საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2018 წლის 23-25 ნოემბერს, ქალაქ პორტმაოში (პორტუგალია) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის მუზეუმის პრიზის ჟიურის სხდომაზე მონაწილეობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#2-3428/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3428/19 04-03-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც 2018 წლის 23-25 ნოემბერს, ქალაქ პორტმაოში, პორტუგალიაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის მუზეუმის პრიზის ჟიურის სხდომაზე მონაწილეობას გულისხმობდა. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 1 გვერდი პატივისცემით, პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროპის მუზეუმის პრიზის ჟიურის სხდომა 23-25 ნოემბერი, 2018 ა ნ გ ა რ ი შ ი გასული წლის 23-25 ნოემბერს, მონაწილეობა მივიღე ევროპის საბჭოს ევროპის მუზეუმის პრიზის შესარჩევ სხდომაში, რომელიც ქალაქ პორტიმაოში, პორტუგალიაში გაიმართა. სხდომის დღისწესრიგით გათვალისწინებული იყო ევროპის ქვეყნების ნომინირებული მუზეუმების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა. ჟიურიმ 14 ნომინირებული მუზეუმიდან ევროპის მუზეუმის პრიზის კონკურსის გამარჯვებულად „კომუნიკაციათა მუზეუმი“ (ბერნი, შვეიცარია) მიიჩნია. მუზეუმების შეფასება მოხდა მოცემული კრიტერიუმების შესაბამისად: ევროპული კულტურისა და მემკვიდრეობის გაზიარება; დემოკრატიის პატივისცემა და ადამიანის უფლებათა გავრცელება; საზოგადოებრივ და პოლიტიკური საზღვრებს მიღმა კულტურათა დამეგობრება; თანამედროვე საზოგადოებრივ საკითხებზე ვიზიტორთა ცნობიერების ამაღლება; დემოკრატიული მოქალაქეობის იდეის მოკვლევა; ევროპის საბჭოს ევროპის მუზეუმის პრიზი 1977 წელს დაარსდა და ყოველწლიური ხასიათი აქვს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამარჯვებულისთვის ჯილდოსა და დიპლომის გადაცემა სტრასბურგში 7 დეკემბერს გაიმართება.