უზრუნველყოფს მუდმივ პროფესიულ ტრენინგებს. ვინაიდან ქალთა მიმართ, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საქმეები, არასრულწლოვანთა საქმეების მსგავსად, სენსიტიური ხასიათისაა, სამსახურმა, საკუთარი ინიციატივით, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზეც შექმნა ადვოკატთა სპეციალიზაცია, რაც გულისხმობს მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის ინტერესების დაცვას უპირატესად სპეციალიზებული ადვოკატების მიერ, რომლებიც შესაბამისი კვალიფიკაციითა და კომუნიკაციის უნარ–ჩვევებით არიან აღჭურვილი. იურიდიული დახმარების სამსახურში ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე ადვოკატთა სპეციალიზაციის მინიჭების პროცესი რეგულირდება სამსახურის დირექტორის 2018 წლის 27 სექტემბრის N01–03–1296 ბრძანებით. სპეციალიზაციის მსურველი კანდიდატები, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, წარადგენენ სამოტივაციო წერილს, რომლის შედეგად შერჩეული ადვოკატები გადიან პროფესიული გადამზადების სამდღიან კურსს. სწავლების განმავლობაში, კანდიდატებს მიეწოდებათ ამომწურავი ინფორმაცია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე. სწავლება მოიცავს ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობასაც. კურსის დასრულების შემდეგ ადვოკატები გადიან ტესტირებას. სამივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, მათ ენიჭებათ სპეციალიზაცია, რაც გულისხმობს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული დახმარების ბიუროსა და საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რიცხულ ადვოკატთა შორის, ამ კატეგორიის საქმეთა განაწილებისას, პრიორიტეტის მინიჭებას სპეციალიზებულ ადვოკატებზე. სპეციალიზაციის მინიჭება სამსახურის დირექტორის ბრძანების საფუძველზე ხდება. ადვოკატების შემდგომი სპეციალიზაციის მიზნით, 2018 წლის 29–31 ოქტომბერს, ბორჯომში, იურიდიული ადვოკატებისთვის, დახმარების ჩატარდა ტრენინგი სამსახურის თემაზე ბიუროებისა "ქალთა მიმართ და რეესტრის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები". იმავე თემაზე, რიგით მეორე ტრენინგი გაიმართა 5-8 ნოემბერს, ასევე ბორჯომში, იურიდიული დახმარების სამსახურის დასავლეთ საქართველოს ბიუროების და 30 რეესტრის ადვოკატებისთვის. სწავლება სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. ტრენინგების შემდეგ, ადვოკატებმა გაიარეს ტესტირება, რომლის შედეგადაც სპეციალიზაცია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე 39 ადვოკატს მიენიჭა. მენეჯმენტის, იურიდიული კლინიკებისა და სტაჟირების სისტემების გამართვა ➢ დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბების შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯერული და ადმინისტრაციული მართვის მექანიზმი, რომელიც ასევე გულისხმობდა სამსახურის პოლიტიკის განსაზღვრას, მთლიანად გადმოვიდა დამოუკიდებელი ორგანიზაციის ხელში და მის პასუხისმგებლობას დაექვემდებარა. გარდა ამისა, არსებული მომსახურების ხარისხის მონიტორინგის, მანდატის ყოველწლიურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, სამსახურს მუდმივად უწევს საზოგადოების სამართლებრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა სამსახურის ცენტრალური აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის რეფორმირება. 2018 წლის თებერვალში, დაიწყო ადმინისტრაციის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაქირავებული ექსპერტის დახმარებით, შემუშავდა ახალი სტრუქტურით განსაზღვრული თანამდებობების სამუშაო აღწერილობები. 2018 წლის 20 მარტიდან ამოქმედდა სამსახურის ახალი დებულება და შეიცვალა სამსახურის დირექტორისათვის მხარდაჭერის, აპარატის ერთის ნაცვლად მონიტორინგისა და სტრუქტურა. ახალი გათვალისწინებულია განვითარების სქემის სამი მიხედვით, მოადგილე მიმართულებით. – თანაშემწის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების გარდა, რომლებიც წინა სტრუქტურითაც სამსახურის დირექტორს ექვემდებარებოდნენ, ამ ჩამონათვალს შიდა ინსპექტირებისა და ფინანსური აუდიტის განყოფილება დაემატა. დირექტორის მოადგილე მხარდაჭერის მიმართულებით უხელმძღვანელებს პროფესიული მხარდაჭერის განყოფილებას, ასევე ადმინისტრაციულ სამმართველოს, ფინანსური და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს, ხოლო დირექტორის მოადგილე მონიტორინგის მიმართულებით – სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის სამმართველოს და სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების მონიტორინგის განყოფილებას. რაც შეეხება მოადგილეს განვითარების მიმართულებით, მან ჩაიბარა ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება და სერვისების, პრაქტიკის და საკანონმდებლო ბაზის განვითარების განყოფილება. აღნიშნული ცვლილებების მიზანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისა და სერვისების სისტემური განვითარების უზრუნველყოფა. ➢ უკვე მეთერთმეტე წელია იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარეობს სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკის პროექტი. კლინიკის გაზაფხულის სემესტრის 31 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პროგრამა მარტის თვეში დაიწყო და მის ფარგლებში 30–მა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება თბილისის, აჭარის, სამცხე–ჯავახეთისა და იმერეთის–ქუთაისის ბიუროებში. შემოდგომის სემესტრში კი, სამსახურმა თბილისის, აჭარის, სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროებში სულ 23 სტაჟიორი მიიღო. სისხლის სამართლის იურიდიული კლინიკა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და შეიძინონ სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის პრაქტიკული უნარ–ჩვევები. ➢ რაც შეეხება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამას, 2018 წლის გაზაფხულზე, იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის იურიდიული დახმარების ბიუროში ერთმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირება. ხოლო შემოდგომის ნაკადზე, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში სტაჟირება დაიწყო ორმა სტუდენტმა. თანამშრომელთა მუდმივი პროფესიული გადამზადება 2018 წლის თებერვალსა და მარტში, იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროებისა და რეესტრის ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგ–საჭიროებათა კვლევა. Google-ის აპლიკაციის მეშვეობით ადვოკატებს დაეგზავნათ შესაბამისი კითხვარი. კვლევის შედეგად გამოვლინდა და დაჯგუფდა ადვოკატებისათვის საინტერესო 32 თემა. გარდა ამისა, ტრენინგის საჭიროებათა კვლევის ფარგლებში, შემუშავდა ორწლიანი სასწავლო გეგმა, რომლის საფუძველზეც, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, რვა ყველაზე აქტუალურ საკითხზე შეიქმნა მოდულები და ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ადმინისტრაციული წარმოება: მისი სახეები და თავისებურებები, ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში, სამშენებლო დავების განხილვის თავისებურებები, ავტოსატრანსპორტო დანაშაული, სანივთო სამართლის, შრომის სამართლისა და სააღსრულებო წარმოების აქტუალური საკითხები. გარდა ამისა, PROLoG-ის მხარდაჭერით, ტრენინგი ჩატარდა სამ თემაზე: დანაშაულის პროვოკაცია, პირის აღიარება შეზღუდულ ქმედუნარიანად, მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის საკითხები და არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების საკითხები. გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დახმარებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის ჩაატარა ტრენინგები თემაზე „ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის სამართლებრივი საკითხები“. 32 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დამსწრეთა რაოდენობა ტრენინგის თემა წინასწარი გამოძიების ევროპული სტანდარტები: მოქმედებები, მიყურადება და აღკვეთის ღონისძიებები საგამოძიებო 40 ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტის მოგვარება 45 ეფექტიანი კომუნიკაცია და მომსახურება 19 არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარში მოთავსება დახმარების მიზნით პირის 43 ლიდერობაზე ორიენტირებული მენეჯმენტი 22 თავშესაფრის მაძიებლების/ლტოლვილების, მოქალაქეობის არმქონე და იძულებით გადაადგილებული პირების/დევნილების სამართლებრივი საკითხები 25 სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოების პრაქტიკაში არსებული საკითხები 41 ევროპული სტანდარტები სიცოცხლის მოპყრობის გამოძიებაზე 23 უფლებასა და არასათანადო სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება 21 უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები 67 სამშენებლო სამართალი 44 საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – თაღლითობის გამიჯვნა სამოქალაქო დავებისაგან (პრაქტიკის ანალიზი) 60 სააღსრულებლო წარმოების აქტუალური საკითხები 63 შრომის სამართლის აქტუალური საკითხები 62 ადმინისტრაციული სამართლის საკითხები 56 დანაშაულის პროვოცირების აკრძალვა 19 ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხები 41 ავტოსატრანსპორტო დანაშაული და ექსპერტიზა 44 სამოქალაქო საქმეების განხილვა ბავშვის მონაწილეობით 19 ადმინისტრაციული სასამართლოში სამართალწარმოება პირველი ინსტანციის 41 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 და მე–8 მუხლები 44 ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმები და თანამედროვე ტენდენციები 29 მედიაციის საკითხები 42 დოკუმენტებისა და მოქალაქეობის არქონის საკითხები 16 წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტუალურ თემაზე რამდენიმე ათეული ტრენინგი გაიმართა სამსახურის მენეჯერების, ადვოკატებისა და კონსულტანტებისათვის. სწავლება განხორციელდა სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების – ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით. 33 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობადობის გაზრდა იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ 2018 წლის 30 იანვარს, თბილისში, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისი გაიხსნა. სათავო ოფისის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს თავმჯდომარე პარლამენტის – ირაკლი კობახიძე, საქართველოში ევროკავშირის (EU) ელჩი –იანოშ განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჰერმანი და საქართველოში გაეროს – ნილს სკოტი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებმა. www.legalaid.ge იურიდიული დახმარების სამსახურის განახლებული ადმინისტრაციული ოფისის გახსნასთან ერთად გაიმართა ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ იგი ადაპტირებულია მხედველობის არმქონე და ნაკლებადმხედველი პირებისათვის. საიტზე ძირითადი სამართლებრივი ინფორმაცია მოცემულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებსა და ეთნიკური უმცირესობების ენებზე. გარდა ამისა, მასზე განთავსებულია სამსახურთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია, როგორიცაა სამართლებრივი დოკუმენტები, ანგარიშები, სტატისტიკა და ა.შ. 34 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში აპრილის თვეში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაქირავებულმა ექსპერტმა მიერ კომუნიკაციების წარადგინა „იურიდიული დახმარების სამსახურის საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო რომელზეც გეგმა“, სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. ეს არის ანალიტიკური შინაარსის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია სამსახურის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები და განსაზღვრულია როგორც სამიზნე ჯგუფები, ასევე საკომუნიკაციო არხები. გარდა ამისა, მასში მოცემულია SWOT ანალიზი, მოქმედებათა გეგმა და 2018-2020 წლების საორიენტაციო ბიუჯეტი. აღნიშნული გეგმა, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე, წარედგინათ იურიდიული დახმარების საბჭოს წევრებსა და იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს უფროსებს. 2018 წელს, იურიდიული დახმარების ბიუროებმა და საკონსულტაციო ცენტრებმა სულ ჩაატარეს 116 საინფორმაციო–გასვლითი შეხვედრა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის: 23 შეხვედრა 17 შეხვედრა 23 შეხვედრა • გაიმართა მიწის სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული კამპანიის ფარგლებში • როგორც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული გლობალური კამპანიის ნაწილი • ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების შესახებ საქართველოს 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2017 წელს საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შედეგად, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციების შემადგენლობები განახლდა. ამიტომ, 2018 წელს, პერიოდულად იმართებოდა შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციის წევრებთან. წევრების ასეთი ინფორმირება აქტივობების იურიდიული მიზანი დახმარების იყო ახალი საქმიანობის, სერვისების, ადვოკატის ან მხარდამჭერის დანიშვნის პროცედურების და სხვა მსგავსი საკიტხების თაობაზე, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეძლონ მოქალაქის გადამისამართება სამსახურის შესაბამის რეგიონულ ოფისში. წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციის წევრებთან სულ 28 შეხვედრა გაიმართა. 35 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში 17 შეხვედრა მოეწყო სოციალური სამსახურების წარმომადგენლებთან, ე.წ „დღის ცენტრების“ ბენეფიციარებთან, იძულებით გადაადგილებულ პირებთან, თავშესაფრების პერსონალთან და ბენეფიციარებთან, პრობაციონერებთან, მსჯავრდებულებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სოციალურ სფეროში ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში არიან ჩართულნი. იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის თავისებურებების, საოჯახო საქმეების წარმოების კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ნოვაციების, კოდექსის „ნაადრევი სამართლებრივი ქორწინების“ პირობების, არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვისა და მშობელთა უფლება– მოვალეობების გაცნობის მიზნით 21 შეხვედრა-სემინარი გაიმართა უნივერსიტეტების და კოლეჯების სტუდენტებთან, ასევე, სკოლების მოსწავლეებთან. კონფლიქტისპირა ზონების სოფლების მოსახლეობასთან ჩატარდა სულ 6 შეხვედრა, სადაც ისაუბრეს სამსახურის სერვისების, დევნილთა სამართლებრივი პრობლემების, სოციალური დახმარების და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის განკუთვნილი პროგრამების, ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების დაკანონების, საკუთრების რეგისტრაციისა და პრივატიზების საკითხების შესახებ. ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დახმარებით, დაიბეჭდა ტრიპლეტები იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომლებსაც თან დაერთო ოფისების საკონტაქტო ინფორმაციაც. გარდა მიმართ ოჯახში ძალადობის მომზადდა ბროშურები, და საკითხებზე ამისა, ქალთა რომლებიც ინტენსიურად რიგდებოდა მოსახლეობაში გასვლით შეხვედრების დროს. მოსახლეობას საინფორმაციო მასალები დაურიგდა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ გამოფენებზეც, რომლებიც „ევროპის დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს 5 ქალაქში მოეწყო. მუდმივ პარტნიორებსა და მხარდამჭერებთან - ევროკავშირის წარმომადგენლობასა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, 36 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურიც შეუერთდა ევროპის დღის აღნიშვნას, რომელიც ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის და გაზიარების დღედაა აღიარებული. სამსახური წარმოდგენილი იყო სპეციალური ჯიხურით. აქ მოსულ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა სამსახურის საქმიანობას. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, ბიუროების ოფისების ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი რუკები, სამახსოვრო საჩუქრები. მთელი დღის განმავლობაში ბიუროების კონსულტანტები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე ესაუბრებოდნენ დაინტერესებულ პირებს. 2018 წლის იანვარსა და თებერვალში, ბენეფიციართა ფოტოები სერიიდან „ადამიანური ისტორია“ გამოიფინა თბილისის მეტროს ხუთ სადგურში. ბენეფიციარებისა და ადვოკატების მსგავსი ისტორიები, ფოტოებითა და ამბის ამსახველი ტექსტებით, გამოქვეყნდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში, ასევე წარმოდგენილი იყო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე. დონორების დახმარებით, შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები და სხვადასხვა ვებგვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, 13–14 ოქტომბერს, ცენტრალური და რეგიონული ტელევიზიების, სააგენტოების საინფორმაციო და პრესის ჟურნალისტებთან ერთად გასვლითი სამუშაო შეხვედრა მოეწყო. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 2018 წლის 13–15 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის მიზნების, ამოცანების, მისი მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ. ჟურნალისტები დაწვრილებით გაეცნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციას, სტრუქტურას, 37 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მუშაობის მექანიზმს, სერვისებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, განვითარების ისტორიას და სამომავლო მიმართულებებს. დაისახა კონფერენციის გაშუქების და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც. 2018 წლის აპრილში, ცნობილი გახდა, ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, 2017 წელს განხორციელებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგები. არასამთავრობო სახელმწიფო ხელმისაწვდომობის გამოსავლენად საჯარო განაზოგადა 289 საჯარო ორგანიზაციამ დაწესებულებებში ინფორმაციის დაწესებულებასთან გაგზავნილი პასუხების შედეგები. კვლევებმა აჩვენა, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შედის იმ სახელმწიფო უწყებების ოცეულში, რომლებიც საჯარო ინფორმაციას დროულად, ამომწურავად და მაღალკვალიფიციურად გასცემენ. IDFI–მ გამარჯვებულ ორგანიზაციებს სერტიფიკატები გადასცა. აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ეს უკვე მეხუთე სერტიფიკატია, რომელიც საჯარო უწყების გამჭვირვალე და ღია ფუნქციონირებას უსვამს ხაზს. 38 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში 2018 წლის სხვა PR აქტივობები: სულ შეიქმნა 46 მედია-პროდუქტი • იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თემატიკის სატელევიზიო და რადიოშოუებში, მომზადდა სტატიები პრესისთვის. რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ადვოკატების კომენტარები ინტენსიურად ვრცელდებოდა ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის საშუალებით. ვიდეორგოლი ძალადობის მსხვერპლთათვის • გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) დახმარებით მომზადდა ვიდეორგოლი იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე, რომლებსაც ორგანიზაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს. ვიდეო, ერთი თვის განმავლობაში, გადაიცემოდა „ტვ პირველისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. (ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=jkQ8QOOyqMg) PR-პროექტი „თანადგომა“ • სამსახურმა დაიწყო PR-პროექტი „თანადგომა“, რომლის მიზანია მოსახლეობის ინფორმირება საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების საქმიანობის შესახებ. პროექტი ხელს უწყობს იმის ჩვენებას, თუ რა ძალისხმევის ფასად ცდილობენ ჩვენი კოლეგები ბენეფიციართა ინტერესების დაცვას. ბენეფიციარებსა და ადვოკატებთან ჩაიწერა ინტერვიუ, მათი მონაწილეობით მომზადდა პირველი ვიდეო და გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით. (ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=gE2zxjwPYX0) www.legalaid.ge • საანგარიშო წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის ოფიციალური საიტი შეივსო და განახლდა. ვებგვერდი დარეგისტრირდა სტატისტიკურ მონაცემთა სისტემაში Google Analytics, რაც სამსახურს საშუალებას აძლევს განსაზღვროს საიტის ვიზიტორთა რაოდენობა, გეოგრაფიული არეალი და ა.შ. აღნიშნული მონაცემების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა საკითხის კვლევის მიზნითაც. გაშუქება • ინფორმაცია იურიდიული დახმარების ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ პარალელურად ქვეყნდებოდა სამსახურის ოფიციალურ საიტსა და სოციალური ქსელის გვერდზე, ასევე Youtube–ის არხისა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით. 39 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში საერთაშორისო ურთიერთობები 2018 წლის 13 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია „ევრონესტის“ (ევროპარლამენტის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები) დელეგაცია. სტუმრები დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი უფასო დახმარების სისტემით, იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის სპეციფიკით და ეფექტურობით. ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები. შეხვედრას იურიდიული ასევე დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია, სადაც მიმოხილული იყო სამსახურის ათწლიანი მუშაობის შედეგები, საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა. გარდა ამისა, მან ისაუბრა უწყების სტრუქტურის, ბიუჯეტის და სტატისტიკური მონაცემების შესახებაც. 18 აპრილს, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) უკრაინის ორგანიზებით, იურიდიული დახმარების ესტუმრადელეგაცია, უკრაინის ოფისის სამსახურს რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მუშაობს. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული გაცნობა, შედეგების ქართული მხარის მიერ გამოცდილების გაზიარება, კანონის შემუშავებისა და მიღების კუთხით, ინფორმაციის მიღება ამ სფეროში არსებულ სერვისებთან დაკავშირებით. დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ უკრაინის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უკრაინის ბავშვთა უფლებების საკითხებში, ფონდის იურიდიული „მართლმსაჯულება ექსპერტი სამსახურის ბავშვებისთვის“ - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოორდინაციის ცენტრის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კოორდინატორი და UNICEF უკრაინის წარმომადგენელი. 40 ხელმძღვანელი, საბჭოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, და დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ, „არასრულწლოვანთა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მართლმსაჯულების კოდექსში“ შესულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სამსახურის ხელმძღვანელებმა უკრაინელებს განუმარტეს, რომ არსებული პირობებით, იურიდიული დახმარების სამსახურს დამატებითი ვალდებულებები დაეკისრა. კერძოდ, საზოგადოებრივი ადვოკატები ახორციელებენ არა მხოლოდ არასრულწლოვანი, არამედ 18–დან 21–წლამდე ბრალდებულის, არასრულწლოვანი მოწმის არასრულწლოვნის დაცვას რომელიც დაცვას, იმ ითვალისწინებს არასრულწლოვანი თუ ის გადახდისუუნაროა ადმინისტრაციულ ადმინისტრაციულ დაზარალებულის, და სამართალდარღვევათა პატიმრობას. ასევე, საქმეზე, ახალამოქმედებული კოდექსის შესაბამისად, სამსახურში შეიქმნა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატების მუდმივმოქმედი ჯგუფი. სტუმრების თქმით, მათთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს გამოცდილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში, რადგან უკრაინა გეგმავს ამ რეფორმების განხორციელებას და კანონმდებლობის ევროპულ მიმართულებით სტანდარტებთან დაახლოებას. დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ სფეროში საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა. იურიდიული დახმარების სამსახური მომავალშიც განაგრძობს თანამშრომლობას უკრაინის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე მომუშავე ჯგუფთან. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრებთან ერთად, ესპანეთის დადაქალაქ მადრიდში, 27 მაისიდან 2 ივნისამდე შეხვედრას დაესწრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული რეფორმების, ქალთა გაძლიერების, თანასწორობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკის მონიტორინგის გამოცდილების გაზიარების მიზნით. გენდერული განხორციელებისა საქართველოს და დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში – სოფიო ჯაფარიძე. კომისიის წევრებთან (მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველი, იურიდიული დახმარების სამსახური, ადამიანით ვაჭრობის, დახმარების სახელმწიფო ფონდი) მუნიციპალიტეტების მსხვერპლთა, ერთად წარმომადგენლები და ექსპერტები. 41 დაზარალებულთა დელეგაციის კომისიის დაცვისა შემადგენლობაში საქმიანობაში და იყვნენ ჩართული სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო უწყებებში, რომლებიც ესპანეთში გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების ეროვნულ მექანიზმს წარმოადგენენ: ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და თანასწორობის სამინისტრო, დეპუტატთა კონგრესის გენდერული თანასწორობის კომისია, სასამართლოს გენერალური საბჭოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე ზედამხედველობის ორგანო, სახალხო დამცველი, ქალთა მიმართ ძალადობის სპეციალიზებული სასამართლო, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის პოლიცია. ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ესპანეთის გენდერული თანასწორობის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის ასპექტების გაცნობა, როგორც ცენტრალური, ვიზიტის ისე ადგილობრივი დროს განსაკუთრებული თვითმმართველობების ხელშეწყობაში. თვითმმართველობების როლის საუკეთესო ყურადღება შესწავლას გამოცდილების დონეზე. შესაბამისად, დაეთმო ადგილობრივი გენდერული თანასწორობის გასაცნობად დელეგაცია ეწვია ფუენლაბრადას, ალკორკონის, კასტილია ლა-მანშის მუნიციპალიტეტებს და გაეცნო გენდერულ პროგრამებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი გუნდის მუშაობას. ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის (EU) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას. 6 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურს ეწვია ყაზახეთის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ყაზახეთში ადვოკატთა მოქმედი ასოციაციის, იურიდიული ფირმების და ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ შეხვედრას იურიდიული დახმარების საბჭოსა და იურიდიული დახმარების სამსახურის მენეჯმენტის წარმომადგენლები. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოში არსებული სამართლებრივი დახმარების სისტემის შესწავლა. კერძოდ, იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქციონირების პრინციპი, სტრუქტურა, სერვისები, ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, საკანონმდებლო ბაზა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს უფასოდ მიეწოდება სამართლებრივი დახმარება. 42 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, დელეგაციის წევრებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია, რომელშიც ასახული იყო სამსახურის დაარსებიდან დღემდე განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, სტატისტიკა, ფინანსები, მიმდინარე გამოწვევები. პრეზენტაციის კითხვებზე მასპინძლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. შემდეგ, ყაზახი სტუმრების 8 ივნისს, ყაზახმა სტუმრებმა იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონისა და ქუთაისის ბიუროებიც მოინახულეს და რეგიონული ბიუროების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა ყაზახ და ქართველ იურისტებს შორის სამომავლოდაც გაგრძელდება. 15 მაისს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, გაეროს ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ცნობილი საერთაშორისო „ბავშვზე მორგებული იურიდიული დახმარების სახელმძღვანელო გაწევის პრინციპები“. კონფერენციას ესწრებოდნენ ბავშვთა დამცველი ბავშვთა ორგანიზაციების უფლებების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის იურიდიული დახმარების სისტემების წარმომადგენლები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართული პრაქტიკოსი ადვოკატები. საქართველოს დელეგაციის წევრები იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე – ირაკლი შონია, თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი – სულხან კომახიძე და „UNICEF საქართველოს“ წარმომადგენელი – თეონა კუჭავა. