„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 29 ✗ 8
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 5 35 6 35 7 მუხლები :
,,მუხლი 355. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა
წარდგენის წესი
1.
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
ვაკანტური
თანამდებობის
არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს
ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით აცხადებს კონკურსს.
კონკურსი ცხადდება ერთ ან რამდენიმე ვაკანტურ ადგილზე შესაბამისი
სპეციალიზაციის
(სისხლის
სამართალი,
სამოქალაქო
სამართალი,
ადმინისტრაციული სამართალი) მითითებით. განცხადება კონკურსის
გამოცხადების თაობაზე უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებული
კრიტერიუმებისა და არჩევის წესის აღწერას.
2.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან
მოქალაქეს 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული
განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხით/უმაღლესი
განათლების
დიპლომით
და
სპეციალობით
მუშაობის სულ ცოტა, 10 წლის პროფესიული გამოცდილება, ფლობს
სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი. პროფესიულად გამოცდილებად
მიიჩნევა ადვოკატად, პროკურორად, მოსამართლედ მუშაობა, სამეცნიერო,
აკადემიური და კვლევითი საქმიანობა, უფლებადაცვითი საქმიანობა.
3.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი
წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასულია არაუმეტეს 1
წლისა.
4.
საქართველოს
სასამართლოს
იუსტიციის
უმაღლესი
მოსამართლეთა
საბჭო
ადგენს
კანდიდატთა
უზენაესი
შესარჩევად
რეგისტრაციისათვის განცხადებების წარდგენის ვადას. ეს ვადა არ უნდა
1
იყოს 1 კალენდარულ თვეზე ნაკლები. რეგისტრაციის ვადის გასვლის
შემდეგ
წარმოდგენილი
განცხადებები
არ
მიიღება.
კანდიდატი
უფლებამოსილია განაცხადი გააკეთოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე.
5.
კანდიდატმა უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და წარმოადგინოს შემდეგი
ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ;
გ)სამოტივაციო წერილი;
დ)სრული პროფესიული გამოცდილება ზუსტი თარიღებისა და უშუალო
ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებით;
ე)ინფორმაცია სამხედრო სამსახურის შესახებ;
ვ) ინფორმაცია მიღებული სახელმწიფო ჯილდოსა და მისი მიღების
საფუძვლის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ;
ზ)ინფორმაცია მინიჭებული წოდებისა და მინიჭების საფუძვლის შესახებ,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
თ) პროფესიული ასოციაციების ან გაერთიანებების წევრობა;
ი)გამოქვეყნებული ნაშრომები, პუბლიკაციები;
კ) კანდიდატის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომელსაც
კანდიდატი მიიჩნევს წარმოსადგენად საჭიროდ;
ლ) თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილებები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
მ) პოლიტიკური აქტივობები და აფილირება რომელიმე პოლიტიკურ
ძალასთან (მათ შორის ხომ არ ყოფილა თვითონ, ან მისი ოჯახის წევრი
რომელიმე პოლიტიკური პარტიის შემომწირველი);
ნ)ინფორმაცია იმ საქმეების შესახებ, რომელშიც კანდიდატი ყოფილა მხარე
(სისხლის,
სამოქალაქო,
ადმინისტრაციულ,
საკონსტიტუციო
სამართალწარმოებაში);
პ)კანდიდატის მიერ გაკეთებული საკონსტიტუციო წარდგინებები (ასეთის
არსებობის შემთხვევაში);
ჟ)როგორც ადვოკატს თუ აქვს ნაწარმოები საქმე საკონსტიტუციო
სასამართლოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში,
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ან/და საერთაშორისო
არბიტრაჟებში;
რ) მისაღები შემოსავლები (როდესაც შესრულებული აქვს სამუშაო და
მომავალში უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება);
ს) გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია;
ტ) სასამართლოში მუშაობის პერიოდში დამატებითი საქმიანობიდან
მიღებული შემოსავლები;
უ) შემოსავლის წყაროები ბოლო 6 თვის განმავლობაში;
ფ) კანიდატის წინააღმდეგ წარდგენილი დისციპლინური საჩივრების
შესახებ ინფორმაცია;
ქ) ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია
2
ღ)
6.
