საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირაკლი სესიაშვილი, გიორგი კანდელაკი, სერგი კაპანაძე, ირაკლი ბერაია, ცოტნე ზურაბიანი), 2019 წლის 20 თებერვალს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო შეხვედრაზე ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
ნომერი
#2-3461/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

წერილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 2-3461/19 04-03-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარატამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძე ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრის ანგარიშს, რომელიც მიმდინარე წლის 20 თებერვალს ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) გაიმართა. გთხოვთ, აღნიშნული ანგარიში შეიტანოთ უახლოვეს ბიუროს შეხვედრის დღის წესრიგში. დანართი: 7 (შვიდი) ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის მუდმოვმოქმედი დელეგაციის შეხვედრა ნატო-ს შტაბ-ბინაში ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო 20 თებერვალი, 2019 ანგარიში ანგარიში მოამზადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტმა საერთაშორისო ურთიერთობებში - დავით ღუჭაშვილმა. 28 თებერვალი 2019 ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა ძირითადი შემადგენლობა  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  გიორგი კანდელაკი - ფრაქცია „ევროპული საქართველო“;  სოფიო ქაცარავა - ფრაქცია „ქართული ოცნება“; სათადარიგო შემადგენლობა  ირაკლი ბერაია - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  ცოტნე ზურაბიანი - ფრაქცია „ქართული ოცნება“;  სერგი კაპანაძე - „მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველო“;  ბექა ოდიშარია - ფრაქცია „ქართული ოცნება“. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის მანძილზე დაგეგმილი ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია  12-14 აპრილი ასამბლეის ხმელთაშუა და აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და „როუზ-როს“-ის ერთობლივი სემინარი. ანტალია (თურქეთი რესპუბლიკა);  25-26 აპრილი „როუზ-როს“-ის სემინარი. ბრიუსელი, (ბელგიის სამეფო);  31 მაისი-3 ივნისი ასამბლეის საგაზაფხულო სესია. ბრატისლავა, (სლოვაკეთი);  11-14 ოქტომბერი ასამბლეის წლიური სესია ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი);  13-15 ნოემბერი ასამბლეის გარდამავლობისა და განვითარების ქვეკომიტეტისა და „როუზ-როს“-ის ერთობლივი სემინარი. პრიშტინა, (კოსოვო). ანგარიშის მოკლე შინაარსი  მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ქ. ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გამართა შეხვედრა.  საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის შემადგენლობა:  ირაკლი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი);  გიორგი კანდელაკი;  სერგი კაპანაძე;  ირაკლი ბერაია;  ცოტნე ზურაბიანი;  დავით ღუჭაშვილი (დელეგაციის მდივანი).  განხილული იყო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობები;  ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ისევ ძალაშია;  2019 წელი იქნება აქტიური წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობების კუთხით. ანგარიში 1. მიმდინარე წლის 20 თებერვალს, ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) ნატო-ს შტაბბინაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, ნატო-ს წარმომადგენლებთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან გამართა შეხვედრები. საპარლამენტო დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში კერძოდ, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემოლერს შეხვდა. შეხვედრები ასევე, გაიმართა, ამერიკელ კონგრესმენებთან, ალიანსის წევრი სახელმწიფოს კანონმდებლებთან და ნატო-ში წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელ პირებთან. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: ირკალი სესიაშვილი (დელეგაციის ხელმძღვანელი), გიორგი კანდელაკი, ირკალი ბერაია, სერგი კაპანაძე და ცოტნე ზურაბიანი. 2. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა შავი ზღვის უსაფრთხოების გაწევრიანება და ოკუპირებული ალიანსის გამოწვევები, საქართველოს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიები, ალიანსში რუსეთის მიერ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის ფორმატები. 3. აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემოლერმა, შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მარტის თვეში, იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში (სავარაუდოდ 25 მარტს), ასევე, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩრდილოატლანტიკური საბჭო ეწვევა საქართველოს. 4. დისკუსიის ფარგლებში, გამოეხმაურა იმ ნატო-ს პროგრესს გენერალური რომელსაც ურთიერთობებში მიაღწია. კერძოდ, საქართველოს წვრთნისა და მდივნის მოადგილე საქართველომ ნატო-სთან მან ხაზგასმით შეფასების ცენტრის აღნიშნა ნატო- (JTEC) ეფექტური საქმიანობა, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად. ასევე, როუზ გოტემოლერი, შავ ზღვაში უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებს შეეხო და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აქტივობა ქვეყნებისათვის. სერიოზულ შესაბამისად, საფრთხეს იგეგმება წარმოადგენს წვრთნისა და რეგიონის მომზადების ამერიკული მისის საქართველოში გამოგზავნა, რომელიც ქარულ მახრეს შავ ზღვაზე სამხედრო დაეხმარება. და სამაშველო ოპერაციების განხორციელებაში 5. დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მოუწოდეს ალიანს, ნატო-ს წევრი სახელმწიფოების შეხვედრების დღის წესრიგში, საქართველოს საკითხის უფრო აქტიურად განხილულიყო, განსაკუთრებით ნატო-ს დაარსების 70 წლისთავისადმი დაგეგმილ შეხვედრაზე. 6. ასევე, შეხვედრა შედგა საქართველოს საკითხებზე მომუშავე ნატო-ს წარმომადგენლებთან, სადაც, ნატო-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ტექნიკურ ასპექტებზე ისაუბრეს. კერძოდ, დისკუსიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის ასპექტები. 7. შეხვედრაზე ნატო-ს წარმომადგენლებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ რეფორმების კუთხით, საქართველო, რეგიონში ლიდერ სახელმწიფოთაა აღიარებული და ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად საჭიროა უფრო პრაქტიკული მექანიზმების ამოქმედება. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმის დოკუმენტს საჯარო ან ნახევრად საჯარო სტატუსის მინიჭება. 8. ტექნიკურ საკითხებზე საუბრისას, დელეგაციის წევრებმა საქართველოს პარლამენტის განახლებულ რეგლამენტზე ისაუბრეს, რომელიც, უფრო ფართო და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების პრაქტიკაში გამოყენებას შეუწყობს ხელს, რაც, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე და ზოგადად მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას უზრუნველყოფს. 9. შეხვედრები, ასევე შედგა ნატო-ში ესტონეთის, თურქეთის და იტალიის ელჩების მოადგილეებთან, რომლებმაც, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი და დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ამასთანვე, ელჩების მოადგილეებმა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი. 10. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა ასამბლეის ბიუროს წევრებს, რომელშიც შედიოდნენ აშშ-ს კონგრესის ოთხი კონგრესმენი. უნდა აღინიშნოს კონგრესმენ ტორნერის (ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი) მიერ შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შეეხებოდა. კონგრესმენმა აღნიშნა, რომ მაკედონიის ალიანსის წევრობისაც არავის სჯეროდა, მაგრამ ქვეყანამ თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას და ბუქარესტის სამიტის გადაწყევტილება საქართველოს მიმართ ისევ ძალაშია. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესით და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარებით.