საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ წარმოდგენილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელაგაციის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელაგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი
ნომერი
#2-3317/19/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ წარმოდგენილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელაგაციის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-04
ბიუროს ნომერი 238

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3317/19 01-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს გიგზავნით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიშს. დანართი 4 ფურცელი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2-5386/19 27-03-2019 საორგანიზაციო დეპარტამენტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მოისმინა „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიში“ (2-3317/19/9; 01.03.2019) საკომიტეტო განხილვის ფორმატში. მომხსენებელმა წარმოადგინა ინფორმაცია საპარლამენტო დელეგაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ყოველწლიური ზაფხულის სხდომაში და ასევე საერთაშორისო სამდივნოს (ბიუროს) საგაზაფხულო და საშემოდგომო სხდომების მუშაობაში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა „მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიურ ანგარიშს“. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (IAO) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში პერიოდი: 2018 იანვარი - 2019 წლის იანვარი წლის სტატისტიკა რეზიუმე: საანგარიშო წლის პერიოდში, მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ ზაფხულის სხდომაში და ასევე საერთაშორისო სამდივნოს (ბიუროს) საგაზაფხულო და საშემოდგომო სხდომების მუშაობაში; თარიღი: 2018 წლის 2-5 აპრილი, ბეირუთი, ლიბანის პარლამენტი მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა სხდომასა და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება; საერთაშირისო კონფერენცია თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვის ახლო აღმოსავლეთში: საპარლამენტო დიალოგი“; მონაწილეობდა: მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი; კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა: ზაქარია ქუცნაშვილი, გამოვიდა სპეციალური მოხსენებით თემაზე: „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის ახლო აღმოსავლეთში“; შეხვედრები: საერთაშორისო სამდივნოს გენერალურ მდივანთან და ასამბლეის პრეზიდენტთან; საუბარი შეეხო ორგანიზაციის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან, როგორც წევრი ქვეყნის ვალდებულებების შესრულებას. გადაწყდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოსცემს საიუბილეო საფოსტო მარკებს IAO-ს ლოგოთი და ქართული შრიფტით ბერძნული მხარის მიერ მოწოდებული საერთო დიზაინის საფუძველზე; საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოსვლა: საერთაშორისო სამდივნოს სხდომის ფარგლებში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის ფორმატი კარგ შესაძლებლობას იძლევა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსასვლელად, რომელსაც ყოველთვის, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი უპირობოდ ვიყენებ; აქ მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ეკლესიისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც საქართველო დაკავშირებულია სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატით. შედეგობრივად მნიშვნელოვანი იყო ლიბანში (ბეირუთში) ვიზიტი, იმის გამო, რომ ლიბანის სახელმწიფო მსგავსად საქართველოსი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურია. შესაბამისად, მათი გამოცდილება სამოქალაქო ომის შედეგების დაძლევისა და საერთო მშვიდობიანი მომავლის მშენებლობაში ჩვენთვისაც საყურადღებოა; თუ ქართულ საზოგადოებაში უმრავლესობის რელიგიას წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ლიბანში, ქრისტიანული წარსულის მიუხედავად 40%-მდე შემცირდა ქრისტიანების რაოდენობა. შესაბამისად რელიგიურ კუთვნილებაზე განმსაზღვრელ გავლენას ახდენს სახელმწიფოს ეთნიკური შემადგენლობა. ლიბანი, როგორც ერთ-ერთი არაბული სახელმწიფო, ყველაზე ლოიალურად უდგება რელიგიის საკითხებს, რაც განაპირობებს ამ ქვეყნის სტაბილურობას და განვითარებას. ლიბანი ასევე საინტერესოა თავისი სატრანსპორტო კორიდორით. მისი პორტები წარმოადგენენ ხმელთაშუა ზღვაზე ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სატრანსპორტო პორტებს. ლიბანში განვითარებულია საბანკო სისტემა და ტურიზმი, როგორც ეკონომიკის წამყვანი დარგები. ამ ქვეყნის ეკონომიკა ძირითადში დამყარებულია მომსახურების სერვისებზე, რაც გამოიხატება სატრანსპორტო, საბანკო და ტურისტული