არის თუ არა იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც
მსჯავრდებული
არის ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და
პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’ საქართველოს
პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი;
ყ) არის თუ არა იმ საქმის განმხილველი მოსამართლე, რომელშიც
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.
კონკურსის მონაწილემ განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში
საქართველოს
იუსტიციის
უმაღლეს
საბჭოს
უნდა
წარუდგინოს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა საჯარო
სამსახურის ბიუროსთვის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციის წარდგენის შესახებ.
7.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის ყველა მონაწილის სიასა და
თითოეული
მონაწილის
იუსტიციის
უმაღლესი
მოკლე
ბიოგრაფიულ
საბჭოს
ცნობებს
ვებგვერდზე
აქვეყნებს
რეგისტრაციის
დასრულებისთანავე.
8.
9.
10.
11.
12.
13.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს
კონკურსის მონაწილეთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს
კონკურსის მონაწილის
შესაბამისობას ამ მუხლის მე-2 -მე-5 პუნქტების მოთხოვნებთან და იღებს
გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას მხარს დაუჭერს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არანაკლებ ორი
მესამედი და არამოსამართლე წევრების არანაკლებ ორი მესამედი.
კენჭისყრაში არ მონაწილეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი,
რომელიც აცილებულ იქნა ამ კანონის 35 3 მუხლით დადგენილი წესით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის იმ მონაწილეთა სრულ სიას,
რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2--მე-5 პუნქტების მოთხოვნებს,
გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს
პარლამენტს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრობის
კანდიდატებს.
წარდგენას თან უნდა ახლდეს კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი
დოკუმენტები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებული
დასაბუთება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
მათი შესაბამისობის თაობაზე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სია
და
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შერჩევის შესახებ
გადაწყვეტილების მიღებისთანავე ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.
უარის თქმის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კონკურსის
მონაწილეს წერილობით აცნობებს
მიღებულ გადაწყვეტილებას და
3
წარუდგენს
შესაბამის
დასაბუთებას
უარის
თქმის
საფუძვლის/საფუძვლების მითითებით.
14. კონკურსში
მონაწილე
პირი
უფლებამოსილია,
აღნიშნული
გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
საკვალიფიკაციო პალატაში ამ კანონის 35 4 მუხლით დადგენილი წესით,
ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლით:
ა) კონკურსი ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის
დარღვევით;
ბ) გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული კანდიდატის ნომინირებაზე
უარის თქმის მიზეზები;
გ) კანდიდატი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ ფორმალურ
მოთხოვნებს და უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ნომინირებაზე.
მუხლი 356 . უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა განხილვის
წესი
1. საქართველოს
შეისწავლის
პარლამენტის
საქართველოს
იურიდიულ
იუსტიციის
საკითხთა
უმაღლესი
კომიტეტი
საბჭოს
მიერ
წარმოდგენილ კანდიდატებს კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის
დახმარებით.
2. სამუშაო
ჯგუფის
შემადგენლობა
განისაზღვრება
9
წევრის
შემადგენლობით. სამუშაო ჯგუფის წევრები შეირჩევიან შემდეგი წესით:
საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს 2 წევრს; საქართველოს
ადვოკატთა
ასოციაცია
-
2 წევრს;
საქართველოს
არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების გაერთიანება, რომლის წევრთა
საქმიანობის ერთ-ერთი სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ
ბოლო 3 წლის განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების
ხელშეწყობა
და
იუსტიციის
მონიტორინგი წარმოადგენს
უმაღლესი
- 3 წევრს;
საბჭოს
საქმიანობის
აკადემიური წრის
წარმომადგენლები- 2 აღიარებული ექსპერტს სამართლის საკითხებში;
3. საქართველოს პარლამენტი მოსამართლეობის კანდიდატს აფასებს
ორი
ძირითადი
კრიტერიუმის
-
კეთილსინდისიერებისა
და
კომპეტენტურობის საფუძველზე, ამ კანონის 35 1 მუხლის მე-3 - მე-16
პუნქტებით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად და იყენებს
კანდიდატის ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაკუთრებით მაღალ
სტანდარტს.
