საქართველოს პარლამენტის წევრის ემზარ კვიციანის მომართვა მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/289; 22.02.2019) საქართველოს კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი
2-3664/19
06-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მიმდინარე წელს წარმოდგენილი იქნა საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. (07-3/289/9 22 თებერვალი)
მოგახსენებთ, რომ დღეის მდგომრეობით ქონების დაბრუნების მოთხოვნით 48 000
განცხადებაა წარდგენილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში. ასევე არაერთი
განცხადებაა წარდგენილი საქართველოს საერთო სასამართლოებში. თუმცა ამ მუხლის
მოქმედი რედაქციის არსებობა იწვევს წარდგენილი განცხადებების დაკმაყოფილებაზე უარის
თქმას. ვინაიდან 5 წლიანი და 1 თვიანი ვადების დაცვა ზოგჯერ თავად განმცხადებლისაგან
დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეუძლებელია. უმარავ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლობა
კონსტიტუციით გათვალისწინებული მისი უფლების - საკუთრების უფლების დაცვის
განხორციელებისა, ვინაიდან სწორედ ქონების დაბრუნებას შეეხება წარდგენილი
განცხადებები.
აქედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით განმეორებით წარადგინოთ ბიუროზე
წარმოდგენილი კანონპროექტი, ვინაიდან ვითხოვთ მისი დაჩქარებული წესით განხილვას.
გთხოვთ, კანონის პროექტი განხილული იქნეს დაჩქარებული წესით საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის შესაბამისად და მას მისცეთ შესაბამისი
მსვლელობა.
პატივისცემით,
პარლამენტის წევრი
ემზარ კვიციანი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge