„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
06.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია
ნომერი
#07-3/299/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ ვინაიდან, საქართველო სრულად უჭერს მხარს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპულ არჩევანს, აგრეთვე უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; ვინაიდან, საქართველო გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ორმხრივი შეთანხმებების დარღვევით განხორციელებულ ყველა სხვა ქმედებას; ვინაიდან, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა რელიგიას, როგორც აგრესიისა და იმპერიალისტური პოლიტიკის ინსტრუმენტს ამა თუ იმ ერის თავისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად; ვინაიდან, საქართველო იზიარებს უკრაინის პრეზიდენტისა და უმაღლესი რადას პოზიციას, რომ მოსკოვის თანამედროვე საპატრიარქო ღრმად შეზრდილია რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ რეჟიმთან და უკრაინული საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც რუსული აგრესიისა და ჰიბრიდული ომის თანამონაწილე; ვინაიდან, საქართველო გამოხატავს მტკიცე ერთგულებას, დაცული იყოს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, სახელმწიფოს, მათ შორის უცხო და მითუმეტეს აგრესორი სახელმწიფოს ჩარევისგან; საქართველოს პარლამენტი: მიესალმება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დაფუძნებას და მიიჩნევს რა, რომ ეს ისტორიული მოვლენა წარმოადგენს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების გამარჯვებასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ გადაგმულ დიდ ნაბიჯს, ულოცავს უკრაინელ ხალხს საუკუნოვანი ბრძოლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ ა.ა) დადგენილების მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: 2019 წლის 6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად გამოცხადდა, რაც უკრაინის მიერ საკუთარი მომავლის შექმნის პროცესში ისტორიული მომენტია. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში იყენებდა რელიგიას, როგორც აგრესიისა და იმპერიალისტური პოლიტიკის ინსტრუმენტს ამა თუ იმ ერის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების წინააღმდეგ, პრინციპულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მხრიდან ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება და უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა. ისე უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭება, როგორც უკრაინელი ხალხისთვის, გეოპოლიტიკური შედეგების თვალსაზრისით, რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებისთვის, მხოლოდ უკრაინის გამარჯვებას არ წარმოადგენს, რადგან მოსკოვის თანამედროვე საპატრიარქო ღრმად შეზრდილია რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ რეჟიმთან და უკრაინული საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც რუსული აგრესიისა და ჰიბრიდული ომის თანამონაწილე. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: ვინაიდან საქართველოს პარლამენტის მხრიდან ოფიციალურად არ არის მხარდაჭერილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დაფუძნება, აღნიშნული დადგენილების მიღება აუცილებელია საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციის დასაფიქსირებლად და უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესის მხარდასაჭერად. ა.ბ) დადგენილების პროექტის მიზანი: დადგენილების პროქტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესის მხარდაჭერა. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის სახელმწიფოს მხარდაჭერა ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვების პროცესში, რაც ნიშნავს უკრაინის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რუსეთის ეკლესიისგან, როგორც რუსეთის აგრესიისა და იმპერიალისტური პოლიტიკის ინსტრუმენტისაგან გათავისუფლებას. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): წარმოდგენილ დადგენილების პროექტზე განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას და უკრაინიის ავტოკეფალიის მხარდაჭერას, რაც ლეგიტიმურს ხდის დადგენილების პროექტის გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესვლას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან და, შესაბამისად დაფინანსების წყაროსთან. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: ელენე ხოშტარია ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: ელენე ხოშტარია გამოყენებული პროექტის