ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის და მირიან წიკლაურის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ გასვლის შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.03.2019
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“
ნომერი
#2-3814/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
შენიშვნა tstsinadze

📜 ტექსტი

წერილი
ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ 2-3814/19 07-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი:საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კახიანს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად გაცნობებთ რომ გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური გავიდნენ ფრაქციიდან „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატები“ პატივისცემით, ფრაქციის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტი 2-4185/19 13-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2019 წლის 11 მარტის სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული ინფორმაცია საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალდემოკრატების“ მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის და მირიან წიკლაურის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალდემოკრატებიდან“ გასვლის შესახებ (N2-3814/19; 07.03.2019) - (ბიურო N239; 11.03.2019). აღნიშნული ცვლილების შემდეგ ფრაქციაში გაერთიანებული დარჩა 6 პარლამენტის წევრზე ნაკლები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ვადები, რომლებიც ამ რეგლამენტით დღეებით არის განსაზღვრული, გულისხმობს სამუშაო დღეებს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადებისა და კანონითა და ამ რეგლამენტით პირდაპირ გათვალისწინებული კალენდარული დღეებისა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ ვინაიდან საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრების გია ჟორჟოლიანის და მირიან წიკლაურის ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადება წარდგენილია 2019 წლის 7 მარტს და საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ გაუქმებულად ჩაითვლება აღნიშნული თარიღიდან მე-7 სამუშაო დღეს. ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს. საპარლამენტო ფრაქციებში განხორციელებული თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ცვლილებების შესაბამისად, ვინაიდან უმცირესობაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რიცხვი აღარ აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, საპარლამენტო უმცირესობა 2019 წლის 11 მარტიდან კარგავს უმცირესობის სტატუსს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი