საქართველოს პარლამენტის წევრების სულხან მახათაძისა და რომან მუჩიაშვილის მომართვა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ გასვლისა და საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-3587/19
05-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ გიორგი კახიანს
ასლი: ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებს“
ასლი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს
ბატონ მამუკა მდინარაძეს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ
ვტოვებთ ფრაქცია „ქართულ ოცნება - სოციალ-დემოკრატებს“.
ამასთანავე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
მივმართავთ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბატონ მამუკა მდინარაძეს და გამოვხატავთ
სურვილს შევიდეთ ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
სულხან მახათაძე
პარლამენტის წევრი
რომან მუჩიაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge