საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაცია პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოში თემატური მოკვლევის ჯგუფების დანიშვნის შესახებ

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.03.2019
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#2-3876/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 2-3876/19 11-03-2019 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საბჭოში შემდეგი თემატური მოკვლევის ჯგუფების დანიშვნის შესახებ:  სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფი;  ქალთა ეკონომიკური განვითარებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფი. სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობის საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე და გიორგი ტუღუში. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად არჩეულია საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი. ქალთა ეკონომიკური განვითარებისათვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: გუგული მაღრაძე, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, ეკა ბესელია, რატი იონათამიშვილი, ენძელა მაჭავარიანი და ადა მარშანია. ჯგუფის მთავარ მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის წევრი - გუგული მაღრაძე. პატივისცემით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge