საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა შპს „უნივერს ბიზნეს გრუპ“-ის მიერ წარმოდგენილ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N20282; 14.12.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-3249/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-3249/19 01-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა შპს “უნივერს ბიზნეს გრუპის“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N20282; 14.12.2018) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 25 თებერვლის სხდომაზე განიხილა შპს “უნივერს ბიზნეს გრუპის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადება ეხება რამდენიმე საკითხს. კერძოდ: 1. ავტორის მოსაზრებით სახელმწიფო სატენდერო სისტემა არ ითვალისწინებს ალტერნატიულ წინადადებებს, რის გამოც რთულდება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. 2. ავტორს შემოთავაზებული აქვს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის ჩანაწერის ცვლილება. კერძოდ, არსებული ჩანაწერის- „საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთს არსებობის შემთხვევაში“ მაგივრად ჩაიწეროს - „მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთს არსებობის შემთხვევაში.“ 3. გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში მოიხსნას პუნქტი, რომლიც ზღუდავს პრეტენდენტის შესაძლებლობას წარადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. ავტორის მიერ ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობისას კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ფორმულირება არ არის იმ თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge პრობლემური საკითხის გადაჭრის გზა, რასაც საკანონმდებლო წინადადების ავტორი აყენებს, რადგან: 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი განმარტავს ალტერნატიულ შესყიდვას, რომელიც გულისხმობს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ უკვე შესყიდული საკომუნიკაციო მომსახურების განსხვავებული მიმწოდებლისგან შესყიდვას აღნიშნული სპეციფიური მომსახურების უწყვეტობისა და საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის განმარტება არ გულისხმობს ერთი კონკრეტული შესყიდვის ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული აღწერილობისგან განსხვავებული (ალტერნატიული) სპეციფიკაციის შესყიდვის ობიექტის შეთავაზებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის ჩანაწერის ცვლილება მიზანშეწონილი არ არის. 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად „შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, აგრეთვე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. აღნიშნული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“. შესაბამისად, სატენდერო კომისიის უფლებამოსილებას წარმოადგენს შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ მოთხოვნების განსაზღვრა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო, იმ დათქმით, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორის მიერ სხდომაზე დაყენებულ პრობლემატურ საკითხებზე კომიტეტი, მუშაობას გააგრძელებს სამუშაო ჯგუფის ფორმატში. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ბეგაძე