4. საქართველოს პარლამენტი კანდიდატის შეფასებისას მხედველობაში
იღებს შემდეგ გარემოებებს:
4
ა )
არის თუ არა კანდიდატი იმ საქმის განმხილველი მოსამართლე,
რომელშიც მსჯავრდებული არის ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ
და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’ საქართველოს
პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი;
ბ ) არის თუ არა კანდიდატი იმ საქმის განმხილველი მოსამართლე,
რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.
5. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს მოსამართლეობის კანდიდატების/იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს მიერ კანდიდატის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის
სიზუსტე და სისრულე;
ბ)
საჭიროების
შემთხვევაში
მოიძიოს
დამატებითი
ინფორმაცია
კანდიდატის კვალიფიკაციის, მისი პროფესიული გამოცდილებისა და
რეპუტაციის თაობაზე ყველა შესაძლო სანდო წყაროდან;
გ)
საჭიროების
შემთხვევაში
ჩაატაროს
ინტერვიუ
კანდიდატის
რეკომენდატორთან ან/და მოიძიოს დამატებითი რეკომენდაციები;
დ) განიხილოს და გადაამოწმოს დაინტერესებული პირების მიერ
კანდიდატთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია;
ე) საჭიროების შემთვევაში უფლებამოსილია გამოითხოვოს კანდიდატის
შესახებ ყველა ინფორმაცია, გამოკითხოს მოწმეები, გამოიკვლიოს
დოკუმენტები;მოამზადოს
დასკვნა
თითოეულ
ნომინირებულ
კანდიდატთან დაკავშირებით და წარუდგინოს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტს.
6. სამუშაო
ჯგუფი უფლებამოსილია, ინფორმაციის მოძიების მიზნით
მიმართოს ნებისმიერ
ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც
შეიძლება კანდიდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ჰქონდეს. სამუშაო ჯგუფი
ინფორმაციას მოიძიებს
და ამუშავებს ამ
კანონის 35 2 მუხლით დადგენილი წესით;
7. სამუშაო ჯგუფი პარლამენტის ვებგვერდზე აცხადებს, სულ მცირე, 1
თვიან
ვადას,
რომლის
განმავლობაშიც
დაინტერესებულ
პირებს
შეეძლებათ სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია
კანდიდატთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, მოიწვიოს
და
მოუსმინოს ინფორმაციის /დოკუმენტაციის მიმწოდებელს, თუკი
ამას მოითხოვს სამუშაო ჯგუფის წევრი. სამუშაო ჯგუფის წევრები
უფლებამოსილი არიან, კითხვები დაუსვან და მიიღონ პასუხები. ამ
პუნქტით დადგენილი წესით მოპოვებულ ინფორმაციას სამუშაო ჯგუფი
5
ამუშავებს ამ კანონის 35 2 მუხლის მე-7-მე-13 მუხლებით დადგენილი
წესით.
8. კანდიდატს უფლება აქვს გაეცნოს სამუშაო ჯგუფის მიერ მასზე
მოძიებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას და წარადგინოს დამატებითი
ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
9. სამუშაო ჯგუფი განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს, რის შემდეგაც
თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს კანდიდატს ამ კანონით
განსაზღვრული
კრიტერიუმებისა
და
მიღებული
ინფორმაციის
საფუძველზე და აფიქსირებს ერთ-ერთ შემდეგ შეფასებას:
ა)კანდიდატი
შეესაბამება
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის
პოზიციას;
ბ) კანდიდატი არ შეესაბამება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
პოზიციას.
10. სამუშაო ჯგუფი აჯამებს შეფასების შედეგებს თითოეულ კანდიდატთან
მიმართებით და შეფასების შედეგებს წარუდგენს იურიდიულ საკითხთა
კომიტეტს. წარდგენას თან უნდა ახლდეს დეტალური წერილობითი
ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება დასაბუთება ამ კანონის 35
1
მუხლის
მე-3
კრიტერიუმთან
-
მე-16
პუნქტებით
განსაზღვრულ
თითოეულ
კანდიდატის შესაბამისობის თაობაზე.
სამუშაო
ჯგუფის წევრი, რომელიც არ ეთანხმება სამუშაო ჯგუფის ანგარიშს,
კომიტეტს
წარუდგენს
დასაბუთებით. სამუშაო
განსხვავებულ
მოსააზრებას
ჯგუფის შეფასების შედეგები
შესაბამისი
ქვეყნდება
საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. წერილობითი
ანგარიში, ასევე, ეგზავნება იმ კანდიდატს, რომლის შესახებ არის
მომზადებული.
11. კანდიდატების მოსმენა ტარდება საჯაროდ კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის
სხდომა
გადაიცემა
პირდაპირი
ტრანსლაციით
და
დაუშვებელია მისი დახურვა. კომიტეტის სხდომა შეიძლება ჩატარდეს
სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატების წარდგენიდან არაუადრეს 1
თვისა.
12. კომიტეტის
სხდომის თავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, რომელიც წარდგენილია, უმცირესობის ან იმ ფრაქციის მიერ,
რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.
13. გარდა
კომიტეტის
წევრებისა,
კომიტეტის
სხდომაზე
კანდიდატებისთვის კითხვის დასმისა და მოსაზრების გამოთქმის
6
უფლება აქვთ, აგრეთვე: პარლამენტის სხვა წევრებს,
საქართველოს
სახალხო დამცველს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს,
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ადამიანის უფლებების
დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აკადემიური წრის
წარმომადგენლებს.
გამომსვლელებსა
და
მათი
გამოსვლის
თანმიმდევრობას განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე. იმ პირთა
გამოსვლების დასრულების შემდეგ, რომელთაც სიტყვით გამოსვლის
შესაძლებლობა მიეცათ
სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით,
დამატებით გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას
განსაზღვრავს სხდომის თანათავმჯდომარე.
14. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს
სამუშაო ჯგუფის წევრი/წევრები და დაუსვას კითხვა/კითხვები სამუშაო
ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშთან და ჩატარებულ სამუშაოსთან
დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია უპასუხოს
აღნიშნულ
კითხვებს.
15. კომიტეტი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ატარებს ღია
კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
16. საქართველოს
პარლამენტი
პლენარულ
სხდომაზე
კენჭს
უყრის
თითოეულ კანდიდატს, მათ შორის იმ კანდიდატებსაც, რომელთაც
მხარი არ დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
მუხლი 357 . უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის
წესი
1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ამ კანონით დადგენილი
ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
საქართველოს პარლამენტი.
2. უზენაესი
სასამართლოს
წევრის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა
შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
3. საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატთა არჩევის დროს მხედველობაში იღებს გენდერული ბალანსის
დაცვას.
4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს უზენაესი სასამართლოს სულ
ცოტა სამი მოსამართლის მიერ მხარდაჭერილ ან საბჭოს წევრის მიერ
დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის
ნომინირების საკითხს და გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს მოსამართლე
წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით.
7
5. უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეთაგან
თავმჯდომარეს
საქართველოს
უზენაესი
იუსტიციის
სასამართლოს
უმაღლესი
საბჭოს
წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
6. საბჭო
უფლებამოსილია,
წარადგინოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის კანდიდატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე
არჩეულია
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეთა
კანონით
განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე,
სამი მეოთხედი.
7. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ
არჩევა დაუშვებელია.
2. 36-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა არის ყველაზე
მნიშვნელოვანი
საკითხი
მართლმსაჯულების
სამართლიანად
განხორციელებისთვის. ამ პროცესის სამართლიანად და მაღალ დონეზე წარმართვა
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია.
დღეს კანონმდებლობაში არ არის ნათლად გაწერილი პროცედურა თუ
როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის
პროცედურა და კრიტერიუმები .
კონსტიტუციის ცვლილებების შემდგომ საჭირო გახდა კანონში
ცვლილებების მომზადება , რომელიც ნათლად განსაზღვრავს როგორი უნდა იყოს
პროცესი იუსტიციის საბჭოს მიერ კონკურსის გამოცხადებიდან პარლამენტის მიერ
კენჭისყრის დასრულებამდე, რომლითაც უნდა შეიქმნას საკანონმდებლო
გარანტიები საქმის სამართლიანი განხილვის უფლების უზრუნველსაყოფად.
სასამართლო დღეს არსებული პრაქტიკა იწვევს უამრავ კითხვას მისი
მოუკერძოებლობის, ობიექტურობისა და
გამჭვირვალობის თვალსაზრისით.
საკითხი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გახდა მაღალი საზოგადოებრივი
ინტერესის საგანი.
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
სიახლეა ის, რომ საქართველოს პარლამენტს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეების კანდიდატებს წარუდგენს საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნაცვლად პრეზიდენტისა.
მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის
სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში დაცული უნდა იყოს შემდეგი
ძირითადი პრინციპები:
დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის უზრუნველყოფა1;
არჩევის პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა2;
1
გაეროს ძირითადი პრინციპები მოსამართლის დამოუკიდებლობის შესახებ, პუნქტი 13;
ევროსაბჭოს რეკომენდაცია R(94)12, პირველი პრინციპი; CCJE დასკვნა N1(2001), პუნქტი 17.
2 ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) თანახმად, უნდა არსებობდეს
კანდიდატთა შერჩევის პირობათა სრული გამჭვირვალობა ისე, რომ მოსამართლეებს და თავად
საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდნენ იმაში, რომ დანიშვნა ექსკლუზიურად
გამომდინარეობდა კანდიდატის დამსახურებიდან და დაეფუძნა მის კვალიფიკაციას, უნარებს,
9
პროცესის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვა.
არსებითად მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით სათანადოდ იყოს
გარანტირებული იმ პირთა მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის
გამოცდილება არ აქვთ.3
შესაბამისა,
კანონპროექტი
მიზნად
ისახავს საქართველოში
დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას,
რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 პირველი
მუხლის მოთხოვნებს დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს შესახებ.
მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი ინტეგრალური
კომპონენტი არის მოსამართლეთა გამწესების პროცედურა, რომელიც უნდა
შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობდეს გამჭვირვალობისა
და სანდოობის მოთხოვნებს.
ა.ა.ბ)
არსებული
პრობლემის
გადასაჭრელად
კანონის
მიღების
აუცილებლობა:
ამ პრობლემის გადაჭრას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გამწესების პროცედურა და კრიტერიუმები
არის ის საკითხები, რომელთა დარეგულირებაც უნდა მოხდეს ორგანული
კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება შექმნის საკანონმდებლო საფუძველს იმისთვის, რომ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე არჩეულ იქნენ ის
კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებენ ორგანული კანონით გათვალისწინებულ
პატიოსნებას, დამოუკიდებლობის განცდას, მიუკერძოებლობასა და ეფექტურობას, დასკვნა N10
(2007), § 50.
გარდა ამისა, ENCJ-ს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, დანიშვნის
პროცესი უნდა იყოს ღია საზოგადოებრივი მსჯელობისათვის და სრულად და სათანადოდ
დოკუმენტირებული. ENCJ, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება, გვ
27-28.
3
ვენეციის კომისიის თანახმად, მხოლოდ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებით
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს სისტემის
იზოლაცია მაშინ, როდესაც განსხვავებული გამოცდილების მქონე პროფესიონალებს შეუძლიათ
უზრუნველყონ სისტემის ღიაობა ახალი მოსაზრებებისა და იდეებისადმი. Venice Commission, CDLAD(2018)003, § 31.
ანალოგიურ მიდგომას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კანონმდებლობა,
მათ შორის ის სისტემები, რომლებიც კარიერულ ანუ მოსამართლეთა დაწინაურების პრინციპზეა
აგებული. მაგალითად, გერმანიაში ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დანიშვნა
ხორციელდება დაწინაურების გზით, თუმცა უზენაეს სასამართლოში დანიშვნისთვის
კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამოსამართლო გამოცდილება. ასეთ ქვეყნებშიც კი, კარიერული
სისტემის პარალელურად არსებობს მაღალ ინსტანციებში მოსამართლეთა გარეშე პირებისაგან
შერჩევის წესი, ხოლო მოქმედი მოსამართლეების დაწინაურება ხდება, მათ შორის, მოსამართლის
განგრძობადი შეფასების კომპლექსური პროცესის შედეგების გათვალისწინებით. საქართველოში არ
არსებობს მოსამართლეთა დაწინაურების მკაფიო მოწესრიგება, კანონმდებლობით არ არის
დადგენილი მოსამართლის განრგძობადი შეფასების მექანიზმი და მოქმედი მოსამართლეების
სათანადო შეფასება მათი კარიერის განმავლობაში არ ხდება.
10
კრიტერიუმებს და პიროვნული და პროფესიული თვალსაზრისით შეესაბამებიან ამ
მაღალ სტატუსს. აგრეთვე, მოსალოდნელი შედეგი არის არჩევის პროცედურის
წარმართვა იმ სახით, რომ იწვევდეს საზოგადოების მაქსიმალურ ნდობას და
კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდეს სასამართლოს ავტორიტეტს. ეს კი შექმნის
ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტიებს საქმის სამართლიანი
განხილვის უფლების თაობაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტი ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს :
ღია კონკურსი და კანდიდატების საჯარო დასახელება , შერჩევის სამართლიანი
პროცესი
სამართლიანი და თანასწორი ხმის მიცემის მოთხოვნები
არჩევის ცხადი შესაძლებლობა და შერჩევის კრიტერიუმები
ინტერესთა კონფლიქტის დროს განსაზღვრული წესები
პარლამენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციები
პარლამენტის მიერ გამართული შერჩევის პროცესი და სამუშაო ჯგუფის შექმნა
დასაბუთებული უარყოფა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი
მოსამართლობის კანდიდატების ნომინირების წესი:
სასამართლოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს
უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის ვაკანტურ პოზიციაზე აცხადებს კონკურსს. შესაბამისად,
კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის წესით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს კონკურსში მონაწილე პირის
შესაბამისობას
კანონის მინიმალურ მოთხოვნებთან; კონკურსის
მონაწილეთა სრულ სიას, ვინც აკმაყოფილებს კანონის
მინიმალურ
მოთხოვნებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს პარლამენტს.
აღნიშნული მინიმალური მოთხოვნებია:
ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი
იურიდიული განათლება, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური
ხარისხით/უმაღლესი
განათლების
დიპლომით
და
სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა, 10 წლის გამოცდილება, ფლობს
სახელმწიფო ენას, არ არის ნასამართლევი.
აგრეთვე:
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი,
რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასული არ არის 1 წელი .
საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების დროს მხედველობაში
უნდა მიიღოს მოსამართლე იყო თუ არა
იმ საქმის განმხილველი
მოსამართლე:
11
რომელშიც მსჯავრდებული არის ,,პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ
და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ’’ საქართველოს
პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური
ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირი;
რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა.
პროცესის გამჭვირვალობის მიზნით კონკურსის ყველა მონაწილის სია და
მოკლე ბიოგრაფიულ ცნობები ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ვებგვერდზე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ
მონაწილეობს საბჭოს ის წევრი, რომლის მიმართ არსებობს ინტერესთა
კონფლიქტი.
კონკურსის
იმ
მონაწილისთვის,
რომელსაც
ეთქვა
უარი,
გათვალისწინებულია გასაჩივრების მექანიზმი უზენაესი სასამართლოს
საკვალიფიკაციო პალატაში.
პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატთა განხილვის წესი
კანდიდატების კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესწავლა
უზენაესი
სასამართლოს
კეთილსინდისიერებისა
და
წევრი
უნდა
კომპეტენტურობის
შეესაბამებიდეს
იმ
კრიტერიუმებს,
რომლებიც დეტალურადაა გაწერილი ორგანული კანონით საქალაქო და
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის. ამასთან, ორგანულ
კანონში მიეთითება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მიმართ
გამოიყენება ამ კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაკუთრებით მაღალ
სტანდარტი.
საქართველოს
შეისწავლის
პარლამენტის
საქართველოს
იურიდიულ
იუსტიციის
საკითხთა
უმაღლესი
კომიტეტი
საბჭოს
მიერ
წარმოდგენილ კანდიდატებს კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის
დახმარებით.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრის შემადგენლობით:
საქართველოს სახალხო დამცველი წარადგენს 2 წევრს;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია - 2 წევრს;
12
საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების გაერთიანება, რომლის წევრთა საქმიანობის ერთ-ერთი
სფეროს, კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 3 წლის
განმავლობაში, სასამართლო სისტემის რეფორმების ხელშეწყობა და
იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს
საქმიანობის
მონიტორინგი
წარმოადგენს - 3 წევრს;
აკადემიური წრის წარმომადგენლები- 2 აღიარებულ ექსპერტს
სამართლის საკითხებში.
სამუშაო ჯგუფს ენიჭება ინფორმაციის მოძიების ის უფლებამოსილება, რაც
დღეს აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქალაქო და სააპელაციო
სასამართლოების მოსამართლეების შერჩევისას;
დამატებით, სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, ამავე წესით ინფორმაციის
მოძიების მიზნით მიმართოს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს,
რომელსაც შეიძლება კანდიდატთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი
ინფორმაცია ჰქონდეს.
ამასთან, სამუშაო ჯგუფი პარლამენტის ვებგვერდზე აცხადებს, სულ მცირე,
1 თვიან ვადას, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს
შეეძლებათ სამუშაო ჯგუფს მიაწოდონ ინფორმაცია/დოკუმენტაცია
კანდიდატთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია, მოიწვიოს და
მოუსმინოს ინფორმაციის /დოკუმენტაციის მიმწოდებელს, თუკი ამას
მოითხოვს სამუშაო ჯგუფის თუნდაც ერთი წევრი.
სამუშაო ჯგუფი ერთობლივად განიხილავს წარმოდგენილ კანდიდატებს,
რის შემდეგაც
ჯგუფის თითოეული წევრი დამოუკიდებლად აფასებს
კანდიდატს; შემდეგ ეს შეფასებები ჯამდება და პარლამენტს წარედგინება
სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი შემდეგი პოზიცია:
კანდიდატი
შეესაბამება
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლის პოზიციას;
კანდიდატი არ შეესაბამება
უზენაესი სასამართლოს
მოსამართლის პოზიციას.
სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარუდგენს დეტალურ
წერილობით
ანგარიშს
კანდიდატის
კანონით
გათვალისწინებულ
კრიტერიუმებთან
შესაბამისობის
თაობაზე.
სამუშაო
ჯგუფის
წევრი
უფლებამოსილია,
სურვილის
შემთხვევაში
წარმოადგინოს
საკუთარი
განსხვავებული მოსაზრება.
სამუშაო ჯგუფის შეფასების შედეგები ქვეყნდება საქართველოს პარლამენტის
ოფიციალურ ვებგვერდზე.
13
კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა
კანდიდატების მოსმენა ტარდება საჯაროდ კომიტეტის სხდომაზე.
კომიტეტის სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით
კომიტეტის
სხდომის თავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის სხდომის თანათავმჯდომარეა კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილე, რომელიც წარდგენილია, უმცირესობის ან იმ ფრაქციის მიერ,
რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.
კანდიდატები პასუხობენ კომიტეტის წევრებისა და დამსწრე პირების
შეკითხვებს:
გარდა კომიტეტის წევრებისა, კომიტეტის სხდომაზე კანდიდატებისთვის
კითხვის დასმისა და მოსაზრების გამოთქმის უფლება აქვთ შემდეგ პირებს:
პარლამენტის სხვა წევრებს,
საქართველოს სახალხო დამცველს,
საქართველოს
პროკურატურის
წარმომადგენლებს,
საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, ადამიანის უფლებების დამცველი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
წევრებს,
აკადემიური
წრის
წარმომადგენლებს.