მომსახურების გაწევაში. თუ საქართველო ეკონომიკის ამ სამი დარგის გარდა განავითარებს ეკონომიკის სხვა დარგებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას და სამთომადნო ინდუსტრიას ეს საქართველოს არა მარტო მომსახურების გამწევ, ასევე საქონლის (პროდუქციის) მიმწოდებელ სახელმწიფოდ აქცევს. შედეგობრივი თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ იზრდება მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ჩვენი მოკავშირე თურქეთის რესპუბლიკისადმი. ამ კუთხით განსაკუთრებით გამოირჩევა არაბული სამყარო, სირიის, იორდანიისა და ლიბანის სახით. ისინი თავიანთ გამოსვლაში - ლიბანის პარლამენტში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში არ მალავდნენ თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას თურქეთის რესპუბლიკისადმი. თარიღი: 2018 წლის 25-30 ივნისი, ათენი, საბერძნეთის პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 25-ე გენერალური ასამბლეის სხდომა; მოვლინების მიზანი: IAO-ს საიუბილეო 25-ე გენერალური ასამბლეის ყოველწლიური სხდომა „საპარლამენტო დემოკრატია და ქრისტიანული ფასეულობები: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 25 წელი“; მონაწილეები: საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ზაქარია ქუცნაშვილი, ასევე დელეგაციის წევრები: ადა მარშანია და მამუკა ჩიქოვანი; მოხსენებით გამოსვლა: ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაზე გამოვიდა სპეციალური მოხსენებით თემაზე - „მართლმადიდებლობა ახალ ევროპულ რეალობაში“; ცვლილებებისა და ინიციატივების შეთავაზება: ზაქარია ქუცნაშვილმა, ასამბლეის ხელმძღვანელობას შესთავაზა მის მიერ შემუშავებული ორგანიზაციის განვითარების ახალი სტრატეგია და ხედვა; ასამბლეის სხდომაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები: საქართველოს დელეგაციის წევრები პირველად იყვნენ არჩეული შემდეგ პოზიციებზე: ადა მარშანია, IAO-ს საერთაშორისო პოლიტიკის კომიტეტის წევრად, ხოლო მამუკა ჩიქოვანი, IAO-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრად; ზაქარია ქუცნაშვილი, (რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე IAO-ს ბიუროს წევრი იყო), ახალი არჩევნების შედეგად დაინიშნა IAO-ს კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ; შეხვედრა ახალ პრეზიდენტთან: საქართველოს დელეგაცია შეხვდა საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სერგეი გავრილოვს - საუბარი შეეხო მომდევნო, 26-ე ასამბლეის ჩატარების საკითხს საქართველოში და მასთან დაკავშირებულ შესაძლო გამოწვევებს, მათი თავიდან აცილების მექანიზმებს და სხვა ორგანიზაციულ საკითხებს. IAO-ს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ჩვენს მიერ შესრულებული იქნა ყველა აღებული ვალდებულება, ესენია: საქართველოში პირველად გამოიცა IAO-ს საიუბილეო საფოსტო მარკა: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საფოსტო საგადახადო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედმა კომისიამ დაამტკიცა რა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელისაგან მიღებული წერილი თხოვნა, ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიმუშავა ამ თემაზე გამოსაცემი პირველი ქართული მარკის ესკიზი და 2018 წლის დეკემბერში მიმოქცევაში გამოუშვა IAO-ს საიუბილეო საფოსტო მარკა 25 ათასიანი ტირაჟით; მარკის ნომინალია 1 ლარი; ქართველი ხატმწერების წარმატება: აღსანიშნავია, რომ ქართველ ხატმწერებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონკურსში: კონკურსი დასრულდა 2018 წლის 25-ე საიუბილეო გენერალურ ასამბლეაზე გამარჯვებულების გამოცხადებით; შეირჩა ოთხი ქართველი ხატმწერი, რომელთაგან ერთი (ირაკლი ლიჩელი) დაჯილდოვდა IAO-ს სპეციალური პრიზით. საქართველოს მხრიდან საერთაშორისო სამდივნოს ორგანიზაციულ დახმარებას უწევდა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი ლიკა ფერაძე; საიუბილეო გამოფენაში ქართველი ხატმწერების მონაწილეობა: კონკურსის დასკვნითი გამოფენა ათენის ბიზანტიის კულტურის ცენტრში საზეიმოდ გახსნა საბერძნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა; ქართველი ხატმწერების მიერ დაწერილმა ხატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა; შეხვედრები: საქართველოს დელეგაციის წევრებმა არაფორმალური შეხვედრები გამართეს საბერძნეთის, იორდანიის, კვიპროსის დელეგაციის წევრებთან და განიხილეს პრობლემურ საკითხებზე დელეგაციების მიერ დებატებზე დაყენებული მოსაზრებები და სხვა საკითხები. მომავალი გეგმები: საქართველოსათვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება 2019 წელი, რადგან 25-ე გენერალურ ასამბლეაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაფიქსირდა წევრი ქვეყნების არჩევანი - მომდევნო ასამბლეის საქართველოში ჩატარების შესახებ; თარიღი: 2018 წლის 15-18 ნოემბერი, კაირო, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა; მივლინების მიზანი: მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) საერთაშორისო სამდივნოს, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მომხსენებელთა სხდომა; მონაწილეობდა: მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი და IAO-ს საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი; შეხვედრები: არაფორმალური, წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან; ასევე, IAO-ს პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან და მრჩეველთან, ასამბლეის ხელმძღვანელმა პირებმა კიდევ ერთხელ სთხოვს საქართველოს პარლამენტს დადასტურება იმ ფაქტისა, რომ 2019 წლის ასამბლეისთვის საქართველოში ჩამოსულ რუსეთის დელეგაციის იმ წევრებს, რომელთაც არა აქვთ დარღვეული საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, შეეძლებათ ქვეყანაში დაბრკოლების გარეშე შემოსვლა; შეხვედრები გაიმართა ასევე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქთან თეოდორე მეორესთან, სადაც საუბარი შეეხო აფრიკაში არსებულ პრობლემების გადაჭრის საქმეში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წვლილს. დელეგაცია ასევე შეხვდა კოპტური  მართლმადიდებლური ეკლესიის  პატრიარქს,  თეოდორე  მეორეს, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 25-წლიან მოღვაწეობას და იმედი გამოთქვა, რომ ეგვიპტის პარლამენტი მალე გახდება ამ ორგანიზაციის წევრი. შედეგობრივად საყურადღებოა: საქართველო მრავალი წელი ითხოვდა ქრისტიანულ სამყაროში ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის მასპინძლობის უფლებას გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარებას. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარების შესახებ მნიშვნელოვანი მიღწევაა ქართული საპარლამენტო დიპლომატიისთვის. ორგანიზაციის დაფუძნებიდან 25 წლის შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების შემდეგ მესამედ გახდება გენერალური ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა. ეს საქართველოსათვის მოიტანს: ქართული სახელმწიფოს ცნობადობის გაზრდას, რომლის შემადგენელი ნაწილია ქრისტიანული კულტურა და ტრადიციები. მოგეხსენებათ, მართლმადიდებლური ღირებულებების პოპულარიზაცია წარმოადგენს ამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ერთ-ერთ მიზანს, საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს ისტორია სრულ შესაბამისობაშია ქართული სახელმწიფოს წარსულთან და მომავალთან. გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარება ხელს შეუწყობს რელიგიური ტურიზმის განვითარებას, რაც წარმოადგენს ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგის ნაწილს. თბილისში, გენერალური ასამბლეის ჩატარება შექმნის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებზე საერთაშორისო დონეზე სამსჯელოდ. მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაცის მიზნებს შორის ასევე არის წევრი სახელმწიფოების რელიგიური და სახელმწიფოებრივი საზღვრების ურღვეობის დაცვა. ამ კონტექსტში, რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს დარღვეული აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების მთლიანობა, მაგრამ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს ფორმალურად დარღვეული არა აქვს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკური საზღვრები. ეს უკანასკნელი გარემოება, ვფიქრობთ გამოყენებული იქნეს, რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან გახმობის დამატებით საფუძვლად. ორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, IAO ყოველწლიურად აფართოებს კონტაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის პარლამენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციასა და საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვით, ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ხელის მოწერით, სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებების ჩატარებით და/ან ამ ქვეყნებში გამართულ მნიშვნელოვან საპარლამენტო, საეკლესიო და საერო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებით, საერთაშორისო სახელოვნებო/ფოტო კონკურსების გამოცხადებითა და მათი სრული ფინანსური მხარდაჭერით, სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებითა და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, როგორც მისი შექმნის დღიდან, ისევე მიმდინარე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობს და პირნათლად და დროულად ასრულებს მასზე დაკისრებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, რაც არაერთხელ იქნა მადლიერებით აღნიშნული ასამბლეის ხელმძღვანელობის მიერ; მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი