საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/226; 20.09.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-3334/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-3334/19 04-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (073/226; 20.09.2018წ.) კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტებად განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 20 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის 5 მარტი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი 2-3307/19 01-03-2019) საკითხზე დამატებითი კონსულტაციების გავლის აუცილებლობიდან გამომდინარე კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვის ვადით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-3307/19 01-03-2019 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯრომარს ბატონ ანრი ოხანაშვილს ბატონო ანრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავალდებულო წესით მოეთხოვება პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების განხილვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (073/246; 15-11-2018) და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№073/226; 20.09.2018). აღნიშნულ კანონპროექტებზე დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობიდან გამომდინარე, გთხოვთ, გააგრძელოთ კანონპროექტების განხილვის ვადები 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge