„თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
"თიბისი” ბანკსა და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ
პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე
მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, "თიბისი" ბანკის დამფუძნებელმა და
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ
განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახელმწიფო
უწყებათა მხრიდან (ეროვნული ბანკი, პროკურატურა, ფინანსური მონიტორინგის
სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო) მიმდინარეობს
ორკესტრირებული შეტევა "თიბისი" ბანკზე.
მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ ისაუბრა სახელმწიფო ორგანოებისა და
თანამდებობის პირების მხრიდან ჩადენილი კანონდარღვევების თაობაზე, მათ
შორის:
მუქარა და ზეწოლა შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან;
შანტაჟი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის და მისი
მოადგილის მხრიდან;
რეპუტაციული ზიანის მიყენება პროკურატურის მხრიდან არასწორი
სამართლებრივი კვალიფიკაციით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმით.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე წამოიჭრა მნიშვნელოვანი საკითხები,
რომლებიც ასევე საჭიროებენ პარლამენტის მხრიდან დეტალურ გამოკვლევასა და
რეაგირებას, კერძოდ:
ვინ დგას “თიბისი” ბანკის მიმართ განხორციელებული ორკესტრირებული
შეტევის უკან;
ხომ არ უკავშირდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე ზეწოლა
ანაკლიის პორტის მშენებლობას;
ვინ არის “თიბისი” ბანკის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის
ორგანიზატორი და რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება;
ვინ დგას სოციალურ მედიაში ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების
მეშვეობით განხორციელებული საინფორმაციო შეტევის უკან.
საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო
ორგანოთა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ,
რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ
ინტერესებს.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
კონსტიტუციის 42-ე მუხლის, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის 61-ე და 62-ე
მუხლების შესაბამისად, მიზანშეწონილია, შეიქმნას "თიბისი” ბანკსა და “ანაკლიის
განვითარების კონსორციუმთან” დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის
შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. წინამდებარე დადგენილებაში მითითებული სახელმწიფო ორგანოებისა
და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის
ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით შეიქმნას
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
2. დროებითი
განისაზღვროს 3 თვე.
საგამოძიებო
კომისიის
უფლებამოსილების
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
ვადად
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„თიბისი“ ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“
დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი საქართველოს
პარლამენტის დროებითი საგამოძებო კომისიის შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
2018 წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
სხდომაზე, „თიბისი“ ბანკის დამფუძნებელმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“
თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან მოყოლებული,
სხვადასხვა
სახელმწიფო
უწყებათა
მხრიდან
(ეროვნული
ბანკი,
პროკურატურა,
ფინანსური მონიტორინგის სამსახური, ფინანსთა სამინისტრო და შინაგან საქმეთა
სამინისტრო) მიმდინარეობს ორგანიზებული შეტევა "თიბისი" ბანკზე.
კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ შს მინისტრი გიორგი გახარია დაადანაშაულა
ზეწოლასა და მუქარაში. ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და
მისი მოადგილე კი შანტაჟში. ამასთან, საეჭვოა პროკურატურის მხრიდან „თიბისი“
ბანკის ირგვლივ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაცია, რაც
რეპუტაციულ ზიანს აყენებს ბანკს.
ამასთან, გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა შესწავლა და
შესაბამისი რეაგირება დროებითი საგამოძიებო კომიტეტის შექმნის მიზეზსა და
მიზანს წარმოადგენს, კერძოდ:
ვინ დგას “თიბისი” ბანკის მიმართ განხორციელებული ორკესტრირებული
შეტევის უკან;
ხომ არ უკავშირდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე ზეწოლა
ანაკლიის პორტის მშენებლობას;
ვინ არის “თიბისი” ბანკის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევის ორგანიზატორი
და რატომ ჭიანურდება ამ საქმის გამოძიება;
ვინ დგას სოციალურ მედიაში ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდების
მეშვეობით განხორციელებული საინფორმაციო შეტევის უკან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებამ და პარლამენტის წევრებმა მიიღეს
ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოთა და თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო
ქმედებების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ინტერესებს. დროებითი საგამოძიებო კომისია კი შეისწავლის აღნიშნულ
საქმეს, შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და გამოაქვეყნებს დასკვნას, რაც ხელს
შეუწყობს, ერთი მხრივ, გამოძიების ეფექტურად წარმართვას და, მეორე მხრივ,
უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, სწორედ აღნიშნულ მიზანს
ისახავს დადგენილების პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლის მიხედვით პარლამენტში დროებითი
საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ორგანოებისა და
თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებს,
რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს აზიანებს. შესაბამისად, როდესაც
პარლამენტარებს და საზოგადოებას აქვს ინფორმაცია სახელმწიფო თანამდებობის პირების,
მართლმსაჯულების
განმახორციელებელი
ორგანოების
მხრიდან
შესაძლო
კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს
დამატებით ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს
წარმოამდგენლების მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 3 თვის განმავლობაში
საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხავს საქმესთანა ფილირებულ პირებს,
შეიმუშავებს რეკომენდაციებს და გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული კი ხელს
შეუწყობს გამოძიების ეფექტურად წარმართვასა და საზოგადოების ინფორმირებულობას.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს
კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით
იქმნება
საქართველოს
პარლამენტის
დროებითი
საგამოძიებო
კომისია,
რომლის
უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 3 თვე.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ
ვრცელდება.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანს წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესის მქონე საკითხი, რომელიც ზიანს აყენებს სახელმწიფოს ეკონომიკურ და
პოლიტიკურ
ინტერესებს.
საკითხის
მნიშვნელობიდან
გამომდინარე, დადგენილების
პროექტი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, რათა დროულად მოხდეს საკითხის
შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს მის დაჩქარებული წესით განხილვასა და მიღებას.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა)
დადგენილების
პროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
საჭიროების
შემთხვევაში,
კომისიის
მუშაობისთვის
საჭირო
ხარჯის
დაფინანსება
განხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტით.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიას
შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის
წევრებისა
და
მოწვეული
ექსპერტების
მონაწილეობით,
აღნიშნულის
საჭიროების
შემთხვევაში, კომისიის მუშაობისთვის საჭირო თანხის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს
პარლამენტის ხაზინადართა საბჭო და შესაბამისი ხარჯების დაფინანსება მოხდება
პარლამენტის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, დადგენილების პროექტის მიღება არ იწვევს
სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
დადგენილების პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება:
დადგენილების პროექტი არ არის ფინანსური შედეგების მომტანი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების
პროექტით
არ
ხდება
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის განსაზღვრა.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში: - ასეთი არ არსებობს
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების
მიმოხილვა,
რომელიც
მაგალითად
იქნა
გამოყენებული
პროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე)
კანონპროექტის
ავტორი:
ფრაქციები
"ევროპული
საქართველო",
"ევროპული
საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები".
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქციები "ევროპული საქართველო", "ევროპული
საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და "ევროპული საქართველო რეგიონები".