საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ პაკეტის (N07-2/291, 13.12.2018) თანმდევი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების გამოთხოვის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.03.2019
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-3956/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წერილი
*GOV21900008260* GOV 2 19 00008260 01/03/2019 საქართველოს პარლამენტს გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების პროექტები (№42669; 13.12.2018), რომელიც მოიცავდა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებს. აღნიშნული კანონპროექტები მიზნად ისახავდა კანონმდებლობაში ერთნაირი ტერმინების და განმარტებების არსებობას. როგორც მოგეხსენებათ, ახლადარჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ამოქმედდა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, რომელმაც ძალადაკარგულად გამოცხადა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 აპრილის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №15-16, 26 აპრილი, 1997, გვ. 6). შესაბამისად, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემდგომი განხილვის საჭიროება არ არსებობს. ამასთან, ასევე არ არსებობს საჭიროება განხილულ იქნას „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ცვლილება უკვე ამოქმედებულია 2019 წლის 1 იანვრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 თებერვლის N447 განკარგულების შესაბამისად, გამოვითხოვთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის (№42669; 13.12.2018) შემადგენელ საქართველოს კანონის პროექტებს: „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე