საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის დანიშვნის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-3697/19
06-03-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ
ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 22 დეკემბრის N4110-რს დადგენილების
შესაბამისად,
გიგზავნით
საქართველოს
პარლამენტის
დადგენილების
პროექტს:
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის დანიშვნის
შესახებ“.
გთხოვთ მისცეთ შესაბამისი მსვლელობა.
დანართი: დადგენილების პროექტი 1 ფურცელზე.
პატივისცემით,
ირაკლი კოვზანაძე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების
ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი
დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი
საკონკურსო
კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის დანიშვნის შესახებ
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტისა შესაბამისად,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის აუდიტორად დაინიშნოს აუდიტორული ფირმა - შპს „დელოიტი და ტუში“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 317 000 ლარით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
თბილისი,
-- მარტი 2019 წ.
---------Iს