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ სახელმძღვანელო პრინციპების მიზანს წარმოადგენს პრაქტიკული და სასარგებლო მითითების მიცემა საჯარო და არასაჯარო სექტორში მოღვაწე იურისტების, იურისტების თანაშემწეების და სხვა ადვოკატებისათვის, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ ბავშვებს სამოქალაქო, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ და აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესებში; აგრეთვე, ადამიანის უფლებადამცველ სახელმწიფო, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანოებთან თანამშრომლობა. აღნიშნული პრინციპების მასშტაბი საკმაოდ ვრცელია და მიმართულია დახმარება გაუწიოს გამოცდილ და ახალბედა ადვოკატებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. ზემოხსენებული სახელმძღვანელო პრინციპები ეფუძნება ბავშვისთვის ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებს, გაეროს ბავშვის 43 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში უფლებათა კონვენციის ზოგად ოთხ პრინციპს: დისკრიმინაციის დაუშვებლობას, სიცოცხლის, და გადარჩენისა გადაწყვეტილების და განვითარების მიღების პროცესში უფლებას, ბავშვის უფლებას ჭეშმარიტი მოუსმინონ ინტერესების გათვალისწინების მნიშვნელობის პრინციპს. ქართველი იურისტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავების პროცესში. მათ უცხოელ კოლეგებს გაუზიარეს იურიდიული დახმარების სამსახურის არასრულწლოვანთა მდიდარი გამოცდილება, მართლმსაჯულების სფეროში გააცნეს საქართველოში მიღწეული პროგრესი და გამოწვევები. 12 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურს ჰავაის (აშშ) იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი – ეშლი დრეიკ ბერი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ (IRC) იურისტი – დავით ობოლაძე ესტუმრნენ. იურიდიული დირექტორმა, გააცნო დახმარების სამსახურის მელიტონ ბენიძემ, სტუმრებს საქართველოში მოქმედი უფ სამართლებრივი დახმარების ასო სისტემის თავისებურებები და სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა. ამერიკელი სტუმარი მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მისი შეკითხვების დიდი ნაწილი ეხებოდა „იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ დაცვას გულისხმობს. მასპინძლებმა მას ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული სიტუაციის შესახებ და გააცნეს სერვისები, რომლებსაც იურიდიული დახმარების სამსახური გასწევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. გარდა ამისა, ამერიკელი ადვოკატი, ეშლი დრეიკ ბერი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, დაესწრო საინფორმაციო ხასიათის გასვლით შეხვედრას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომელიც თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ჩაატარეს. 2018 წლის 10 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა ტაჯიკეთისა და ბელარუსის რესპუბლიკების სასწავლო ვიზიტის წარმომადგენლებს ფარგლებში, რომლის უმასპინძლა. მიზანი მართლმსაჯულების ქართული სისტემის გაცნობა და შესწავლა იყო. 44 შეხვედრა გაიმართა არასრულწლოვანთა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია იურიდიული დახმარების სისტემის შესახებ. მან დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია სამსახურის სტრუქტურის, მისი მანდატის, ტერიტორიული დაფარვის, მომსახურების სტატისტიკის, წლიური ბიუჯეტის, ბენეფიციარების გადახდისუუნარობის კრიტერიუმების, ასევე იურიდიული დახმარების საბჭოს ფუნქციების შესახებ. სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი შონიამ, რომელიც აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებში, პრეზენტაცია გააკეთა არასრულწლოვანთათვის იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებზე. შეხვედრის ბოლოს დელეგაციის წევრებმა დასვეს რამდენიმე შეკითხვა მათთვის საინტერესო თემებზე, რომლებზეც მასპინძლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. ტაჯიკეთისა და ბელარუსის დელეგაციების სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით. ტაჯიკეთის დელეგაციის შემადგენლობაში სამინისტროს, შინაგან შედიოდნენ საქმეთა უზენაესი სამინისტროს, სასამართლოს, განათლებისა და იუსტიციის მეცნიერების სამინისტროს, ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის, ასევე OSCE-სა და UNICEF-ის ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლები, ხოლო ბელარუსის დელეგაცია დაკომპლექტებული იყო UNICEF-ის ოფისის, კანონმდებლობისა და სამართლებრივი კვლევის ეროვნული ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, პროკურატურის, მინსკის საქალაქო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, შსს სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან. ვიზიტის განმავლობაში, დელეგაციებმა შეხვედრები გამართეს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან, მთავარი პროკურორის ოფისთან, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შეხვედრები შედგა შსს–ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტთან, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებისა მოსამართლეებთან. და 45 რუსთავის საქალაქო სასამართლოს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა, დღესაც კი, მსოფლიოში არის ბევრი ქვეყანა, სადაც ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარება არ უზრუნველყოფილი სამართლის არის და სისხლის მართლმსაჯულების სისტემა მყიფეა, მიმართულებით რაც ამ გლობალურ კრიზისს იურიდიული ქმნის. დახმარების საჭიროების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება მაშინაც, როდესაც საქმე დანაშაულის მსხვერპლთა შესაძლებლობის მქონე და პირთა, მოწმეთა, ასევე სამოქალაქო და ქალთა, ბავშვთა, საოჯახო შეზღუდული პრობლემების მქონე ინდივიდების სპეციალიზებულ საჭიროებებს ეხება. წლების წინ, როდესაც არ არსებობდა მსგავსი პრობლემების მოგვარების რეალური საშუალებები, სახელმწიფოებმა გადაწყვიტეს შეემუშავებინათ ქმედითი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებულ გამოწვევებს გასცემდა პასუხს. საუბარია "იურიდიული დახმარების ხელმისაწდვომობის შესახებ გაეროს პრინციპებსა და სახელმძღვანელო მითითებებზე" (2012 წ.), რომელიც იურიდიული დახმარების ფუნდამენტურ საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი თავისი მნიშვნელობით ინოვაციურია, ვინაიდან ამკვიდრებს სამართლებრივი დახმარების მიწოდების იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს მანამდე არსებობდა. ის მოუწოდებს სახელმწიფოებს ღარიბი და მოწყვლადი მოსახლეობისათვის უზრუნველყონ თანაბრად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ეფექტური იურიდიული დახმარება, რაც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სამართლიანი, ჰუმანური და ქმედითი სისტემის სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია და წარმოადგენს საფუძველს ადამიანის სხვა უფლებებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან ერთად, იყო ამ დოკუმენტის მიღების ერთ–ერთი ინიციატორი. სწორედ ეს ორი ქვეყანა ხელმძღვანელობდა ექსპერტების მთავრობათაშორისი ჯგუფის შეხვედრას და, ბოლოს, როდესაც საფრთხე შეექმნა რეზოლუციის დამტკიცებას, ისინი სათავეში ჩაუდგნენ მოლაპარაკებებს, რომლებმაც საბოლოოდ მიგვიყვანეს დოკუმენტის მიღებასთან. მას შემდეგ, რაც შემუშავდა საერთაშორისო მექანიზმი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის პრინციპებისა და სახელმძღვანელო მითითებების შესახებ, ქვეყნებმა დაიწყეს ზრუნვა ამ დოკუმენტის იმპლემენტაციისა და პოპულარიზაციის საკითხებზე. სწორედ ამას ემსახურებოდა ორი საერთაშორისო კონფერენცია, რომელთაგან პირველი, 2014 წელს, ჩატარდა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო მეორე, 2016 წელს, ბუენოს აირესში, არგენტინაში. ამ პლატფორმამ დაინტერესებულ მხარეებს მისცა უპრეცედენტო შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და 46 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დაესახათ რეალური, კონკრეტული გეგმები, რომელთა მიზანი იყო ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფების სამართლებრივი საჭიროებების დაკმაყოფილება. ორივე კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებმა შეიმუშავეს დოკუმენტი (იოჰანესბურგის დეკლარაცია, ბუენოს–აირესის დეკლარაცია), რომლითაც სახელმწიფოებმა აიღეს გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო რომ კონფერენციებმა შეუწყო იურიდიული მითითებების სრული იმპლემენტაციის ვალდებულება. აღსანიშნავია, ხელი დახმარების მიმწოდებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას. ამასთანავე, კონფერენციებს ჰქონდა კონკრეტული შედეგები. მონაწილე სახელმწიფოებმა გადადგეს ქმედითი ნაბიჯები და აამოქმედეს ახალი კანონები იურიდიული დახმარების შესახებ, ასეთი კანონის მქონე ქვეყნებმა კი დაიწყეს უკვე არსებული კანონმდებლობისა და პოლიტიკის გარდაქმნა და განახლება, სხვებმა ჩამოაყალიბეს იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციები და გააძლიერეს უფასო იურიდიული დახმარების კლინიკები. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, მსოფლიოს მასშტაბით, ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის მიმართულებით. სწორედ ეს გამოწვევები გახდა სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის საფუძველი, რომელიც 2018 წლის 13–15 ნოემბერს ჩატარდა თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ და მსოფლიოს 67 ქვეყნიდან მართლმსაჯულების სისტემის 300– მდე წარმომადგენელი გააერთიანა. “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენცია”, 13 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ გახსნა. მან ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას, რაც სამსახურის დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბების დღიდან წარმატებით გრძელდება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე კონფერენციის ორგანიზატორი საერთაშორისო გაერთიანებების ხელმძღვანელებმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ. კონფერენციაზე განხილული თემებიდან აღსანიშნავია შემდეგი აქტუალური საკითხები: იურიდიული დახმარების სისტემების მმართვისა და ადმინისტრირების ეფექტური მოდელები; იურიდიული დახმარების 47 მიმწოდებლების და სისტემების სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მექანიზმები; იურიდიული დახმარების წარმომადგენლობის ხარისხის გაზომვის და გაუმჯობესების საუკეთესო პრაქტიკა; იურიდიული დახმარების სისტემის მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტები; იურიდიული დახმარებით სარგებლობისათვის პირის უფლებამოსილების სტანდარტების განსაზღვრის საუკეთესო პრაქტიკა; წინასწარი პატიმრობის შემცირების სტრატეგიები, მათ უზრუნველყოფა; შორის, იურიდიულ საყოველთაოობის დახმარებაზე პრინციპის ადრეული შესაბამისად, წვდომის სპეციალური ღონისძიებების გატარება უკიდურესად ღარიბი, მარგინალიზებული, მოწყვლადი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფებისათვის იურიდიული დახმარებაზე ხელმისაწვდომობის სრულფასოვნად უზრუნველყოფის მიზნით; ბავშვზე მორგებული იურიდიული დახმარების სისტემის ძირითადი კომპონენტები; იურიდიული დახმარების როლი აღდგენით ალტერნატიულ მართლმსაჯულებაში, მექანიზმებში; დაზარალებულებისა და მედიაციასა იურიდიული სხვებისათვის; და დავების დახმარების ინოვაციური დახმარების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; საერთაშორისო ქსელის განვითარება და სხვა. გადაწყვეტის უზრუნველყოფა მიდგომები იურიდიული იურიდიული დახმარების მესამე საერთაშორისო კონფერენციამ, რომელიც ღარიბი და მოწყვლადი ჯგუფებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის საკითხზე არსებული გამოწვევების, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების გაზიარების მიზნით ჩატარდა, თავი მოუყარა იურიდიული დახმარების მთავარ აქტორებს და ხაზი გაუსვა პრაქტიკულ და მიღწევად შედეგებს. ის დაეყრდნო წინა ორ კონფერენციაზე გამართულ პრეზენტაციებსა და დისკუსიებს, და მიეძღვნა ბოლო წლებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის განმტკიცების მიმართულებით გაწეულ გლობალურ, რეგიონულ და ცალკეული სახელმწიფოების ძალისხმევას. კონფერენციის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა შეიმუშავონ სამოქმედო მომავალში კონკრეტული გეგმები, რომლებიც ორიენტირებული იქნება იურიდიული დახმარების შეუფერხებელ და მიწოდებაზე, ასევე თანაბარ – გაეროს პრინციპებისა და სახელმძღვანელო წესების დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე. შესრულებასთან კონფერენციის დროს დელეგატებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათ მიერ დასახულ გეგმებში სხვა მექანიზმებისა და ინიციატივების ინტეგრირება, როგორებიცაა: 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მე–16 მიზნის მე–3 ამოცანა, რომელიც, საყოველთაოობის პრინციპის საფუძველზე, ხელმისაწვდომობის კანონის უზრუნველყოფას უზენაესობისა გულისხმობს. 48 და მართლმსაჯულების კონფერენციის დასასრულს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მონაწილეებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ხარისხიანი იურიდიული დახმარების მიწოდების მნიშვნელობას, კვლავ გამოხატეს მზადყოფნა სხვადასხვა ღონისძიების გატარებისთვის როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ და საერთაშორისო გაუმჯობესების დონეებზე, მიზნით, იურიდიული მონაწილეებმა კიდევ დახმარების ერთხელ ხელმისაწვდომობის აღნიშნეს იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის აუცილებლობა სამოქალაქო სამართლის საქმეებზეც. დელეგატები შეთანხმდნენ, რომ კონფერენციის შემდეგაც გააგრძელებენ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. საქართველოს პარლამენტსა და იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საერთაშორისო სამართლებრივი ფონდი (ILF), ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივა (OSJI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), ასევე – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF), აშშ–ს საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროკავშირი (EU), ევროსაბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ყოვედღიურად, დატვირთულ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის“ მოსამზადებლად. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები, საწყის ეტაპზე, ყოველკვირეულად, შემდგომ კი ყოველ დღე, დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან, სატელეფონო კონფერენციის საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და განიხილავდნენ კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო ყველა დეტალს - თემატიკის განსაზღვრიდან დაწყებული პრომომასალების დიზაინით დამთავრებული. ახალგაზრდების ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაში იურიდიული დახმარების სამსახურის აპარატის თანამშრომლები, თბილისის ბიუროს სტაჟიორები და წინასწარ შერჩეული მოხალისეები შედიოდნენ, წარმატებით გაართვა თავი სტუმრების დახვედრის, რეგისტრაციის, პრომომასალების დარიგების და სხვა დავალებებს. კონფერენციის დაწყებამდე ორი დღით ადრე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და სასტუმრო „ბილტმორში“ მოეწყო საინფორმაციო კუთხეები. მოხალისეები კონფერენციის უშუალო მონაწილეებსა და სხვა დაინტერსებულ პირებს აწოდებდნენ ინფორმაციას როგორც საკუთრივ ღონისძიების, ასევე საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის შესახებ. 49 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში www.ilac2018.ge სპეციალურად მესამე საერთაშორისო www.ilac2018.ge, რომლის დარეგისტრირება. მასზე კონფერენციისათვის შეიქმნა ვებგვერდი საშუალებითაც შესაძლებელი იყო კონფერენციაზე განთავსდა კონფერენციის კონცეფცია, ინფორმაცია კონფერენციის ისტორიის, დღის წესრიგის, ჩატარების ადგილის, ლოგისტიკის შესახებ, ამასთანავე, ტურისტული ადგილების ჩამონათვალი. ღონისძიების დასრულების შემდეგ, საიტზე ხელმისაწვდომი გახდა კონფერენციის საბოლოო დოკუმენტი – თბილისის დეკლარაცია. სამი დღის განმავლობაში, კონფერენციის ყველა სესია სინქრონულად ითარგმნებოდა ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, არაბულ, თურქულ და ავღანურ ენებზე. სესიები პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა „Youtube-ის“ არხებზე და პარალელურად იწერებოდა. შესაბამისი ფოტო და ვიდეომასალა დაარქივდა და განთავსდა სამსახურისა და კონფერენციის ვებგვერდებზე. სასტუმრო „ბილტმორის“ საკონფერენციო დარბაზის ფოიეში დაიდგა სტენდი, სადაც მონაწილეები აძლევდნენ ინტერვიუებს და იღებდნენ ფოტოებს. კონფერენციის დაწყებამდე, მისი მნიშვნელობა და შინაარსი ფართოდ გაშუქდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც პირდაპირი ეთერის სტუმრები იყვენენ ამ ღონისძიების ორი მთავარი ორგანიზატორის - იურიდიული დახმარების საერთაშორისო ფონდისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელები – ჯენიფერ სმიტი და მელიტონ ბენიძე. "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის შესახებ მესამე საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში, რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გაიმართა. 12 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალურ აპარატს ეწვია 15 წევრისგან შემდგარი ექსპერტთა ჯგუფი. მათ იმსჯელეს იურიდიული დახმარების 50 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ხარისხზე, საერთაშორისო სტანდარტებზე, ხარისხის მონიტორინგის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ წარმატებულ მექანიზმებზე, ასევე იმ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ხარისხიანი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. იურიდიული დახმარების ხარისხი მესამე საერთაშორისო კონფერენციის ერთ–ერთი უმთავრესი თემაც იყო. ამიტომ აღნიშნული საკითხის განხილვამ კონფერენციის სესიის ფორმატში გადაინაცვლა. კონფერენციის მესამე დღეს, 15 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, შეხვდნენ მიანმარის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მიანმარის იურიდიული დახმარების საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ საქართველოს იურიდიული დახმარების საბჭოს როლით იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში, საბჭოს წევრების უფლებამოსილებებით, საბჭოს შემადგენლობით და ა.შ. სტუმრების თქმით, მიანმარის იურიდიული დახმარების საბჭო ახლადშექმნილი ორგანოა, ამიტომ ქართული გამოცდილება მათთვის ძალიან ღირებული იყო. 16 ნოემბერს, ნეპალისა და პალესტინის დელეგაციები იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციას ესტუმრნენ. სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, უცხოელ სტუმრებს წარუდგინა სპეციალური პრეზენტაცია და დეტალურად მოუთხრო საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის, იურიდიული დახმარების სამსახურის ისტორიის, სტრუქტურის, სერვისების, საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნის წესის, კონსულტაციების გაწევის ფორმების შესახებ. დელეგაციის წევრები დაინტერესებულნი იყვნენ სამსახურისა და ადვოკატების დამოუკიდებლობის, იურიდიული დახმარების სისტემის მუშაობის, იურიდიულ დახმარებაზე უფლებამოსილი პირების კატეგორიებისა და უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ადრეული ხელმისაწვდომობის საკითხებით. მასპინძლებმა სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. 51 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამსახურის გამოწვევები მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, 2019 წლისათვის, იურიდიული დახმარების სამსახურს რამდენიმე გამოწვევა აქვს, რომლებიც დაწყებული პროცესების დასრულების გარდა, ახალი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და წარმატებით იმპლემენტაციას გულისხმობს: ➢ 2019 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი ფართოვდება არასრულწლოვანთა “იურიდიული მართლმსაჯულების დახმარების არასრულწლოვანთა მიმართულებით. შესახებ” საქართველოს მართლმსაჯულების კოდექსში კერძოდ, კანონსა და განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე ისარგებლებს იურიდიული დახმარების უფლებით, თუ იგი არის გადახდისუუნარო ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XIX, XX და XXII თავებითა და 144 1 −1443 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის საქმეზე გამოსაკითხი პირი/მოწმე. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთა საქმეებზე ვიწრო სპეციალიზაციის მქონე, პრიორიტეტულად შერჩეული ადვოკატებისათვის მუდმივი პროფესიული სწავლებისა და ტრენინგების დაგეგმვა. ➢ ინკლუზიური სერვისების უზრუნველყოფისა და სამართლებრივ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა რეგიონული ოფისების ადაპტირებაზე მუშაობა, ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა შესაბამისი პროექტები შეათანხმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. შედეგად, 2018 წელს, სამეგრელოს–ფოთის, სამცხე–ჯავახეთისა და ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროებში ჩატარდა შენობების ადაპტირების სამუშაოები. 2019 წელს, სამსახური გეგმავს ბიუროების ოფისების ადაპტირებული გარემოს მოწყობის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და მინიმუმ ერთი ოფისის შენობის ადაპტირებას. ამისათვის, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის გარდა, საჭირო იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ფინანსური რესურსების მობილიზება. ➢ იურიდიული დახმარების ბიუროების ადვოკატებზე საქმეთა განაწილების არსებული სისტემის დაბალანსება, სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის ერთ–ერთი გზაა. სწორედ ამიტომ, დონორების დახმარებით, ჰოლანდიელ ექსპერტთან ერთად, 2019 წელსაც გაგრძელდება მუშაობა ადვოკატების საქმეებითა და სამუშაოთი დატვირთულობის კვლევის მიმართულებით, რაც საბოლოოდ საუკეთესო პრაქტიკის დადგენისა და ახალი მიდგომების დანერგვის შესაძლებლობას მოგვცემს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ადვოკატების საქმეთა 52 დატვირთულობის კონცეფციას სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში შეიმუშავებს. აღნიშნული საკითხის განხილვისათვის, სამსახური რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ➢ 2019 წელს გაგრძელდება მუშაობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე შეფასების ცვლილებები სისტემის შეფასების ადმინისტრაციული შემუშავების სისტემის სამართლის კუთხით. კონცეფციაში საქმეებზე და, მომუშავე განხორციელდება სამოქალაქო და საზოგადოებრივი ადვოკატების ჩართულობით, შემუშავდება საქმის შეფასების კრიტერიუმები. სამსახურში შექმნილი ცვლილებებს და სამუშაო შეფასების ჯგუფი სისტემის შეაჯამებს კონცეფციაში შეტანილ კონცეფციის საბოლოო ვერსიას იურიდიული დახმარების საბჭოს წარუდგენს დასამტკიცებლად. ამ პროექტის განხორციელებისათვის საჭირო იქნება რამდენიმე სამუშაო შეხვედრის დაგეგმვა. ➢ მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელსაც გაგრძელდება იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების პროფესიული სწავლება და მოიცავს კვლევის შედეგად შერჩეულ ხუთ თემას: სასჯელის დასაბუთება, საგამოძიებო მოქმედებები, მემკვიდრეობის სამართალი, საოჯახო სამართალი, სამოქალაქო სამართლის საქმის წარმოების საკითხები. ამასთანავე, საზოგადოებრივი ადვოკატებისათვის ჩატარდება ტრენინგები პრიორიტეტულად განსაზღვრულ ორ თემაზე: 1. გენდერული თანასწორობა და 2. რელიგიური უმცირესობების დაცვა. გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ტრენინგები გაიმართება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, სამართლებრივ საკითხებზე. სწავლება თანამშრომლებისთვისაც უზრუნველყოფილი შემდეგ თემებზე: იქნება აპარატის ორგანიზაციული მენეჯმენტი, ტექნიკური უნარ–ჩვევები და გუნდური შეჭიდულობა. ამ მიმართულებით, აუცილებელია, დონორთან თანამშრომლობა და დაგეგმილი პროფესიული ტრენინგების ჩატარების ორგანიზება. 53 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამსახურის სტატისტიკა წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა წლების მიხედვით 18000 16086 16000 13878 14000 11764 11196 12000 10140 9291 10000 10993 11682 12220 8633 7173 8000 6000 4000 2000 0 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 წარმატებით დასრულებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა (ბიუროების მიხედვით) 90 83 80 70 60 50 35 34 40 28 30 21 20 13 7 10 10 2 7 10 7 2 30 9 0 31 7 34 9 1414 1311 4 1 0 20 52 5 0 0 75 12 89 11 0 გამამართლებელი ნაწილობრივ გამამართლებელი 54 დევნის შეწყვეტა განრიდება 7 0 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა დარგების მიხედვით (სულ: 16086 საქმე) 844 სისხლის სამართლის საქმეები 2829 სამოქალაქო სამართლის საქმეები ადმინისტრაციული სამართლის საქმეები 12413 რეესტრის ადვოკატების მიერ წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა დარგების მიხედვით (სულ: 1109 საქმე) 5 31 სისხლის სამართლის საქმეები სამოქალაქო სამართლის საქმეები ადმინისტრაციული სამართლის საქმეები 1073 55 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოებაში მიღებული საქმეების რაოდენობა ბიუროების მიხედვით (სულ: 15644 საქმე) თბილისი მცხეთა თელავი სიღნაღი რუსთავი გორი ახალციხე ზესტაფონი ქუთაისი ზუგდიდი ფოთი ბათუმი 1433 686 779 6087 1818 527 647 773 1479 308658 449 ბიუროების წილი სასამართლოების მიერ განხილული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობაში (სულ: 18057 საქმე) 49% 51% 56 იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეები კერძო ბიუროების/ადვოკატების მიერ დასრულებული სისხლის სამართლის საქმეები სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სისხლის სამართლის საქმეები კატეგორიების მიხედვით 1393 607 ნაკლებად მძიმე მძიმე განსაკუთრებით მძიმე 6482 2536 სხვა კატეგორიის საქმეები დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებში საპროცესო შეთანხმებათა წილი 2010 45% 55% 2011 68% 32% 2012 66% 34% 2013 52% 48% 2014 56% 44% 2015 46% 54% 2016 42% 58% 2017 49% 2018 20% სხვა შედეგი 51% 54% 0% საპროცესო შეთანხმება 46% 40% 60% 80% 57 100% სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა წლების მიხედვით 70 58 60 53 50 48 50 40 28 30 22 18 20 10 6 0 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 არასრულწლოვანთა დაცვის საქმეების რაოდენობა წლების მიხედვით 1600 1400 1362 1328 1200 1005 1000 800 685 604 600 505 486 459 482 2014 2015 368 400 284 200 0 2008 2009 2010 2011 2012 58 2013 2016 2017 2018 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით" განსაზღვრული ბენეფიციარების დაცვის საქმეების რაოდენობა (სულ: 1456 საქმე) 420 არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული 18–დან 21 წლამდე ბრალდებული არასრულწლოვანი მოწმე 898 94 44 არასრულწლოვანი დაზარალებული სისხლის სამართლის საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატის ჩართვის შესახებ მომართვების რაოდენობა 24 1851 1626 ფიზიკური პირი გამოძიება/პროკურატურა სასამართლო სასჯელაღსრულება 9192 59 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სისხლის სამართლის საქმეზე დასაცავი პირის სტატუსი 123 1157 1988 246 არასრულწლოვანი 599 157 დევნილი ეროვნული უმცირესობა პენსიონერი სახელმწიფო ენის არმცოდნე 1658 გადახდისუუნარო უმუშევარი უცხო ქვეყნის მოქალაქე შშმ პირი 557 4411 სხვა სტატისტიკური ინფორმაცია 2018 წელს წარმოებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ: - საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეები: 5744 - გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები: 50 - ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეები: 22 - სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები: 218 - პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განრიდებით დასრულებული საქმეები: 111 60 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ბენეფიციარების რაოდენობა სერვისებისა და სქესის მიხედვით 25000 20000 13449 15000 1411 10000 5000 11002 8113 0 სისხლის სამართლის საქმეები 1384 1445 232 სამოქალაქო სამართლის საქმეები ადმინისტრაციული სამართლის საქმეები 612 კაცი კონსულტაციები ქალი ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული სამოქალაქო საქმეების რაოდენობა საკითხების მიხედვით (სულ: 2829 საქმე) 159 17 125 პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საქმეები საოჯახო დავები სამემკვიდრეო დავები სამოქალაქო სამართლის სხვა საქმეები 2528 61 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობა საკითხების მიხედვით (სულ: 844 საქმე) 136 ფსიქიატრიული მკურნალობის იძულებით შეფარდების საქმეები 24 379 თავშესაფრის მაძიებელთა დაცვა სოციალური დაცვის კანონმდებლობიდან გამომდინარე დავები ადმინისტრაციული სამართლის სხვა საქმეები 305 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეების რაოდენობა წლების მიხედვით 4000 3500 844 3000 939 2500 802 2000 1500 2829 728 1000 500 749 753 2014 2015 2048 2317 0 2016 სამოქალაქო სამართლის საქმეები 2017 2018 ადმინისტრაციული სამართლის საქმეები 62 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გაწეული კონსულტაციების რაოდენობა (წლების მიხედვით) 35000 31110 29310 30000 24501 25000 23077 20732 20000 17557 17971 2012 2013 15495 15000 12005 10000 5000 8076 4765 0 2008 2009 2010 2011 2014 2015 2016 2017 2018 შედგენილი დოკუმენტების რაოდენობა (წლების მიხედვით) 6000 5338 5000 5572 4700 4000 3752 3123 2950 3000 3159 2518 2279 1950 2000 1134 1000 0 2008 2009 2010 2011 2012 63 2013 2014 2015 2016 2017 2018 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში კონსულტაციების სახეობა პირადი სატელეფონო ონლაინ წერილობითი კონსულტაციების თემატიკა სამოქალაქო ადმინისტრაციული სისხლი სოციალური სხვა 0,2 % 9% 21% 37% 2% 31% 4% 60% 36% კონსულტაციის მიმღებთა სოციალური სტატუსი უმუშევარი 16% პენსიონერი 24% შშმ პირი დევნილი 1% 5% 20% გადახდისუუნარო ეროვნული უმცირესობა 3% 3% 23% სახელმწიფო ენის არმცოდნე უცხო ქვეყნის მოქალაქე 5% სხვა 64 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ფინანსური ანგარიში დაფინანსება (სულ: 6 456 315 ლარი) 1% საბიუჯეტო ასიგნებები გრანტები 99% ხარჯები (სულ: 5 347 747.75 ლარი) 4% 2% 1% 1% შრომის ანაზღაურება 9% შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება 1% მივლინების ხარჯები ოფისის ხარჯები 15% ტრანსპორტის მოვლა–შენახვის ხარჯი 67% სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება სოციალური დახმარებები არაფინანსური აქტივების ზრდა 65 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში წარმატებული საქმეები სისხლის სამართლის საქმეები ადვოკატის ძალისხმევით ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული გაამართლეს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, სულხან კომახიძე, რამდენიმე თვის განმავლობაში, იცავდა გადახდისუუნარო ბენეფიციარის, ლევან ყ.-ს, ინტერსებს. იგი დაკავებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ლევან ყ.-ს და მასთან ერთად დაკავებულ გ.ჭ.–ს სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხებოდა, 2018 წლის 4 თებერვალს, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებით დასრულდა. გამოძიების ეტაპზე, დაცვის მხარემ არაერთი საგამოძიებო მოქმედება გაასაჩივრა, და სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით მტკიცებულებათა მოპოვებაში დახმარების მოთხოვნის შესახებ. საზოგადოებრივმა მტკიცებულებები, მათ ადვოკატმა შორის, ვიდეო დამატებით მოიძია სათვალთვალო გამამართლებელი კამერის ჩანაწერები ნარკოლოგიური განყოფილებიდან და ალიბის მოწმეები. ბრალდების მხარის მოთხოვნით, ორჯერ გაგრძელდა წინასასამართლო სხდომის ვადა. ხოლო დაცვის მხარის მოთხოვნით, საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის 9 სხდომის შედეგად, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, შეირჩა 12 ნაფიცი მსაჯული. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით გაიმართა 13 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების მხარის 31 მოწმე, მათ შორის ექსპერტები და გამომძიებლები, დაცვის მხარის 12 მოწმე. დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ყურადღება შეაჩერა ფაქტებზე, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ ბრალდებულების დაკავება მოხდა გაცილებით ადრე, ვიდრე ეს დაკავების ოქმში იყო მითითებული. დაკავება განხორციელდა სოფელ აღაიანში და არა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. ფაქტობრივად, დაკავებულ პირთან ატარებდნენ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. საზოგადოებრივი ადვოკატი, სულხან კომახიძე, ვერ ახერხებდა დაკავებულთან შეხვედრას. მხოლოდ სახალხო დამცველის ოფისის რეაგირების შემდგომ მოხერხდა ადვოკატის დაკავებულთან შეხვედრა. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი არ ემთხვეოდა სასამართლოს მიერ კანონიერად ცნობილი ჩანაწერის დროს და ადგილს. ფარული საგამოძიებო მოქმედების დროს ბრალდებული დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. გამოძიება მუშაობდა მხოლოდ ერთი ვერსიით და საქმეში მინიმუმ კიდევ ორი ვერსია იყო, რომელიც არავის გადაუმოწმებია. ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვება ვერ პასუხობდა უტყუარობის სტანდარტს. ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით დაცვის მხარემ მოითხოვა გამამართლებელი ვერდიქტის დადგენა. 66 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ლევან ყ.-ს მიმართ, 2018 წლის 2 ნოემბერს, გამამართლებელი ვერდიქტი დაადგინა. ქურდობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სრულად გამართლდა იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ესმა ნორაკია, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იცავდა არასრულწლოვანი ბრალდებულის, გ.გ.-ს, ინტერესებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საქმე ეხებოდა 2015 წლის დეკემბერში, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ქურდობას, როცა რამდენიმე პირი, დღისით, ბინიდან დიდი ოდენობით ძვირფასეულობას უკანონოდ დაეუფლა. გ.გ.-ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის (ქურდობა) მესამე ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა. მეტიც, წარმატებული სპორტსმენის წინსვლა უსაფუძვლო ბრალდებამ შეაფერხა. მან სასამართლოზე განახცადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. საქმეზე დაიკითხნენ დაცვის მოწმეები. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათი სიმრავლის მიუხედავად, ვერ ადასტურებდნენ გ.გ.–ს მიერ დანაშაულის ჩადენას. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ესმა ნორაკიამ, სასამართლოზე ისაუბრა იმ ფაქტების შესახებ, რომ ბრალდება იყო დაუსაბუთებელი: გ.გ. გაიჩხრიკა ბნელ გარემოში, ნეიტრალური პირის მონაწილეობის გარეშე. მას, დაკავებისას, სხეულზე ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონდა, მაგრამ, შემდგომ ეტაპზე, პოლიციელების მიერ მისთვის მიყენებული წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტი ექსპერტიზით დადასტურდა. ამასთან ერთად, დაცვის ძალისხმევით, გამოიკვეთა არაერთი საეჭვო გარემოება ბრალდების გასაქარწყლებლად. საქალაქო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. საბოლოოდ, მოსამართლემ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და, 2018 წლის სექტემბერში, არასრულწლოვანი გ.გ., წარდგენილ ბრალდებაში, სრულად გაამართლა. საპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. ბრალდებული ოთხწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სრულად გამართლდა 2018 წლის მაისში, დასრულდა სასამართლო პროცესი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში 2014 წლის იანვარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ ქალბატონს, აღნიშნულ სოფელში მცხოვრებ ც.ლ–ს, 67 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სავალდებულო წესით იცავდა კახეთის–სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი – თამაზ გურაშვილი. ბრალდების თანახმად , ც.ლ., 2014 წლის იანვარში, მოქალაქე ნ.ა.–ს კუთვნილ ბინაში შევიდა მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ. ამით დაირღვა ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობა. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160–ე მუხლით (სანქცია: ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაო ორ წლამდე ვადით, შინაპატიმრობა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით). ბრალდების მხარის მტკიცებულებას წარმოადგენდა დაზარალებულის და მოწმეების დაკითხვის ოქმები. ასევე, სხვა წერილობითი მტკიცებულებები. საზოგადოებრივი ადვოკატი გაეცნო საქმის მასალების დეტალებს, რამდენჯერმე გაესაუბრა ბრალდებულ ც.ლ.–ს და ჩამოაყალიბა დაცვის განხორციელების სტრატეგია. დაცვის ქვეშ მყოფმა ადვოკატს განუცხადა, რომ იგი ნ.ა.–ს ბინაში არასოდეს ყოფილა ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ. ადვოკატმა, თამაზ გურაშვილმა, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ც.ლ.–ს ბრალეულობას არცერთი პირდაპირ არ ადასტურებდა. სასამართლო პროცესზე ბრალდების მიერ მოწმის სახით დაკითხული ათი მოწმიდან ერთი დაზარალებული იყო და რვა პოლიციელი, რომელთაგან ვერცერთმა ვერ დაადასტურა ც.ლ.–ს უკანონოდ შესვლა ნ.ა–ს ბინაში. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დარღვეულ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ც.ლ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს. საჩივარში მიუთითებდა, რომ სასამართლოს განაჩენი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეში არ იყო პირდაპირი მტკიცებულებები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას არსებითად დარღვეული იყო კანონის მოთხოვნა და არ შეიძლებოდა მისი მტკიცებულებად გამოყენება. 2018 წლის 18 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, დააკმაყოფილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი და მოქალაქე ც.ლ. გაამართლა. ადვოკატ გვანცა შელიას ძალისხმევით, ბრალდებული სრულად გამართლდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მომართვის საფუძველზე, 2017 წლიდან სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, გვანცა შელია, დაინიშნა მოქალაქე რ.ს.–ს ინტერესების დამცველად. გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის 68 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა), რომელიც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით. ბრალდების დადგენილების მიხედვით, 2016 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ ფოთში, ორი ქუჩის გადაკვეთაზე, საკუთარი ,,BMW–ს“ მარკის ავტომობილით მოძრავმა რ.ს.–მ, საგზაო ნიშანს ყურადღება არ მიაქცია და არ დაუთმო გზა მარჯვნიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას, შეუჩერებლად შევიდა გზაჯვარედინზე და შეეჯახა მარჯვენა მხრიდან მოძრავ ზ.ბ.–ს მართვის ქვეშ მყოფ ,,OPEL VECTRA–ს“. აღნიშნულმა ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია ზ.ბ.– ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. საზოგადოებრივი ადვოკატი, გვანცა შელია, საქმეში იმ დროს ჩაერთო, როცა რ.ს.–სთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. თუმცა სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შემდგომ, ადვოკატისთვის ნათელი გახდა, რომ რ.ს.-ს მიმართ წაყენებული ბრალდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დასტურდებოდა, მათ შორის, არც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტი. ასევე საეჭვო აღმოჩნდა დაზარალებული ზ.ბ.–ს დაზიანებები, რომლებიც მას სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ მიუღია. ადვოკატის მიერ გაწეული სათანადო კონსულტაციის შემდეგ, ბრალდებულმა რ.ს.–მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. სასამართლო პროცესზე დაზარალებულიც გამოიკითხა. მან განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მისი ბრალეულობით, რადგან სწორედ ის არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „დაუთმე გზა,“ რომელიც გავლის უპირატესობას ანიჭებდა სწორედ ბრალდებულს. მისივე განმარტებით, ამის შესახებ მან განუცხადა გამომძიებელს და სასამართლოს ისიც მოახსენა, რომ სხეულის დაზიანებები არა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, არამედ ავტოავარიამდე 10–15 დღით ადრე მიიღო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო სამედიცინო დაწესებულებას ვერ მიაკითხა. მან ასევე განაცხადა, რომ არ წაუკითხავს ჩვენება, რომელიც გამომძიებელმა შეადგინა და ისე მოაწერა მას ხელი. საქმეში ჩართულმა სამედიცინო ექსპერტმა, ასევე, შეუძლებლად მიიჩნია ზ.ბ–ს სხეულის დაზიანებების სავარაუდო მიზეზის და ხანდაზმულობის დადგენა. დაცვის მხარემ, ყურადღება გაამახვილა იმ ავტოტექნიკური ექსპერტის ჩვენებაზეც, რომელმაც განმარტა, რომ ორივე ავტომანქანის მძღოლს ჰქონდა ვალდებულება გზა დაეთმო ერთმანეთისთვის. თუმცა, ბრალი მხოლოდ რ.ს.–ს ჰქონდა წარდგენილი. გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული, ურთიერთავსებადი და ეჭვის გამომრიცხავი. შედეგად, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე, მოსამართლემ მთლიანად გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის, გვანცა შელიას, პოზიცია და ბრალდებულ რ. ს.–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 69 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ნარკოტიკების შეძენა–გასაღებაში ბრალდებული სრულად გამართლდა იურიდიული დახმარების სამსახურის მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ადვოკატი, გიორგი ბერიძე, თბილისის საქალაქო სასამართლოში იცავდა ბრალდებულ მ.ქ.–ს ინტერესებს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების - ბუპრენორფინის (სუბოტექსის) გადატანას. უკანონოდ შეძენას, შენახვას, გასაღებას და გადაზიდვა- დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ ეწერა, რომ მ.ქ.–მ, სხვა ბრალდებულისაგან გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შეიძინა ნარკოტიკული საშუალება და სხვა პირზე გაასაღა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატმა, გიორგი ბერიძემ, მოიპოვა და სასამართლოს წარუდგინა ვიდეოჩანაწერი, სადაც მოწმემ უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და აღნიშნა, რომ ჩვენება იძულებისა და მუქარის ქვეშ მისცა. დაცვის მხარემ, ასევე, შესაბამისი მტკიცებულებებით დაასაბუთა, რომ თანხა, რომელიც მ.ქ.–მ გადასცა სხვა ბრალდებულს, იყო მხოლოდ ვალის დაბრუნება. ამას მოწმეც ადასტურებდა. ხოლო საქმეში არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებზე, ამ შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალების შესანახ „ფლაკონზე“, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ.ქ.– ს „დეენემის“ კვალი არ აღმოჩნდა. სასამართლომ, გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის კიდევ ერთი არგუმენტი, რომ დანაშაულის ადგილზე არ ჩატარდა ნივთმტკიცებათა ამოღება, რაც ნარკოტიკული საშუალების წარმოშობასთან დაკავშირებით ეჭვს იწვევდა. საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულ მ.ქ.–ს მიმართ დაადგინა. გამამართლებელი განაჩენი ადვოკატ ირაკლი ესიავას დახმარებით, სასამართლომ ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატს, ირაკლი ესიავას, 2015 წელს დაევალა მოქალაქე ს.ჯ.–ს ინტერესების დაცვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ს.ჯ.– ს ბრალი წარდგენილი ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე პრიმა მუხლით (ქურდული სამყაროს წევრობა, კანონიერი ქურდობა). ბრალდებული ადვოკატმა, თავს არიდებდა ირაკლი ესიავამ, სასამართლოში რომელიც გამოცხადებას. აღნიშნულ საქმეში განმავლობაში სავალდებულო დაცვის წესით იყო ჩართული, საზოგადოებრივმა ბოლო ორი წლის ეჭვის ქვეშ დააყენა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ფარული აუდიო ჩანაწერები. 70 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, განიხილა სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალები, სრულად გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და მოქალაქე ს.ჯ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. აღნიშნული გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. რამდენიმე მუხლით ბრალდებული პირი სრულად გამართლდა კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, 2014 წლიდან, იცავდა თელავში მცხოვრები ბრალდებულის პ.ს.–ს ინტერესებს. ბრალდების მიხედვით, 2014 წელს, პ.ს–მ, სასაზღვრო გამშვები პუნქტის ,,წითელი ხიდის“ გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება ,,ფსევდოეფედრინი“ შემოიტანა. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261–ე და 263–ე მუხლებით, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ არამარტო შემოიტანა აკრძალული ფსიქოტროპული ნივთიერება, არამედ მას ინახავდა კიდეც. ადვოკატი ლალი ჩაველაშვილი სისხლის სამართლის საქმეში მაშინ ჩაერთო, როდესაც ბრალდების მხარემ პ.ს.–ს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. ბრალდებულმა საქმეში ადვოკატის ჩართვამდე აღიარა დანაშაული და მისცა ის ჩვენება, რასაც მისგან სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში პ.ს.–ს ნივთიერება არ შემოუტანია. იგი ნამდვილად საზღვარზე ფსიქოტროპული იმყოფებოდა აზერბაიჯანში, ჩვეულებრივად შემოვიდა სამშობლოში და მხოლოდ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ მას ნაცნობი შეხვდა და წამლები სხვა პიროვნებისთვის გადასაცემად გამოატანა. ადვოკატის დახმარებით, ბრალდებული პ.ს. ნაწილობრივ გამართლდა. მას ფსიქოტროპული ნივთიერების საზღვარზე გადმოტანის ბრალდება მოეხსნა. 2015 წელს პ.ს.–ს პროკურატურამ ცრუ ჩვენებისთვის წაუყენა ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის 370–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე ვადით. ბრალდებულმა, რომელსაც ამჯერად ნამდვილად არ ჰქონდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების იმედი, გაითვალისწინა ადვოკატის კვალიფიციური რჩევა და სასამართლოს სრული სიმართლე მოახსენა. მან მოყვა ის, რაც მას სინამდვილეში გადახდა. ადვოკატმა სასამართლო განხილვისას, მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით, ასევე არსებული საეჭვო გარემოებების გათვალისწინებით, მიუთითა, რომ საქმეში არ არის არც პირდაპირი და არც ირიბი მტკიცებულება იმის დამადასტურებელად, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა 370–ე მუხლით (ცრუ ჩვენება) გათვალისწინებული დანაშაული. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება 71 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გამორიცხავს მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. შედეგად, 2018 წლის მარტში, თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის, ლალი ჩაველაშვილის პოზიცია და ბრალდებულ პ.ს.–ს მიმართ, ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. 72 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამოქალაქო სამართლის საქმეები ადვოკატ ნინო ხეცაძის დახმარებით, ორი შვილის მამამ სასამართლოში დავა მოიგო თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, ნინო ხეცაძე, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, ახორციელებდა ორი შვილის მამის, მოქალაქე ბ.ჩ.-ს ინტერესების დაცვას. ბ.ჩ. თავისი მეუღლისაგან, ლ.ხ.–სგან, ითხოვდა განქორწინებას, ალიმენტის დაკისრებას და მშობლის წარმომადგნელობითი უფლების შეზღუდვას. იმის მიუხედავად, რომ ადვოკატმა ნინო ხეცაძემ და ბენეფიციარმა ბ.ჩ.–მ არაერთხელ მიმართეს სასამართლოს სხვადასხვა სახის შუამდგომლობებით, მოპასუხე ლ.ხ., დიდი ხნის განმავლობაში, თავს არიდებდა სასამართლოში გამოცხადებას და დოკუმენტების ჩაბარებას. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობები, მტკიცებულებები, ადვოკატის პოზიცია და სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ლ.ხ.–სა და ბ.ჩ.–ს შორის; ორი მცირეწლოვანი შვილების დედას, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად დაეკისრა, 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე. გარდა ამისა, მოპასუხე ლ.ხ.–ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მცირეწლოვანი შვილის კუთვნილი სახელმწიფო სოციალური გასაცემლის (პენსიის), სოციალური შემწეობის აღების, განკარგვის და ამ მიზნით ბანკებთან ურთიერთობის წარმართვის ნაწილში. ადვოკატმა თამარ კუპატაძემ არასრულწლოვანი პირის საკითხი წარმატებით მოაგვარა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, თამარ კუპატაძე, ახორციელებდა საქართველოს მოქალაქის ნ.მ.–სა და მისი არასრულწლოვანი შვილის ქ.მ.– ს ინტერესების დაცვას მამობის დადგენის თაობაზე. საქმის მასალებით გაირკვა, რომ 2015 წლის სექტემბრიდან ნ.მ. და თ.ო. იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების შედეგად, მათ შეეძინათ ქალიშვილი. სამწუხაროდ, თ.ო. ბავშვის დაბადებამდე, 2017 წლის მარტში, მოულოდნელად გარდაიცვალა. სწორედ არარეგისტრირებული ქორწინების გამო, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ვერ მოხდა მამის გრაფის შევსება და, შესაბამისად, ბავშვი დედის გვარს ატარებდა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, თამარ კუპატაძემ, ქ.მ.–ს მიმართ მამობის დადგენის მიზნით, სასარჩელო წესით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქმეში მოპასუხედ ჩართო გარდაცვლილის უფროსი ვაჟი ლ.ო. 73 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სასამართლომ გაითვალისწინა ადვოკატის პოზიცია და თბილისის იურიდიული დახმარების დააკმაყოფილა, ბიუროს ადვოკატის სარჩელი სრულად რომლის თანახმადაც, არასრულწლოვან ქ.მ.–ს მამად დადგენილ იქნა გარდაცვლილი თ.ო. შშმ ბავშვის დედას ალიმენტი დაენიშნა მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მიმართა მცხეთის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა მარტოხელა დედამ თ.პ.–მ, რომელიც არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ.ძ.–სთან. წყვილს რამდენიმეწლიანი თანაცხოვრებისას ორი შვილი შეეძინა, რომელთაგან უმცროსი შშმ პირია და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს. გ.ძ.–ს მიერ ალკოჰოლის გახშირებული მოხმარების გამო, პარტნიორებს მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. თ.პ. იძულებული გახდა შვილებთან ერთად ცალკე გადასულიყო საცხოვრებლად. ოჯახის დანგრევის შემდგომ, ადვოკატმა, ნათია გ.ძ. შვილებს არ ბერძენიშვილმა, მარტოხელა ეხმარებოდა. საზოგადოებრივმა დედას შეუდგინა სარჩელი დაუსწრებლად, მიიღო და სასამართლოს მიმართა ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, მოპასუხე მხარის გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა – გ.ძ.–ს დაეკისრა მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, მათი სრულწლოვანების მიღწევამდე, თითოეულ ბავშვზე 200–200 (ორას–ორასი) ლარის, მთლიანობაში 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. სოციალურად დაუცველი ოჯახის არასრულწლოვნები ალიმენტს ბებიისგან მიიღებენ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი აკაკი ლომსაძე, თითქმის ორი წლის განმავლობაში, იცავდა სოციალურად დაუცველი პირის, ნ.შ.–ს ინტერესებს მისი ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ – ბავშვების ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების საქმეში. არასრულწლოვანი ბავშვების მამა უმუშევარი და შემოსავლის არმქონე იყო, თუმცა ბავშვების ბებიას, მისივე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეძლო შვილიშვილებისთვის დახმარების გაწევა, მაგრამ ამას თავს არიდებდა. სწორედ ეს ფაქტი გახდა საზოგადოებრივი ადვოკატის, აკაკი ლომსაძის, მიერ არჩეული სტრატეგიის საფუძველი. მან შეადგინა სარჩელი და ბავშვების სასარგებლოდ მოითხოვა ალიმენტის გადახდა ბებიის მიერ. აღნიშნულმა დავამ სამივე ინსტანციის სასამართლოში ორ წელზე მეტხანს გასტანა. საქმის განხილვისას სამართლებრივ სირთულეს წარმოადგენდა სასამართლო პრაქტიკის სიმწირე ბებია–ბაბუის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ მაშინ, როდესაც მშობელს არ გააჩნია საკმარისი სახსრები შვილების სარჩენად. 74 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში სამივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე ხანგრძლივი დავა მხარეებს შორის დასრულდა გადაწყვეტილებით, რომელშიც სრულად იყო გაზიარებული სოციალურად დაუცველი ნ.შ.–ს ადვოკატის, აკაკი ლომსაძის, პოზიცია – ბებიას დაეკისრა შვილიშვილების სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად გადახდა, ხოლო ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხით. სასამართლომ არასრულწლოვნის მამას ალიმენტის გადახდა დააკისრა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, მაია დადვანი, ახორციელებდა სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედის, ქ.ყ.–ს ინტერესების დაცვას. კერძოდ, ბენეფიციარი მისი არასრულწლოვანი შვილის, 2013 წელს დაბადებული ა.მ.–ს მიმართ, მამისგან, მოქალაქე ნ.მ.–სგან, ითხოვდა ალიმენტის გადახდას. საზოგადოებრივმა ადვოკატმა გაარკვია, რომ ფაქტიურ ქორწინებაში მყოფი ცოლ–ქმარი შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დასცილდა. თუმცა ბავშვზე მზრუნველობა იკისრა მხოლოდ უმუშევარმა დედამ. იმის მიუხედავად, რომ მამა დასაქმებული იყო და ყოველთვიური შემოსავალიც ჰქონდა, იგი თავს არიდებდა ხუთი წლის შვილისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევას. ადვოკატმა, მაია დადვანმა, ბენეფიციარის განცხადების საფუძველზე, მოამზადა სარჩელი და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომელმაც სრულად გაიზიარა მისი პოზიცია. ბავშვის მამა ნ.მ. სასამართლო სხდომაზე არც გამოცხადდა. მოსამართლემ სარჩელი დააკმაყოფილა არასრულწლოვნის მამას, შვილის სასარგებლოდ დააკისრა სრულად და – 200 (ორასი) ლარის ოდენობის ალიმენტის ყოველთვიურად გადახდა იმ დრომდე, სანამ ა.მ. სრულწლოვანი არ გახდება. შშმ პირების ოჯახის წევრმა პენსიონერმა შეჩერებული სახელფასო ანაზღაურება მიიღო სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული კონსულტაციის მისაღებად მიმართა დახმარების ბიუროს სამართლებრივი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში წარსულში რეგისტრირებულმა პენსიონერმა – ი.ჩ.–მ, რომელსაც ჰყავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი და მძიმე ავადმყოფი მეუღლე. ბენეფიციარს მარტოს უწევდა მათი მოვლა–პატრონობა და ფინანსური სახსრების მოძიება. ბიუროს კონსულტანტმა, ნინო მინჯიამ, გაარკვია, რომ, 2016 წლის თებერვალში, ზუგდიდში მოქმედი ერთ–ერთი შპს–ს ხელმძღვანელმა ა.გ.–მ პენსიონერი ი.ჩ. რამდენიმე თვით სამსახურში აიყვანა დამლაგებლის პოზიციაზე. გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება სახელფასო ანაზღაურებით თვეში – 180 (ასოთხმოცი) ლარი (ხელზე გასაცემი). ი.ჩ. დასუფთავების სამუშაოებს ზუგდიდის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ასრულებდა. ოთხთვიანი მუშაობის 75 შემდეგ, ბენეფიციარს ხელფასი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გაურკვეველი მიზეზების გამო, არ ჩაურიცხეს, მაშინ როდესაც შრომის ანაზღაურება ყველა სხვა თანამშრომელზე გაიცა. ი.ჩ. მიზეზის გასარკვევად ჯერ დამქირავებელთან მივიდა, მერე ბუღალტერთან, მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღო. აღნიშნული პირები ინფორმირებულნი იყვნენ დამლაგებლის ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობის შესახებ. სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტის, ნინო მინჯიას, დახმარებით, დამქირავებელს, ი.ჩ.–მ წერილობით, ოფიციალურად მიმართა რასაც, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მალევე, კონულტანტმა ბენეფიციარს სარჩელი შეუდგინა და, ამჯერად, სასამართლოს მიმართა – დამსაქმებლისაგან სახელფასო დავალიანების გადახდევინების მიზნით. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეს მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილა. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რამდენიმე თვის შემდეგ განხორციელდა – პენსიონერმა ი.ჩ.–მ კუთვნილი მიუღებელი ხელფასი სრულად მიიღო. არასრულწლოვანმა სამკვიდრო ქონების და პენსიის მიღების უფლება მოიპოვა 2018 წლის თებერვალში, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს სამართლებრივი საკითხის მოსაგვარებლად მიმართა მარნეულის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა, მარტოხელა, არასრულწლოვანი შვილის დედამ, ა.ი .–მ, რომელიც აზერბაიჯანელი ეროვნების, საქართველოს მოქალაქე იყო. ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატმა, მიხეილ კეკელიამ, გაარკვია, რომ ბენეფიციარი ა.ი. არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოქალაქე ფ.ი.–სთან, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა და მათი ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის შესახებ ჩანაწერი ვერ განხორციელდა. ამის გამო, ფ.ი.