გამომსვლელებსა და მათი გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს
კომიტეტის თავმჯდომარე. იმ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ,
რომელთაც სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მიეცათ
სხდომის
თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დამატებით გამომსვლელებსა და მათი
გამოსვლის თანმიმდევრობას განსაზღვრავს სხდომის თანათავმჯდომარე.
კომიტეტის წევრს შუძლია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს სამუშაო
ჯგუფის წევრი/წევრები და დაუსვას შეკითხვები ჩატარებულ სამუშაოსთან
დაკავშირებით.
კომიტეტი თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ატარებს ღია
კენჭისყრას ;
კომიტეტი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა პლენარულ სხდომაზე
პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ
ყველა კანდიდატს, მათ შორის, იმ კანდიდატებსაც, რომელთაც მხარი არ
დაუჭირა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უვადოდ, ამ კანონით დადგენილი
ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს
საქართველოს პარლამენტი.
14
უზენაესი
სასამართლოს
წევრის
თანამდებობაზე
ასარჩევად
საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა
შეიძლება მხოლოდ ერთხელ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა პლენარულ სხდომაზე
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეთაგან
თავმჯდომარეს
საქართველოს
უზენაესი
იუსტიციის
სასამართლოს
უმაღლესი
საბჭოს
წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
საბჭო
უფლებამოსილია,
წარადგინოს
უზენაესი
სასამართლოს
თავმჯდომარის კანდიდატი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უკვე
არჩეულია
უზენაესი
სასამართლოს
მოსამართლეთა
კანონით
განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის (28 მოსამართლის), სულ მცირე,
სამი მეოთხედი.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ
არჩევა დაუშვებელია.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტში მითითებულია, რომ ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე,
დღეს უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა თანამდებობების უმეტესობა
არის ვაკანტური, რაც აფერხებს სასამართლოს მუშაობის პროცესს. შესაბამისად,
კანონის მიღებისა და ძალაში შესვლის დრო უნდა განისაზღვროს გონივრულად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას);
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
15
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
ასეთი არ არსებობს
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დაწესება.
გ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
16
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კონსულტაციები გაიმართა პროფესიულ წრეებთან, იურისტებთან, სფეროს
ექსპერტებთან; კერძოდ ადვოკატთა ასოციაციასთან, იურიდიული ფირმების
გაერთიანებასთან,
კოალიცია
,,დამოუკიდებელი
და
მიუკერძოებელი
მართლმსაჯულებისთვის“, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს
წარმომადგენლებთან, გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის , პროექტ
,,პროლოგის“, USAID წარმომადგენლებთან ,საერთაშორისო ექსპერტებთან რენეტა
ვინტერთან და ალეშ ზალართან.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
პროექტის მუშაობის დროს გათვალისწინებული იქნა ერთობლივი
წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის ,
ევროპის საბჭოს და აშშ საელჩოს მიერ, ასევე მოსაზრებები
ადვოკატთა
ასოციაციის, იურიდიული ფირმების გაერთიანების, კოალიცია ,,დამოუკიდებელი
და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისთვის“, ექპერტების რენეტა ვინტერის,
ალეშ ზალარის მიერ. მათ გაეცნო კანონპროექტის პრინციპები და გამოთქმული
მოსაზრებების მიხედვით მოხდა კორექტირება საბოლოო სახით.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში;
გამოყენებული იქნა არაერთი ქვეყნების გამოცდილება , ევროკავშირის
წევრი ქვეყნების, აშშ სასამართლო სისტემის, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმები, ვენეციის კომისიის
რეკომენდაციები (იხ. სქოლიო N3).
ე) კანონპროექტის ავტორი: ეკა ბესელია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად
კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, ირმა ინაშვილი, გიორგი
ლომია, გელა მიქაძე, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე, გია ჟორჟოლიანი,
მირიან წიკლაური.
17