საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (N07-3/284; 13.02.2019) განხილვის ვადის 10 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2019-03-11
ბიუროს ნომერი 239
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-3874/19
11-03-2019
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველო“,
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული
საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი №07-3/284, (13.02.2019).
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
№235/5
გადაწყვეტილებით,
წარმოდგენილ კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია იურიდიულ საკითხთა
კომიტეტი, ხოლო საკანონმდებლო პაკეტზე სავალდებულო დასკვნის წარდგენა 2019
წლის 11 მარტამდე დაევალა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით
(წერილი 2-3787/19 07/03/2019), რათა ცალკეული საკითხების დაზუსტებისა და
დამატებითი
კონსულტაციების
გამართვის
საჭიროებიდან
გამომდინარე
კანონპროექტის განხილვის ვადა გაუგრძელდეს 10 დღით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული მოთხოვნა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge