საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 12-13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, ისკო დასენი, ზურაბ ჭიაბერაშვილი) რუმინეთში ვიზიტის და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის 21-22 თებერვლის ზამთრის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (სოფიო ქაცარავა, არჩილ თალაკვაძე, გიორგი წერეთელი) მივლინების ანგარიშები
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
2-3838/19
11-03-2019
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით 2019 წლის 12-13 თებერვლის რუმინეთში ვიზიტის ანგარიშს და 21-22
თებერვლის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის
საქმიანობის ანგარიშს ბიუროზე წარსადგენად.
დანართი: 7 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო ქაცარავა
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი რუმინეთში, ქ. ბუქარესტი
(ვიზიტის ანგარიში)
12-13 თებერვალი, 2019
დელეგაციის შემადგენლობა:
სოფიო ქაცარავა, დელეგაციის ხელმძღვანელი;
ისკო დასენი, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი;
ზურაბ ჭიაბერაშვილი, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი
მივლინების მიზანი: რუმინეთთან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანასთან ორმხრივ დღის წესრიგში არსებული საკითხების გააქტიურება და საპარლამენტო კავშირების გაძლიერება.
მივლინების ადგილი: ქალაქი ბუქარესტი, რუმინეთი
მივლინების თარიღი: 2019 წლის 12-13 თებერვალი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო რუმინეთთან, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანასთან ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით არსებული კონკრეტული საკითხების განხილვა. ასევე, ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, უსაფრთხოების და სხვა მიმართლებებზე, ასევე როგორც საპარლამენტო კავშირების გაღღმავებასა და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე.
დელეგაციამ შეხვედრები გამართა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან - როზალია-იბოლია ბიროსთნ და კრისტიან სორინ დუმიტრესკუსთან, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - თეოდორ მელეშკანუსთან, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ანგელ ტოლვერთან, რუმინეთს ვიცე-პრემიერის მოადგილესთან, სტრატეგიული იმპლემენტაციის საკითხებში - სიმონ პურზასთან, ეუთო-ში რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტთნ - პაულ დორბესთნ და საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან და წევრებთან.
ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენდა რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები, მთავარი ამოცანები, დღის წესრიგი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და რეფორმები ევროკავშირთან მიმართებაში. შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოს საგარეო კურსი, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესი და გამოწვევები, დემოკრატიზაცია და ადამიანის უფლებები.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეებთან - როზალია-იბოლია ბიროსთან და კრისტიან-სორინ დუმიტრესკუსთან, ასევე, რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრთან - ბენ-ონი არდელეანთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები და ამ პროცესში საქართველოსა და რუმინეთს თანამშრომლობის შესაძლებლობები, ასევე, რუმინეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „აღოსავლეთ პარტნიორობაზე“ და მის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ, რუმინულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ქვეყანას ამ ფორმატში და გამოხატეს მზაობა, რომ ამ ფორმატის გააქტუირებისთვის. სოფიო ქაცარავამ რუმინელ კოლეგებს გააცნო ინფრომაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითზე. ამ კუთხით, სოფიო ქაცარავამ რუმინელ კოლეგებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე, მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტის მშვიდოაბიანი გზებით გადაჭრის პროცესში. რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვა მზაობა, რომ გააქტიუროს თავისი მხარდაჭერა როგორც ოხმრვი, ასევე მრავალმხრვი ფორმატებში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - თეოდორ მელეშკანუსთან და სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიირს დეპარტამენტის დირექტორი - კორნელ იონესკუსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობებზე და ამ პროცესში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მნიშვნელობაზე. ასევე, საუბარი შეეხო მაისში დაგეგმილ ევროკავშირის მინისტერიალს და მის მნიშნელობას საქართველოსთვის. საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა საქართველოს მნიშნელოვანი პროგრესი როგორც ევროკავშირში, ასევე, ნატოში ინტეგრაციის კუთხით და გამოხატა მზაობა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში რუმინეთმა გააქტიუროს თანამშრომლობა საქართველოსთან მისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის დროს, სოფიო ქაცარავამ მინისტრს გააცნო მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მონავლისკენ“ და ისაუბრა რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და რეგიონულ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. საუბრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად გააქტიურებენ ურთიერთობებს როგორც ევროკავშირის განზომინელბაში, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ამ კუთხით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელობა შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშყობის პროცესში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა სტრატეგიული იმპლემენტაციის საკითხებში, რუმინეთის ვიცე-პრემიერის მოადგილესთან - სიმონ პურზასთან.
შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობა და შავი ზღვის ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ბათუმში დაგეგმილ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“, რომლის მიმართაც განსაკუთრებუკლი ინტერესი გამოიჩინა რუმინეთის ვიცე-პრემიერის მოადგილემ.
სოფიო ქაცარავამ რუმინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ამ კუთხით განსაკუთრებულად ხაზი გაესვა ბათუმსა და კონსტანცას შორის თანამშრომლობის პოტენციალს, რისთვისაც მხარეებმა განიხილეს ორ ქალაქს შორის თანამშღომლობის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა ბათუმის კონფერენციის მსვლელობისას. ასევე, მხარეებმა განიხილეს ბათუმის კონფერენციის ფარგლებში ე.წ side-event-ის ჩატარება, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების გარდა დაეთმობა შავი ზღვის გარშემო არსებულ ვითარებას, მიმდინარე პროცესების გააანალიზებას და თანამშღომლობის მიმართულებების განსაზღვრას, შემდგომში ერთობლივი მუშაობისთვის.
საუბრის ბოლოს რუმინულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ეუთო-ში რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიცე-პრეზიდენტთან - ვიქტორ პაულ დობრესთან და სენატორ დოინა სილისტრუსთან.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში წარმოებულ საქმიანობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის წვლილი 2018 წლის ეუთოს ბერლინის შეხვედრაზე, სოფიო ქაცარავას ინიცირებულ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში. დოინა სილისტრუს თქმით, მათ 2014 წელს, ევროკავშირის ქვეყნებიდან, პირველებმა მოახდინეს „ასოცირების შეთანხმების“ რატიფიცირება, აგრეთვე, ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც შარშან მაისში, დაგმო სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ცნობის ფაქტი. რუმინული მხარის განცხადებით, ისინი საქართველოს დიდი მხარდამჭერები არიან და მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
სოფიო ქაცარავამ მადლობა გადაუხადა რუმინულ მხარეს საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერისთვის. მან ისაუბრა ვენაში თებერვალში გამართლ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესახებ და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთს მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ბრიუსელის მინისტერიალს და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის.მხარეებმა აგრეთვე განიხილეს შავი ზღვის ფორმატში თანამშრომლობის ასპექტები, სადაც აქცენტი გააკეთეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მსგავსი სახის საპარლამენტო შეხვედრები ხელს შეუწყობენ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას ქართველ და რუმინელ ხალხებს შორის.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა რუმინეთს პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან - ანგელ ტილვერთან, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან - შტეფან მუშოიუსთან და ამავე კომიტეტის წევრებთან - ვასილე გუდუსთან და ჯურეჩ-სლობოდან გერასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, სადაც განსაკუთრებული ყუარდღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და რუმინეთთან ორხმრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშნელობაზე. სოფიო ქაცარავამ რუმინელ კოლეგებთან ერთად განიხილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოსა და რეგიონში, და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა ვიზა-ლიბერალიზაციის და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე. რუმინული მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა წარმოადგენს რუმინეთის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს და მოხარულია, რომ საქართველო გამორჩეულად წარმატებული ქვეყანაა „აღოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის. ანგელ ტულერვენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაახლოების პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტად ყოვლისმომცველი გახდება.
ვიზიტის ბოლოს, საქართველოს დელეგაციამ მოინახულა ანთიმოზის მონასტერი და გვირგვინით შეამკო ანთიმოზ ივერიელის ძეგლი.
ანგარიში
მივლინების ანგარიში
მივლინებული: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით:
სოფიო ქაცარავა, დელეგაციის ხელმძღვანელი;
არჩილ თალაკვაძე (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი);
გიორგი წერეთელი (ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი);
მერი გოგოლაძე, დელეგაციის მდივანი.
მივლინების მიზანი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება
მივლინების ადგილი: ქალაქი ვენა, ავსტრია
მივლინების თარიღი: 2019 წლის 21-22 თებერვალი
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის ზამთრის სესიის მუშაობაში. ასევე, სოფიო ქაცარავა მონაწილეობდა ასამბლეის ბიუროს მუშაობაში, სადაც განიხილებოდა ეუთო-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რაც მოიცავს ეუთოს სივრცეში კონფლიქტებს, ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.
წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობა გადმოიბარა სლოვაკეთმა და დელეგატებს თავმჯდომარეობის სახელით, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკმა მიმართა, რომელმაც თავმჯდომარეობის პრიორიტეტებსა და მთავარ ამოცანებზე ისაუბრა. ამ მხრივ მნიშნელოვანია, რომ სლოვაკეთი მთავარ გამოწვევად განიხილავს კონფლიქტებს ეუთო-ს სივრცეში და მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით გადაჭრა, მათი მხრიდან მაქსიმალური ჩართულობითა და მედიაციით. ასევე, სლოვაკეთი დიდ ყურადღებას დაუთმობს კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს, მათ პირობების გაუმჯობესებას და ჰუმანიტარულ საკითხებს. საქართველოში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით, განსაკუთრებულად საყურადღებოა საქართველოსთვის სლოვაკეთთან ურთიერთობების გააქტიურება როგორც ეუთო-ში, ასევე ორმხრივ ფორმატში.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ სამი ძირითადი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიროსლავ ლაიჩეკს მიმართა: „პირველ რიგში მსურს მივესალმო სლოვაკეთის პრიორიტეტებს და ამაში საქართველო სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ. თქვენს მიერ ბოლო ვიზიტი საქართველოში ნათლად გამოხატავს თქვენს პრიორიტეტებს და ადასტურებს, რომ საქართველო ეუთო-ს დღის წესრიგში მაღალ დონეზეა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ეუთო-ს დღის წესრიგში მომავალშიც ისე აქტიურად იდგეს, როგორც ახლაა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა, რომელთა უფლებებიც ყოველდღიურად ირღვევა და ასევე დაახლოებით 400 000 მოქალაქის საკითხი, რომლებიც იძულებით გამოდევნეს საკუთარი სახლებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მნიშვნელოვანია ეუთო-ს ძალისხმევა მიმართული იყოს სწორედ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე. საოკუპაციო ხაზთან არსებული სიტუაცია არამხოლოდ საქართველოსთვისაა გამოწვევა, არამედ რეგიონისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის. მსურს მადლობა გადაგიხაროდ თქვენი ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზის მონახულებისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატავს თქვენს სურვილს, რომ ეს პროცეში შეჩერდეს “- სოფიო ქაცარავა.
პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტში, სადაც დღის წესრიგის მიხედვით მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა „კონფლიქტების გადაჭრა: საშუალებები და ინსტრუმენტები“ სოფიო ქაცარავამ ისაუბრა უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა. ეს არის სახიფათო პროცესი, რომელიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ჩვენ უნდა ერთობლივად ვიმუშაოთ ამ პრობლების გადაჭრაზე და მეტი ერთობლივი ძალისხმევა მივმართოთ ამისთვის, რადგან არსებული ვითარება წარმოადგენს როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი ევროპისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ამავე კომიტეტში გაიმართა დებატები ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა. სოფიო ქაცარავამ კვლავ განიხილა რუსეთის მხრიდან მომავალი დეზინფორმაციული კამპანიის საფრთხეების შესახებ და კიდევ ერთხელ ისაუბრა ლუგარის ცენტრთან დაკავშირებული ვითარების შესახებ. „რიჩარდ ლუგარის ცენტრი დაუსაბუთებლად დაადანაშაულა რუსეთის დელეგაციამ, თითქოსდა ის აშშ-ის ხელშეწყობით საშიშ ექსპერიმენტებს ატარებს და ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს, რეალურად ლუგარის ცენტრი უნიკალური ლაბორატორიაა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებასა, სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას უწყობს ხელს” - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
კომიტეტში ლუგარის ცენტრი რუსეთის მხრიდანმორიგი, მაშტაბური დეზინფორმაციუ იკამპანიის სამიზნე გახდა, გენადი ონიშენკოსბრალდების საპასუხოდ სოფიო ქაცარავამ აღნიშნა: ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. გასული წლის 14-15 ნოემბერს ცენტრი საერთაშორისო ექსპერტთა დელეგაციას მასპინძლობდა, „ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ” კონვენციასთან შესაბამისობის საკითხებზე, რომელშიც მონაწილეობაზეც რუსულმა მხარემ უარი განაცხადა”.
ასევე, პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა: ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს არ ნიშნავს, რომ მშვიდობაა. რუსეთს უნდა შევახსენოთ მისი ვალდებულება, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი წარმოადგენს საჭირო ინსტრუმენტებს უსაფრთხოების კუთხით, ეს არაა საკმარისი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ მიმართულებით აუცილებელია ეუთოს მეტი ჩართულობა და კონკრეტულად კონფლიქტებით დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების განხორციელება, რაც წარმოადგენს სლოვაკეთის, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტსაც“ - სოფიო ქაცარავა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ბ-ნმა არჩილ თალაკვაძემ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის პლენარული სხდომებისა და ეკონომიკის, ტექნოლოგიების, ეკოლოგიისა და მეცნიერების საკითხთა კომიტეტის მუშაობაში. კომიტეტზე განსახილველ ძირითად საკითხს წარმოადგენდა ენერგო უსაფრთხოების თემა ევროპაში და რუსეთის როლი ენერგო კრიზისების სფეროში, რომელიც დღის წესრიგში შევიდა ლიეტუვის დელეგაციის ინიციატივით. არჩილ თალაკვაძემ სხდომის მონაწილეებს მიმართა, თავის გამოსვლაში გამოეხმაურა აშშ-ს კონგრესმენის რიჩარდ ჰადსონის და ლიეტუვის დლეგაციის წარმომადგენლის ვიტაუტას ბაკასის პოზიციას და ყურადღება გაამახვილა იმ კრიზისზე, რაც გამოიწვია საქართველოში 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბუნებრივი აირის მოწოდების შეფერხებამ. „დღესდღეობით საქართველო მაქსიმალურად ახორციელებს ენერგეტიკის სხვადასხვა წყაროს გამოყენებას და ორიენტირებულია ენერგო მოწოდების დივერსიფიკაციაზე“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში საქართველოს დელეგაციამ აგრეთვე მიიღო მონაწილეობა აშშ-ს დელეგაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში, რომელსაც ესწრებოდნენ კანადის, ირლანდიის, ალბანეთისა და ლიეტუვის დელეგაციები. აშშ-ს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის სენატორ როჯერ უიკერის თაოსნობით, საპარლამენტო დელეგაციებმა განიხილეს დღევანდელი მსოფლიოს კომპლექსური გამოწვევები და იმსჯელეს მათზე რეაგირების შესაძლო მოდალობებზე.