საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/312; 13.02.2019) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3593/19
05-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/312;
13.02.2019).
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი,
ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტი.
კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადად განსაზღვრულია
წამყვანი კომიტეტისთვის 2019 წლის 25 მარტი, ხოლო სავალდებულოსთვის 11
მარტი.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
მოგვმართა თხოვნით (წერილი 2-3568/19 05/03/2019), რათა, მომხსენებლის მიერ
დასახელებულ ვადაში კანონპროექტის კომიტეტზე წარმოდგენის შეუძლებლობის
გამო, განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-3568/19
05-03-2019
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2019
წლის
18
თებერვლის
N235/8
გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
სავალდებულო განხილვისთვის გადმოეცა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/312; 13.02.2019)
აღნიშნული ინიციატივის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია
2019 წლის 11 მარტამდე.
კომიტეტმა დაგეგმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, თუმცა
მომხსენებელი ზემოთ დასახელებულ ვადაში საკითხის წარმოდგენას ვერ ახერხებს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის გაგრძელება 2 კვირით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მითითებული