–ს რამდენიმე თვის შვილმა მამისაგან ვერ მიიღო მემკვიდრეობა და ვერც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული სახელმწიფო პენსია. ფ.ი.–ს გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდრო ქონება მიიღეს მისმა მშობლებმა, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრეებმა. ადვოკატმა, მიხეილ კეკელიამ, ბენეფიციარის სასარგებლოდ მოამზადა დოკუმენტაცია, შეადგინა სარჩელი და მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. იგი ითხოვდა ა.ი.–ს შვილის – არასრულწლოვანი დ.ი.–ს მამად ცნობილი ყოფილიყო გარდაცვლილი ფ.ი., შესაბამისად, იგი გამოცხადებულიყო მამის ქონების მემკვიდრედ და მიეღო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მარჩენალდაკარგულის პენსია. მაისის თვეში, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ მომზადებული სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არასრულწლოვან ბავშვს წარმოეშვა გარდაცვლილი მამის სამკვიდრო ქონების და სახელმწიფო პენსიის მიღების უფლება, მარჩენალის დაკარგვის გამო. 76 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ამბროლაურში გადახდისუუნარო მშობელს შვილებთან ურთიერთობის საშუალება მიეცა 2018 წლის მაისის თვეში, იურიდიული დახმარების სამსახურის ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრს სამართლებრივი რჩევისათვის მიმართა გადახდისუუნარო ბენეფიციარმა, გ.კ.–მ, რომელსაც არ ეძლეოდა საშუალება ენახა თავისი არასრულწლოვანი შვილები. კონსულტანტმა, თეა ჩიკვაიძემ, საქმის გარემოების შეფასების შემდგომ, სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად, მოიპოვა პიროვნების მახასიათებელი მტკიცებულებები და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოში წარსადგენად მოამზადა სარჩელი, რომელშიც ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრას მოითხოვდა. სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო. მალე დამტკიცდა მორიგების აქტი გადახდისუუნარო ბენეფიციარისათვის ხელსაყრელი პირობებით – ოფიციალურად განისაზღვრა მამისა და შვილების ურთიერთობის ვადები. ამას გარდა, კონსულტანტ თეა ჩიკვაიძის მიერ, იმავე ბენეფიციარისთვის მომზადდა სამართლებრივი დოკუმენტი შესაგებლის სახით – ალიმენტის დაკისრების თაობაზე აღძრული სარჩელის წინააღმდეგ. საბოლოოდ, სასამართლომ გაიზიარა ბენეფიციარის პოზიცია, წარდგენილი მტკიცებულებები სოციალური მდგომარეობის შესახებ, მხედველობაში მიიღო მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ალიმენტის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა. სოციალურად დაუცველი, ორი შვილის მამის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მიმართა აფზახეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა, ორი შვილის მამამ, გ.ს.–მ, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ერთ–ერთი ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულით იყო დარეგისტრირებული. სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა, ნინო მინჯიამ, დამატებით გაარკვია, რომ გ.ს.. ოფიცილურად რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა მისი მეუღლე, 2012 წლიდან, ოჯახს ჩამოცილებული იყო და შვილების ამბავს არ კითხულობდა. ოჯახი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში ითხოვდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას, კერძოდ, ბინის შესყიდვის თაობაზე ჰქონდათ განაცხადი შევსებული. საკითხის სამინისტროს მოთხოვნით, როცა ოჯახში არასრულწლოვანია, განსახილველად, საჭიროა, ორივე მშობლის თანხმობა. გ.ს.–ს არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში, დედის თანხმობის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მას ოჯახთან დიდი ხანია კონტაქტი არ ჰქონია. კონსულტანტმა ნინო მინჯიამ, ბენეფიციარის ინტერესებიდან გამომდინარე, შეადგინა სარჩელი განქორწინებისა და დედისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნით. 77 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. დედა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. მას შეეზღუდა შვილის ინტერესების დაცვის წარმომადგენლობითი უფლება ქონების მართვა–გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დედა ვერ ჩაერევა შვილის მესამე პირთან ურთიერთობებში და ვერ იქნება თავისი არასრულწლოვანი შვილის კანონიერი წარმომადგენილი სხვადასხვა ოფიციალურ ორგანოში, მათ შორის, სასამართლოშიც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბენეფიციარ გ.ს.–ს და მის ოჯახს მიეცა შესაძლებლობა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართით. 78 სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ადმინისტრაციული სამართლის საქმეები ეროვნებით აფხაზმა ბენეფიციარმა სასამართლო დავა მოიგო სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სარჩელის შედგენის მიზნით მიმართა ეროვნებით აფხაზმა, მცირეწლოვანი ბავშვის მამამ, მოქალაქე თ.ლ.–მ, რომელიც რეგისტრირებული იყო გუდაუთის რაიონში და არ ფლობდა ქართულ ენას. თ.ლ.–მ, 2009 წელს, საქართველოს მთავრობას თავშესაფარი სთხოვა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ქალაქ ზუგდიდში დასახლდა. ოჯახი უკიდურესად მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2016 წლის სექტემბერში, თ.ლ ზუგდიდში დააკავეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137–ე მუხლის (გაუპატიურება) პირველი ნაწილით. თუმცა იგი თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევდა და ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში, პროტესტის ნიშნად, 16 დღე იშიმშილა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის განაჩენით, საქმეზე გონივრულ ეჭვმს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობის გამო, თ.ლ. წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. მის ინტერესებს იცავდა სამეგრელოს– ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი – მთვარისა ბიგვავა. საპატიმროში, ძლიერი ფიზიკური და სულიერი განცდების პირობებში გატარებული თითქმის ხუთი თვის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა დახმარებისთვის ისევ მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურს. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ნათია ქვარცხავამ, მას შეუდგინა ადმინისტრაციული სარჩელი – უკანონო დაკავების, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემის, პატიმრობის უკანონოდ გამოყენების გამო, ათი ათასი ლარის სახით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით – მოპასუხე მხარეების: საქართველოს მთავარი პროკურატურის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მიმართ. ზუგდიდის ნაწილობრივ რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა –საქართველოს მთავარ აღნიშნული პროკურატურას, სარჩელი თ.ლ.–ს სასარგებლოდ, 5000 ლარის გადახდა დაეკისრა. სამშობლოში შევიწროებულ სომალელ გოგონას თავშესაფარი მიენიჭა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, თეა ყაულაშვილი, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ინსტანციაში ახორციელებდა სომალელი გოგონას მეიკო მ.მ.ი.ჰ.–ს ინტერესების დაცვას. ბენეფიციარმა იურიდიული დახმარების სამსახურს მიმართა მას შემდეგ, რაც თავშესაფრის მინიჭების თხოვნაზე უარი მიიღო საქართველოს 79 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან. მოცემულ საქმეში საზოგადოებრივი ადვოკატი, თეა ყაულაშვილი, სარჩელის მომზადების ეტაპზე ჩაერთო. საქმის მასალებით გაირკვა, რომ სომალის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე მეიკო მ.მ.ი.ჰ. ეთნიკურად სომალელი, „რაჰავენის“ ტომის წარმომადგენელი იყო. 2016 წელს მან დატოვა სომალი და მოითხოვა თავშესაფარი საქართველოში იმ მოტივით, რომ იგი იყო ძალადობის მსხვერპლი როგორც ოჯახის, ისე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ვერაფერს აკეთებს მისი უფლებების დასაცავად. განსაკუთრებით პრობლემა ჰქონდა იმიტომ, რომ ქალია. ის მამამისის მესამე ცოლის შვილია. დედამისი კი მამამისის პირველი ცოლის შვილმა მოკლა. ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად, იგი ჯერ საუდის არაბეთში გადავიდა, მაგრამ იქაც მსხვერპლი აღმოჩნდა და ბოლოს საქართველოში წამოვიდა. საქმესთან დაკავშირებით, 2016 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, გაიმართა სასამართლოს არაერთი სხდომა. ადვოკატმა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე მიუთითა, რომ სწორედ მოცემული ინფორმაცია გამორიცხავდა მოსარჩელის დაბრუნებას სომალში და სამინისტროს სათანადოდ უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, გაეთვალისწინებინა მეიკო მ.მ.ი.ჰ.–ს შესაძლო დევნისა და არაჰუმანური მოპყრობის რისკები და თავშესაფარი საქართველოში. საქმის გარემოებების მოსმენისა მისთვის აუცილებლად უნდა მიენიჭებინა და განხილვის შემდგომ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მეიკო მ.მ.ი.ჰ.–ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. აღნიშნულ სამინისტროს შესაბამისი აქტის გამოცემა ტრადიციების მსხვერპლი დაევალა სომალელი გოგონასთვის საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ. სოციალურად დაუცველი ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, თამარ კუპატაძე, საქართველოს მოქალაქე ძ.შ.–ს ინტერესებს იცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ მიმდინარე დავაში – ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ბათილობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ ძ.შ. არის ეკომიგრანტი, პენსიონერი, სოციალურად დაუცველი პირი. 2007 წელს, გიორგიწმინდას დასახლებაში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლი მეწყერმა დაანგრია და მას შემდეგ, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა თუნუქით შეკრულ 10 კვ.მ ფართში, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა 80 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში დაზიანების პირველი კატეგორია. ძ.შ.–მ რამდენჯერმე მიმართა სხვადასხვა ინსტანციას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე - მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძ.შ.–ს ოჯახი იმ ეტაპზე არ საჭიროებდა განსახლებას. სოციალურად დაუცველმა ბენეფიციარმა საკითხის მოსაგვარებლად მიმართა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს. კონსულტანტმა, თამარ კაპანაძემ, ბენეფიციარ ძ.შ–ს შეუდგინა სარჩელი ზემოაღნიშნული სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასასაჩივრებლად. შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს განჩინებით, ბენეფიციარს დაენიშნა საზოგადოებრივი ადვოკატი – თამარ კუპატაძე. ადვოკატმა ბენეფიციარ ძ.შ.–ს საქმეზე განახორციელა წარმომადგენლობა სასამართლოში. 2018 წლის თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სრულად დაკმაყოფილდა ძ.შ.–ს სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სამინისტროს ზემოხსენებული გადაწყვეტილება და მასვე დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემა სოციალურად დაუცველი, ეკო–მიგრანტების ოჯახის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საცხოვრებელ ფართში განსახლების თაობაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სასამართლო დავა მოიგო 2017 წელს, მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მომართა მცხეთის რაიონის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა მ.ა.–მ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, ა.ა.–ს, დედა და მხარდამჭერია. გაირკვა, რომ ა.ა. ბავშვობიდან შშმ პირია. იგი, 1990 წლიდან, ფულად შემწეობას შეუფერხებლად იღებდა. თუმცა 2016 წლის ოქტომბრიდან მას სოციალური დახმარება შეუწყდა. არაერთი საჩივრისა და მიმართვის შემდეგ ა.ა.–ს 2017 წლიდან ხელახლა აღუდგა სოციალური პაკეტით გათვალისწინებული დახმარება, თუმცა 4 თვის თანხა აღარ მიუღია. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ა.ა.–ს საქმეში არ იყო საჭირო დოკუმენტების დედნები და თანხის გაცემაზე უარს ამბობდნენ. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, ირმა ჯიმშიაშვილმა, თანხის მიღების მოთხოვნით განცხადებით მიმართა მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრს, თუმცა უარი მიიღო. მან ეს პასუხი გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოში, სადაც კვლავ უარით უპასუხეს. ამის შემდგომ ადვოკატმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, სადაც განმარტებული იყო, რომ ა.ა. ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და მისმა დედამ ჯერ კიდევ 1990 წელს შესაბამის სამსახურში წარადგინა ყველა საჭირო დოკუმენტის დედნები და ბენეფიციარს ფულადი დახმარებაც ამ დროიდან ჰქონდა დანიშნული. 81 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი მთიანეთის ადვოკატის სოციალური მოთხოვნა და მომსახურების მცხეთა– სამხარეო ცენტრს ბენეფიციარისთვის მიუღებელი 4 თვის სოციალური დახმარების ანაზღაურება დაევალა. სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების შანსი გაუჩნდა 2018 წლის მარტში, სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს დახმარებისთვის მიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა, სოციალურად დაუცველმა პირმა ს.ჯ.–მ, რომლის ოჯახი წლებია ელოდება დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ბინით დაკმაყოფილებას. თუმცა მის ოჯახს ყოველთვის ქულები აკლდებოდა და საცხოვრებელი ფართის გარეშე რჩებოდნენ. არსებული წესის მიხედვით, რაც მეტია ქულების რაოდენობა, მით მეტია ბინით დაკმაყოფილების შანსი. აქედან გამომდინარე, თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამეგრელოს–ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა, ნინო მინჯიამ, გადაწყვიტა აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად საჭირო სამართლებრივი დოკუმენტები მოეძიებინა. მან გაარკვია, რომ ს.ჯ.–ს ბებია და ბაბუა აფხაზეთის კონფლიქტის დროს დახვრიტეს, თუმცა ამის დადასტურება რთული იყო, ვინაიდან „ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ 1992 წლიდან აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სიაში“ არასწორად იყო მითითებული მონაცემები. ამიტომ ძირითადად უარყოფითი პასუხი მოდიოდა. კონსულტანტმა, ნინო მინჯიამ, შეაგროვა სხვადასხვა მტკიცებულება: ოფიციალური დოკუმენტები, პუბლიცისტური მასალა, ფოტოები, დახვრეტილთა სიები, მოწმეთა ჩვენებები, რითაც ზემოხსენებული ფაქტის უტყუარობა დასტურებოდა. მანვე ბენეფიაციარ ს.ჯ.–ს შეუდგინა განცხადება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელზე, რათა მომხდარიყო ჩასწორება „ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ 1992 წლიდან აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სიაში“ და ჩაწერილიყო, რომ აფხაზი სეპარატისტების მიერ 1993 წლის 30 სექტემბერს საკუთარ სახლში – გალის რაიონის სოფ. ოქუმში დახვრეტილ იქნენ – ჯ.ჯ. და მისი მეუღლე ფ.ჯ., რომელთა გვარი და სახელი სიაში შეცდომით იყო მითითებული. 2018 წლის 2 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მოთხოვნა უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილა. სოციალურად დაუცველ დევნილთა ოჯახს მიეცა სამი დამატებითი ქულის მიღებისა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შანსი. 82 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში აფხაზეთიდან დევნილს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესაძლებლობა მიეცა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, თეა ყაულაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ახორციელებდა აფხაზეთიდან დევნილი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის, გ.მ.-ს ინტერესების დაცვას. გ.მ.–მ, როგორც დევნილმა, სახელმწიფოსგან მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება, რაზეც უარი მიიღო. საზოგადოებრივმა ადვოკატმა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გ.მ.–ს ყოფილ მეუღლეს გადასცა საცხოვრებელი ფართი ე.წ. „პირობადებული ხელშეკრულებით“ ანუ დაავალა, რომ ნება დაერთო გ.მ.–ს და მის სამ შვილს ეცხოვრა მოცემულ ფართში. თუმცა, სახელმწიფოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ გ.მ. და მისი მეუღლე, ფაქტობრივად, ერთად არ ცხოვრობდნენ და უფრო მეტიც, ხელშეკრულების დადების დროისათვის, გ.მ. სასჯელს იხდიდა და მისთვის საერთოდ არ უკითხავთ ფართის გადაცემის შესახებ, რაც კანონმდებლობით სავალდებულო იყო. სწორედ ეს გარემოება მიიჩნია სარჩელის შედგენის მთავარ საფუძვლად ადვოკატმა თეა ყაულაშვილმა და გ.მ.–ს მეუღლესთან გაფორმებული ხელშეკრულების და პრეზიდენტის განკარგულების - საცხოვრებელი ფართის გადაცემის შესახებ, ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთანავე, გადაცემული ფართი არ აკმაყოფილებდა პირადად მისი და მისი ოჯახის არც სულადობრივ შემადგენლობას და არც იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი მეუღლესთან დიდი ხანია აღარ ცხოვრობდა, იყო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და ჰქონდა ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა. გადაცემული ერთი ოთახი ასეთი ოჯახისთვის არ იყო ადეკვატური. ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოცემულ ხელშეკრულებაზე დათანხმება გ.მ.–ს უსპობდა შესაძლებლობას ხელახლა მოეთხოვა ფართი სახელმწიფოსგან. სასამართლომ გაითვალისწინა საზოგადოებრივი ადვოკატის არგუმენტები და გ.მ.–ს სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, რითაც მას მიეცა შესაძლებლობა მოითხოვოს საცხოვრებელი ფართი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან, მისი ყოფილი მეუღლისგან დამოუკიდებლად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა, მოქალაქე ე.მ.–მ, დახმარებისთვის მიმართა კახეთის– სიღნაღის იურიდიული დახმარების ბიუროს. ადვოკატმა ბექა ჯავახიშვილმა ბენეფიციარს, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის შემდეგ, საჭირო დოკუმენტები შეუდგინა და სასამართლოში მისი ინტერესები დაიცვა. 83 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოქალაქე ე.მ.–მ განაცხადა, რომ დედამისი თავის ძმასთან ერთად, წლების განმავლობაში, მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. მსგავს ქმედებას ჰქონდა ადგილი რამდენიმე კვირის წინაც, როცა დედამისმა ნ.მ.–მ ბენეფიციარი არასრულწლოვან შვილთან ერთად სახლიდან გამოაგდო. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძალადე ნ.მ.–ს მიმართ შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით გამოსცა და ე.მ., შვილთან ერთად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა შემაკავებელ ორდერს მომსახურების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ვადა გასდიოდა, ბენეფიციარი ვალდებული იყო თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა თავშესაფარი. თუმცა წასასვლელი არსად ჰქონდა, გარდა დედასთან დაბრუნებისა, რომლისგანაც ისევ მოდიოდა ძალადობის განხორციელების საფრთხე. დამცავი ორდერის გამოცემის შემთხვევაში კი, მას თავშესაფარში ყოფნის ვადა გაუგრძელდებოდა. ადვოკატმა, ბექა ჯავახიშვილმა, მოქალაქეს მოუმზადა განცხადება ამჯერად დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში წარმომადგენლობაც გაუწია. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ე.მ.–ს განცხადება სრულად დააკმაყოფილა და მოძალადე ნ.მ.–ს მიმართ გამოსცა დამცავი ორდერი. ეგვიპტელ ქრისტიანებს თავშესაფრის მიღების შანსი გაუჩნდათ თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს თავშესაფრის მიღებაში დასახმარებლად მიმართეს ეგვიპტელმა ქრისტიანებმა მ.კ.შ.–მ და ე.ფ.მ.ა.–მ. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, აკაკი ლომსაძემ, დაადგინა, რომ აღნიშნული ცოლ–ქმარი კოპტური თემის წარმომადგენლები არიან. ისინი, ეგვიპტეში, კოპტების გახშირებული დევნისა და შევიწროების გამო, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად იძულებული გახდნენ სამშობლო დაეტოვებინათ და თავშესაფრის საძიებლად საქართველოში ჩამოსულიყვნენ. თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტრომ მათ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ადვოკატმა, აკაკი ლომსაძემ, სამინისტროს უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. მან სასამართლოს წარუდგინა ავტორიტეტული საერთაშორისო წყაროებიდან მოძიებული ინფორმაცია ეგვიპტეში კოპტური თემის წარმომადგენელთა დევნის შესახებ. საპირისპირო ინფორმაცია წარმოადგინა მოპასუხე მხარემაც. 84 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიიჩნია, წარმომადგენელ ოჯახს, წარმოშობის ქვეყანაში რომ მოსარჩელეებს, როგორც სასამართლომ კოპტური თემის რელიგიური ნიშნით მართლაც ემუქრებოდა საფრთხე დაბრუნების შემთხვევაში და მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეებისათვის თავშესაფრის მინიჭების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დევნილი ბენეფიციარის მოთხოვნა დააკმაყოფილა თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი, აკაკი ლომსაძე, ახორციელებდა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, ნ.ქ.–ს, ინტერესების დაცვას თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნულ პირს უარი უთხრა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე იმ მოტივით, რომ მის დას, როგორც მისი ოჯახის წევრს, უკვე გადაცემული ჰქონდა ფართი სახელმწიფოსაგან პრეზიდენტის განკარგულებისა საფუძველზე. და ეკონომიკის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საზოგადოებრივმა ადვოკატმა, აკაკი ლომსაძემ, ბენეფიციარის ინტერესების დასაცავად სასამართლოში წარადგინა სარჩელი, რომელშიც დასაბუთებული იყო, თუ რატომ ეკუთვნოდა ნ.ქ.–ს ცალკე საცხოვრებელი ფართი და არ შეეძლო დის ბინით (19 კვ.მ) სარგებლობა. ბენეფიციარს სხვა ოჯახი და საჭიროებები ჰქონდა. სარჩელში მოთხოვნილი იყო სამინისტროს მიერ მითითებული აქტისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაპირველად არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე გასაჩივრდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის შედეგად მიღწეულ იქნა დაცვის მხარისათვის სასურველი მიზანი. კერძოდ, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სააპელაციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე მოწინააღმდეგე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები. შედეგად თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნ.ქ.–ს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა. 85 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ძალადობის მსხვერპლმა ქალმა სამართლებრივი დახმარება მიიღო 2018 წლის ივნისის თვეში, ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს მიმართა გადახდისუუნარო, ოთხი შვილის დედამ, ჟ.გ.–მ, რომელიც ყოფილი მეუღლის, რ.ბ.–ს მხრიდან ხშირად განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ბენეფიციარმა განაცხადა, რომ იგი, დაქორწინების შემდეგ, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად დედის კუთვნილ ბინაში, სოფ. გამარჯვებაში ცხოვრობდა. თანაცხოვრების დროს, ქმარი ხშირად ძალადობდა ცოლზე. ხანგრძლივი კონფლიქტის გამო, მეუღლეები 2017 წლის იანვარში განქორწინდნენ. ჟ.გ.–ს გადმოცემით, ყოფილი მეუღლე, განქორწინების შემდეგ, მას ხშირად უთვალთვალებდა, ღამით მისი სახლის ეზოში შემოდიოდა, უკრძალავდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობას, ხშირად აყენედა სიტყვიერ შეურაცხყოფას. აღნიშნულის გამო, ჟ.გ. მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფებოდა. საზოგადოებრივმა ადვოკატმა, მიხეილ კეკელიამ, დამცავი ორდერის მაქსიმალური ვადით გამოცემის მიზნით მოიპოვა მტკიცებულებები. შეკრებილი დოკუმენტების საფუძველზე, ბენეფიციარის, ჟ.გ.–ს, სახელზე, შეადგინა განცხადება და რუსთავის სასამართლოს მიმართა დამცავი ორდერის გამოცემის თხოვნით. სასამართლო სხდომაზე მიხეილ კეკელიამ ბენეფიციარ ჟ.გ.–ს მიმართ ყოფილი მეუღლის მიერ ძალადობის არაერთგზის ჩადენის ფაქტი დაასაბუთა და მოითხოვა, დამცავი ორდერის მაქსიმალური ვადით გამოცემა, რაც აუცილებელი იყო მსხვერპლის დროებითი დაცვისთვის. სასამართლომ გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატის არგუმენტები და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილა. შესაბამისად, რ.ბ.–ს, ექვსი თვის განმავლობაში, აეკრძალა ჟ.გ.–სთან და მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება, სატელეფონო ან სხვა ტიპის კონტაქტი ან რაიმე სახის მიმოწერა. 86 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში პარტნიორი ორგანიზაციები 87 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში ოფისების მისამართი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური (ადმინისტრაციული ოფისი) მის: დავით აღმაშენებლის გამზ. №140ა, თბილისი 0102, საქართველო +995 (32) 292–00–55 / info@legalaid.ge / www.legalaid.ge www.facebook.com/legalaid.ge / Skype: legalaid.ge თბილისის ბიურო ბიუროს უფროსი: სულხან კომახიძე მის: თბილისი, თამარ მეფის გამზ. №14 ტელ: +995 (32) 2954474 მობ: +995 (595) 364410 ელ-ფოსტა: skomakhidze@legalaid.ge მცხეთა-მთიანეთის ბიურო ბიუროს უფროსი: ალუდა ბუჩუკური მის: მცხეთა, დ. აღმაშენებლის ქ. №51 ტელ: +995 (32) 2513873 მობ: +995 (595) 901705 ელ-ფოსტა: abuchukuri@legalaid.ge კახეთის-თელავის ბიურო ბიუროს უფროსი: ლიანა ჭუნიაშვილი მის: თელავი, ვარდოშვილის ქ. №7 ტელ: +995 (350) 271538 მობ: +995 (595) 901707 ელ-ფოსტა: ltchuniashvili@legalaid.ge კახეთის-სიღნაღის ბიურო ბიუროს უფროსი: თამაზ გურაშვილი მის: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ. №7 ტელ: +995 (355) 231082 მობ: +995 (599) 937973 ელ-ფოსტა: tgurashvili@legalaid.ge შიდა ქართლის ბიურო ბიუროს უფროსი: გიორგი ჯეირანაშვილი მის: გორი, სამეფოს ქ. №54 ტელ: +995 (370) 279556 მობ: +995 (595) 901704 ელ-ფოსტა: gjeiranashvili@legalaid.ge ქვემო ქართლის ბიურო ბიუროს უფროსი: მაია ნოზაძე მის: რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6 ტელ: +995 (341) 241425 მობ: +995 (595) 901706 ელ-ფოსტა: mnozadze@legalaid.ge იმერეთის-ზესტაფონის ბიურო ბიუროს უფროსი: გელა ბერაძე მის: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №11 ტელ: +995 (492) 253637 მობ: +995 (595) 364441 ელ-ფოსტა: gberadze@legalaid.ge სამცხე-ჯავახეთის ბიურო ბიუროს უფროსი: დავით ზარიძე მის: ახალციხე, თაბუკაშვილის ქ.№17 ტელ: +995 (362) 220735 მობ: +995 (599) 722176 ელ-ფოსტა: dzaridze@legalaid.ge იმერეთის-ქუთაისის ბიურო ბიუროს უფროსი: გა სიორდია მის: ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა ტელ: +995 (431) 253411; 253412 მობ: +995 (595) 901700 ელ-ფოსტა: gsiordia@legalaid.ge სამეგრელოს-ზუგდიდის ბიურო ბიუროს უფროსი: რომან კეიდია მის: ზუგდიდი, კოსტავას ქ. №24 ტელ: +995 (415) 220040 მობ: +995 (595) 901702 ელ-ფოსტა: rkeidia@legalaid.ge სამეგრელოს-ფოთის ბიურო ბიუროს უფროსი: ნათია ბოჯგუა მის: ფოთი, ვ. გორგასლის ქ. №22 ტელ: +995 (493) 223234 მობ: +995 (595) 901703 ელ-ფოსტა: nbodjgua@legalaid.ge აჭარის ბიურო ბიუროს უფროსი: იამზე ზანდარაძე მის: ბათუმი, პუშკინის ქ. №145 მობ: +995 (595) 901701 ელ-ფოსტა: izandaradze@legalaid.ge მესტიის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: ავთანდილ ჯაფარიძე მის: მესტია, სეტის მოედანი №19 ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: თეა ჩიკვაიძე 88 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, 2018 წლის საქმიანობის ანგარიში მობ: +995 (551) 201947; +995 (599)294477 ელ-ფოსტა: ajaparidze@legalaid.ge მის: ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №24 მობ: +995 (595) 308847 ელ–ფოსტა: tchikvaidze@legalaid.ge საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: სალომე გიორგაძე მის: საჩხერე, თავისუფლების ქ. №4 მობ: +995 (558) 194637 ელ-ფოსტა: sgiorgadze@legalaid.ge ახალქალაქის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: ზაზა გორდელაძე მის: ახალქალაქი, თამარ მეფის ქ. №44 მობ: +995 (591) 996597 ელ-ფოსტა: vbalakhadze@legalaid.ge მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: ლალი ალუდაური მის: მარნეული, რუსთაველის ქ. №73 მობ: +995(551)424400 ელ–ფოსტა: laludauri@legalaid.ge წალკის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: დავით გოგიჩაიშვილი მის: წალკა, არისტოტელეს ქ. №22 მობ: +995 (599) 090091 ელ-ფოსტა: dgogichaishvili@legalaid.ge ოზურგეთის საკონსულტაციო ცენტრი კონსულტანტი: იამზე მემარნიშვილი მის: ოზურგეთი, კოსტავას ქ. №1, 1–ლი სართ. ტელ: +995 (496) 275992 მობ: +995 (595)308850 ელ-ფოსტა: imemearnishvili@legalaid.ge 89 დროული და ეფექტური სამართლებრივი დახმარება legalaid.ge legalaid.ge +995 32 292 00 55