საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/244; 15.11.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-3732/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-3732/19 07-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად, საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, გოგა გულორდავას, ანრი ოხანაშვილის, სოფიო კილაძის და ვანო ზარდიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/244; 15.11.2018) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ინიციატორების მომართვის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით აღნიშნულ კანონის პროექტების დადგენილი განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით. დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-3728/19 06-03-2019 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ რომან კაკულიას. ბატონო რომან, ვინაიდან ჩემს მიერ ინიცირებულ კანონის პროექტებში:„პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახხებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ“ ვაგრძელებთ კონსულტაციებს, როგორც შესაბამის სამთავრობო უწყებებთან, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენელ ორგანიზაციებთა,, რასაც მოყვება ახალი კანონის პროექტის დაინიცირება სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვილებების თაობაზე. ასევე, მოხდება დაკორექტირება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1781 მუხლის, რაზეც კოსნულტაციებს გავდივართ კომუნიკაციის ევრონულ კომისიასთან, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თქვენს კომიტეტში აღნიშნული საკითხის განხილვა გადავავადოთ ერთი თვის ვადით. ჩვენის მხრივ, ამ პერიოდს გამოვიყენებთ, ახალი ინიციატივების წარმოსადგენად და მთლიანი პრობლემატიკის ერთობლივ იურიდიულ ჭრილში განსახილველად. პატივისცემით, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge